პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩხეიძე - "ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის"
თაკო ჩხეიძე - "ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის"

თაკო ჩხე­ი­ძე ოჯახ­თან ერ­თად ეს­ტო­ნეთ­ში, ქა­ლაქ ტა­ლინ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რობს. ამ­ჯე­რა­დაც თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა და მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა - სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებს აგ­ვა­რებს. ცნო­ბი­სათ­ვის, თა­კოს 3 ვაჟი ჰყავს და ცდი­ლობს, მათ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლოს.

- სულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ვარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ჩა­მოვ­დი­ვარ, მერე კი ისევ ტა­ლინ­ში ვბრუნ­დე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩია ეს­ტო­ნეთ­ში და ჩვენც მას­თან ერ­თად, სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობთ. ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე შვი­ლებ­თან ერ­თად მოვ­დი­ვარ. ცოტა ხნის წინ უფ­რო­სი ვაჟი - სერ­გი, ახლა კი უმ­ცრო­სე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი შვი­ლე­ბი თვითმფრი­ნავ­ში გა­ი­ზარ­დნენ.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა...

- კი, ასეა! წელს თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი უკვე მე­ექ­ვსედ გა­ი­მარ­თე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­დის ბიზ­ნე­სი თან­და­თა­ნო­ბით ვი­თარ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს - ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი ნაკ­ლე­ბა­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მო­დის გან­ვი­თა­რე­ბით, მაგ­რამ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ვცდი­ლობთ.

- ვიცი, რომ დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი გაქვთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, შვი­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის­თვის დრო გრჩე­ბათ?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ოჯა­ხის­გან დიდი ხელ­შე­წყო­ბა მაქვს. რომ არა ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი, ამ­დე­ნი საქ­მის გა­ძღო­ლა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ვცდი­ლობ, დრო სწო­რად გა­და­ვა­ნა­წი­ლო: მაქვს პე­რი­ო­დი, როცა საქ­მე­ში ბო­ლომ­დე ვარ ჩარ­თუ­ლი და პე­რი­ო­დი, როცა მხო­ლოდ ოჯახ­ზე ვზრუ­ნავ. ამ დროს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დედა ვარ, რო­მე­ლიც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ბავ­შვე­ბის მოვ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. პა­ტა­რებს მარ­თლაც დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ; როცა მათ­თან ვარ, დრო სწრა­ფად გარ­ბის. ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ, რომ დღის სწო­რი რე­ჟი­მი ჰქონ­დეთ, სწო­რად იკ­ვე­ბონ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტა­ლინ­ში საკ­მა­ოდ მკაც­რი ზამ­თა­რი იცის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბავ­შვე­ბი სა­სე­ირ­ნოდ მა­ინც გამ­ყავ­და. სე­ირ­ნო­ბა ჩემ­თვი­საც დიდი გან­ტვირ­თვაა. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ სტრესს მიხ­სნის...

- მკაც­რი დედა ხართ?

- არა, მკაც­რი არ ვარ. სერ­გის­გან ძი­რი­თა­დად, სწავ­ლას მო­ვი­თხოვ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ ეზა­რე­ბა, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. როცა სა­მოგ­ზა­უ­როდ მივ­დი­ვარ, ვცდი­ლობ, უფ­რო­სი შვი­ლიც წა­ვიყ­ვა­ნო. სხვა­თა შო­რის, მას ძა­ლი­ან მოს­წონს ახა­ლი ქვეყ­ნე­ბის ნახ­ვა. არ მიყ­ვარს, როცა პა­ტა­რებს რა­ღა­ცას აძა­ლე­ბენ, გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ კი­თხვაა. ამას წი­ნათ უფ­როს ვაჟს "ტომ სო­ი­ე­რის" წა­კი­თხვა ვთხო­ვე. როცა და­ას­რუ­ლა, ვკი­თხე, - მო­გე­წო­ნა- მეთ­ქი? - წა­ვი­კი­თხე, მაგ­რამ ამით რაო?! - მი­პა­სუ­ხა. მარ­თა­ლია, თავ­გა­და­სა­ვა­ლი მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ უკვე იმ­დე­ნი რამ აქვს ნა­ნა­ხი, ვე­რაფ­რით გა­აკ­ვირ­ვებ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ის ხომ ახა­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია (იღი­მის). ალექ­სან­დრე კომ­პი­უ­ტერ­თან ისეთ რა­მე­ებს აკე­თებს, ვგიჟ­დე­ბი. ამას წი­ნათ ვთხო­ვე: - მიდი, "სკა­ი­პით" ბე­ბოს და­უ­რე­კე- მეთ­ქი. კი­თხვა არ იცის, მაგ­რამ მხვედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს და ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ბე­ბოს იო­ლად პო­უ­ლობს...

- თაკო, პირ­ვე­ლი შვი­ლი საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში შე­გე­ძი­ნათ...

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სერ­გის­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე. ის რომ მე­ყო­ლა, 19 წლის ვი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, შვი­ლი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი, მაგ­რამ მარ­თლაც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის ტვირ­თი რომ მე­ზი­და. ამ ასაკ­ში სულ სა­დღაც წას­ვლა გინ­და და ცდი­ლობ, ბავ­შვი ვინ­მეს და­უ­ტო­ვო; ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და. ამ ყვე­ლა­ფერს დღეს სრუ­ლი­ად სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ და შვი­ლებ­თან ერ­თად თავს იმ­დე­ნად კარ­გად ვგრძნობ, რომ სა­ღა­მოს არ­სად წას­ვლა აღარ მინ­დე­ბა. თან, კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბაც აღარ მი­ზი­დავს. რა ვიცი, შე­იძ­ლე­ბა სა­ა­მი­სოდ დავ­ბერ­დი კი­დეც.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ახლა ორ შვილ­თან ერ­თად სტუმ­რობთ თბი­ლისს. როცა დე­დი­კო სამ­სა­ხურ­შია, პა­ტა­რე­ბი ვის­თან არი­ან?

- ყვე­ლა უცხო­ელს უკ­ვირს და შურს, როცა იგე­ბენ, რომ ბავ­შვებს ბე­ბია- ბა­ბუ­ებს ვუ­ტო­ვებთ. როცა თბი­ლის­ში ვარ, პა­ტა­რე­ბი მათ ჰყავთ "და­ტა­ცე­ბუ­ლი".

- თქვენს პირ­ველ და მომ­დევ­ნო შვი­ლებს შო­რის საკ­მა­ოდ დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა...

- სერ­გი ივ­ნის­ში 12 წლის გახ­დე­ბა, ალექ­სან­დრე ორ­წლი­ნა­ხევ­რი­საა, და­ვი­თი - 9 თვის. საკ­მა­ოდ დიდი ხანი ვფიქ­რობ­დი მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზე; თავს ვი­კა­ვებ­დი, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ ვმუ­შა­ობ­დი და მე­გო­ნა, ფეხ­მძი­მო­ბის გამო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. ალექ­სან­დრე რომ გაჩ­ნდა, მივ­ხვდი, ბევ­რი დრო, თა­ნაც - სულ ტყუ­ი­ლად და­მი­კარ­გავს. ჰოდა, მერე მე­სა­მე ვა­ჟიც გა­ვა­ჩი­ნე. თი­თო­ე­უ­ლის­თვის დრო­ი­სა და ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ ვა­მა­ყობ, რომ 3 შვი­ლის დედა ვარ...

- პა­ტა­რე­ბის გაზ­რდა­ში სერ­გი თუ გეხ­მა­რე­ბათ?

- სერ­გი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ის ძმებ­ზე გიჟ­დე­ბა და პა­ტა­რებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ. ალექ­სან­დრე სულ მას­თან ყოფ­ნას ითხოვს და თავ­ზე აზის... სერ­გი გვთხოვს ხოლ­მე: - აღარ შე­მიძ­ლია, ცოტა ხნით მო­მა­შო­რე­თო (იცი­ნის). ამას წი­ნათ და­ვუ­ძა­ხე, - მოდი, შენ­თან საქ­მე მაქვს- მეთ­ქი. მო­ვი­და და ჩურ­ჩუ­ლით მკი­თხა: - ორ­სუ­ლად ხარო?! ამა­ზე ბევ­რი ვი­ცი­ნე... როცა ძიძა მი­დის, სერ­გი ალექ­სან­დრეს­თან ერ­თად იძი­ნებს; ერ­თად უყუ­რე­ბენ მულ­ტფილ­მს, ერ­თო­ბი­ან... და­ვი­თი ჯერ პა­ტა­რაა და ძმას არ აწუ­ხებს, მხო­ლოდ და­ხო­ხავს... ამას წი­ნათ მი­თხრეს, - პა­ტა­რე­ბი რომ გა­იზ­რდე­ბი­ან და გვერ­დით 3 ვაჟი ამო­გიდ­გე­ბა, მა­შინ მიხ­ვდე­ბი, რა ბედ­ნი­ე­რი ქალი ხარო.

- ბავ­შვე­ბი ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ?

- ალექ­სან­დრეს "თა­ვი­სი ენა" აქვს. მარ­თა­ლია, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გვა­გე­ბი­ნებს. ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს და ხში­რად ამ­ბობს სი­ტყვას - "ოქეი", ჩვენ კი ვე­რაფ­რით ვხვდე­ბით, სა­ი­დან ის­წავ­ლა. ეს­მის რუ­სუ­ლიც... რაც შე­ე­ხე­ბა სერ­გის, რო­მელ­საც რუსი ძიძა ჰყავ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ის­წავ­ლა, მერე ფრან­გულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და, ტა­ლინ­ში კი ინ­გლი­სურ და ეს­ტო­ნურ ენას სწავ­ლობს.

- მამა თუ მო­ნა­წი­ლე­ობს პა­ტა­რე­ბის აღ­ზრდა­ში?

- რა თქმა უნდა! სერ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­მას­თან ყოფ­ნა და ახ­ლაც მას­თან დარ­ჩა. მე და ჩემი მე­უღ­ლე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლას გა­და­ვუ­ნა­წი­ლოთ. თუმ­ცა ამ ბოლო დროს პა­ტა­რე­ბი დე­დას ვერ "იყო­ფენ" და რამ­დე­ნად გა­ვიხ­ლი­ჩო, აღარ ვიცი.

- გო­გო­ნა არ გინ­დათ?

- გო­გო­ნას ყო­ლას ვი­სურ­ვებ­დი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე - არა. ადრე ჩემ­თვის რომ გე­კი­თხათ, არც 3 ვა­ჟის გა­ჩე­ნას ვა­პი­რებ­დი, ახლა კი მივ­ხვდი: ადა­მი­ა­ნი შვი­ლებ­ზე კარ­გს ვე­რა­ფერს შექ­მნის.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თაკო ჩხეიძე - "ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის"

თაკო ჩხეიძე - "ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის"

თაკო ჩხეიძე ოჯახთან ერთად ესტონეთში, ქალაქ ტალინში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს ხშირად სტუმრობს. ამჯერადაც თბილისში იმყოფება და მოდის კვირეულისთვის ემზადება - საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. ცნობისათვის, თაკოს 3 ვაჟი ჰყავს და ცდილობს, მათ ყურადღება არ მოაკლოს.

- სულ მოგზაურობაში ვარ. საქართველოში საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვდივარ, მერე კი ისევ ტალინში ვბრუნდები. მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია ესტონეთში და ჩვენც მასთან ერთად, საზღვარგარეთ ვცხოვრობთ. ყოველ ჩამოსვლაზე შვილებთან ერთად მოვდივარ. ცოტა ხნის წინ უფროსი ვაჟი - სერგი, ახლა კი უმცროსები ჩამოვიყვანე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შვილები თვითმფრინავში გაიზარდნენ.

- როგორც ვიცი, თქვენი სამოდელო სააგენტო მოდის კვირეულისთვის ემზადება...

- კი, ასეა! წელს თბილისის მოდის კვირეული უკვე მეექვსედ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში მოდის ბიზნესი თანდათანობით ვითარდება. მართალია, ფინანსური პრობლემები არსებობს - ბიზნესსექტორი ნაკლებადაა დაინტერესებული მოდის განვითარებით, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას საკუთარი რესურსებით ვცდილობთ.

- ვიცი, რომ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვთ. საინტერესოა, შვილებისა და ოჯახისთვის დრო გრჩებათ?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ოჯახისგან დიდი ხელშეწყობა მაქვს. რომ არა ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები, ამდენი საქმის გაძღოლა გამიჭირდებოდა. ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო: მაქვს პერიოდი, როცა საქმეში ბოლომდე ვარ ჩართული და პერიოდი, როცა მხოლოდ ოჯახზე ვზრუნავ. ამ დროს ჩვეულებრივი დედა ვარ, რომელიც დილიდან საღამომდე ბავშვების მოვლითაა დაკავებული. პატარებს მართლაც დიდი ყურადღება სჭირდებათ; როცა მათთან ვარ, დრო სწრაფად გარბის. ყურადღებას ვაქცევ, რომ დღის სწორი რეჟიმი ჰქონდეთ, სწორად იკვებონ. მოგეხსენებათ, ტალინში საკმაოდ მკაცრი ზამთარი იცის. მიუხედავად ამისა, ბავშვები სასეირნოდ მაინც გამყავდა. სეირნობა ჩემთვისაც დიდი განტვირთვაა. დაკვირვებული ვარ, პატარებთან ურთიერთობა ყველანაირ სტრესს მიხსნის...

- მკაცრი დედა ხართ?

- არა, მკაცრი არ ვარ. სერგისგან ძირითადად, სწავლას მოვითხოვ. საბედნიეროდ, გაკვეთილების მომზადება არ ეზარება, ძალიან მოწესრიგებულია. როცა სამოგზაუროდ მივდივარ, ვცდილობ, უფროსი შვილიც წავიყვანო. სხვათა შორის, მას ძალიან მოსწონს ახალი ქვეყნების ნახვა. არ მიყვარს, როცა პატარებს რაღაცას აძალებენ, გამონაკლისი მხოლოდ კითხვაა. ამას წინათ უფროს ვაჟს "ტომ სოიერის" წაკითხვა ვთხოვე. როცა დაასრულა, ვკითხე, - მოგეწონა- მეთქი? - წავიკითხე, მაგრამ ამით რაო?! - მიპასუხა. მართალია, თავგადასავალი მოეწონა, მაგრამ უკვე იმდენი რამ აქვს ნანახი, ვერაფრით გააკვირვებ. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ახალი, განვითარებული თაობის წარმომადგენელია (იღიმის). ალექსანდრე კომპიუტერთან ისეთ რამეებს აკეთებს, ვგიჟდები. ამას წინათ ვთხოვე: - მიდი, "სკაიპით" ბებოს დაურეკე- მეთქი. კითხვა არ იცის, მაგრამ მხვედველობითი მეხსიერება აქვს და ჩამონათვალში ბებოს იოლად პოულობს...

- თაკო, პირველი შვილი საკმაოდ ადრეულ ასაკში შეგეძინათ...

- შეიძლება ითქვას, სერგისთან ერთად გავიზარდე. ის რომ მეყოლა, 19 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, შვილისადმი პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაგრამ მართლაც ძალიან პატარა ვიყავი, ოჯახის ტვირთი რომ მეზიდა. ამ ასაკში სულ სადღაც წასვლა გინდა და ცდილობ, ბავშვი ვინმეს დაუტოვო; ღამეების თენებაც ძალიან მაწუხებდა. ამ ყველაფერს დღეს სრულიად სხვა თვალით ვუყურებ და შვილებთან ერთად თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ საღამოს არსად წასვლა აღარ მინდება. თან, კლუბური ცხოვრებაც აღარ მიზიდავს. რა ვიცი, შეიძლება საამისოდ დავბერდი კიდეც.

- როგორც აღნიშნეთ, ახლა ორ შვილთან ერთად სტუმრობთ თბილისს. როცა დედიკო სამსახურშია, პატარები ვისთან არიან?

- ყველა უცხოელს უკვირს და შურს, როცა იგებენ, რომ ბავშვებს ბებია- ბაბუებს ვუტოვებთ. როცა თბილისში ვარ, პატარები მათ ჰყავთ "დატაცებული".

- თქვენს პირველ და მომდევნო შვილებს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა...

- სერგი ივნისში 12 წლის გახდება, ალექსანდრე ორწლინახევრისაა, დავითი - 9 თვის. საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი მეორე შვილის გაჩენაზე; თავს ვიკავებდი, რადგან საზღვარგარეთ ვმუშაობდი და მეგონა, ფეხმძიმობის გამო კარიერის გაგრძელებას ვერ მოვახერხებდი. ალექსანდრე რომ გაჩნდა, მივხვდი, ბევრი დრო, თანაც - სულ ტყუილად დამიკარგავს. ჰოდა, მერე მესამე ვაჟიც გავაჩინე. თითოეულისთვის დროისა და ყურადღების გადანაწილება საკმაოდ რთულია, მაგრამ ვამაყობ, რომ 3 შვილის დედა ვარ...

- პატარების გაზრდაში სერგი თუ გეხმარებათ?

- სერგი ძალიან საყვარელია. ის ძმებზე გიჟდება და პატარებსაც ძალიან უყვართ. ალექსანდრე სულ მასთან ყოფნას ითხოვს და თავზე აზის... სერგი გვთხოვს ხოლმე: - აღარ შემიძლია, ცოტა ხნით მომაშორეთო (იცინის). ამას წინათ დავუძახე, - მოდი, შენთან საქმე მაქვს- მეთქი. მოვიდა და ჩურჩულით მკითხა: - ორსულად ხარო?! ამაზე ბევრი ვიცინე... როცა ძიძა მიდის, სერგი ალექსანდრესთან ერთად იძინებს; ერთად უყურებენ მულტფილმს, ერთობიან... დავითი ჯერ პატარაა და ძმას არ აწუხებს, მხოლოდ დახოხავს... ამას წინათ მითხრეს, - პატარები რომ გაიზრდებიან და გვერდით 3 ვაჟი ამოგიდგება, მაშინ მიხვდები, რა ბედნიერი ქალი ხარო.

- ბავშვები ქართულად ლაპარაკობენ?

- ალექსანდრეს "თავისი ენა" აქვს. მართალია, ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს გვაგებინებს. ქართულად ლაპარაკობს და ხშირად ამბობს სიტყვას - "ოქეი", ჩვენ კი ვერაფრით ვხვდებით, საიდან ისწავლა. ესმის რუსულიც... რაც შეეხება სერგის, რომელსაც რუსი ძიძა ჰყავდა, თავდაპირველად ქართული ისწავლა, მერე ფრანგულ სკოლაში დადიოდა, ტალინში კი ინგლისურ და ესტონურ ენას სწავლობს.

- მამა თუ მონაწილეობს პატარების აღზრდაში?

- რა თქმა უნდა! სერგის ძალიან უყვარს მამასთან ყოფნა და ახლაც მასთან დარჩა. მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, ყურადღება ყველას გადავუნაწილოთ. თუმცა ამ ბოლო დროს პატარები დედას ვერ "იყოფენ" და რამდენად გავიხლიჩო, აღარ ვიცი.

- გოგონა არ გინდათ?

- გოგონას ყოლას ვისურვებდი, მაგრამ ამ ეტაპზე - არა. ადრე ჩემთვის რომ გეკითხათ, არც 3 ვაჟის გაჩენას ვაპირებდი, ახლა კი მივხვდი: ადამიანი შვილებზე კარგს ვერაფერს შექმნის.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება