Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დარჩება "შავი ლომი"
ვის დარჩება "შავი ლომი"

დავა ნიკო ფი­როს­მა­ნის "შავ ლომ­ზე" გრძელ­დე­ბა. ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს და იმ მინ­დო­ბი­ლო­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას ითხო­ვენ, რომ­ლი­თაც ნა­ხა­ტის მფლო­ბელს რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

ად­ვო­კა­ტი გოჩა სვა­ნი­ძე კო­ლექ­ცი­ო­ნერ ვი­ა­ჩეს­ლავ ეფი­მოვს მინ­სკში შეხ­ვდა და ამ­ბობს, რომ ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძის პრე­ტენ­ზია უსა­ფუძ­ვლოა. ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ამ საქ­მის უკან კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი დგას და ქუ­თა­თე­ლა­ძის მიერ და­წყე­ბუ­ლი ავან­ტი­უ­რა კრი­მი­ნა­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბის "გა­და­ფარ­ვას" ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია, ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი:

- სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი და მო­ვი­თხოვთ იმ მინ­დო­ბი­ლო­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას, რომ­ლი­თაც "შავი ლო­მის" მფლო­ბელს მისი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა. ჯერ ერთი, ეს სუ­რა­თი იყო არა ბა­ტო­ნი ყა­რა­მა­ნის სა­კუთ­რე­ბა, არა­მედ დე­დის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა და შვილს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, გა­ე­ცა ასე­თი მინ­დო­ბი­ლო­ბა, მე­ო­რეც, "შავი ლომი" სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო იყო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თან­ხმო­ბა გას­ხვი­სე­ბა­ზე ან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნა­ზე. მოს­კო­ვის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი და მო­ვი­თხოვთ ნა­ხა­ტის და­ყა­და­ღე­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

- ვი­ა­ჩეს­ლავ ეფი­მო­ვის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კლი­ენ­ტის თქმით, ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძემ ეს ავან­ტი­უ­რა კრი­მი­ნა­ლებ­თან კავ­ში­რის და­სა­მა­ლა­ვად წა­მო­ი­წყო...

- ეს არის მათი ვა­რა­უ­დი და სა­ჭი­როა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვეც­ნო­ბი შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, თუკი მას წარ­მო­ად­გე­ნენ, რა­შიც ეჭვი მე­პა­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც ეფი­მო­ვის ნათ­ქვამ­ში, 160 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ვუ­ხა­დე ყა­რა­მან­სო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვის მი­ე­კუთ­ვნე­ბა "შავი ლომი"?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­წე­რეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ თუ ნა­ხა­ტი დაბ­რუნ­დე­ბა, ბა­ტო­ნი ყა­რა­მა­ნი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემს სა­ხელ­მწი­ფოს.

- თუ არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, რომ ეფი­მოვ­მა ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძის­გან ეს სუ­რა­თი შე­ი­ძი­ნა?

- არ არ­სე­ბობს, ვი­ნა­ი­დან, ნა­ხა­ტი 1993 წელს, ქუ­თა­თე­ლა­ძის და­ყა­ჩა­ღე­ბის შემ­დეგ გა­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­დან და ეფი­მოვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხომ უნდა გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა სა­ბუ­თე­ბი? ასე­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სუ­რა­თის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა იოლი არ არის - შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის ნე­ბარ­თვა სჭირ­დე­ბა. 2002 წელს ბა­ტონ­მა ყა­რა­მან­მა მო­ა­წე­რა ხელი მინ­დო­ბი­ლო­ბას არა ნა­ხა­ტის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ტა­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე, არა­მედ იმა­ზე, რომ თუ ეფი­მო­ვი მას სად­მე იპო­ვი­და, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპერ­ტი­ზა და გა­ნე­კარ­გა. ვფიქ­რობთ, 2002 წელს ეფი­მოვს ეს ნა­ხა­ტი ნა­პოვ­ნი ჰქონ­და და ყა­რა­მანს გა­მო­არ­თვა მინ­დო­ბი­ლო­ბა, რომ შემ­დგომ­ში მისი რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნა. უნდა გა­ირ­კვეს, სად იპო­ვა ეფი­მოვ­მა "შავი ლომი" და რა­ტომ არ მი­მარ­თა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, როცა იცო­და, რომ ის მო­პა­რუ­ლი და და­ყა­ჩა­ღე­ბუ­ლი იყო.

გოჩა სვა­ნი­ძე, ვი­ა­ჩეს­ლავ ეფი­მო­ვის ად­ვო­კა­ტი:

- მინ­დო­ბი­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ხელთ მაქვს, არ არის ნახ­სე­ნე­ბი, რომ ნა­ხა­ტი და­კარ­გუ­ლია და პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში უნდა გან­კარ­გოს ეფი­მოვ­მა. ქუ­თა­თე­ლა­ძე წერს, ამ ნა­ხატს ვან­დობ ეფი­მოვს, რათა ჩა­უ­ტა­როს ექ­სპერ­ტი­ზა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, შემ­დგომ­ში სხვა პი­რებს გა­დას­ცე­სო.

- რო­გორ მოხ­ვდა "შავი ლომი" ეფი­მო­ვის ხელ­ში?

- ეფი­მო­ვი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. მან რუ­სეთ­ში ნახა ნა­ხა­ტი, ოღონდ ვის­თან და რო­მელ ქა­ლაქ­ში, არ ვიცი. ახ­ლოს იც­ნობ­და ქუ­თა­თე­ლა­ძეს, მის­გან ბევ­რი სუ­რა­თი ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი და ისიც იცო­და, რომ "შავი ლომი" ამ ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა იყო. გა­უკ­ვირ­და და მო­ი­თხო­ვა, სა­ბუ­თი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი აჩ­ვე­ნეს. ეფი­მო­ვი თბი­ლი­სე­ლია და ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და აქ, და­უ­კავ­შირ­და ყა­რა­მანს, რო­მელ­მაც და­უ­დას­ტუ­რა, რომ ნა­ხა­ტი სხვას აქვს გა­ტა­ნი­ლი. ეფი­მოვ­მა გა­ნუ­ცხა­და, ნა­ხატს სა­ბუ­თის გა­რე­შე ვერ შე­ვი­ძე­ნო. ეფი­მო­ვი გა­უ­რიგ­და ყა­რა­მანს, - ახ­ლან­დელ მფლო­ბელს გა­მო­ვარ­თმევ ნა­ხატს, თან­ხა­საც გა­და­ვუხ­დი, თუ შენ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბიო. რა­ღაც თან­ხა­ზე შე­თან­ხმდნენ.

- ლა­პა­რა­კი იყო 160 ათას დო­ლარ­ზე?

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ეს თან­ხაა, მაგ­რამ, ცხა­დია, გა­რი­გე­ბა შედ­გა - ისი­ნი მი­ვიდ­ნენ ყა­რა­მა­ნის მიერ შერ­ჩე­ულ ნო­ტა­რი­უს­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის არა­ჯან­სა­ღი აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ატყდა და რომ­ლის მო­ნა­წი­ლეც ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძეა, ბევრ კი­თხვას აჩენს.

არ ვიცი, 1993 წელს მარ­თლა თუ და­ა­ყა­ჩა­ღეს ქუ­თა­თე­ლა­ძე, ამას არც ეფი­მო­ვი ამ­ტკი­ცებს. თუმ­ცა ვეჭ­ვობ, რომ თა­ვის დრო­ზე ამ ოჯახ­მა მარ­თლა გა­ნა­ცხა­და "შავი ლო­მის" და­კარ­გვის შე­სა­ხებ. ყა­რა­მა­ნის­გან ასე­თი სა­ბუ­თის გა­ცე­მა ლო­გი­კუ­რად ნიშ­ნავს, რომ მან შე­საძ­ლოა "მო­უ­ტე­ხა" ნა­ხა­ტი ოჯახს და ე.წ. ყა­ჩა­ღო­ბით ჩა­მო­წე­რა...

- ვთქვათ, ქუ­თა­თე­ლა­ძემ გა­ყი­და "შავი ლომი", კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თან­ხმო­ბის გა­რე­შე რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ნა­ხა­ტის გა­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- ვინ გა­ი­ტა­ნა მერე?! ჯერ ერთი, კა­ნო­ნი კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ტა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ 2001 წელს მი­ი­ღეს, მა­ნამ­დე ეს კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობ­და. მე­ო­რეც, ნა­ხა­ტი ზდა­ნე­ვი­ჩის, ანუ ქუ­თა­თე­ლა­ძის ბა­ბუ­ის შეკ­ვე­თი­თაა და­ხა­ტუ­ლი. მე ქუ­თა­თე­ლა­ძის დაც­ვაც მო­მი­წევს, - თუ კა­ნო­ნი და­არ­ღვია, უნდა აგოს პა­სუ­ხი, მაგ­რამ მა­საც შე­ეძ­ლო ეს ნა­ხა­ტი ისე გა­ე­ტა­ნა, არა­ვის­თვის ეკი­თხა. რად­გან ნა­ხა­ტი ფი­როს­მანს ზდა­ნე­ვიჩ­მა და­უკ­ვე­თა, ის იყო მე­სა­კუთ­რე და თუ მე­სა­კუთ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 70 წელ­ზე მე­ტია გა­სუ­ლი, მემ­კვიდ­რე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, ნე­ბარ­თვის გა­რე­შეც გა­ყი­დოს ქო­ნე­ბა.

- ახლა ვინ არის "შავი ლო­მის" მე­სა­კუთ­რე?

- ეფი­მოვ­მა ლე­გა­ლუ­რად იყი­და და ასე­ვე ლე­გა­ლუ­რად გა­ას­ხვი­სა "შავი ლომი". არ ვიცი, ახლა ვის ეკუთ­ვნის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ე­რად მოხ­და. ქუ­თა­თე­ლა­ძის პრე­ტენ­ზია სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა.

- ანუ, ნა­ხა­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი არ არ­სე­ბობს?

- სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­წო­რის და­სად­გე­ნად ბევ­რი ბა­რი­ე­რის გავ­ლაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ გზა, რო­მელ­საც ესე­ნი ად­გა­ნან, წი­ნას­წარ­ვე გან­წი­რუ­ლია. ნა­ხა­ტი რო­გორ აღ­მოჩ­ნდა რუ­სეთ­ში, არც ეფი­მოვ­მა იცის. მან ის ქუ­თა­თე­ლა­ძის­გან იყი­და, მაგ­რამ მფლო­ბე­ლო­ბა ვის­გან მი­ი­ღო, თვი­თონ იტყვის. ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძე ამ­ბობს, და­მა­ყა­ჩა­ღე­სო, ეფი­მოვს კი ეუბ­ნე­ბა, - მე გა­ვა­ტა­ნე ნა­ხა­ტიო და სა­ბუთ­საც აძ­ლევს, რომ­ლის სი­ყალ­ბე­ზე ლა­პა­რა­კი არა­რე­ა­ლუ­რია.

ამ მინ­დო­ბი­ლო­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის კა­ნო­ნი­ერ პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ, რო­გორც ჩანს, საფრ­თხე იმ კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის არა­ჯან­საღ ინ­ტე­რეს­შია, რო­მელ­საც სურს მო­კავ­ში­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ი­ხა­დოს, რა­საც არ და­ვუშ­ვებთ. კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბას სა­თა­ნა­დო დაც­ვა სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ყვე­ლა ამ პრო­ცე­დუ­რას გა­ვივ­ლით და ამა­ში არა­ვინ ჩა­ე­რე­ვა, ნე­იტ­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ და ადა­მი­ა­ნურ ფაქ­ტორს, ქარ­თვე­ლი გე­ნი­ო­სის ნა­ხა­ტი რომ ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტორს ეკი­დოს კე­დელ­ზე, ამით ვი­ა­მა­ყებ. ასე იოლი არ არის, მყიდ­ველს და კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს ჩა­მო­არ­თვა და წა­მო­ი­ღო.

- ნა­ხატს, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­თა­თე­ლა­ძე უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემს სა­ხელ­მწი­ფოს?

- ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძემ ჯერ ჩა­დე­ნილ­ზე აგოს პა­სუ­ხი. ამით რა უნდა თქვას, რომ კარ­გი ბი­ჭია და ამი­ტომ უნდა და­იხ­მა­როს სა­ხელ­მწი­ფო? - უი, მე მივ­ქა­რე, ფული გა­ვა­კე­თე, ახლა მა­პა­ტი­ეთ და სა­ხელ­მწი­ფოს ვა­ჩუ­ქე­ბო? ეფი­მოვს ამ ოჯა­ხის­თვის დი­დძა­ლი ფული აქვს გა­დახ­დი­ლი ამ და სხვა ნა­ხა­ტებ­ში - 53 ნა­ხა­ტი აქვს შე­ძე­ნი­ლი ქუ­თა­თე­ლა­ძის დე­დის­გან. "შავი ლო­მის" გარ­და, ფი­როს­მა­ნის სხვა ნა­ხა­ტე­ბიც აქვს ნა­ყი­დი, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა პი­რებ­მა მი­ით­ვი­სეს, არის ეჭვი, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­შია. დღეს თუ ხვალ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და "შავ ლომ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ატე­ხი­ლი სკან­და­ლი, შე­საძ­ლოა, ამის გა­მო­ძა­ხი­ლიც იყოს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, დად­გინ­დეს, რომ ქუ­თა­თე­ლა­ძე ამ საქ­მე­ში მარ­ტო არ არის.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვის დარჩება "შავი ლომი"

ვის დარჩება "შავი ლომი"

დავა ნიკო ფიროსმანის "შავ ლომზე" გრძელდება. ყარამან ქუთათელაძის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და იმ მინდობილობის ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც ნახატის მფლობელს რეალიზაციის უფლება მიენიჭა.

ადვოკატი გოჩა სვანიძე კოლექციონერ ვიაჩესლავ ეფიმოვს მინსკში შეხვდა და ამბობს, რომ ყარამან ქუთათელაძის პრეტენზია უსაფუძვლოა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამ საქმის უკან კრიმინალური ჯგუფი დგას და ქუთათელაძის მიერ დაწყებული ავანტიურა კრიმინალებთან შეთანხმების "გადაფარვას" ემსახურება.  

დიმიტრი გაბუნია, ყარამან ქუთათელაძის ადვოკატი:

- სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვთ იმ მინდობილობის ბათილად ცნობას, რომლითაც "შავი ლომის" მფლობელს მისი რეალიზაციის უფლება მიენიჭა. ჯერ ერთი, ეს სურათი იყო არა ბატონი ყარამანის საკუთრება, არამედ დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება და შვილს არ ჰქონდა უფლება, გაეცა ასეთი მინდობილობა, მეორეც, "შავი ლომი" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა და, შესაბამისად, საჭირო იყო კულტურის სამინისტროს თანხმობა გასხვისებაზე ან საზღვარგარეთ გატანაზე. მოსკოვის საოლქო სასამართლოში ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვთ ნახატის დაყადაღებას და საქართველოში დაბრუნებას.

- ვიაჩესლავ ეფიმოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის თქმით, ყარამან ქუთათელაძემ ეს ავანტიურა კრიმინალებთან კავშირის დასამალავად წამოიწყო...

- ეს არის მათი ვარაუდი და საჭიროა მტკიცებულება. სიამოვნებით გავეცნობი შესაბამის მტკიცებულებებს, თუკი მას წარმოადგენენ, რაშიც ეჭვი მეპარება ისევე, როგორც ეფიმოვის ნათქვამში, 160 ათასი დოლარი გადავუხადე ყარამანსო.

- საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ვის მიეკუთვნება "შავი ლომი"?

- ოფიციალურად მივწერეთ ხელისუფლებას და პროკურატურას, რომ თუ ნახატი დაბრუნდება, ბატონი ყარამანი უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს.

- თუ არსებობს დოკუმენტი, რომ ეფიმოვმა ყარამან ქუთათელაძისგან ეს სურათი შეიძინა?

- არ არსებობს, ვინაიდან, ნახატი 1993 წელს, ქუთათელაძის დაყაჩაღების შემდეგ გაიტანეს საქართველოდან და ეფიმოვს ოფიციალურად ხომ უნდა გაეფორმებინა საბუთები? ასეთი ძვირად ღირებული სურათის ყიდვა-გაყიდვა იოლი არ არის - შესაბამისი ორგანოების ნებართვა სჭირდება. 2002 წელს ბატონმა ყარამანმა მოაწერა ხელი მინდობილობას არა ნახატის საქართველოდან გატანა-გაყიდვაზე, არამედ იმაზე, რომ თუ ეფიმოვი მას სადმე იპოვიდა, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და განეკარგა. ვფიქრობთ, 2002 წელს ეფიმოვს ეს ნახატი ნაპოვნი ჰქონდა და ყარამანს გამოართვა მინდობილობა, რომ შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინა. უნდა გაირკვეს, სად იპოვა ეფიმოვმა "შავი ლომი" და რატომ არ მიმართა შესაბამის ორგანოებს, როცა იცოდა, რომ ის მოპარული და დაყაჩაღებული იყო.

გოჩა სვანიძე, ვიაჩესლავ ეფიმოვის ადვოკატი:

- მინდობილობაში, რომელიც ხელთ მაქვს, არ არის ნახსენები, რომ ნახატი დაკარგულია და პოვნის შემთხვევაში უნდა განკარგოს ეფიმოვმა. ქუთათელაძე წერს, ამ ნახატს ვანდობ ეფიმოვს, რათა ჩაუტაროს ექსპერტიზა და უფლებამოსილია, შემდგომში სხვა პირებს გადასცესო.

- როგორ მოხვდა "შავი ლომი" ეფიმოვის ხელში?

- ეფიმოვი კოლექციონერია. მან რუსეთში ნახა ნახატი, ოღონდ ვისთან და რომელ ქალაქში, არ ვიცი. ახლოს იცნობდა ქუთათელაძეს, მისგან ბევრი სურათი ჰქონდა შეძენილი და ისიც იცოდა, რომ "შავი ლომი" ამ ოჯახის საკუთრება იყო. გაუკვირდა და მოითხოვა, საბუთი ეჩვენებინათ, მაგრამ ვერაფერი აჩვენეს. ეფიმოვი თბილისელია და ხშირად ჩამოდიოდა აქ, დაუკავშირდა ყარამანს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ნახატი სხვას აქვს გატანილი. ეფიმოვმა განუცხადა, ნახატს საბუთის გარეშე  ვერ შევიძენო. ეფიმოვი გაურიგდა ყარამანს, - ახლანდელ მფლობელს გამოვართმევ ნახატს, თანხასაც გადავუხდი, თუ შენ თანახმა იქნებიო. რაღაც თანხაზე შეთანხმდნენ.

- ლაპარაკი იყო 160 ათას დოლარზე?

- არ ვიცი, შეიძლება ეს თანხაა, მაგრამ, ცხადია, გარიგება შედგა - ისინი მივიდნენ ყარამანის მიერ შერჩეულ ნოტარიუსთან. აქედან გამომდინარე, ის არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა და რომლის მონაწილეც ყარამან ქუთათელაძეა, ბევრ კითხვას აჩენს.

არ ვიცი, 1993 წელს მართლა თუ დააყაჩაღეს ქუთათელაძე, ამას არც ეფიმოვი ამტკიცებს. თუმცა ვეჭვობ, რომ თავის დროზე ამ ოჯახმა მართლა განაცხადა "შავი ლომის" დაკარგვის შესახებ. ყარამანისგან ასეთი საბუთის გაცემა ლოგიკურად ნიშნავს, რომ მან შესაძლოა "მოუტეხა" ნახატი ოჯახს და ე.წ. ყაჩაღობით ჩამოწერა...

- ვთქვათ, ქუთათელაძემ გაყიდა "შავი ლომი", კულტურის სამინისტროს თანხმობის გარეშე როგორ მოახერხეს ნახატის გატანა საქართველოდან?

- ვინ გაიტანა მერე?! ჯერ ერთი, კანონი კულტურულ ფასეულობათა საზღვრებს გარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ 2001 წელს მიიღეს, მანამდე ეს კანონი არ არსებობდა. მეორეც, ნახატი ზდანევიჩის, ანუ ქუთათელაძის ბაბუის შეკვეთითაა დახატული. მე ქუთათელაძის დაცვაც მომიწევს, - თუ კანონი დაარღვია, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ მასაც შეეძლო ეს ნახატი ისე გაეტანა, არავისთვის ეკითხა. რადგან ნახატი ფიროსმანს ზდანევიჩმა დაუკვეთა, ის იყო მესაკუთრე და თუ მესაკუთრის გარდაცვალებიდან 70 წელზე მეტია გასული, მემკვიდრე უფლებამოსილია, ნებართვის გარეშეც გაყიდოს ქონება.

- ახლა ვინ არის "შავი ლომის" მესაკუთრე?

- ეფიმოვმა ლეგალურად იყიდა და ასევე ლეგალურად გაასხვისა "შავი ლომი". არ ვიცი, ახლა ვის ეკუთვნის, მაგრამ ყველაფერი კანონიერად მოხდა. ქუთათელაძის პრეტენზია სრულიად უსაფუძვლოა.

- ანუ, ნახატის საქართველოში დაბრუნების შანსი არ არსებობს?

- სამართლებრივი სისწორის დასადგენად ბევრი ბარიერის გავლაა საჭირო, მაგრამ გზა, რომელსაც ესენი ადგანან, წინასწარვე განწირულია. ნახატი როგორ აღმოჩნდა რუსეთში, არც ეფიმოვმა იცის. მან ის ქუთათელაძისგან იყიდა, მაგრამ მფლობელობა ვისგან მიიღო, თვითონ იტყვის. ყარამან ქუთათელაძე ამბობს, დამაყაჩაღესო, ეფიმოვს კი ეუბნება, - მე გავატანე ნახატიო და საბუთსაც აძლევს, რომლის სიყალბეზე ლაპარაკი არარეალურია.

ამ მინდობილობის ბათილად ცნობის კანონიერ პერსპექტივას ვერ ვხედავ, როგორც ჩანს, საფრთხე იმ კრიმინალური ჯგუფის არაჯანსაღ ინტერესშია, რომელსაც სურს მოკავშირედ საქართველოს ხელისუფლება გაიხადოს, რასაც არ დავუშვებთ. კულტურულ ფასეულობას სათანადო დაცვა სჭირდება სათანადო პროცედურების გავლით. აქედან გამომდინარე, თუ ყველა ამ პროცედურას გავივლით და ამაში არავინ ჩაერევა, ნეიტრალურ სასამართლოში სიმართლის დამტკიცების პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება მოქალაქეობრივ და ადამიანურ ფაქტორს, ქართველი გენიოსის ნახატი რომ იაპონიის იმპერატორს ეკიდოს კედელზე, ამით ვიამაყებ. ასე იოლი არ არის, მყიდველს და კანონიერ მფლობელს ჩამოართვა და წამოიღო.

- ნახატს, დაბრუნების შემთხვევაში, ქუთათელაძე უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს?

- ყარამან ქუთათელაძემ ჯერ ჩადენილზე აგოს პასუხი. ამით რა უნდა თქვას, რომ კარგი ბიჭია და ამიტომ უნდა დაიხმაროს სახელმწიფო? - უი, მე მივქარე, ფული გავაკეთე, ახლა მაპატიეთ და სახელმწიფოს ვაჩუქებო? ეფიმოვს ამ ოჯახისთვის დიდძალი ფული აქვს გადახდილი ამ და სხვა ნახატებში - 53 ნახატი აქვს შეძენილი ქუთათელაძის დედისგან. "შავი ლომის" გარდა, ფიროსმანის სხვა ნახატებიც აქვს ნაყიდი, რომლებიც, სამწუხაროდ, სხვა პირებმა მიითვისეს, არის ეჭვი, რომ რამდენიმე მათგანი საქართველოშია. დღეს თუ ხვალ ყველაფერი გაირკვევა და "შავ ლომთან" დაკავშირებით ატეხილი სკანდალი, შესაძლოა, ამის გამოძახილიც იყოს. არ არის გამორიცხული, დადგინდეს, რომ ქუთათელაძე ამ საქმეში მარტო არ არის.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება