პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან
სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან

სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გავ­რცელ­და. რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სამ­შობ­ლო­ში აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ლა­მის გმი­რად დაბ­რუნ­და. მა­შინ ნი­ჟა­რა­ძემ ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­ღე­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად დე­დას­თან ერ­თად ჩნდე­ბო­და და სწო­რედ დედა გან­სა­ზღვრავ­და სო­ფოს იმიჯ­სა და მო­მა­ვალ კა­რი­ე­რას.

მალე სოფო სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­ზი­დენ­ტის რჩე­ულ და ფა­ვო­რიტ მომ­ღერ­ლად მო­ევ­ლი­ნა. მღე­რო­და ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და პრე­სა­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბიც გა­მოჩ­ნდა.

თა­ვი­დან სოფო ყვე­ლას პრე­ზიდ­ენ­ტის მო­რი­გი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა და რო­გორც სხვა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, მა­საც მალე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ სარ­ფი­ა­ნად გა­თხო­ვე­ბას. ამ­ბობ­დნენ, რომ რო­მე­ლი­მე მა­შინ­დელ მი­ნის­ტრზე თუ არა, მი­ლი­ო­ნერ­ზე მა­ინც უნდა გა­თხო­ვი­ლი­ყო. თით­ქოს ამის წი­ნა­პი­რო­ბაც გაჩ­ნდა, 2009 წელს უკვე პრე­ზი­დენ­ტის კარ­ზე მი­ღე­ბულ­მა ნი­ჟა­რა­ძემ თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ამე­რი­კის მა­შინ­დე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ სა­ღა­მო­ზე იმ­ღე­რა. ვარ­დის­ფერ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა 23 წლის მომ­ღე­რალ­მა მა­შინ სტუმ­რის­გან კომ­პლი­მენ­ტიც და­იმ­სა­ხუ­რა. ბა­ი­დენ­მა უთხრა, თქვენს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნიკა გი­ლა­ურს მო­ე­წო­ნე­თო. გი­ლა­უ­რი-ნი­ჟა­რა­ძის ქორ­წი­ნე­ბა არ შედ­გა და არც შედ­გე­ბო­და, რად­გან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უკვე პრე­ზი­დენ­ტი­სა და ნი­ჟა­რა­ძის რო­მან­ზე ლა­პა­რა­კობ­და.

ამ თე­მა­ზე ბევ­რჯერ და­ი­წე­რა და ჭორ-მარ­თა­ლი ხში­რად ირე­ო­და ერ­თმა­ნეთ­ში, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის სიმ­პა­თი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ნი­ჟა­რა­ძემ ყვე­ლა სა­ხის პრე­სას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე აღარ თან­ხმდე­ბო­და. სო­ფოს სა­ჯა­როდ არა­სო­დეს უღი­ა­რე­ბია პრე­ზი­დენ­ტის სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, უახ­ლო­ეს მე­გობ­რებ­თან ამა­ზე, კმა­ყო­ფი­ლი და ამა­ყი, თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კობს.

მარ­თა­ლია, ნი­ჟა­რა­ძე პრე­სას არ სწყა­ლობს, მაგ­რამ წყა­რო, რო­მელ­მაც "რე­ი­ტინგს" მისი და პრე­ზი­დენ­ტის "ლავ სთო­რის" ამ­ბე­ბი გა­ან­დო, მარ­თლაც კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი­დან დაბ­რუნ­და, სო­ფომ საკ­მა­ოდ დიდი სა­მე­გობ­რო წრე შე­ი­ძი­ნა და თა­მა­მად ალა­პა­რაკ­და ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე. მის­მა გა­მო­უც­დე­ლო­ბამ თუ მი­ზან­მი­მარ­თულ­მა ქმე­დე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და პრე­ზი­დენ­ტთან მისი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლე­ბი მალე ფარ­თო მა­სე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი", - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

თურ­მე პრე­ზი­დენ­ტთან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მალე აუ­ვარ­და თავ­ში მომ­ღე­რალს და "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში ყოფ­ნი­სას, ჯერ კი­დევ პრე­კას­ტინ­გის გა­და­ღე­ბე­ბი­სას, ოპე­რა­ტო­რებს მი­უ­თი­თებ­და, რო­გორ უნდა გა­და­ე­ღოთ, რომ ლა­მა­ზი გამო­ჩე­ნი­ლი­ყო, თო­რემ ყვე­ლას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რად­გან გა­და­ცე­მებს სოფო თურ­მე მი­შას­თან ერ­თად უყუ­რებ­და... ამ­ბო­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით მოქ­მე­დე­ბა სო­ფოს ჩვე­ვად ექცა და გარ­შე­მო მყო­ფებს ხში­რად უწევ­დათ მას­თან მო­ზო­მი­ლად სა­უ­ბა­რი, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და, რო­მე­ლი­მე ხუმ­რო­ბა სხვა­ნა­ი­რად გა­ე­გო და შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის­თვის მე­სი­ჯად მი­ე­წე­რა.

ჩვე­ნი წყა­რო აღ­შფო­თე­ბუ­ლი გვიყ­ვე­ბო­და: "ნე­ტავ ვინ მის­ცა მას უფ­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად გა­ტა­რე­ბულ დე­ტა­ლებ­ზე სა­ჯა­როდ ესა­უბ­რა და ამით ქვეყ­ნის იმი­ჯი შე­ე­ლა­ხა". რო­გორც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გაგ­ვიმ­ხი­ლა, ის პი­რა­დად შე­ეს­წრო სო­ფოს სა­უ­ბარს ან­დრეა ბო­ჩე­ლის კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც მომ­ღე­რა­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჰყვე­ბო­და. თურ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­თუ­მის "შე­რა­ტო­ნის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში, სა­დაც ბო­ჩე­ლი ცხოვ­რობ­და, სო­ფოს მო­თხოვ­ნით შე­სუ­ლა, რათა მო­ეს­მი­ნა რე­პე­ტი­ცია, რო­მელ­საც მომ­ღე­რა­ლი ბო­ჩე­ლის­თან ერ­თად გა­დი­ო­და... "ვუ­თხა­რი, მოდი, და მო­მის­მი­ნე, მერე რომ არ მო­გე­წო­ნოს, შენი თავი არ მაქვს-მეთ­ქი", - ამ­ბობ­და თურ­მე მომ­ღე­რა­ლი. სო­ფოს მე­გობ­რე­ბის­თვის ბა­თუმ­ში კრის დე ბურ­გის სტუმ­რო­ბის ის­ტო­რი­ის სა­ი­დუმ­ლო დე­ტა­ლე­ბიც გა­უმ­ხე­ლია. სა­ა­კაშ­ვილს მომ­ღე­რა­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ ჩა­მო­უყ­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდო­ბი­დან უყ­ვარ­და და სურ­და, მომ­ღერ­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰიტი "ლედი ინ რედ" წი­თელ კა­ბა­ში სო­ფოს მას­თან ერ­თად ემ­ღე­რა. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ კი 100-ათას­დო­ლა­რი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მი უჩუ­ქე­ბია, რო­მელ­საც სოფო ხში­რად იკე­თებს...

მე­ო­რე ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ჩვენ­მა წყა­რომ გაგ­ვან­დო, ფილ­მს "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით" ეხე­ბა. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ფილ­მი კი­ნოს­ტუ­დი­ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის არ­ჩილ გე­ლო­ვა­ნის პატ­რო­ნა­ჟით გა­და­ი­ღეს. ელი­ტურ წრე­ებ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი არ­ჩილ გე­ლო­ვა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის უკა­ნო­ნო გზით მო­პო­ვე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. რო­გორც სოფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჰყვე­ბო­და, მი­შამ გე­ლო­ვა­ნი თურ­მე მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მო­უშ­ვა, რომ სო­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მი ჰქონ­და გა­და­სა­ღე­ბი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი სწო­რედ კრის დე ბურ­გის კონ­ცერ­ტის დროს მი­უ­ღი­ათ. მი­შას და­ვა­ლე­ბა მი­უ­ცია გე­ლო­ვა­ნის­თვის, გა­და­ე­ღო ფილ­მი სო­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

"ფილმში მთა­ვა­რი როლი მე უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ისე გა­ა­კე­თეს, რომ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი არ გა­მოკ­ვე­თეს და ერთ-ერთი რი­გი­თი როლი მომ­ცეს", - ამ­ბობ­და თურ­მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ნა­ნე­ბით სოფო. "თუმ­ცა მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მიშა აღ­ფრთო­ვან­და ჩემი თა­მა­შით. ფილ­მი რომ გა­მო­ვი­და, მე, მი­შამ და ნიკა რუ­რუ­ამ ერ­თად ვუ­ყუ­რეთ მი­შას­თან და იქ შემ­პირ­და, რომ კი­დევ ბევრ ფილ­მს გა­და­ი­ღებ­და, სა­დაც მხო­ლოდ მე ვიქ­ნე­ბო­დი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ვი­საც ხელს და­ვა­დებ, იმას ჩა­მო­მიყ­ვანს და დუ­ეტს შე­ვას­რუ­ლებ", - იმე­დი­ა­ნად აცხა­დებ­და თურ­მე მომ­ღე­რა­ლი.

ჩვე­ნი წყა­რო, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ახ­ლო­საა ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დის იმ ნა­წილ­თან, სა­დაც კა­ნო­ნებს სოფო ქმნის, სხვა დე­ტა­ლებ­საც გვიმ­ხელს: "სა­მე­გობ­რო წრე მიჩ­ვე­უ­ლია სო­ფოს ქცე­ვებს. ერთი ჭიქა სასმლის შემ­დეგ მუზა ეხ­სნე­ბა და ინ­ტი­მუ­რი დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლაც იწყე­ბა... ხან­და­ხან ისე­თი აჟი­ტი­რე­ბუ­ლია, სმს-ებს ხმა­მაღ­ლა კი­თხუ­ლობს და გუ­ლი­ა­ნად კის­კი­სებს... მერე თა­ვი­სი და პრე­ზი­დენ­ტის მი­მო­წე­რის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს, ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დის... ხში­რად შე­მი­ნიშ­ნავს ჩემი მე­გობ­რე­ბის გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი სმს-ების წა­კი­თხვის შემ­დეგ", - იხ­სე­ნებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, პრე­ზი­დენტს ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ში რომ თან ხლე­ბო­და, ამი­სათ­ვის სო­ფო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ფორ­მა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს, რის შემ­დე­გაც, უფრო მეტი შან­სი მი­ე­ცა, რომ თავი სა­ბო­ლო­ოდ და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა და პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბი­ე­რას ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის მიერ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში შე­ძე­ნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბით თავი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა. სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თი ყო­ფი­ლა მა­ჯის ლურ­ჯი სა­ა­თი, რო­მელ­ზეც, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სოფო ჰყვე­ბო­და: "ეს მა­შინ გა­მო­მიგ­ზავ­ნა, ავად რომ ვი­ყა­ვი, 40 გრა­დუ­სი მქონ­და სი­ცხე და მა­ინც ვი­ჯე­ქი "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში. სა­ხე­ზე შე­მა­ტყო და მომ­წე­რა, რა გჭირ­სო. რომ ვუ­თხა­რი, გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად გა­მო­მიგ­ზავ­ნა". გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ეს სა­ა­თი უძ­ვირ­ფა­სე­სია.

მან­ქა­ნა კი, რომ­ლი­თაც სოფო თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში დაქ­რის, საკ­მა­ოდ რო­მან­ტი­კუ­ლად უჩუ­ქე­ბია პრე­ზი­დენტს. "მი­შამ მი­თხრა, წადი "მერ­სე­დე­სის" ცენ­ტრში და რო­მელ მან­ქა­ნა­ზეც გინ­და, და­ჯე­ქი და წა­მო­დიო. მეც ასე მო­ვი­ქე­ცი და უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით მი­ყუ­რებ­დნენ. იმ­დე­ნი ვი­ცი­ნე, ლა­მის ახა­ლი მან­ქა­ნა დავ­ლე­წე", - ჰყვე­ბო­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­გობ­რებ­ში.

უფრო მე­ტიც, სო­ფოს მან­ქა­ნის ნო­მერი სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტროლ­ზე ყო­ფი­ლა აყ­ვა­ნი­ლი და არც ერთი პატ­რუ­ლი არ აჩე­რებს, რაც უნდა და­არ­ღვი­ოს.

არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დის ნა­წი­ლი ცხოვ­რე­ბის ძვე­ლე­ბურ სტილს და­ი­ვი­წყებ­და და პრე­ზი­დენ­ტის რჩე­უ­ლის მხრი­დან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი სო­ფოს­თან ერ­თად ცოტა ხანს მა­ინც გა­ჩერ­დე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სოფო ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას და რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სო­ფოს პი­რა­დი სტი­ლის­ტის მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლის სა­ლო­ნის ქვე­ვით მდე­ბა­რე რეს­ტო­რანს პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად არა­ერ­თხელ სტუმ­რობ­და, იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ კვლავ ერ­თად არი­ან და ისევ უნდა "ეში­ნო­დეთ" სო­ფო­სი... ბოლო დროს სოფო თურ­მე ხში­რად ლა­პა­რა­კობს ახალ ბი­ნა­ზე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა უყი­და, მაგ­რამ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა სო­ფოს ამ ბი­ნა­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბა ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხა.

ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს სოფო ნი­ჟა­რა­ძის "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე გამ­გზავ­რე­ბაც. მარ­თა­ლია, პირ­ველ სა­მე­ულ­ში ვერ მოხ­ვდა, მაგ­რამ მას­ზე და­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის წყა­ლო­ბით, ანრი ჯო­ხა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფი­ნალ­შიც გა­და­ვი­და და ათე­ულ­შიც შე­ვი­და. ეს მძი­მე ტვირ­თი პრე­ზი­დენტს პი­რა­დად მი­ლი­ო­ნერ კობა ნა­ყო­ფი­ას­თვის და­უ­კის­რე­ბია. რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვიმ­ხელს, ნა­ყო­ფი­ას პრე­ზი­დენ­ტის რჩე­უ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ევრო და­უჯ­და. ოს­ლო­ში მყო­ფი სოფო ნი­ჟა­რა­ძე თურ­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით სარ­გებ­ლობ­და და დაც­ვით და­დი­ო­და. "მი­შამ ნიკა რუ­რუ­ას და­უ­რე­კა და უთხრა, ოს­ლო­ში წადი, სო­ფოს ჩა­ა­კი­თხე, მი­ხე­დე, რომ რე­ი­ტინ­გი უფრო აე­წი­ო­სო".

რო­გორც ჩანს, სო­ფოს მი­უზიკ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ჯერ კი­დევ რუ­სე­თი­დან გა­მოჰყ­ვა, რად­გან "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" სწო­რედ მისი იდეა ყო­ფი­ლა. საქ­მე­ში თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი, "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" რე­ჟი­სო­რი რედა ბენ­ტი­ფო­რი ჩარ­თო და კას­ტინგსაც თა­ვად გა­უ­ძღვა. რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტიც სოფო იყო და ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რიც... თურ­მე ხში­რად აწი­ო­კებ­და მო­ნა­წი­ლე­ებს, "აბა, ჩქა­რა და­ლაგ­დით, მიშა მო­დის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და მხო­ლოდ ჩემი მო­ნო­ლო­გე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ, მას მარ­ტო ეს აინ­ტე­რე­სებს", - გვიყ­ვე­ბა ჩვე­ნი წყა­რო.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სო­ფოს ის­ტე­რი­კა, სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ადა­მი­ან­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა. ყვე­ლა, ვინც პრე­ზი­დენ­ტის ყუ­რა­დღე­ბა და სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­რა, სა­ში­ნე­ლი ხრი­კე­ბი­თა და ტყუ­ი­ლე­ბით ჩა­მო­ა­შო­რა...

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "რე­ი­ტინ­გში" სოფო ნი­ჟა­რა­ძის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­წყო­ბილ სი­ურპრიზ­ზე ვწერ­დით. ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლი მომ­ღე­რალს ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა პატ­რუ­ლის ხე­ლით გა­დას­ცა, სო­ფომ კი ამ სა­ჩუქ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გა­ვი­გეთ, 6 თე­ბერ­ვალს, სო­ფოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, კა­ხეთ­ში, ყვარ­ლის ტბა­ზე რეს­ტო­რა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად სო­ფოს­თვის და­უ­კე­ტავთ და უამ­რა­ვი სტუ­მა­რი მი­უწ­ვე­ვი­ათ. სო­ფომ თურ­მე რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­წი­ო­კა იქ მყო­ფე­ბი, "მიშა მო­დი­სო" და ბო­ლოს ყვე­ლას წა­უ­კი­თხა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯი - "ვე­ღარ მოვ­დი­ვარ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა მაქვს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნოთ"...

ბო­ლოს კი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი: ქა­ლაქ­ში ხში­რად ჭო­რა­ობ­დნენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ ნი­ჟა­რა­ძის ცო­ლად მოყ­ვა­ნას აპი­რებ­და, მისი და სან­დრა რუ­ლოვ­სის სა­სიყ­ვა­რუ­ლო იდი­ლია კი მხო­ლოდ ფარ­სია. ამ ჭორს ჩვე­ნი წყა­როც გვი­დას­ტუ­რებს: "სოფო ამ­ბობს, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მაგ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­შო­რებს, სა­ბო­ლო­ოდ დაგ­ვი­ლაგ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა..."

ფაქ­ტია, რომ კვამ­ლი უცე­ცხლოდ არ ჩნდე­ბა და პრე­ზი­დენ­ტი­სა და მომ­ღე­რა­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ხა­ნია გას­ცდა ქარ­თუ­ლი პრე­სის ინ­ტე­რესს. სა­ა­კაშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ეწუ­რე­ბა. მარ­თა­ლია, ქარ­თვე­ლე­ბი მალე ივი­წყე­ბენ პო­ლი­ტი­კო­სებს, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რი მი­ა­დევ­ნებს აქ­ტი­უ­რად თვალს იმას, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტი­სა და მომ­ღერ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" (რუბ­რი­კა ჭორ-მარ­თა­ლი)

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან

სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან

სოფო ნიჟარაძისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სამშობლოში აგვისტოს ომის შემდეგ ლამის გმირად დაბრუნდა. მაშინ ნიჟარაძემ ოკუპანტ ქვეყანაში სიმღერაზე უარი განაცხადა და სამშობლოში ჩამოვიდა. არაფრით გამორჩეული მომღერალი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თავდაპირველად დედასთან ერთად ჩნდებოდა და სწორედ დედა განსაზღვრავდა სოფოს იმიჯსა და მომავალ კარიერას.

მალე სოფო საზოგადოებას პრეზიდენტის რჩეულ და ფავორიტ მომღერლად მოევლინა. მღეროდა ყველა სამთავრობო ღონისძიებაზე და პრესასა და ტელევიზიაში მისი ინტერვიუებიც გამოჩნდა.

თავიდან სოფო ყველას პრეზიდ­ენტის მორიგი გატაცება ეგონა და როგორც სხვა ქალბატონების შემთხვევაში მოხდა, მასაც მალე უწინასწარმეტყველებდნენ სარფიანად გათხოვებას. ამბობდნენ, რომ რომელიმე მაშინდელ მინისტრზე თუ არა, მილიონერზე მაინც უნდა გათხოვილიყო. თითქოს ამის წინაპირობაც გაჩნდა, 2009 წელს უკვე პრეზიდენტის კარზე მიღებულმა ნიჟარაძემ თბილისში ჩამოსული ამერიკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პატივსაცემად გამართულ საღამოზე იმღერა. ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა 23 წლის მომღერალმა მაშინ სტუმრისგან კომპლიმენტიც დაიმსახურა. ბაიდენმა უთხრა, თქვენს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს მოეწონეთო. გილაური-ნიჟარაძის ქორწინება არ შედგა და არც შედგებოდა, რადგან მთელი საქართველო უკვე პრეზიდენტისა და ნიჟარაძის რომანზე ლაპარაკობდა.

ამ თემაზე ბევრჯერ დაიწერა და ჭორ-მართალი ხშირად ირეოდა ერთმანეთში, რადგან პრეზიდენტის სიმპათიისა და შესაბამისი გავლენის მოპოვების შემდეგ ნიჟარაძემ ყველა სახის პრესას ბოიკოტი გამოუცხადა და ინტერვიუებზე აღარ თანხმდებოდა. სოფოს საჯაროდ არასოდეს უღიარებია პრეზიდენტის სიყვარული, მაგრამ, როგორც ამბობენ, უახლოეს მეგობრებთან ამაზე, კმაყოფილი და ამაყი, თავისუფლად ლაპარაკობს.

მართალია, ნიჟარაძე პრესას არ სწყალობს, მაგრამ წყარო, რომელმაც "რეიტინგს" მისი და პრეზიდენტის "ლავ სთორის" ამბები გაანდო, მართლაც კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა.

"მას შემდეგ, რაც რუსეთიდან დაბრუნდა, სოფომ საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე შეიძინა და თამამად ალაპარაკდა ყველასთვის საინტერესო დეტალებზე. მისმა გამოუცდელობამ თუ მიზანმიმართულმა ქმედებამ შედეგი გამოიღო და პრეზიდენტთან მისი ურთიერთობის დეტალები მალე ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი", - გვიყვება წყარო.

თურმე პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა მალე აუვარდა თავში მომღერალს და "ნიჭიერის" ჟიურიში ყოფნისას, ჯერ კიდევ პრეკასტინგის გადაღებებისას, ოპერატორებს მიუთითებდა, როგორ უნდა გადაეღოთ, რომ ლამაზი გამო­ჩე­ნილიყო, თორემ ყველას გაათავისუფლებდნენ, რადგან გადაცემებს სოფო თურმე მიშასთან ერთად უყურებდა... ამბობენ, რომ პრეზიდენტის სახელით მოქმედება სოფოს ჩვევად ექცა და გარშემო მყოფებს ხშირად უწევდათ მასთან მოზომილად საუბარი, რადგან შეიძლებოდა, რომელიმე ხუმრობა სხვანაირად გაეგო და შემდეგ პრეზიდენტისთვის მესიჯად მიეწერა.

ჩვენი წყარო აღშფოთებული გვიყვებოდა: "ნეტავ ვინ მისცა მას უფლება, პრეზიდენტთან ერთად გატარებულ დეტალებზე საჯაროდ ესაუბრა და ამით ქვეყნის იმიჯი შეელახა". როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გაგვიმხილა, ის პირადად შეესწრო სოფოს საუბარს ანდრეა ბოჩელის კონცერტთან დაკავშირებით, რასაც მომღერალი სიამოვნებით ჰყვებოდა. თურმე მიხეილ სააკაშვილი ბათუმის "შერატონის" ერთ-ერთ ნომერში, სადაც ბოჩელი ცხოვრობდა, სოფოს მოთხოვნით შესულა, რათა მოესმინა რეპეტიცია, რომელსაც მომღერალი ბოჩელისთან ერთად გადიოდა... "ვუთხარი, მოდი, და მომისმინე, მერე რომ არ მოგეწონოს, შენი თავი არ მაქვს-მეთქი", - ამბობდა თურმე მომღერალი. სოფოს მეგობრებისთვის ბათუმში კრის დე ბურგის სტუმრობის ისტორიის საიდუმლო დეტალებიც გაუმხელია. სააკაშვილს მომღერალი მხოლოდ იმიტომ ჩამოუყვანია, რომ ახალგაზრდობიდან უყვარდა და სურდა, მომღერლის ყველაზე ცნობილი ჰიტი "ლედი ინ რედ" წითელ კაბაში სოფოს მასთან ერთად ემღერა. კონცერტის შემდეგ კი 100-ათასდოლარიანი ყელსაბამი უჩუქებია, რომელსაც სოფო ხშირად იკეთებს...

მეორე ისტორია, რომელიც ჩვენმა წყარომ გაგვანდო, ფილმს "სიყვარული აქცენტით" ეხება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ფილმი კინოსტუდიის ყოფილი დირექტორის არჩილ გელოვანის პატრონაჟით გადაიღეს. ელიტურ წრეებში კარგად ცნობილი არჩილ გელოვანი დაახლოებით სამი წლის წინ იშვიათი წიგნების უკანონო გზით მოპოვებისა და რეალიზების ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც სოფო მოგვიანებით ჰყვებოდა, მიშამ გელოვანი თურმე მხოლოდ იმიტომ გამოუშვა, რომ სოფოს მონაწილეობით ფილმი ჰქონდა გადასაღები. ეს გადაწყვეტილება კი სწორედ კრის დე ბურგის კონცერტის დროს მიუღიათ. მიშას დავალება მიუცია გელოვანისთვის, გადაეღო ფილმი სოფოს მონაწილეობით.

"ფილმში მთავარი როლი მე უნდა შემესრულებინა, მაგრამ ისე გააკეთეს, რომ მთავარი პერსონაჟი არ გამოკვეთეს და ერთ-ერთი რიგითი როლი მომცეს", - ამბობდა თურმე მოგვიანებით დანანებით სოფო. "თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ, მიშა აღფრთოვანდა ჩემი თამაშით. ფილმი რომ გამოვიდა, მე, მიშამ და ნიკა რურუამ ერთად ვუყურეთ მიშასთან და იქ შემპირდა, რომ კიდევ ბევრ ფილმს გადაიღებდა, სადაც მხოლოდ მე ვიქნებოდი მთავარი როლის შემსრულებელი. ვისაც ხელს დავადებ, იმას ჩამომიყვანს და დუეტს შევასრულებ", - იმედიანად აცხადებდა თურმე მომღერალი.

ჩვენი წყარო, რომელიც საკმაოდ ახლოსაა ქართული ბომონდის იმ ნაწილთან, სადაც კანონებს სოფო ქმნის, სხვა დეტალებსაც გვიმხელს: "სამეგობრო წრე მიჩვეულია სოფოს ქცევებს. ერთი ჭიქა სასმლის შემდეგ მუზა ეხსნება და ინტიმური დეტალების გამხელაც იწყება... ხანდახან ისეთი აჟიტირებულია, სმს-ებს ხმამაღლა კითხულობს და გულიანად კისკისებს... მერე თავისი და პრეზიდენტის მიმოწერის დემონსტრირებას ახდენს, ტელეფონი ხელიდან ხელში გადადის... ხშირად შემინიშნავს ჩემი მეგობრების გაოცებული სახეები სმს-ების წაკითხვის შემდეგ", - იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

როგორც ამბობენ, პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებში რომ თან ხლებოდა, ამისათვის სო­ფო საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმალურად გააფორმეს, რის შემდეგაც, უფრო მეტი შანსი მიეცა, რომ თავი საბოლოოდ დაემკვიდრებინა და პრეზიდენტის ნებიერას ქვეყნის პირველი პირის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი სა­ჩუქრებით თავი მოეწონებინა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ყოფილა მაჯის ლურჯი საათი, რომელზეც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოგვიანებით სოფო ჰყვებოდა: "ეს მაშინ გამომიგზავნა, ავად რომ ვიყავი, 40 გრადუსი მქონდა სიცხე და მაინც ვიჯექი "ნიჭიერის" ჟიურიში. სახეზე შემატყო და მომწერა, რა გჭირსო. რომ ვუთხარი, გასამხიარულებლად გამომიგზავნა". გავრცელებული ხმების თანახმად, ეს საათი უძვირფასესია.

მანქანა კი, რომლითაც სოფო თბი­ლისის ქუჩებში დაქრის, საკმაოდ რომანტიკულად უჩუქებია პრეზიდენტს. "მიშამ მითხრა, წადი "მერსედესის" ცენტრში და რომელ მანქანაზეც გინდა, დაჯექი და წამოდიო. მეც ასე მოვიქეცი და უნდა გენახათ, როგორი გაოცებული სახეებით მიყურებდნენ. იმდენი ვიცინე, ლამის ახალი მანქანა დავლეწე", - ჰყვებოდა მოგვიანებით მეგობრებში.

უფრო მეტიც, სოფოს მანქანის ნო­მერი სპეციალურ კონტროლზე ყოფილა აყვანილი და არც ერთი პატრული არ აჩერებს, რაც უნდა დაარღვიოს.

არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ ყველას ეგონა, რომ მთავრობასთან დაახლოებული ქართული ბომონდის ნაწილი ცხოვრების ძველებურ სტილს დაივიწყებდა და პრეზიდენტის რჩეულის მხრიდან განებივრებული ნაცნობ-მეგობრები სოფოსთან ერთად ცოტა ხანს მაინც გაჩერდებოდნენ. მაგრამ, როგორც ამბობენ, სოფო ძველებურად აგრძელებს პრეზიდენტის სახელის გამოყენებას და როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, თამარაშვილის ქუჩაზე, სოფოს პირადი სტილისტის მიშა გასიტაშვილის სალონის ქვევით მდებარე რესტორანს პრეზიდენტთან ერთად არაერთხელ სტუმრობდა, იმის დასამტკიცებლად, რომ კვლავ ერთად არიან და ისევ უნდა "ეშინოდეთ" სოფოსი... ბოლო დროს სოფო თურმე ხშირად ლაპარაკობს ახალ ბინაზე, რომელიც პრეზიდენტმა უყიდა, მაგრამ მოუცლელობის გამო ქვეყნის პირველმა პირმა სოფოს ამ ბინაში მონახულება ჯერ ვერ მოახერხა.

ყველას კარგად გვახსოვს სოფო ნიჟარაძის "ევროვიზიის" კონკურსზე გამგზავრებაც. მართალია, პირველ სამეულში ვერ მოხვდა, მაგრამ მასზე დახარჯული მილიონების წყალობით, ანრი ჯოხაძისგან განსხვავებით, ფინალშიც გადავიდა და ათეულშიც შევიდა. ეს მძიმე ტვირთი პრეზიდენტს პირადად მილიონერ კობა ნაყოფიასთვის დაუკისრებია. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიმხელს, ნაყოფიას პრეზიდენტის რჩეულის პატივისცემა მილიონობით ევრო დაუჯდა. ოსლოში მყოფი სოფო ნიჟარაძე თურმე განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა და დაცვით დადიოდა. "მიშამ ნიკა რურუას დაურეკა და უთხრა, ოსლოში წადი, სოფოს ჩააკითხე, მიხედე, რომ რეიტინგი უფრო აეწიოსო".

როგორც ჩანს, სოფოს მი­უზიკლების სიყვარული ჯერ კიდევ რუსეთიდან გამოჰყ­ვა, რადგან "ვერის უბნის მელოდიები" სწორედ მისი იდეა ყოფილა. საქმეში თავისი მეგობარი, "რომეო და ჯულიეტას" რეჟისორი რედა ბენტიფორი ჩართო და კასტინგსაც თავად გაუძღვა. რეჟისორის ასისტენტიც სოფო იყო და ფინანსური მენეჯერიც... თურმე ხშირად აწიოკებდა მონაწილეებს, "აბა, ჩქარა დალაგდით, მიშა მოდის რეპეტიციაზე და მხოლოდ ჩემი მონოლოგები უნდა გავიაროთ, მას მარტო ეს აინტერესებს", - გვიყვება ჩვენი წყარო.

როგორც ამბობენ, სოფოს ისტერიკა, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანზე უარყოფითად აისახა. ყველა, ვინც პრეზიდენტის ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა, საშინელი ხრიკებითა და ტყუილებით ჩამოაშორა...

რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგში" სოფო ნიჟარაძის დაბადების დღეზე მოწყობილ სიურპრიზზე ვწერდით. ვარდების თაიგული მომღერალს ქვეყნის პირველმა პირმა პატრულის ხელით გადასცა, სოფომ კი ამ საჩუქრის ამსახველი ფოტო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. როგორც გავიგეთ, 6 თებერვალს, სოფოს დაბადების დღეზე, კახეთში, ყვარლის ტბაზე რესტორანი სპეციალურად სოფოსთვის დაუკეტავთ და უამრავი სტუმარი მიუწვევიათ. სოფომ თურმე რამდენჯერმე დააწიოკა იქ მყოფები, "მიშა მოდისო" და ბოლოს ყველას წაუკითხა სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი მესიჯი - "ვეღარ მოვდივარ, მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მოგვიანებით აღვნიშნოთ"...

ბოლოს კი ყველაზე მთავარი: ქალაქში ხშირად ჭორაობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ნიჟარაძის ცოლად მოყვანას აპირებდა, მისი და სანდრა რულოვსის სასიყვარულო იდილია კი მხოლოდ ფარსია. ამ ჭორს ჩვენი წყაროც გვიდასტურებს: "სოფო ამბობს, ძალიან მიხარია, რომ მაგ პასუხისმგებლობას მოიშორებს, საბოლოოდ დაგვილაგდება ურთიერთობა..."

ფაქტია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და პრეზიდენტისა და მომღერალი ქალბატონის ურთიერთობა დიდი ხანია გასცდა ქართული პრესის ინტერესს. სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე თვეში ეწურება. მართალია, ქართველები მალე ივიწყებენ პოლიტიკოსებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ბევრი მიადევნებს აქტიურად თვალს იმას, თუ როგორ განვითარდება პრეზიდენტისა და მომღერლის სიყვარულის ამბავი.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი" (რუბრიკა ჭორ-მართალი)

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება