პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა დობრევი - "იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი"
ნინა დობრევი - "იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი"

მსა­ხი­ო­ბე­ბი ნინა დობ­რე­ვი და იან სო­მერ­ჰალ­დე­რი ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა მათი რო­მა­ნის შე­სა­ხებ არც ისე ბევ­რი რამ არის ცნო­ბი­ლი.

ნი­ნამ და იან­მა ერ­თმა­ნე­თი 2009 წელს მის­ტი­კუ­რი სე­რი­ა­ლის "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. დობ­რე­ვი ერ­თდრო­უ­ლად ორ პერ­სო­ნაჟს - ადა­მი­ან ელე­ნა გილ­ბერტსა და ვამ­პირ კეტ­რინ პირ­სს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, სო­მერ­ჰალ­დე­რი კი ვამ­პი­რი ძმე­ბი­დან ერთ-ერთს - დე­ი­მონ სალ­ვა­ტო­რეს როლს ას­რუ­ლებს. სტე­ფან სალ­ვა­ტო­რეს როლ­ში პოლ უი­ეს­ლია. სე­რი­ალ­ში ძი­რი­თა­დი ყუ­რა­დღე­ბა ძმებ­სა და ელე­ნა გილ­ბერტს შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. ფილმში მოვ­ლე­ნე­ბი უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ მის­ტიკ ფოლსში ვი­თარ­დე­ბა.

თა­ვი­დან ნინა დობ­რე­ვი და იან სო­მერ­ჰალ­დე­რი უბ­რა­ლოდ მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ვიდ­რე ისი­ნი შეხ­ვედ­რებს და­ი­წყებ­დნენ, კო­ლე­გე­ბი ერ­თად 2009 წლის 21 მა­ისს სას­ტუმ­რო Gramercy Park Hotel-ში ტე­ლე­არხ CW-ს წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­ნიშ­ნეს.

"მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც ერ­თად მუ­შა­ო­ბენ, ხში­რად უყ­ვარ­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი, ასე რომ, ამა­ში საკ­ვირ­ვე­ლი არა­ფე­რია. მაგ­რამ მე არას­დროს მქო­ნია რო­მა­ნი კო­ლე­გას­თან. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში ჩემს შე­სა­ხებ სტა­ტია ასე­თი სა­თა­უ­რით და­ი­ბეჭ­და: "რა­ტომ არ აბამს რო­მანს ნინა დობ­რე­ვი კო­ლე­გებ­თან". ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა, მე და იანს ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს, თუმ­ცა მა­შინ ნამ­დვი­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი რო­მა­ნის და­სა­წყე­ბად შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი არ არის", - გა­ნუ­ცხა­და ნინა დობ­რევ­მა ჟურ­ნალ Teen Vogue-ს.

პირ­ვე­ლად ხმე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ წყვილს მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი აკავ­ში­რებ­და, 2010 წლის 6 მარტს ლოს-ან­ჯე­ლე­სის აე­რო­პორ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და. ფო­ტო­ებ­ზე მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს კოც­ნიდ­ნენ. ფო­ტო­ებ­მა სე­რი­ა­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შო­რის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რის გა­მოც წყვილს კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და.

"ჩვენ ვე­ლო­დით, რომ მსგავ­სი ჭო­რე­ბი გავ­რცელ­დე­ბო­და. თუ იან­თან არ მექ­ნე­ბო­და რო­მა­ნი, მა­შინ ჩემს სა­ხელს პოლს მა­ინც და­უ­კავ­ში­რებ­დნენ. ადრე ჩემს უმ­თავ­რეს მი­ზანს მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მოც­დე­ნა არ მსურ­და. ია­ნის მი­მართ გრძნო­ბას დიდ­ხანს ვებ­რძო­დი, მაგ­რამ შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ზე მაღ­ლა დად­გა", - აღი­ა­რებს ნინა.

ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შემ­დეგ ნინა და იანი სხვა­დას­ხვა წვე­უ­ლე­ბებს სულ უფრო ხში­რად ეს­წრე­ბოდ­ნენ კო­ლე­გე­ბის გა­რე­შე. 2010 წლის 27 მა­ისს წყვი­ლი კა­ლათ­ბურ­თის მატჩზე (L.A. Lakers/ Phoenix Suns) ერ­თად ნა­ხეს. თვითმხილ­ველ­თა თქმით, მსა­ხი­ო­ბე­ბი მა­შინ ჯერ კი­დევ ეფ­ლირ­ტა­ვე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. მას შემ­დეგ ისი­ნი ძა­ლი­ან და­ახ­ლოვ­დნენ.

მონ­ტე-კარ­ლო­ში იმა­ვე წელს გა­მარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფეს­ტი­ვალ­ზე იანი სხვე­ბის თან­დას­წრე­ბი­თაც არ ერი­დე­ბო­და ნი­ნას მი­მართ თბი­ლი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას.

2011 წლის 30 აპ­რილს ვა­შინგტონ­ში თეთ­რი სახ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ვახ­შამ­ზე წყვი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით პო­ზი­რებ­და ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის. "ნი­ნას სურს ყვე­ლა­ფე­რი მო­სინ­ჯოს, რა­საც ცხოვ­რე­ბა სთა­ვა­ზობს და ამის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია", - ამ­ბობს იანი.

2011 წლის 24 მა­ისს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა მშობ­ლებ­თან ერ­თად პა­რიზ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს სენ-ჟერ­მენ-დე პრეს სა­ა­ბა­ტო მო­ი­ნა­ხუ­ლეს. თვითმხილ­ველ­თა თქმით, წყვი­ლი ერ­თად ყოფ­ნის დროს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

2011 წლის 18 სექ­ტემ­ბერს "ემის" 63-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ნინა დობ­რე­ვი ძა­ლი­ან მარ­ტო­სუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თუმ­ცა საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გუ­ბერ­ნა­ტორ­თან გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმა­ვე სა­ღა­მოს შეხ­ვდა.

2012 წლის აპ­რილ­ში კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში Coachella-ს მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ფეს­ტი­ვალ­ზე ბევ­რი წყვი­ლი იყო, თუმ­ცა ნინა და იანი ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ.

2012 წლის 14 მა­ისს მსა­ხი­ო­ბე­ბი ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი ნიუ-იორ­კის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბის დროს შე­ნიშ­ნეს.

"იანი ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებს მოვ­ლე­ნებს, ის თით­ქოს ენერ­გი­ას ას­ხი­ვებს. ის ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რია, - ამ­ბობს ნინა, - იანი იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ჭიქა ნა­ხევ­რად სავ­სეა".

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე ნი­ნას მარ­ცხე­ნა ხე­ლის უსა­ხე­ლო თით­ზე ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი შე­ნიშ­ნეს. თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი მათ­გა­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია US Weekly-ს მი­ხედ­ვით.

ნინა დობრევი - "იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი"

ნინა დობრევი - "იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი"

მსახიობები ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად მიიჩნევა, თუმცა მათი რომანის შესახებ არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი.

ნინამ და იანმა ერთმანეთი 2009 წელს მისტიკური სერიალის "ვამპირის დღიურების" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. სერიალის გადაღება დღემდე მიმდინარეობს. დობრევი ერთდროულად ორ პერსონაჟს - ადამიან ელენა გილბერტსა და ვამპირ კეტრინ პირსს განასახიერებს, სომერჰალდერი კი ვამპირი ძმებიდან ერთ-ერთს - დეიმონ სალვატორეს როლს ასრულებს. სტეფან სალვატორეს როლში პოლ უიესლია. სერიალში ძირითადი ყურადღება ძმებსა და ელენა გილბერტს შორის სასიყვარულო სამკუთხედზეა გამახვილებული. ფილმში მოვლენები უძველეს ქალაქ მისტიკ ფოლსში ვითარდება.

თავიდან ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. ვიდრე ისინი შეხვედრებს დაიწყებდნენ, კოლეგები ერთად 2009 წლის 21 მაისს სასტუმრო Gramercy Park Hotel-ში ტელეარხ CW-ს წვეულებაზე შენიშნეს.

"მსახიობებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, ხშირად უყვარდებათ ერთმანეთი, ასე რომ, ამაში საკვირველი არაფერია. მაგრამ მე არასდროს მქონია რომანი კოლეგასთან. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჟურნალში ჩემს შესახებ სტატია ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "რატომ არ აბამს რომანს ნინა დობრევი კოლეგებთან". ახლა ამაზე საუბარი ჩემთვის სასაცილოა, მე და იანს ერთმანეთი გვიყვარს, თუმცა მაშინ ნამდვილად ვფიქრობდი, რომ გადასაღები მოედანი რომანის დასაწყებად შესაფერისი ადგილი არ არის", - განუცხადა ნინა დობრევმა ჟურნალ Teen Vogue-ს.

პირველად ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ წყვილს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა, 2010 წლის 6 მარტს ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა. ფოტოებზე მსახიობები ერთმანეთს კოცნიდნენ. ფოტოებმა სერიალის თაყვანისმცემლებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც წყვილს კომენტარის გაკეთება მოუხდა.

"ჩვენ ველოდით, რომ მსგავსი ჭორები გავრცელდებოდა. თუ იანთან არ მექნებოდა რომანი, მაშინ ჩემს სახელს პოლს მაინც დაუკავშირებდნენ. ადრე ჩემს უმთავრეს მიზანს მხოლოდ მუშაობა წარმოადგენდა. ურთიერთობებზე მოცდენა არ მსურდა. იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი, მაგრამ შემდეგ სიყვარული ჩემზე მაღლა დადგა", - აღიარებს ნინა.

ურთიერთობის გაღრმავების შემდეგ ნინა და იანი სხვადასხვა წვეულებებს სულ უფრო ხშირად ესწრებოდნენ კოლეგების გარეშე. 2010 წლის 27 მაისს წყვილი კალათბურთის მატჩზე (L.A. Lakers/ Phoenix Suns) ერთად ნახეს. თვითმხილველთა თქმით, მსახიობები მაშინ ჯერ კიდევ ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ ისინი ძალიან დაახლოვდნენ.

მონტე-კარლოში იმავე წელს გამართულ სატელევიზიო ფესტივალზე იანი სხვების თანდასწრებითაც არ ერიდებოდა ნინას მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვას.

2011 წლის 30 აპრილს ვაშინგტონში თეთრი სახლის ჟურნალისტთა ასოციაციის ვახშამზე წყვილი სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის. "ნინას სურს ყველაფერი მოსინჯოს, რასაც ცხოვრება სთავაზობს და ამისგან სიამოვნებას იღებს, ეს შესანიშნავია", - ამბობს იანი.

2011 წლის 24 მაისს შეყვარებულებმა მშობლებთან ერთად პარიზში ექსკურსიის დროს სენ-ჟერმენ-დე პრეს სააბატო მოინახულეს. თვითმხილველთა თქმით, წყვილი ერთად ყოფნის დროს ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.

2011 წლის 18 სექტემბერს "ემის" 63-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნინა დობრევი ძალიან მარტოსულად გამოიყურებოდა, თუმცა საყვარელ მამაკაცს ლოს-ანჯელესში გუბერნატორთან გამართულ წვეულებაზე იმავე საღამოს შეხვდა.

2012 წლის აპრილში კალიფორნიაში Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე შეყვარებულებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა. ფესტივალზე ბევრი წყვილი იყო, თუმცა ნინა და იანი ყველასგან გამოირჩეოდნენ.

2012 წლის 14 მაისს მსახიობები ხელიხელჩაკიდებულები ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს შენიშნეს.

"იანი ყოველთვის პოზიტიურად უყურებს მოვლენებს, ის თითქოს ენერგიას ასხივებს. ის ყოველთვის ბედნიერია, - ამბობს ნინა, - იანი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა".

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობები ქორწილისთვის ემზადებიან. ერთ-ერთ წვეულებაზე ნინას მარცხენა ხელის უსახელო თითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. თუმცა გავრცელებული ხმები ჯერჯერობით არცერთი მათგანის წარმომადგენელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

მომზადებულია US Weekly-ს მიხედვით.

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა