მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩხეიძე: "კარიერას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი"
თაკო ჩხეიძე: "კარიერას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი"

ბავ­შვო­ბა

ლა­მა­ზი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ლაღი. დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვი­ზარ­დე. მყავ­და ძა­ლი­ან კარ­გი ბა­ბუა, ბე­სიკ ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო. რომ იტყვი­ან, ხე­ლის­გულ­ზე მა­ტა­რებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ბავ­შვო­ბა რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, მა­ინც ლა­ღად გა­ვი­ზარ­დე.

რა მა­ინ­ტე­რე­სებ­და? მო­დე­ლო­ბა არც მი­ფიქ­რია, ხან ექი­მო­ბა მინ­დო­და, ხან მას­წავ­ლებ­ლო­ბა. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი და მო­ცეკ­ვა­ვე­ო­ბა­საც ვფიქ­რობ­დი. ცეკ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­შიც დავ­დი­ო­დი. შვიდ­წლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვსწავ­ლობ­დი ენებს. და­ვამ­თავ­რე მე-6 სკო­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი სკო­ლა იყო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, გვას­წავ­ლიდ­ნენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი. მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვქონ­და.

მო­დე­ლი

დედა პა­რიზ­ში მი­დი­ო­და და მე­გობ­რებ­მა ჩემი ფო­ტოს წა­ღე­ბა ურ­ჩი­ეს. სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თვის უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ჩა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ სა­ა­გენ­ტო­ებ­ში უთხრეს, რომ მო­დე­ლო­ბის­თვის ჯერ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. მაკა ბახ­ტა­ძე დე­დას მე­გო­ბა­რია და მას გა­უჩ­ნდა იდეა, რომ ამ სფე­რო­ში მო­მე­სინ­ჯა თავი. მა­კამ მო­დე­ლე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­ა­გენ­ტო შექ­მნა. ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. მერე მო­ცეკ­ვა­ვის კა­რი­ე­რას ისევ მო­დე­ლო­ბა ვარ­ჩიე და ცეკ­ვას თავი და­ვა­ნე­ბე. ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა ავან­გარ­დუ­ლი მო­დის ასამ­ბლე­ას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო დრო იყო. ბევ­რმა დი­ზა­ი­ნერ­მა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ჩვე­ნე­ბე­ბის გა­მარ­თვა. შე­ვი­ძი­ნე ბევ­რი მე­გო­ბა­რი, მო­დე­ლე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. წლე­ბია, რაც ერ­თად ვართ. კარ­გად მახ­სოვს პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, 1996 წელს, "შე­რა­ტონ­ში" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი შედ­გა. ახლა მე­ღი­მე­ბა, - რო­გორც წლის სა­უ­კე­თე­სო მო­დელს პო­ლა­რო­ი­დის აპა­რა­ტი მა­ჩუ­ქეს.

გა­მარ­ჯვე­ბა

თბი­ლის­ში კონ­კურ­სი Best Model of Georgia უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ჩემი მე­გობ­რე­ბი აპი­რებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ერთ დღეს გა­დავ­წყვი­ტე კონ­კურ­სზე გას­ვლა. კონ­კურ­სის და­წყე­ბის წი­ნა­დღეს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. კოს­ტი­უ­მე­ბის შერ­ჩე­ვის დროც არ მქონ­და. დახ­მა­რე­ბა მაკა ასა­თი­ანს ვთხო­ვე. ერთ დღე­ში ვე­რა­ფერს შე­კე­რავ­და და ასე­თი რამ მო­ი­ფიქ­რა: ფი­ნა­ლის­თვის სხე­ულ­ზე ქსო­ვი­ლი შე­მო­მახ­ვია და რომ არ დაშ­ლი­ლი­ყო, გულ­ზე დიდი ბრო­შით და­ა­მაგ­რა. სხვა ად­გი­ლე­ბი კი ორ­მა­გი სკო­ჩით შეკ­რა. ამ კონ­კურ­სზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად რომ და­მა­სა­ხე­ლეს, ჩემს გაკ­ვირ­ვე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სტამ­ბო­ლის კონ­კურ­სზე, სა­დაც "მსოფ­ლიო გრა­ცი­ის" ნო­მი­ნა­ცია მი­ვი­ღე.

უარი...

პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვა ნიუ-იორ­კის ცნო­ბი­ლი სა­ა­გენ­ტო იმგ-დან მო­მი­ვი­და - პირ­და­პირ მე­გა­პო­ლი­სის გი­ჟურ რიტ­მში აღ­მოვ­ჩნდი. იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. ერთი თვეც ვერ გავ­ძე­ლი. ჩა­მო­ვე­დი თუ არა გავ­თხოვ­დი. მე­ო­რე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ცნო­ბილ მე­ნე­ჯერ გია ჯი­ქი­ძის­გან მქონ­და. გია პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან მო­დელ გო­გო­ნებს სთა­ვა­ზობ­და ცნო­ბილ სა­ა­გენ­ტო­ებს. მან პა­რი­ზის ცნო­ბილ სა­ა­გენ­ტო­ში წარ­მად­გი­ნა. უკვე გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი და პა­რიზ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­ვემ­გზავ­რე. სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­თან სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, რომ სამი თვე საც­დე­ლი ვა­დით უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. უარი ვთქვი. კა­რი­ე­რა­ში წინსვლას ყო­ველ­თვის ოჯახს ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი.

ოჯა­ხი

ოჯა­ხი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ოჯა­ხის გამო ბევრ წი­ნა­და­დე­ბა­ზე ვთქვი უარი. ჩემი უფ­რო­სი ვაჟი და მე, რომ იტყვი­ან, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ყველ­გან თან ვა­ტა­რებ­დი. როცა გა­ი­ზარ­და, ისევ მო­მინ­და ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა და ასე გავ­ხდი სამი ვა­ჟის დედა. ჩემი მე­უღ­ლე ახლა ტა­ლინ­ში მუ­შა­ობს და ბავ­შვებ­თან ერ­თად სულ თბი­ლი­სი-ტა­ლი­ნის რე­ის­ზე ვარ.

შვე­ი­ცა­რია

მე­უღ­ლე დიპ­ლო­მა­ტია და სა­მუ­შა­ოდ შვე­ი­ცა­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს. იქ რომ ჩა­ვე­დით, სა­ა­გენ­ტო "სე­ვენ მო­დელსში" და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ის დრო ლა­მა­ზი სიზ­მა­რი­ვით დამ­რჩა. სა­ა­გენ­ტო­ში მის­ვლი­დან მე­ო­რე დღეს­ვე "სე­ლი­ნის" ჩვე­ნე­ბის კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს. ამას მოჰ­ყვა სხვა ჩვე­ნე­ბე­ბიც. არ და­მა­ვი­წყდე­ბა ვესტვუ­დის ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მოს­ვლაც. შვე­ი­ცა­რია სა­ა­თე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ზე­ნი­ტის" სახე ვი­ყა­ვი. ეს ბრენ­დი გრან­დი­ო­ზულ გალა-სა­ღა­მოს აწყობ­და და ამ მი­ღე­ბის მთა­ვა­რი სახე გავ­ხდი. მე­ო­რე დღეს პრე­სა წერ­და: "თა­მუ­ნა-სტარ". ამ სა­ა­გენ­ტო­დან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან მი­წევ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მგზავ­ნიდ­ნენ მი­ლა­ნის, მი­უნ­ხე­ნის და სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში.

დი­ზა­ი­ნე­რი

კო­ლექ­ცი­ის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა ფა­ვო­რი­ტე­ბი, მაგ­რამ ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, მა­ინც პრა­დაა ის დი­ზა­ი­ნე­რი, ვისი ყვე­ლა კო­ლექ­ცი­აც მომ­წონს.

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

თაკო ჩხეიძე: "კარიერას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი"

თაკო ჩხეიძე: "კარიერას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი"

ბავშვობა

ლამაზი ბავშვობა მქონდა, ლაღი. დიდი სიყვარულით გავიზარდე. მყავდა ძალიან კარგი ბაბუა, ბესიკ ვაშაძე, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. რომ იტყვიან, ხელისგულზე მატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა რთულ პერიოდს დაემთხვა, მაინც ლაღად გავიზარდე.

რა მაინტერესებდა? მოდელობა არც მიფიქრია, ხან ექიმობა მინდოდა, ხან მასწავლებლობა. მთელი ბავშვობა ცეკვაზე დავდიოდი და მოცეკვავეობასაც ვფიქრობდი. ცეკვის პარალელურად მუსიკალურ სასწავლებელშიც დავდიოდი. შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ვსწავლობდი ენებს. დავამთავრე მე-6 სკოლა. ძალიან კარგი სკოლა იყო, განსხვავებული, გვასწავლიდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები. მოსწავლეებს თავისუფლება გვქონდა.

მოდელი

დედა პარიზში მიდიოდა და მეგობრებმა ჩემი ფოტოს წაღება ურჩიეს. სააგენტოებისთვის უნდა ეჩვენებინა. ჩაიტანა, მაგრამ სააგენტოებში უთხრეს, რომ მოდელობისთვის ჯერ პატარა ვიყავი. მაკა ბახტაძე დედას მეგობარია და მას გაუჩნდა იდეა, რომ ამ სფეროში მომესინჯა თავი. მაკამ მოდელების ერთ-ერთი პირველი სააგენტო შექმნა. ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა. მერე მოცეკვავის კარიერას ისევ მოდელობა ვარჩიე და ცეკვას თავი დავანებე. ჩემი პირველი გამოსვლა ავანგარდული მოდის ასამბლეას უკავშირდება. საინტერესო დრო იყო. ბევრმა დიზაინერმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩვენებების გამართვა. შევიძინე ბევრი მეგობარი, მოდელები, დიზაინერები. წლებია, რაც ერთად ვართ. კარგად მახსოვს პირველი წარმატება, 1996 წელს, "შერატონში" დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. ახლა მეღიმება, - როგორც წლის საუკეთესო მოდელს პოლაროიდის აპარატი მაჩუქეს.

გამარჯვება

თბილისში კონკურსი Best Model of Georgia უნდა ჩატარებულიყო. ჩემი მეგობრები აპირებდნენ მონაწილეობას. ერთ დღეს გადავწყვიტე კონკურსზე გასვლა. კონკურსის დაწყების წინადღეს მივიღე გადაწყვეტილება. კოსტიუმების შერჩევის დროც არ მქონდა. დახმარება მაკა ასათიანს ვთხოვე. ერთ დღეში ვერაფერს შეკერავდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ფინალისთვის სხეულზე ქსოვილი შემომახვია და რომ არ დაშლილიყო, გულზე დიდი ბროშით დაამაგრა. სხვა ადგილები კი ორმაგი სკოჩით შეკრა. ამ კონკურსზე გამარჯვებულად რომ დამასახელეს, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც გამარჯვებული, ვმონაწილეობდი სტამბოლის კონკურსზე, სადაც "მსოფლიო გრაციის" ნომინაცია მივიღე.

უარი...

პირველი მოწვევა ნიუ-იორკის ცნობილი სააგენტო იმგ-დან მომივიდა - პირდაპირ მეგაპოლისის გიჟურ რიტმში აღმოვჩნდი. იმ პერიოდში გავიცანი მომავალი მეუღლე. ერთი თვეც ვერ გავძელი. ჩამოვედი თუ არა გავთხოვდი. მეორე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ცნობილ მენეჯერ გია ჯიქიძისგან მქონდა. გია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოდელ გოგონებს სთავაზობდა ცნობილ სააგენტოებს. მან პარიზის ცნობილ სააგენტოში წარმადგინა. უკვე გათხოვილი ვიყავი და პარიზში მეუღლესთან ერთად გავემგზავრე. სააგენტოს ხელმძღვანელთან საუბრისას გაირკვა, რომ სამი თვე საცდელი ვადით უნდა დავრჩენილიყავი. უარი ვთქვი. კარიერაში წინსვლას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი.

ოჯახი

ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ოჯახის გამო ბევრ წინადადებაზე ვთქვი უარი. ჩემი უფროსი ვაჟი და მე, რომ იტყვიან, ერთად გავიზარდეთ, ყველგან თან ვატარებდი. როცა გაიზარდა, ისევ მომინდა ბავშვების გაჩენა და ასე გავხდი სამი ვაჟის დედა. ჩემი მეუღლე ახლა ტალინში მუშაობს და ბავშვებთან ერთად სულ თბილისი-ტალინის რეისზე ვარ.

შვეიცარია

მეუღლე დიპლომატია და სამუშაოდ შვეიცარიაში გაგზავნეს. იქ რომ ჩავედით, სააგენტო "სევენ მოდელსში" დავიწყე თანამშრომლობა. ის დრო ლამაზი სიზმარივით დამრჩა. სააგენტოში მისვლიდან მეორე დღესვე "სელინის" ჩვენების კასტინგზე დამიბარეს. ამას მოჰყვა სხვა ჩვენებებიც. არ დამავიწყდება ვესტვუდის ჩვენებაზე გამოსვლაც. შვეიცარია საათებითაა ცნობილი და სამი წლის განმავლობაში "ზენიტის" სახე ვიყავი. ეს ბრენდი გრანდიოზულ გალა-საღამოს აწყობდა და ამ მიღების მთავარი სახე გავხდი. მეორე დღეს პრესა წერდა: "თამუნა-სტარ". ამ სააგენტოდან სხვადასხვა ქვეყანასთან მიწევდა თანამშრომლობა. მგზავნიდნენ მილანის, მიუნხენის და სხვა ქვეყნების სააგენტოებში.

დიზაინერი

კოლექციის მიხედვით იცვლება ფავორიტები, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, მაინც პრადაა ის დიზაინერი, ვისი ყველა კოლექციაც მომწონს.

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება