Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი
ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

ფი­ნან­სის­ტი და მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ქარ­სე­ლა­ძე უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. ის ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს, კერ­ძოდ, პრა­ღა­ში.

მისი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ჯაბა საკ­მა­ოდ არის შეც­ვლი­ლი, მას შე­იძ­ლე­ბა იქ­ვას, რომ ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის იმი­ჯი შე­უ­ძე­ნია.

თუ რა გახ­და მისი ქვეყ­ნი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი და რას საქ­მი­ა­ნობს იგი უცხო­ეთ­ში? - ამის გა­სარ­კვე­ვად, "ამ­ბე­ბი.გე" მას პრა­ღა­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ჯაბა, მო­გე­სალ­მე­ბი. რო­გორ ხარ?

- მად­ლო­ბა, მო­კი­თხვის­თვის. არა მი­შავს.

- რო­გორც მახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლო­დან 2010 წელს წახ­ვე­დი და მას მერე უცხო­ეთ­ში ხარ...

- კი, 2010 წელს, სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მო­ნა­კო­ში გა­ვემ­გზავ­რე. იმის მერე ვცხოვ­რობ ევ­რო­პა­ში, ამ­ჟა­მად კი პრა­ღა­ში ვარ.

- არა­და, აქ სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი გქონ­და: ერთ-ერთ დიდ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­დი.

- გე­თან­ხმე­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, დიდი გეგ­მე­ბი მქონ­და და უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ვარ­თმევ­დი თავს ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბებს რო­გორც დიდ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­გორც მთა­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სი და ასე­ვე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის "კავ­კა­სი­ის ბიზ­ნესს­კო­ლის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ლექ­ტო­რი გახ­ლდით, ლექ­ცი­ებს ფი­ნან­სებ­სა და ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ში ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში წა­მოს­ვლამ და აქ ცხოვ­რე­ბამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მათ­მო­ბი­ნა. რა­ღაც მო­მენ­ტში, რა თქმა უნდა, ის დრო ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ვცხოვ­რობ და ამი­ტომ წარ­სულს არა­სო­დეს მივ­ტი­რი.

- მანდ, რას აკე­თებ? შენი პრო­ფე­სი­ით საქ­მი­ა­ნობ?

- დიახ, ამ­ჟა­მა­დაც პრა­ღა­ში ერთი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ვმუ­შა­ობ. მა­ნა­მა­დე საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი.

- რო­გო­რია და­მო­უ­კი­დებ­ლად, ოჯა­ხის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა? რას მიხ­ვდი?

- რა თქმა უნდა, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას აქვს თა­ვი­სი პლუ­სი და მი­ნუ­სიც, თუმ­ცა უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ამან ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა, პი­როვ­ნუ­ლად გამ­ზარ­და და ის თვი­სე­ბე­ბი შემ­ძი­ნა, რაც აქამ­დე არ გა­მაჩ­ნდა. აქვე მინ­და, ავღ­ნიშ­ნო, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა­ზე ცუდი ის აქვს, რომ მას ეჩ­ვე­ვი და მერე უკვე რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი ხდე­ბა დაბ­რუ­ნე­ბა ჩვე­ულ, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში.

- გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლი ჩან­ხარ, ათ­ლე­ტუ­რი ტანი და­გი­ყე­ნე­ბია. ეს ვარ­ჯი­შის შე­დე­გად შე­ძე­ლი?

- კი ვვარ­ჯი­შობ, ოღონდ, ამ ყვე­ლა­ფერს უდი­დე­სი შრო­მა სჭირ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს. სა­ერ­თოდ, თუ არ იშ­რო­მე, კარგ შე­დეგს ვე­რა­ფერ­ში მი­ი­ღებ. ამი­ტომ, რაც უნდა და­კა­ვე­ბუ­ლი ვიყო, ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ, ვი­პო­ვო დღე­ში 2-3 სა­ა­თი თუნ­დაც გვი­ან, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში და ვი­ვარ­ჯი­შო, რათა მუ­დამ ტო­ნუს­ში ვიყო. ჩემი ასე­თი პო­ზი­ცია კი უპირ­ვე­ლე­სად სხე­უ­ლის გა­კა­ჟე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­წინ­და­რია.

- ისე­თი სხე­უ­ლი გაქვს, რომ მგო­ნი, პო­დი­უმ­ზე ან რო­მე­ლი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­თვი­საც იპო­ზი­ე­რებ, არა?

- რა­ტო­მაც არა?! მარ­თა­ლია, პო­დი­უ­მი არას­დროს მხიბ­ლავ­და, მაგ­რამ ფო­ტო­გა­და­ღე­ბე­ბი იმ­დე­ნად მიყ­ვარს და მსი­ა­მოვ­ნებს, რომ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი და ვარ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო მათ­ში, მით უმე­ტეს, როცა უკვე თა­მა­მად შე­მიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, სა­დაც სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს ვიყო.

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­მეს ხომ არ აპი­რებ?

- სხვა­თა შო­რის, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში და "ფე­ის­ბუქ­ზე" ჩემი ახა­ლი ფო­ტე­ბი, ახა­ლი იმი­ჯით გა­ვავ­რცე­ლე, მას შემ­დეგ სამი დიდი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩე­ხუ­რი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო და­მი­კავ­შირ­და და კონ­ტრაქ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს. ასე რომ, ჰო­ბის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვერ­თო ამ საქ­მე­ში. სა­ნამ ჯერ კი­დევ ასა­კი ხელს მი­წყობს, ძა­ლებს მოვ­სინ­ჯავ ფოტო-სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში, რო­გორც ფიტ­ნესს­მო­დე­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში შენ გარ­შე­მო სულ რა­ღაც ხმა­უ­რი იყო, მუდ­მი­ვად რა­ღაც სკა­ნა­ლებ­ში ეხ­ვე­ო­დი. იქ რო­გორ ცხოვ­რობ? იქაც ხმა­უ­რია შენ გარ­შე­მო?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ და გი­წევს შო­უ­ბიზ­ნეს­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, სკან­და­ლი, ჭორი და მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. მაგ­რამ, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩემი თვით­მი­ზა­ნი, რომ ამ გზით კა­რი­ე­რა ამე­წყო და პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის მი­მეღ­წია.

იმ საქ­მეს, რა­საც დღეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მხო­ლოდ მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და შრო­მა სჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ ამ გზით შე­გიძ­ლია, მი­აღ­წიო შე­დეგს და არა სკან­და­ლუ­რო­ბით. ამ­დე­ნად, ეს თემა ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თავ­საც გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- მარ­თლია, ამ­ბობ, რომ პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტი ვარ და სიმ­ღე­რა ჩემი ჰო­ბი­აო, მაგ­რამ ხალ­ხმა შო­უ­ბიზ­ნე­სი­დან გა­გიც­ნო. პრა­ღა­ში ამ მიმ­რა­თუ­ლე­ბით რას აკე­თებ?

- რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­მიც­ნო, მა­შინ ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და ამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რია, რომ რო­გორც ფი­ნან­სისტსა და ეკო­ნო­მისტს ვერ გა­მიც­ნობ­და. მა­შინ პრო­ფე­სია ჯერ კი­დევ არ მქონ­და არ­ჩე­უ­ლი. სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი კი ბავ­შო­ბი­დან მომ­ყვე­ბა. ის ყო­ველ­თვის ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო, არის და იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ჩემი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე, სიმ­ღე­რამ მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა მის­თვის თავი არა­სო­დეს და­მი­ნე­ბე­ბია და არც ვა­პი­რებ, რომ და­ვა­ნე­ბო. რა­ღაც დო­ზით, ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლი ვარ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში, ასე­ვე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზე­დაც უკვე და­წყე­ბუ­ლი მაქვს მუ­შა­ო­ბა და ვფიქ­რობ, რომ მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნელ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვი... რა სი­ახ­ლე­ე­ბია?

- ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ე­ბია, რად­გა­ნაც ის იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე, რომ არ მაქვს სურ­ვი­ლი, ვინ­მეს გა­უ­ზი­ა­რო კონ­კრე­ტუ­ლად რა ხდე­ბა, რად­გა­ნაც ის მხო­ლოდ ჩე­მია და ამი­ტო­მაც ჰქვია პი­რა­დი. როცა მოვა დრო, თვი­თონ ვი­ტყვი, თუ ეს სა­ჭი­რო გახ­დე­ბა.

- რას აპი­რებ? რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- მინ­და, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა დღი­თი დღე უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს. ყვე­ლა ჩემი მი­ზა­ნი და ჩა­ნა­ფიქ­რი, რაც გა­მაჩ­ნია, უახ­ლო­ეს მომ­ვალ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ჯერ­ჯე­რო­ბით ევ­რო­პა­ში ყოფ­ნას ვა­პი­რებ და აქ მეტი წარ­მა­ტე­ბი­სა და აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბას. თუ მო­მავლში და­ვი­ნა­ხავ, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას ვჭირ­დე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი და გა­ვუ­ზი­ა­რებ ჩემს ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვას, თუ არა­და, უფრო მე­ტად ვიბ­რძო­ლებ, რათა და­ვი­პყრო დიდი მწვერ­ვა­ლე­ბი, რომ სი­ცო­ცხლე იყოს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და არა­მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე" - სთვის

ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

ფინანსისტი და მომღერალი ჯაბა ქარსელაძე უკვე წლებია საქართველოში არ იმყოფება. ის ევროპაში ცხოვრობს, კერძოდ, პრაღაში.

მისი "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯაბა საკმაოდ არის შეცვლილი, მას შეიძლება იქვას, რომ ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცის იმიჯი შეუძენია.

თუ რა გახდა მისი ქვეყნიდან წასვლის მიზეზი და რას საქმიანობს იგი უცხოეთში? - ამის გასარკვევად, "ამბები.გე" მას პრაღაში დაუკავშირდა.

- ჯაბა, მოგესალმები. როგორ ხარ?

- მადლობა, მოკითხვისთვის. არა მიშავს.

- როგორც მახსოვს, საქართველოდან 2010 წელს წახვედი და მას მერე უცხოეთში ხარ...

- კი, 2010 წელს, სწავლის გასაგრძელებლად, მონაკოში გავემგზავრე. იმის მერე ვცხოვრობ ევროპაში, ამჟამად კი პრაღაში ვარ.

- არადა, აქ სერიოზული გეგმები გქონდა: ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მუშაობდი და პარალელურად, უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდი.

- გეთანხმებით, იმ პერიოდში, როცა საქართველოში ვცხოვრობდი, დიდი გეგმები მქონდა და უნდა ვაღიარო, რომ წარმატებულადაც ვართმევდი თავს ჩემს მოვალეობებს როგორც დიდ კომპანიაში, როგორც მთავარი ფინანსური ანალიტიკოსი და ასევე 3 წლის განმავლობაში წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის "კავკასიის ბიზნესსკოლის" ერთ-ერთი წამყვანი ლექტორი გახლდით, ლექციებს ფინანსებსა და ბუღალტერიაში ვკითხულობდი, მაგრამ ევროპაში წამოსვლამ და აქ ცხოვრებამ ეს ყველაფერი დამათმობინა. რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ის დრო ძალიან მენატრება, მაგრამ ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედით ვცხოვრობ და ამიტომ წარსულს არასოდეს მივტირი.

- მანდ, რას აკეთებ? შენი პროფესიით საქმიანობ?

- დიახ, ამჟამადაც პრაღაში ერთი პროექტის ფარგლებში ვმუშაობ. მანამადე საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი.

- როგორია დამოუკიდებლად, ოჯახის გარეშე ცხოვრება? რას მიხვდი?

- რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ცხოვრებას აქვს თავისი პლუსი და მინუსიც, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამან ძალიან შემცვალა, პიროვნულად გამზარდა და ის თვისებები შემძინა, რაც აქამდე არ გამაჩნდა. აქვე მინდა, ავღნიშნო, დამოუკიდებლად ცხოვრებას ყველაზე ცუდი ის აქვს, რომ მას ეჩვევი და მერე უკვე რთული წარმოსადგენი ხდება დაბრუნება ჩვეულ, ოჯახურ გარემოში.

- გარეგნულად ძალიან შეცვლილი ჩანხარ,  ათლეტური ტანი დაგიყენებია. ეს ვარჯიშის შედეგად შეძელი?

- კი ვვარჯიშობ, ოღონდ, ამ ყველაფერს უდიდესი შრომა სჭირდება, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეს. საერთოდ, თუ არ იშრომე, კარგ შედეგს ვერაფერში მიიღებ. ამიტომ, რაც უნდა დაკავებული ვიყო, ყოველთვის ვახერხებ, ვიპოვო დღეში 2-3 საათი თუნდაც გვიან, საღამოს საათებში და ვივარჯიშო, რათა მუდამ ტონუსში ვიყო. ჩემი ასეთი პოზიცია კი უპირველესად სხეულის გაკაჟების საუკეთესო საშუალებაა და ჯანმრთელობის საწინდარია.

- ისეთი სხეული გაქვს, რომ მგონი, პოდიუმზე ან რომელიმე პოპულარული ჟურნალისთვისაც იპოზიერებ, არა?

- რატომაც არა?! მართალია, პოდიუმი არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ფოტოგადაღებები იმდენად მიყვარს და მსიამოვნებს, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ, მონაწილეობა მივიღო მათში, მით უმეტეს, როცა უკვე თამამად შემიძლია, ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭიროება მოითხოვს ვიყო.

- ამ მიმართულებით რამეს ხომ არ აპირებ?

- სხვათა შორის, რაც ინტერნეტში და "ფეისბუქზე" ჩემი ახალი ფოტები, ახალი იმიჯით გავავრცელე, მას შემდეგ სამი დიდი წარმატებული ჩეხური სამოდელო სააგენტო დამიკავშირდა და კონტრაქტი შემომთავაზეს. ასე რომ, ჰობის დონეზე შეიძლება ჩავერთო ამ საქმეში. სანამ ჯერ კიდევ ასაკი ხელს მიწყობს, ძალებს მოვსინჯავ ფოტო-სამოდელო ბიზნესში, როგორც ფიტნესსმოდელი.

- საქართველოში შენ გარშემო სულ რაღაც ხმაური იყო, მუდმივად რაღაც სკანალებში ეხვეოდი. იქ როგორ ცხოვრობ? იქაც ხმაურია შენ გარშემო?

- როდესაც ადამიანი პოპულარული ხარ და გიწევს შოუბიზნესში საქმიანობა, სკანდალი, ჭორი და მსგავსი სიტუაციები გარდაუვალია. მაგრამ, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, რომ ამ გზით კარიერა ამეწყო და პოპულარობისთვის მიმეღწია.

იმ საქმეს, რასაც დღეს ვემსახურები, მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი და შრომა სჭირდება. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია, მიაღწიო შედეგს და არა სკანდალურობით. ამდენად, ეს თემა ამ ეტაპზე, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავსაც გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ.

- მართლია, ამბობ, რომ პროფესიით ფინანსისტი ვარ და სიმღერა ჩემი ჰობიაო, მაგრამ ხალხმა შოუბიზნესიდან გაგიცნო. პრაღაში ამ მიმრათულებით რას აკეთებ?

- როდესაც საზოგადოებამ გამიცნო, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ამდენად ლოგიკურია, რომ როგორც ფინანსისტსა და ეკონომისტს ვერ გამიცნობდა. მაშინ პროფესია ჯერ კიდევ არ მქონდა არჩეული. სიმღერის სიყვარული კი ბავშობიდან მომყვება. ის ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება. უბრალოდ, ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სიმღერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა მისთვის თავი არასოდეს დამინებებია და არც ვაპირებ, რომ დავანებო. რაღაც დოზით, ყოველთვის ჩართული ვარ შემოქმედებით პროცესში, ასევე ჩაფიქრებული მაქვს ახალი პროექტი, რომელზედაც უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ მუსიკალურ კარიერაში საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელ ნაბიჯს გადავდგამ.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი... რა სიახლეებია?

- ჩემს პირად ცხოვრებაში მუდმივად სიახლეებია, რადგანაც ის იმდენად მრავალფეროვანია და მოულოდნელობებით სავსე, რომ არ მაქვს სურვილი, ვინმეს გაუზიარო კონკრეტულად რა ხდება, რადგანაც ის მხოლოდ ჩემია და ამიტომაც ჰქვია პირადი. როცა მოვა დრო, თვითონ ვიტყვი, თუ ეს საჭირო გახდება.

- რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?

- მინდა, რომ ჩემი ცხოვრება დღითი დღე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ყველა ჩემი მიზანი და ჩანაფიქრი, რაც გამაჩნია, უახლოეს მომვალში განვახორციელო. ჯერჯერობით ევროპაში ყოფნას ვაპირებ და აქ მეტი წარმატებისა და აღიარების მოპოვებას. თუ მომავლში დავინახავ, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდები, აუცილებლად დავბრუნდები და გავუზიარებ ჩემს ევროპულ გამოცდილებასა და თანამედროვე ხედვას, თუ არადა, უფრო მეტად ვიბრძოლებ, რათა დავიპყრო დიდი მწვერვალები, რომ სიცოცხლე იყოს კიდევ უფრო საინტერესო და არამოსაბეზრებელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე" - სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება