სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო ვაჩნაძის საბედისწერო რეისი - ისტორია, რომელიც ჯერ არ გსმენიათ
ნატო ვაჩნაძის საბედისწერო რეისი - ისტორია, რომელიც ჯერ არ გსმენიათ

14 ივ­ნი­სი ნატო ვაჩ­ნა­ძის და­ბა­დე­ბის დღე იყო, რო­მე­ლიც მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღედ იქცა. დღე, რო­დე­საც ჩემი მფრი­ნა­ვი პაპა ცაში და­იწ­ვა მას­თან ერ­თად!

მე პირ­ვე­ლად ვწერ ამა­ზე! ვწერ, რო­გორც ამ სა­ბე­დის­წე­რო რე­ის­ზე მოხ­ვედ­რი­ლი ერ­თერ­თი მთა­ვა­რი გმი­რის შვი­ლიშ­ვი­ლი. ეს იქ­ნე­ბა ექ­სკლუ­ზი­ვი, მი­ძღვნი­ლი ჟურ­ნალ "...და ქა­ლის" ივ­ნი­სის ნომ­რი­სად­მი.

არა­სო­დეს მჯე­რო­და, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა წი­ნას­წა­რაა "და­წე­რი­ლი". იღ­ბალს თუ უიღ­ბლო­ბას ბე­დის­წე­რას რომ აბ­რა­ლებ­დნენ, მე­ცი­ნე­ბო­და, რად­გან მი­მაჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნი არის "თა­ვის" "უფა­ლი" და ყო­ვე­ლი მისი წარ­მა­ტე­ბა, სა­კუ­თა­რი შრო­მის, დამ­სა­ხუ­რე­ბის და ცო­ტა­ო­დე­ნი იღ­ბა­ლის შე­დე­გია.

წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას კი არა­საკ­მა­რის მონ­დო­მე­ბას ვაბ­რა­ლებ­დი. არა­ვინ იცის, რე­ა­ლუ­რად ჩვენს ცხოვ­რე­ბას თა­ვად წარვმარ­თავთ, თუ უფ­ლის ნე­ბას ვას­რუ­ლებთ. და­ბა­დე­ბი­სას "გვე­წე­რე­ბა შუბ­ლზე" სა­კუ­თა­რი ბედი, თუ ღმერ­თი უბ­რა­ლოდ წი­ნას­წარ განსჭვრეტს ჩვენს მო­მა­ვალს...

მჯე­რა იმის, რომ ღმერ­თი მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ში ერე­ვა. მა­გა­ლი­თად, რო­დის და რა­ნა­ი­რად "წაგ­ვიყ­ვა­ნოს". ალ­ბათ ყვე­ლა თქვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვე­ბი და ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს და ვხვდე­ბით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი "ზე­მო­დან" არის...

1953 წლის 14 ივ­ნი­სი - ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა, ულა­მა­ზე­სი ვარ­სკვლა­ვი, ნატო ვაჩ­ნა­ძე, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლეთს იყი­დის... ასე მოხ­ვდე­ბა რე­ის­ზე, სა­დაც მას­თან ერ­თად 13 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ცაში და­ი­ფერ­ფლე­ბა!

არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა, იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იყი­და სა­ბე­დის­წე­რო ბი­ლე­თი ნა­ტომ მოს­კოვ­ში, რო­გორ მოხ­სნეს მისი თხოვ­ნით ჯავ­შა­ნი სწო­რედ იმ ბი­ლეთს, რომ­ლის მფლო­ბელ­საც სიკ­ვდი­ლი ეწე­რა... რო­გორ ჩა­მო­ვარ­და თვითმფრი­ნა­ვი მისი მე­უღ­ლის ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას სო­ფელ­თან ახ­ლოს.

მი­ზე­ზი უა­მინ­დო­ბა იყო, თუ ბე­რი­ას შუ­რის­ძი­ე­ბა, რა­შიც ბევ­რი იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი.. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც იცით. მე ამ ამ­ბავს სხვა კუ­თხი­დან და­გა­ნა­ხებთ. თვითმფრი­ნავ­ზე მყო­ფი იმ 14 ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-ერ­თის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ: მფრი­ნავ-ირაკ­ლი ხა­ხუ­ტაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც ჩემი პაპა იყო.

გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და ბე­ბი­ას­თან დარ­ჩე­ნა. უზარ­მა­ზარ ალ­ბომს გად­მო­ვი­ღებ­დი და გა­უ­თა­ვებ­ლად ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი პა­პის სუ­რა­თებს. გა­უ­თა­ვებ­ლად ვა­ყო­ლი­ნებ­დი ბე­ბი­ას ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ჯერ მქონ­და მოს­მე­ნი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ მბეზ­რდე­ბო­და.

მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მცოდ­ნო­და ირაკ­ლი პა­პას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მხი­ა­რუ­ლი, ხუ­მა­რა, სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო და ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

ბე­ბია ამ ამ­ბის მო­ყო­ლას ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რად იწყებ­და. ამო­ი­ღებ­და თა­ვის ერთ სუ­რათს და მე­ტყო­და: "აი, ამ სუ­რა­თით გა­მიც­ნო პა­პა­შენ­მა"... ჩემი ბებო, ნინო ზუ­როშ­ვი­ლი თე­ლა­ვე­ლი ქალი გახ­ლდათ.

მა­ღა­ლი, თეთ­რი და მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა იყო. მისი სუ­რა­თი პა­პას მე­გო­ბარ­თან უნა­ხავს და გაც­ნო­ბა გა­და­უ­წყვე­ტია. მე­გობ­რე­ბი სა­პიკ­ნი­კოდ შე­უკ­რი­ბავს, სა­დაც ნი­ნოც უნდა მო­სუ­ლი­ყო.

" კოვ­ბო­ი­კა ჟი­ლე­ტი ეცვა და ხელ­ში წკეპ­ლას ათა­მა­შებ­და. რომ მი­ვე­დი, მო­მე­სალ­მა, ხელ­ზე მა­კო­ცა და თან გვერ­დით ამო­მიდ­გა. მივ­ხვდი, რომ და­მე­ტო­ლა.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დი. გა­ქა­ნე­ბულ მა­ტა­რე­ბელს შე­ახ­ტა და ვა­გონ­ში გა­მო­მე­ცხა­და."

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც შემ­წვა­რი ქა­თა­მი მი­ირ­თვეს, მკერ­დის ძვა­ლი გა­და­ტე­ხეს და ერთ სურ­ვილ­ზე და­ნაძ­ლევ­დნენ. ეს ამ­ბა­ვი ირაკ­ლის ლექ­სა­დაც და­უ­წე­რია:

"იქ ვი­თა­მა­შეთ სა­ნაძ­ლე­ო­ზე

გავ­ტე­ხეთ ქათ­მის ჩვენ ავ­ქა­შია,

ორ­ჯერ მო­ვუ­გე მე სა­ნაძ­ლეო,

ხმა­ლი მე მერ­გო, მას ქარ­ქა­შია."

ირაკ­ლიმ მო­გე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი მალე გა­უმ­ხი­ლა: "ჩემი სურ­ვი­ლია, ცო­ლად გა­მომ­ყვე!".. წი­ნა­აღ­მდე­გი მხო­ლოდ ნი­ნოს მამა იყო.

მფრი­ნავს რო­გორ გა­ვა­ტა­ნო შვი­ლი, სულ ცაში იქ­ნე­ბა და ცოლ-შვილს რო­გორ მი­ხე­დავ­სო... ეს პრობ­ლე­მაც ად­ვი­ლად მო­აგ­ვა­რა ირაკ­ლიმ. ჩუ­მად მი­ე­პა­რა მას, რო­დე­საც ეზო­ში შე­შას ჩე­ხავ­და და ნა­ჯა­ხი­ა­ნად ხელ­ში აი­ტა­ცა.

ასე და­არ­ბე­ნი­ნებ­და ეზო­ში. "იქამ­დე არ ჩა­მოგ­სვამ, სა­ნამ არ დაგ­ვლო­ცავ"! მო­მა­ვალ­მა სი­მამრმა სი­ცი­ლი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და სი­ძეს გა­და­ეხ­ვია. –აი, ასე­თი ხა­ლი­სით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ხა­ტავ­და, წერ­და ლექ­სებს, გა­წყო­ბილ მა­გი­დას კბი­ლე­ბი­თაც კი სწევ­და.

სკა­მებ­ზე აცეკ­ვებ­და ქა­ლებს... მის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებს რომ ვკი­თხუ­ლობ, ბე­ბი­ას რომ უგ­ზავ­ნი­და... ვგიჟ­დე­ბი, რო­გო­რი იუ­მო­რის პატ­რო­ნი იყო.

სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მას უფ­რო­სი პი­ლო­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. ქა­ლაქ ოვ­რუჩ­ში სწრაფ ბომბდამ­შენ­თა ლე­გი­ონ­ში გა­ამ­წე­სეს. 1939-1940 წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩრდი­ლო­ეთ ბუ­კო­ვი­ნი­სა და და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.

იბ­რძო­და დიდ სა­მა­მუ­ლო ომში. ოს­ტა­ტუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ა­ვი­ა­ციო რგოლს. იყო ავი­ა­ეს­კად­რი­ლი­ის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე. შე­უ­პოვ­რად ურტყამ­და მტერს ქერ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2000 ახალ­გაზ­რდა მო­ამ­ზა­და, რის­თვი­საც 6 სი­გე­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. შემ­დეგ მერ­ვე გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ სა­ა­ვი­ა­ციო კორ­პუს­ში შტურ­მა­ნად და­ნიშ­ნეს.

რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რეს­პუბ­ლი­კუ­რი ავი­აკ­ლუ­ბის სო­ხუ­მის ფი­ლი­ალს. ასამ­დე პა­რა­შუ­ტის­ტი და მრა­ვა­ლი პი­ლო­ტი მო­ამ­ზა­და. თვი­თონ ხომ მრა­ვა­ლი ტი­პის თვითმფრი­ნავ­ზე იფ­რი­ნა. ცაში სულ 3182 სა­ა­თი გა­ა­ტა­რა, 7 000-ჯერ მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ეშ­ვა მი­წა­ზე. მხო­ლოდ ერთხელ უმტყუ­ნა ბედ­მა...

არა­სო­დეს გა­უ­ცი­ლე­ბია მა­ნამ­დე ცოლ-შვილს, მხო­ლოდ ბოლო გაფ­რე­ნის წინ გა­ა­ცი­ლა. დე­და­ჩე­მი 12 წლის იყო. ის ყელ­ზე შე­მო­ეხ­ვია მა­მას და და­ა­ბა­რა: "წი­თე­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­მო­მი­ტა­ნე"... ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რომ დიდ­ხანს ეფე­რა ორი­ვე შვილს, თვი­თონ კი უყუ­რებ­და მი­მა­ვალს მა­ნამ, სა­ნამ თვალს არ მი­ე­ფა­რა.

იმ ღა­მით ცუდი სიზ­მა­რი ნახა, თით­ქოს შავ მი­წა­ში ხელი ჩაჰ­ყო. გაღ­ვი­ძე­ბი­სას მკი­თხა­ვის ნათ­ქვა­მი გა­ახ­სენ­და: გა­თხო­ვე­ბამ­დე მე­გო­ბარს წა­უყ­ვა­ნია, მკი­თხავს 2 სან­თე­ლი და­უნ­თია. ერთი მა­ლე­ვე გა­დახ­რი­ლა და ჩამ­ქრა­ლა. შე­წუ­ხე­ბულ მკი­თხავს უთ­ქვამს, შვი­ლო, ქმა­რი ადრე მო­გიკ­ვდე­ბაო... ბე­ბია გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და წა­მო­სუ­ლა.

14 ივ­ნი­სი. სა­ღა­მოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქარი ამო­ვარ­და, ჩა­მობ­ნელ­და. ბე­ბი­ას კედ­ლის სა­ა­თის­თვის შე­უ­ხე­დავს. სა­ა­თი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­ჩერ­და. ის­რე­ბი 6-ის ნა­ხე­ვარს აჩ­ვე­ნებ­და, დროს, რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვი აფეთ­ქდა... ნატო ვაჩ­ნა­ძის მხო­ლოდ ხელი იპო­ვეს, რო­მე­ლიც ბეჭ­დით ამო­იც­ნეს, პა­პას კი პა­ნაშ­ვი­დი ტან­საც­მლით გა­და­უ­ხა­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატო ვაჩნაძის საბედისწერო რეისი - ისტორია, რომელიც ჯერ არ გსმენიათ

ნატო ვაჩნაძის საბედისწერო რეისი - ისტორია, რომელიც ჯერ არ გსმენიათ

14 ივნისი  ნატო ვაჩნაძის დაბადების დღე იყო, რომელიც მის გარდაცვალების დღედ იქცა. დღე, როდესაც ჩემი მფრინავი პაპა ცაში დაიწვა მასთან ერთად!

მე პირველად ვწერ ამაზე! ვწერ, როგორც ამ საბედისწერო რეისზე მოხვედრილი ერთერთი მთავარი გმირის შვილიშვილი. ეს იქნება ექსკლუზივი, მიძღვნილი ჟურნალ "...და ქალის" ივნისის ნომრისადმი.

არასოდეს მჯეროდა, რომ ჩვენი ცხოვრება წინასწარაა "დაწერილი". იღბალს თუ უიღბლობას ბედისწერას რომ აბრალებდნენ, მეცინებოდა, რადგან მიმაჩნდა, რომ ადამიანი არის "თავის" "უფალი" და ყოველი მისი წარმატება, საკუთარი შრომის, დამსახურების და ცოტაოდენი იღბალის შედეგია.

წარუმატებლობას კი არასაკმარის მონდომებას ვაბრალებდი. არავინ იცის, რეალურად ჩვენს ცხოვრებას თავად წარვმართავთ, თუ უფლის ნებას ვასრულებთ. დაბადებისას "გვეწერება შუბლზე" საკუთარი ბედი, თუ ღმერთი უბრალოდ წინასწარ განსჭვრეტს ჩვენს მომავალს...

მჯერა იმის, რომ ღმერთი მხოლოდ მნიშვნელოვან მომენტებში ერევა. მაგალითად, როდის და რანაირად "წაგვიყვანოს". ალბათ ყველა თქვენგანის ცხოვრებაში ყოფილა უცნაური დამთხვევები და ნიშნები, რომელიც რაღაცაზე მიგვანიშნებს და ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი "ზემოდან" არის...

1953 წლის 14 ივნისი - ქართული კინოს მშვენება, ულამაზესი ვარსკვლავი, ნატო ვაჩნაძე, საკუთარ დაბადების დღეზე, თვითმფრინავის ბილეთს იყიდის... ასე მოხვდება რეისზე, სადაც მასთან ერთად 13 ადამიანის სიცოცხლე ცაში დაიფერფლება!

არაერთხელ დაწერილა, იმის შესახებ, თუ როგორ იყიდა საბედისწერო ბილეთი ნატომ მოსკოვში, როგორ მოხსნეს მისი თხოვნით ჯავშანი სწორედ იმ ბილეთს, რომლის მფლობელსაც სიკვდილი ეწერა... როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი მისი მეუღლის  ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს.

მიზეზი უამინდობა იყო, თუ ბერიას შურისძიება,  რაშიც ბევრი იყო დარწმუნებული.. ეს ყველაფერი ისედაც იცით. მე ამ ამბავს სხვა კუთხიდან დაგანახებთ. თვითმფრინავზე მყოფი იმ 14 ადამიანიდან ერთ-ერთის შესახებ გიამბობთ: მფრინავ-ირაკლი ხახუტაშვილზე, რომელიც ჩემი პაპა იყო.

განსაკუთრებით მიყვარდა ბებიასთან დარჩენა. უზარმაზარ ალბომს გადმოვიღებდი და გაუთავებლად ვათვალიერებდი პაპის სურათებს. გაუთავებლად ვაყოლინებდი ბებიას ისტორიას, რომელიც მილიონჯერ მქონდა მოსმენილი და მიუხედავად ამისა, არ მბეზრდებოდა.

მინდოდა, ყველაფერი მცოდნოდა ირაკლი პაპას შესახებ, რომელიც არაჩვეულებრივი, მხიარული, ხუმარა, საოცრად ნიჭიერი კაცი იყო და ყველას ძალიან უყვარდა.

ბებია ამ ამბის მოყოლას ყოველთვის ერთნაირად იწყებდა. ამოიღებდა თავის ერთ სურათს და მეტყოდა: "აი, ამ სურათით გამიცნო პაპაშენმა"... ჩემი ბებო, ნინო ზუროშვილი თელაველი ქალი გახლდათ.

მაღალი, თეთრი და მწვანეთვალება იყო. მისი სურათი პაპას მეგობართან უნახავს და გაცნობა გადაუწყვეტია. მეგობრები საპიკნიკოდ შეუკრიბავს, სადაც ნინოც უნდა მოსულიყო.

" კოვბოიკა ჟილეტი ეცვა და ხელში წკეპლას ათამაშებდა. რომ მივედი, მომესალმა, ხელზე მაკოცა და თან გვერდით ამომიდგა. მივხვდი, რომ დამეტოლა.

რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში მოვდიოდი. გაქანებულ მატარებელს შეახტა და ვაგონში გამომეცხადა."

განსაკუთრებულად მიყვარდა ის მომენტი, როდესაც შემწვარი ქათამი მიირთვეს, მკერდის ძვალი გადატეხეს და ერთ სურვილზე დანაძლევდნენ. ეს ამბავი ირაკლის ლექსადაც დაუწერია:

"იქ ვითამაშეთ სანაძლეოზე

გავტეხეთ ქათმის ჩვენ ავქაშია,

ორჯერ მოვუგე მე სანაძლეო,

ხმალი მე მერგო, მას ქარქაშია."

ირაკლიმ მოგებული სურვილი მალე გაუმხილა: "ჩემი სურვილია, ცოლად გამომყვე!".. წინააღმდეგი მხოლოდ ნინოს მამა იყო.

მფრინავს როგორ გავატანო შვილი, სულ ცაში იქნება და ცოლ-შვილს როგორ მიხედავსო... ეს პრობლემაც ადვილად მოაგვარა ირაკლიმ. ჩუმად მიეპარა მას, როდესაც ეზოში შეშას ჩეხავდა და ნაჯახიანად ხელში აიტაცა.

ასე დაარბენინებდა ეზოში. "იქამდე არ ჩამოგსვამ, სანამ არ დაგვლოცავ"! მომავალმა სიმამრმა სიცილი ვეღარ შეიკავა და სიძეს გადაეხვია. –აი, ასეთი ხალისით სავსე ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად ხატავდა, წერდა ლექსებს, გაწყობილ მაგიდას კბილებითაც კი სწევდა.

სკამებზე აცეკვებდა ქალებს... მის გამოგზავნილ წერილებს რომ ვკითხულობ, ბებიას რომ უგზავნიდა... ვგიჟდები, როგორი იუმორის პატრონი იყო.

სწავლის დამთავრების შემდეგ მას უფროსი პილოტის წოდება მიენიჭა. ქალაქ ოვრუჩში სწრაფ ბომბდამშენთა ლეგიონში გაამწესეს. 1939-1940 წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ ბუკოვინისა და დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში.

იბრძოდა დიდ სამამულო ომში. ოსტატურად ხელმძღვანელობდა საავიაციო რგოლს. იყო ავიაესკადრილიის მეთაურის მოადგილე. შეუპოვრად ურტყამდა მტერს ქერჩის მიმართულებით. 2000 ახალგაზრდა მოამზადა, რისთვისაც 6 სიგელი დაიმსახურა. შემდეგ მერვე გამანადგურებელ საავიაციო კორპუსში შტურმანად დანიშნეს.

რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური ავიაკლუბის სოხუმის ფილიალს. ასამდე პარაშუტისტი და მრავალი პილოტი მოამზადა. თვითონ ხომ მრავალი ტიპის თვითმფრინავზე იფრინა. ცაში სულ 3182 საათი გაატარა, 7 000-ჯერ მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. მხოლოდ ერთხელ უმტყუნა ბედმა...

არასოდეს გაუცილებია მანამდე ცოლ-შვილს, მხოლოდ ბოლო გაფრენის წინ გააცილა. დედაჩემი 12 წლის იყო. ის ყელზე შემოეხვია მამას და დააბარა: "წითელი ფეხსაცმელი ჩამომიტანე"... ბებია იხსენებდა, რომ დიდხანს ეფერა ორივე შვილს, თვითონ კი უყურებდა მიმავალს მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა.

იმ ღამით ცუდი სიზმარი ნახა, თითქოს შავ მიწაში ხელი ჩაჰყო. გაღვიძებისას მკითხავის ნათქვამი გაახსენდა: გათხოვებამდე მეგობარს წაუყვანია, მკითხავს 2 სანთელი დაუნთია. ერთი მალევე გადახრილა და ჩამქრალა. შეწუხებულ მკითხავს უთქვამს, შვილო, ქმარი ადრე მოგიკვდებაო... ბებია გაბრაზებულა და წამოსულა.

14 ივნისი. საღამოს მოულოდნელად ქარი ამოვარდა, ჩამობნელდა. ბებიას კედლის საათისთვის შეუხედავს. საათი სასწაულებრივად გაჩერდა. ისრები 6-ის ნახევარს აჩვენებდა, დროს, როდესაც თვითმფრინავი აფეთქდა... ნატო ვაჩნაძის მხოლოდ ხელი იპოვეს, რომელიც ბეჭდით ამოიცნეს, პაპას კი პანაშვიდი ტანსაცმლით გადაუხადეს.

იხილეთ სტატია სრულად

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

1-8 მარტს, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ , ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"