პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბიციური ადვოკატის სამოდელო კარიერა
ამბიციური ადვოკატის სამოდელო კარიერა

ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი კოქ­ტე­ი­ლის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მა­რი­ა­მის ვი­დე­ომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლიო კონ­კურ­სზე, რო­მე­ლიც იბი­ცა­ზე ტარ­დე­ბა, სწო­რედ მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბულს კრის­ტი­ან ლუ­ბუ­ტი­ნის (რო­მე­ლიც ჟი­უ­რის წევ­რიც გახ­ლავთ) 12 წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი და 150 ათა­სი ევრო გა­და­ე­ცე­მა.

მა­რი­ა­მის ვი­დეო გი­ორ­გი აფხა­ზა­ვამ (გო­შამ) გა­და­ი­ღო და მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი ხმაც და­აგ­რო­ვა, თუმ­ცა გა­დამ­წყვე­ტი - ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბაა. ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი იბი­ცა­ზე ავ­თან­დი­ლის კა­ბით წარ­დგე­ბა.

- კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მო­დე­ლის პა­რა­მეტ­რე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ სი­ლა­მა­ზე, შარ­მი უნდა გქონ­დეს. აქ­ცენ­ტი სასმლის სლო­გან­ზე კეთ­დე­ბა.

- რო­გო­რი სლო­გა­ნი შე­არ­ჩიე?

- ჩემი ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი ისე­დაც იყო: "წინ, უკე­თე­სო­ბის­კენ!" წარ­მა­ტე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არის: ის აუ­ცი­ლებ­ლად დიდ შრო­მას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბას თა­ვად ქმნის.

- ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად რა გზა გა­ი­ა­რე?

- ცხოვ­რე­ბა­ში რა­საც მი­ვაღ­წიე, მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სა­ად­ვო­კა­ტო სფე­რო­ში დიდი მონ­დო­მე­ბი­სა და შრო­მის ფა­სად და­ვიმ­კვიდ­რე თავი. ჩემს თავს "მარ­ტი­ნის" ძა­ლი­ან ვამ­სგავ­სებ: "მარ­ტი­ნი" ევ­რო­პუ­ლი ღვი­ნი­სა და აზი­უ­რი ხი­ლის წვე­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა. ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის არის­ტოკ­რა­ტულ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, აზი­უ­რი შარ­მი მაქვს, რომ­ლი­თაც სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ვუ­წევ (სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ჩემი უპი­რა­ტე­სო­ბა ვი­პო­ვე). გარ­და ამი­სა, კონ­კურ­სზე სა­ერ­თოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა წარვდგე­ბი: არა მხო­ლოდ მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ - თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი.

- რო­გორც ვიცი, სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს.

- "კავ­კა­სი­ურ სახ­ლში" სა­ღა­მო­ზე მი­მიწ­ვი­ეს. რე­ჟი­სო­რიც იქ იყო, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ მის ფილმში მე უნდა მე­თა­მა­შა. რამ­დენ­ჯერ­მე ჩემს ოჯახ­საც ეწ­ვია. ჩემ­მა ძმამ და დე­დამ უარი უთხრეს. რე­ჟი­სორ­მა კი თქვა: სცე­ნარს სა­ერ­თოდ შევ­ცვლი, მა­რი­ა­მი მორ­წმუ­ნე გო­გოს როლს შე­ას­რუ­ლებს, კო­ჭე­ბამ­დე კაბა ეც­მე­ვა და თავ­შლით იქ­ნე­ბაო... გა­და­ღე­ბებ­ზე ძმა გა­მომ­ყვა. ფილ­მი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში გა­და­ი­ღეს. მან მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა: "ამე­რი­კან თა­იმ­სი", ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი ფილ­მის შე­სა­ხებ წერ­დნენ. ამის შემ­დეგ მიწ­ვე­ვე­ბი მი­ვი­ღე. სხვა­თა შო­რის, რი­ჩარდ გი­რის კომ­პა­ნი­ი­და­ნაც მი­მიწ­ვი­ეს. კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­მე­ღო. არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი - 18 წლის ვხდე­ბო­დი, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ვი­ღებ­დი, მშობ­ლე­ბი კი უცხო­ეთ­ში არ მიშ­ვებ­დნენ... შემ­დეგ, სა­მო­დე­ლო სფე­როს მა­ინც შე­ვე­რიე, მაგ­რამ ზუს­ტად იმ პე­რი­ოდს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და­ემ­თხვა. ვი­ფიქ­რე, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ხომ არ დავ­რჩე­ბი-მეთ­ქი? ჯერ - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, შემ­დეგ იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე...

- სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას რაც შე­ე­ხე­ბა?

- ბავ­შვო­ბა­ში მე და ჩემი მე­გო­ბა­რი - მა­რი­ამ ქინ­ქლა­ძე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე ხში­რად გა­მოვ­დი­ო­დით, წარ­მა­ტე­ბებს ვაღ­წევ­დით. დღეს ალ­ბათ უც­ნა­უ­რია, რომ ჩემი ძმა სად­მე არ მიშ­ვებ­და, მაგ­რამ რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში შე­ზღუ­დუ­ლი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ჯიჯი რე­ჯინ­თან მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე - ჯიჯი ფო­ტო­ებს მი­ღებ­და. მი­ლან­ში გა­ვემ­გზავ­რე, იქ გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი მქონ­და. ჩე­მით რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რეს­და, მაგ­რამ რთუ­ლი სა­მუ­შაო იყო: ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი მო­დე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, წო­ნა­ში კი­დევ ბევ­რი უნდა და­მეკ­ლო. თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვი მყავ­და, მე კი მი­ლან­ში უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. იმ დროს ჩემი პრო­ფე­სი­აც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ "მე­ძა­ლე­ბო­და". მი­ვიჩ­ნიე, რომ ჩემი საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო რე­ა­ლუ­რი იყო. ამი­ტომ დავ­ბრუნ­დი.

- და­ო­ჯა­ხე­ბა რო­დის მო­ას­წა­რი?

- 27 წლის ვარ. ჩემი და­ო­ჯა­ხე­ბა ხან­მოკ­ლე იყო: 20 წლის რომ გავ­ხდი, მა­შინ გავ­თხოვ­დი... ჩემი შვი­ლი ახლა უკვე 7 წლი­საა. ისე გა­ი­ზარ­და, ვერც გა­ვი­გე...

- როცა კლი­ენ­ტებს ასე­თი ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი ად­ვო­კა­ტი ხვდე­ბი, შენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბათ?

- პირ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე რომ გა­ვე­დი, საკ­მა­ოდ ასა­კო­ვა­ნი კო­ლე­გა შემ­ხვდა. - იცით, მე თქვე­ნი ასა­კის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქ­ვსო, - მი­თხრა. შემ­დეგ ეს სი­ტყვე­ბი ჩემ­თვის ბევ­რჯერ გა­უ­მე­ო­რე­ბი­ათ. წარ­მა­ტე­ბის­კენ სწო­რედ ამან მი­ბიძ­გა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ თუ საქ­მეს დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლი­დი, ვე­რა­ვინ მა­ჯო­ბებ­და. ამი­ტომ ისე ვემ­ზა­დე­ბო­დი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის თა­ვად­ვე მიკ­ვირ­და. ამან გა­მაძ­ლი­ე­რა. ისე, როცა ჩემ­თან კლი­ენ­ტე­ბი შე­მო­დი­ან, თავ­და­პირ­ვე­ლად მათი დარ­წმუ­ნე­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ რომ გა­ვი­კი­თხოთ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მგო­ნი, ჩე­მით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. ქალ­თა უფ­ლე­ბებს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ცავ.

- ალ­ბათ გქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ვერ მო­გი­გია.

- კი, 2-3 საქ­მე მაქვს, რო­მე­ლიც არ მა­ვი­წყდე­ბა - გულ­ში მაქვს დარ­ჩე­ნი­ლი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა მქონ­და. ვიცი, რომ ჩემი კლი­ენ­ტი მარ­თა­ლია, მაგ­რამ რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ მქონ­და, ვერ და­ვამ­ტკი­ცე.

- თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გქონ­და, იქ­ნებ შენი კლი­ენ­ტი მარ­თა­ლი არ არის?

- სა­მა­გი­ე­როდ, ვიცი, ისი­ნი ვინ გა­ა­ნად­გუ­რა - მოწ­მე­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ამას სა­სა­მარ­თლო ვე­ღარ მი­ი­ღებს. ამ საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა შე­მიძ­ლია.

- ოდეს­მე დამ­ნა­შა­ვის დაც­ვა­ზე უარი გით­ქვამს?

- სა­ად­ვო­კა­ტო კა­ნო­ნი და ეთი­კა ის არის, რომ კლი­ენ­ტი რო­გო­რი მტყუ­ა­ნიც უნდა იყოს, ად­ვო­კატ­მა უნდა და­იც­ვას, გა­ა­მარ­თლოს. მე კი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მიჩ­ნდე­ბო­და. არ შე­მეძ­ლო, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღა­ცე­ბი ბრმად მემ­ტკი­ცე­ბი­ნა. ამი­ტომ სის­ხლის სა­მარ­თალს "მოვ­წყდი" და სა­მუ­შა­ოდ სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე ავირ­ჩიე.

- ძი­რი­თა­დად, კლი­ენ­ტე­ბი რა პრობ­ლე­მე­ბით მოგ­მარ­თა­ვენ?

- სამ­წუ­ხა­როდ, გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი გახ­შირ­და, ასე­ვე - ქო­ნებ­რი­ვი და­ვე­ბი, სეს­ხე­ბის პრობ­ლე­მე­ბი... ხში­რად ახ­ლო­ბელს სესხს აძ­ლე­ვენ და სა­სა­მარ­თლო­ში ვე­რა­ფერს ამ­ტკი­ცე­ბენ. ქარ­თვე­ლი ერის პრობ­ლე­მა ეს არის.

- რო­მე­ლი­მე საქ­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე, რო­მე­ლიც ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას ეხე­ბა.

- ახლა ახა­ლი საქ­მის წა­მო­წყე­ბას ვა­პი­რებ: წყვილს, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთ­თან 20-წლი­ა­ნი ცოლ­ქმრო­ბა აკავ­ში­რებ­დათ, შვი­ლი არ უჩ­ნდე­ბო­დათ. 63 წლის ასაკ­ში მა­მა­კაცს ბავ­შვი მის­მა მდი­ვან­მა გა­უ­ჩი­ნა. კაცი შვი­ლით "შე­პყრო­ბი­ლი" იყო - აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვი­წყა. მდი­ვან­მა იცო­და, რომ კაცს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა სჭირ­და, ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. ამი­ტომ ცო­ლის მიერ შექ­მნილ უზარ­მა­ზარ ქო­ნე­ბა­ზე (რო­მე­ლიც ქმრის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა ხოლ­მე) ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მე­ბი­ნა. ქმარ­მა ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვს გა­და­უ­ფორ­მა (ცოლ­მა არა­ფე­რი იცო­და) და გარ­და­იც­ვა­ლა. ცოლი ჩვენ­თან რომ მო­ვი­და, სახ­ლსაც კი არ­თმევ­დნენ. ახლა იმა­ზე ვდა­ობთ, რომ ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი ცოლ­მა და­იბ­რუ­ნოს. იბი­ცი­დან რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ამ საქ­მეს აქ­ტი­უ­რად მივ­ხე­დავ. ყვე­ლა ქალს მო­ვუ­წო­დებ, რომ სა­კუთ­რე­ბა გა­ა­ფორ­მონ, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­რე­გის­ტრი­რონ.

- მსგავ­სი პრობ­ლე­მა თა­ვად თუ შე­გქმნია?

- ჩემს ოჯახს შე­ემ­თხვა: მა­მა­ჩე­მი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო. ავა­რი­ის შე­დე­გად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ბუ­თე­ბი მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ჰქონ­და. მის­მა ძმამ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად გა­და­ი­ფორ­მა, დი­დძა­ლი ქო­ნე­ბა გა­ას­ხვი­სა, უბი­ნა­ოდ, ყო­ველ­გვა­რი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დაგვტო­ვა. ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, - ძმა ძმას ასეთ რა­მეს რო­გორ გა­უ­კე­თებ­სო? სამ­წუ­ხა­როდ, ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნე­ბი ასაკ­ში რომ შე­დი­ან, მათი შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა. რაც არ უნდა მო­სა­რი­დე­ბე­ლი იყოს (მე­უღ­ლეს­თან, ძმას­თან თუ ნე­ბის­მი­ერ ახ­ლო­ბელ­თან), ჯო­ბია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­ფორ­მოთ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვათ, თო­რემ ხში­რად ცუდი შე­დე­გით მთავ­რდე­ბა. ად­ვო­კა­ტო­ბა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მინ­დო­და, ჩემი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი - წლე­ბია, ჩვე­ნი ბი­ნე­ბი გას­ხვი­სე­ბუ­ლია. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ახლა სხვა ფორ­მით ვეც­დე­ბი. იმე­დი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს.

- ად­ვო­კა­ტო­ბის გარ­და, კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობ?

- შვილს ვზრდი - ეს ქა­ლის მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ჩემი მცი­რე ბიზ­ნე­სი მაქვს. ძა­ლი­ან ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ამი­ტომ ხში­რად სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ.

- ამ­დე­ნი საქ­მის ფონ­ზე, კონ­კურ­სის­თვის რო­გორ მო­ი­ცა­ლე?

- ამი­სათ­ვის ახლა ძა­ლი­ან კარ­გი დროა. კომ­პა­ნი­ა­ში ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ ად­ვო­კა­ტებს თავი მო­ვუ­ყა­რე. ჩემს საქ­მე­ებს უკვე კარ­გად არ­თმე­ვენ თავს. სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა რომ არ დამ­ჭირ­დეს, გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს ინ­ტერ­ნე­ტით ვაგ­ვა­რებ. კომ­პა­ნია ისეა აწყო­ბი­ლი, რომ კლი­ენ­ტებს ნორ­მა­ლუ­რად მო­ემ­სა­ხუ­რონ. თან, ზა­ფხუ­ლია. სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე ხალ­ხი თბი­ლი­სი­დან გა­სუ­ლია და დი­დად დატ­ვირ­თუ­ლე­ბი არც ვართ.

- იბი­ცა­ზე წი­ნათ თუ ყო­ფილ­ხარ?

- კი, და­სას­ვე­ნებ­ლად. იბი­ცა თა­ვი­სი ცე­ცხლო­ვა­ნე­ბი­თა და მხი­ა­რუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია!

- კლიპ­ში უცებ სხვა - თა­ვი­სუ­ფალ, ცე­ცხლო­ვან ქა­ლად გარ­და­იქ­მნე­ბი. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში "მე­ო­რე სახე" გაქვს? საქ­მი­ა­ნი ქა­ლის მიღ­მა ვინ დგას?

- ფო­ტო­მო­დე­ლო­ბა, მსა­ხი­ო­ბო­ბა - ეს ჩემი მე­ო­რე სა­ხეა. კა­მე­რის წინ თავს სა­ოც­რად კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რობ?

- ისეთ კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, რომ წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებ­თან რა­ი­მე კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მო. მცდა­რი და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია გა­მოთ­ქმა, რომ თით­ქოს ადა­მი­ა­ნი ერთ საქ­მეს უნდა აკე­თებ­დეს. ად­ვო­კა­ტის პრო­ფე­სია მაქვს, რო­მელ­საც არ ვუ­ღა­ლა­ტებ, მაგ­რამ ხელს არა­ფერ­ში შე­მიშ­ლის, თუ ხან­და­ხან გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ.

- კონ­კურ­სზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 150 ათა­სი ევ­რო­თი რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ?

- გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ: შე­იძ­ლე­ბა, არ ჩანს, მაგ­რამ ჩემი საქ­მით ბევრ ადა­მი­ანს ვეხ­მა­რე­ბი.

მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის დიდი სურ­ვი­ლი მაქვს. ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ზეც ვიზ­რუ­ნებ­დი. უძ­ლი­ე­რეს კომ­პა­ნი­ას შევ­ქმნი­დი და უამ­რავ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ!..

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ამბიციური ადვოკატის სამოდელო კარიერა

ამბიციური ადვოკატის სამოდელო კარიერა

ახალგაზრდა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ერთ-ერთი ცნობილი კოქტეილის კონკურსში მონაწილეობს. საქართველოს მასშტაბით, მარიამის ვიდეომ პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, მსოფლიო კონკურსზე, რომელიც იბიცაზე ტარდება, სწორედ მარიამ კუბლაშვილი გაემგზავრება. გამარჯვებულს კრისტიან ლუბუტინის (რომელიც ჟიურის წევრიც გახლავთ) 12 წყვილი ფეხსაცმელი და 150 ათასი ევრო გადაეცემა.

მარიამის ვიდეო გიორგი აფხაზავამ (გოშამ) გადაიღო და მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმაც დააგროვა, თუმცა გადამწყვეტი - ჟიურის შეფასებაა. ქართველი კონკურსანტი იბიცაზე ავთანდილის კაბით წარდგება.

- კონკურსში მონაწილეობისთვის მოდელის პარამეტრები აუცილებელი არ არის, მაგრამ სილამაზე, შარმი უნდა გქონდეს. აქცენტი სასმლის სლოგანზე კეთდება.

- როგორი სლოგანი შეარჩიე?

- ჩემი ცხოვრების დევიზი ისედაც იყო: "წინ, უკეთესობისკენ!" წარმატება შემთხვევითი არ არის: ის აუცილებლად დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ადამიანი საკუთარ წარმატებას თავად ქმნის.

- ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად რა გზა გაიარე?

- ცხოვრებაში რასაც მივაღწიე, მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. საადვოკატო სფეროში დიდი მონდომებისა და შრომის ფასად დავიმკვიდრე თავი. ჩემს თავს "მარტინის" ძალიან ვამსგავსებ: "მარტინი" ევროპული ღვინისა და აზიური ხილის წვენებისგან შედგება. ევროპული სტილის არისტოკრატულ გარეგნობასთან ერთად, აზიური შარმი მაქვს, რომლითაც სხვა მონაწილეებს კონკურენციას გავუწევ (სხვა კონკურსანტებთან შედარებით, ჩემი უპირატესობა ვიპოვე). გარდა ამისა, კონკურსზე საერთოდ განსხვავებული პიროვნება წარვდგები: არა მხოლოდ მოდელი და მსახიობი, არამედ - თავისი საქმის პროფესიონალი ბიზნესლედი.

- როგორც ვიცი, სამსახიობო სფეროში გარკვეული გამოცდილება გაქვს.

- "კავკასიურ სახლში" საღამოზე მიმიწვიეს. რეჟისორიც იქ იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მის ფილმში მე უნდა მეთამაშა. რამდენჯერმე ჩემს ოჯახსაც ეწვია. ჩემმა ძმამ და დედამ უარი უთხრეს. რეჟისორმა კი თქვა: სცენარს საერთოდ შევცვლი, მარიამი მორწმუნე გოგოს როლს შეასრულებს, კოჭებამდე კაბა ეცმევა და თავშლით იქნებაო... გადაღებებზე ძმა გამომყვა. ფილმი პანკისის ხეობაში გადაიღეს. მან მსოფლიო აალაპარაკა: "ამერიკან თაიმსი", ცნობილი ფრანგული ჟურნალები ფილმის შესახებ წერდნენ. ამის შემდეგ მიწვევები მივიღე. სხვათა შორის, რიჩარდ გირის კომპანიიდანაც მიმიწვიეს. კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. არასრულწლოვანი ვიყავი - 18 წლის ვხდებოდი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, მშობლები კი უცხოეთში არ მიშვებდნენ... შემდეგ, სამოდელო სფეროს მაინც შევერიე, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდს მისაღები გამოცდები დაემთხვა. ვიფიქრე, გაუნათლებელი ხომ არ დავრჩები-მეთქი? ჯერ - საერთაშორისო ურთიერთობების, შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე...

- სამოდელო კარიერას რაც შეეხება?

- ბავშვობაში მე და ჩემი მეგობარი - მარიამ ქინქლაძე სილამაზის კონკურსებზე ხშირად გამოვდიოდით, წარმატებებს ვაღწევდით. დღეს ალბათ უცნაურია, რომ ჩემი ძმა სადმე არ მიშვებდა, მაგრამ რომ წამოვიზარდე, სამოდელო სფეროში შეზღუდული ვიყავი. შემდეგ ჯიჯი რეჯინთან მუშაობა დავიწყე - ჯიჯი ფოტოებს მიღებდა. მილანში გავემგზავრე, იქ გარკვეული კავშირები მქონდა. ჩემით რამდენიმე კომპანია დაინტერესდა, მაგრამ რთული სამუშაო იყო: ძალიან გამხდარი მოდელი არ ვყოფილვარ, წონაში კიდევ ბევრი უნდა დამეკლო. თან, საქართველოში ბავშვი მყავდა, მე კი მილანში უნდა დავრჩენილიყავი. იმ დროს ჩემი პროფესიაც საქართველოსკენ "მეძალებოდა". მივიჩნიე, რომ ჩემი საქმე საქართველოში უფრო რეალური იყო. ამიტომ დავბრუნდი.

- დაოჯახება როდის მოასწარი?

- 27 წლის ვარ. ჩემი დაოჯახება ხანმოკლე იყო: 20 წლის რომ გავხდი, მაშინ გავთხოვდი... ჩემი შვილი ახლა უკვე 7 წლისაა. ისე გაიზარდა, ვერც გავიგე...

- როცა კლიენტებს ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ადვოკატი ხვდები, შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ?

- პირველად სასამართლო პროცესზე რომ გავედი, საკმაოდ ასაკოვანი კოლეგა შემხვდა. - იცით, მე თქვენი ასაკის გამოცდილება მაქვსო, - მითხრა. შემდეგ ეს სიტყვები ჩემთვის ბევრჯერ გაუმეორებიათ. წარმატებისკენ სწორედ ამან მიბიძგა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ საქმეს დეტალურად შევისწავლიდი, ვერავინ მაჯობებდა. ამიტომ ისე ვემზადებოდი, რომ საკუთარი თავის თავადვე მიკვირდა. ამან გამაძლიერა. ისე, როცა ჩემთან კლიენტები შემოდიან, თავდაპირველად მათი დარწმუნება ძნელია, მაგრამ რომ გავიკითხოთ, საბოლოო ჯამში, მგონი, ჩემით კმაყოფილები არიან. ქალთა უფლებებს ძალიან აქტიურად ვიცავ.

- ალბათ გქონია შემთხვევა, როცა სასამართლო პროცესი ვერ მოგიგია.

- კი, 2-3 საქმე მაქვს, რომელიც არ მავიწყდება - გულში მაქვს დარჩენილი. მტკიცებულებებთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა. ვიცი, რომ ჩემი კლიენტი მართალია, მაგრამ რადგან მტკიცებულებები არ მქონდა, ვერ დავამტკიცე.

- თუ მტკიცებულებები არ გქონდა, იქნებ შენი კლიენტი მართალი არ არის?

- სამაგიეროდ, ვიცი, ისინი ვინ გაანადგურა - მოწმეები არსებობენ, მაგრამ ამას სასამართლო ვეღარ მიიღებს. ამ საქმის გაგრძელება შემიძლია.

- ოდესმე დამნაშავის დაცვაზე უარი გითქვამს?

- საადვოკატო კანონი და ეთიკა ის არის, რომ კლიენტი როგორი მტყუანიც უნდა იყოს, ადვოკატმა უნდა დაიცვას, გაამართლოს. მე კი დამნაშავეების მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა. არ შემეძლო, სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით რაღაცები ბრმად მემტკიცებინა. ამიტომ სისხლის სამართალს "მოვწყდი" და სამუშაოდ სამოქალაქო საქმე ავირჩიე.

- ძირითადად, კლიენტები რა პრობლემებით მოგმართავენ?

- სამწუხაროდ, განქორწინებები გახშირდა, ასევე - ქონებრივი დავები, სესხების პრობლემები... ხშირად ახლობელს სესხს აძლევენ და სასამართლოში ვერაფერს ამტკიცებენ. ქართველი ერის პრობლემა ეს არის.

- რომელიმე საქმის შესახებ გვიამბე, რომელიც ქალთა უფლებების დარღვევას ეხება.

- ახლა ახალი საქმის წამოწყებას ვაპირებ: წყვილს, რომელსაც ერთმანეთთან 20-წლიანი ცოლქმრობა აკავშირებდათ, შვილი არ უჩნდებოდათ. 63 წლის ასაკში მამაკაცს ბავშვი მისმა მდივანმა გაუჩინა. კაცი შვილით "შეპყრობილი" იყო - აბსოლუტურად ყველაფერი დაივიწყა. მდივანმა იცოდა, რომ კაცს ისეთი დაავადება სჭირდა, ვერ გადარჩებოდა. ამიტომ ცოლის მიერ შექმნილ უზარმაზარ ქონებაზე (რომელიც ქმრის სახელზე იყო გაფორმებული, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე) ჩუქების ხელშეკრულება გააფორმებინა. ქმარმა ყველაფერი ბავშვს გადაუფორმა (ცოლმა არაფერი იცოდა) და გარდაიცვალა. ცოლი ჩვენთან რომ მოვიდა, სახლსაც კი ართმევდნენ. ახლა იმაზე ვდაობთ, რომ ქონების ნახევარი ცოლმა დაიბრუნოს. იბიციდან რომ დავბრუნდები, ამ საქმეს აქტიურად მივხედავ. ყველა ქალს მოვუწოდებ, რომ საკუთრება გააფორმონ, ყველაფერი დაარეგისტრირონ.

- მსგავსი პრობლემა თავად თუ შეგქმნია?

- ჩემს ოჯახს შეემთხვა: მამაჩემი ცნობილი ბიზნესმენი იყო. ავარიის შედეგად, მოულოდნელად გარდაიცვალა. საბუთები მოუწესრიგებელი ჰქონდა. მისმა ძმამ ყველაფერი თავად გადაიფორმა, დიდძალი ქონება გაასხვისა, უბინაოდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დაგვტოვა. ამბობენ ხოლმე, - ძმა ძმას ასეთ რამეს როგორ გაუკეთებსო? სამწუხაროდ, ალბათ, ადამიანები ასაკში რომ შედიან, მათი შვილების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რაც არ უნდა მოსარიდებელი იყოს (მეუღლესთან, ძმასთან თუ ნებისმიერ ახლობელთან), ჯობია, ყველაფერი გავაფორმოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, თორემ ხშირად ცუდი შედეგით მთავრდება. ადვოკატობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა, ჩემი ოჯახის კუთვნილი ქონება დამებრუნებინა, მაგრამ ვერ შევძელი - წლებია, ჩვენი ბინები გასხვისებულია. სამართლიანობის აღდგენას ახლა სხვა ფორმით ვეცდები. იმედი ყოველთვის არსებობს.

- ადვოკატობის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?

- შვილს ვზრდი - ეს ქალის მთავარი მოვალეობაა. ჩემი მცირე ბიზნესი მაქვს. ძალიან ბევრ საერთაშორისო კომპანიას ვემსახურები. ამიტომ ხშირად საზღვარგარეთ ვარ.

- ამდენი საქმის ფონზე, კონკურსისთვის როგორ მოიცალე?

- ამისათვის ახლა ძალიან კარგი დროა. კომპანიაში ნდობით აღჭურვილ ადვოკატებს თავი მოვუყარე. ჩემს საქმეებს უკვე კარგად ართმევენ თავს. სამსახურში მისვლა რომ არ დამჭირდეს, გარკვეულ საკითხებს ინტერნეტით ვაგვარებ. კომპანია ისეა აწყობილი, რომ კლიენტებს ნორმალურად მოემსახურონ. თან, ზაფხულია. სექტემბრის ბოლომდე ხალხი თბილისიდან გასულია და დიდად დატვირთულები არც ვართ.

- იბიცაზე წინათ თუ ყოფილხარ?

- კი, დასასვენებლად. იბიცა თავისი ცეცხლოვანებითა და მხიარულებით განსაკუთრებულია!

- კლიპში უცებ სხვა - თავისუფალ, ცეცხლოვან ქალად გარდაიქმნები. რეალურ ცხოვრებაში "მეორე სახე" გაქვს? საქმიანი ქალის მიღმა ვინ დგას?

- ფოტომოდელობა, მსახიობობა - ეს ჩემი მეორე სახეა. კამერის წინ თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობ.

- სამსახიობო სფეროში დაბრუნებაზე ფიქრობ?

- ისეთ კონკურსში ვმონაწილეობ, რომ წარმატების შემთხვევაში, შეიძლება, სარეკლამო კომპანიებთან რაიმე კონტრაქტი გავაფორმო. მცდარი და მოძველებულია გამოთქმა, რომ თითქოს ადამიანი ერთ საქმეს უნდა აკეთებდეს. ადვოკატის პროფესია მაქვს, რომელსაც არ ვუღალატებ, მაგრამ ხელს არაფერში შემიშლის, თუ ხანდახან გადაღებებში მონაწილეობას მივიღებ.

- კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში, 150 ათასი ევროთი რის გაკეთებას აპირებ?

- გულწრფელად ვამბობ: შეიძლება, არ ჩანს, მაგრამ ჩემი საქმით ბევრ ადამიანს ვეხმარები.

მაღალი დონის განათლების მიღების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თანამშრომლების განათლების დონის ამაღლებაზეც ვიზრუნებდი. უძლიერეს კომპანიას შევქმნიდი და უამრავ ადამიანს დავეხმარებოდი.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება