პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე
"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე

10 წელი მო­დე­ლი იყო, 5 წე­ლია, რაც ამ საქ­მეს თავი და­ა­ნე­ბა, თუმ­ცა პო­დი­უმ­მა, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­მა, რო­გორც ამ­ბობს, ბევ­რი რამ მო­უ­ტა­ნა და კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბიც და­უ­ტო­ვა. გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს­თან თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის, მო­დე­ლე­ბის, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის, პო­დი­უ­მის და ქუ­ჩის მო­დის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, ისიც, მის­თვის ჩვე­ულ სტილ­ში გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას.

"დღე­ვა­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი მა­მა­კა­ცის­თვის პერ­სპექ­ტი­უ­ლი არ არის, არა­და, ადრე, რო­დე­საც მარ­თლა პრობ­ლე­მა იყო პო­დი­უ­მის­თვის მა­მა­კა­ცის მო­ძებ­ნა, რად­გა­ნაც თე­მის გარ­შე­მო დიდი გან­ხილ­ვა და დის­კუ­სია იყო ხოლ­მე, მა­შინ ვი­ყა­ვით მე და ლაშა ჯა­ფა­რი­ძე მო­დე­ლე­ბი, პირ­ვე­ლებ­მა და­ვი­წყეთ ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა და დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. არა­და, სულ ის­მო­და, რომ ეს არა­კა­ცუ­რი პრო­ფე­სი­აა და ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დვი­ლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი. დღეს შე­იძ­ლე­ბა ამას უკვე ნაკ­ლე­ბად ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ, რო­გორც გი­თხა­რით, მო­თხოვ­ნა აღარ არის. თუმ­ცა, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა - დღეს ყვე­ლა მო­დე­ლო­ბას იბ­რა­ლებს..." - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

- მერე რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ პო­დი­უმ­ზე მა­მა­კა­ცი მო­დე­ლის ყოფ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდეს?

- მა­მა­კა­ცის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­მნე­ბა კო­ლექ­ცი­ე­ბი და მო­თხოვ­ნა ამი­ტომ არის და­ბა­ლი, მაგ­რამ და­ბა­ლი მო­თხოვ­ნა იმას არ ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი ცუდი მო­დე­ლი გაჩ­ნდეს პო­დი­უმ­ზე... ადრე ასე არ იყო და ეს სფე­რო არა მარ­ტო ჩემ­თვის, სხვე­ბის­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იყო. აი, რის გამო არ მი­დი­ან კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის ბი­ჭე­ბი ამ სფე­რო­ში.

- რა რე­აქ­ცია გქონ­და იმ შე­ფა­სე­ბა­ზე, რომ მო­დე­ლო­ბა ქარ­თვე­ლი კა­ცის საქ­მე არ არის?

- ისე, დი­დად არც ახლა უკ­რა­ვენ ამ საქ­მეს ტაშს, თუმ­ცა მა­შინ ცხა­დია, მეტი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო. ისე, პი­რა­დად არა­ვინ მო­სუ­ლა და არა­ფე­რი აუკ­რძა­ლავს, არც შე­ნიშ­ვნა მო­უ­ცია, შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­უ­ყე­ნე­ბია. თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ჩემ მი­მართ ვი­ღა­ცას სა­დღაც თა­ვის­თვის ჰქონ­და აგ­რე­სია. ერ­თა­დერ­თი, რაც მახ­სენ­დე­ბა იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა: პირ­ვე­ლი "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი" რომ ჩა­ტარ­და, იმ კლუბ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რის წევ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ და ერთ-ერ­თმა თავ­ში ხის ჯვა­რი ჩა­მარ­ტყა: სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლოო. ოღონდ, ეს დიდი ხნის წინ იყო...

- XXI სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მოდა რომ შე­ვა­ფა­სოთ.

- დი­დად არ ვარ ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ამი­ტომ მათ ნა­მუ­შევ­რებ­ში კარ­გად ვერ ვერ­კვე­ვი. ამით იმას კი არ ვამ­ბობ, უხა­რის­ხო კო­ლექ­ცი­ებს ქმნი­ან-მეთ­ქი, მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩემს უამ­რავ მე­გო­ბარს აც­ვია. თან, მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზეც გა­ვიდ­ნენ, ბოლო კარ­გი ამ­ბა­ვი იყო, ავ­თან­დი­ლის კაბა ლედი გა­გამ რომ მო­ირ­გო, მაგ­რამ მა­ინც მირ­ჩევ­ნია, მსოფ­ლიო და­ტეს­ტი­ლი ბრენ­დი ვი­ყი­დო, რო­მე­ლიც თუნ­დაც რე­ცხვა­ში არ ფუჭ­დე­ბა. ხში­რად ვერა, მაგ­რამ ტომ ფორ­დის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ. მისი დი­ზა­ი­ნი ახ­ლოს არის ჩემ­თან, თუმ­ცა ძა­ლი­ან ძვი­რია და თან, ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ იხ­მარ...

- მსოფ­ლიო მო­დის თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მა­მა­კა­ცის უც­ნა­ურ კო­ლექ­ცი­ებს ქმნი­ან - მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლის სა­მო­სით, ან ფეხ­საც­მე­ლით - წვრილ ქუსლზე, მო­დე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქა­ლუ­რი ელე­მენ­ტით გა­მო­დი­ან პო­დი­უმ­ზე.

- მოდა აი­რია. ჰო, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­მა­კაც­ზე უფრო კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი, წვრილ ქუს­ლებ­ზე შედგნენ, ჩა­იც­ვეს კა­ბე­ბი და ა.შ. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ამას კარ­გი დი­ზა­ი­ნე­რი არ აკე­თებს, აკე­თებს ის, ვინც ცდი­ლობს, რა­ღაც ხმა­უ­რით, ეპა­ტა­ჟით შე­მო­ვი­დეს, და­იმ­კვიდ­როს სა­ხე­ლი, თავი მო­ი­წო­ნოს. იმა­ვე ტომ ფორდს არ სჭირ­დე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, რად­გა­ნაც იცის, მომ­ხმა­რე­ბე­ლი რას ითხოვს და იმას ქმნის.

- შენ რომ იყო მოქ­მე­დი მო­დე­ლი და რო­მე­ლი­მე დი­ზა­ი­ნე­რის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გქონ­დეს, დიდი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, არ გახ­ვალ პო­დი­უმ­ზე მა­ღა­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით?

- მო­დე­ლი რომ ვი­ყა­ვი, ერ­თმა ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა (ნა­ხევრ რუ­სეთს მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი აც­ვია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­დის ხოლ­მე, მაგ­რამ მის სა­ხელს არ ვი­ტყვი) შე­მომ­თა­ვა­ზა მსგავ­სი რამ, პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. რო­დე­საც სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ხარ, უნდა იცო­დე, რომ ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოს ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაც. ის ჩვე­ნე­ბა ჩა­ი­შა­ლა... მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, პრობ­ლე­მა არ მქონ­და, მით უმე­ტეს, თან, დიდ თან­ხას იხ­დი­და.

- პო­დი­უ­მი­დან ჩვენ ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში, ქუ­ჩა­ში რომ გა­და­ვი­ნაც­ვლოთ, ან თუნ­დაც პარ­ლა­მენ­ტში...

- ქუ­ჩის მოდა 2 კა­ტე­გო­რი­ად შე­იძ­ლე­ბა დაყო - კარ­გად ჩაც­მუ­ლე­ბი და ცუ­დად ჩაც­მუ­ლე­ბი. ცუდს ის აძ­ლი­ე­რებს, რომ შავი სა­მო­სი ისევ ჭარ­ბობს, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბი­დან ვერ მო­ვი­ცი­ლეთ. გო­გო­ე­ბი, საქ­მი­ან თუ არა საქ­მი­ან შე­ხევდრებ­ზე მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებ­ზე არი­ან შე­მოს­კუ­პე­ბუ­ლე­ბი, ტან­ზე მომ­დგა­რი ჯინ­სე­ბი აც­ვი­ათ და უს­ვი­ათ წი­თე­ლი პო­მა­და. თბი­ლის­ში ასე ზედ­მე­ტად გა­მო­წყო­ბი­ლი უკვე ყო­ვე­ლი მე­ო­რე მხვდე­ბა. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "სა­თა­ვი­სო მოდა" აქვს და ეს მოდა არის მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა. ერთი გა­ა­კე­თებს რა­ღა­ცას და ყვე­ლა მი­ბა­ძავს.

ასე­ვეა პო­ლი­ტი­კო­სებ­შიც. აშ­კა­რაა, რომ კახი კა­ლა­ძე, ქა­ლა­ქის მერი კარ­გად ჩაც­მუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, მაგ­რამ თა­ვი­სი პარ­ტი­ი­დან უკვე რამ­დე­ნი­მე მიმ­ბაძ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდა: შლა­პა­საც იხუ­რა­ვენ, შეხ­სნი­ლი პე­რან­გე­ბი, კე­დე­ბი და ფე­რა­დი პი­ჯა­კე­ბიც აც­ვი­ათ. მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა ცუდი არ არის, მაგ­რამ ამ მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი არ უნდა და­კარ­გო. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სხვის­გან იღებ, უნდა გიხ­დე­ბო­დეს. ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბა არ არის, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გი­წყობ­დეს ხელს (სახე, ტანი) იმა­ში, რომ ჭრე­ლი კოს­ტი­უ­მი თუ კე­დე­ბი, თუნ­დაც კლა­სი­კურ სა­მოს­თან შე­ა­ხა­მო. მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ცალ­კე მოდა, რო­მე­ლიც არას­დროს გა­და­დის.

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვახ­სე­ნეთ - კახი კა­ლა­ძის გარ­და კი­დევ ვინ გე­სა­ხე­ბა ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად, ან თუნ­დაც გა­ბე­დულ ჩამცმე­ლად?

- პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვარ­ცხნი­ლო­ბით იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ცოტა ხნის წინ, ქუ­თა­ის­ში ვი­ყა­ვი და ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში სხვა­დას­ხვა მა­გი­დებ­თან აღ­მოვ­ჩნდით. მე ხომ თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, სიმ­თვრა­ლით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, მი­ვე­დი ბა­ტონ ირაკ­ლის­თან და ვუ­თხა­რი, ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­იც­ვა­ლეთ, მე­გობ­რუ­ლად, გუ­ლით გირ­ჩევთ-მეთ­ქი. მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და ხელი ჩა­მო­მარ­თვა. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ მოკ­ლედ შეჭ­რი­ლი თმა მე­ტად მო­უხ­დე­ბა.

- ისე, პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­საც ჰქონ­და ადრე ჩაც­მის თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი...

- კი, მერე უთხრეს, რომ პირ­ვე­ლი პირი ხარ და წვე­რი გა­ი­პარ­სეო...

- შენი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას ურ­ჩევ­დი ადა­მი­ა­ნებს?

- მო­დას არა­სო­დეს გა­ე­კი­დონ და ნურც ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ადა­მი­ან­მა არ და­კარ­გოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი. აქ ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოს­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. ძვი­რი თუ მაც­ვია, ამას­თან, ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სი­ან­საც მე­ო­რად­შიც ვი­ძენ, რა პრობ­ლე­მაა?! მა­გა­რი ხარ მა­შინ, რო­დე­საც ძვი­რად ღი­რე­ბულ და და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ნივ­თი ერ­თმა­ნეთ­ში ისე შე­ა­ხა­მო, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მიქ­სი გა­მო­ვი­დეს, რაც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე "ლუ­ქია". არ­სე­ბობს კი­დევ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი, სა­დაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უამ­რავ რა­მეს შე­ვი­ტყობთ. არის არა­ერ­თი მა­ღა­ზია, სა­დაც არც ისე ძვი­რად გა­მო­ე­წყო­ბი. მაგ­რამ მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნ­დათ, რომ კარ­გად ჩა­იც­ვან, პრობ­ლე­მაც ეს არის.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე

"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე

10 წელი მოდელი იყო, 5 წელია, რაც ამ საქმეს თავი დაანება, თუმცა პოდიუმმა, სამოდელო ბიზნესმა, როგორც ამბობს, ბევრი რამ მოუტანა და კარგი მოგონებებიც დაუტოვა. გიორგი ნაზღაიძესთან თანამედროვე მოდის, მოდელების, დიზაინერების, პოდიუმის და ქუჩის მოდის შესახებ ვსაუბრობთ, ისიც, მისთვის ჩვეულ სტილში გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას.

"დღევადელი გადასახედიდან, სამოდელო ბიზნესი მამაკაცისთვის პერსპექტიული არ არის, არადა, ადრე, როდესაც მართლა პრობლემა იყო პოდიუმისთვის მამაკაცის მოძებნა, რადგანაც თემის გარშემო დიდი განხილვა და დისკუსია იყო ხოლმე, მაშინ ვიყავით მე და ლაშა ჯაფარიძე მოდელები, პირველებმა დავიწყეთ ამ სფეროში საქმიანობა და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. არადა, სულ ისმოდა, რომ ეს არაკაცური პროფესიაა და ქართული სინამდვილისთვის შეუფერებელი საქციელი. დღეს შეიძლება ამას უკვე ნაკლებად ამბობენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც გითხარით, მოთხოვნა აღარ არის. თუმცა, კატასტროფა ხდება - დღეს ყველა მოდელობას იბრალებს..." - გვეუბნება გიორგი.

- მერე რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოდიუმზე მამაკაცი მოდელის ყოფნის აუცილებლობა გაჩნდეს?

- მამაკაცისთვის საქართველოში არ იქმნება კოლექციები და მოთხოვნა ამიტომ არის დაბალი, მაგრამ დაბალი მოთხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი ცუდი მოდელი გაჩნდეს პოდიუმზე... ადრე ასე არ იყო და ეს სფერო არა მარტო ჩემთვის, სხვებისვისაც საინტერესო იყო. აი, რის გამო არ მიდიან კარგი გარეგნობის ბიჭები ამ სფეროში.

- რა რეაქცია გქონდა იმ შეფასებაზე, რომ მოდელობა ქართველი კაცის საქმე არ არის?

- ისე, დიდად არც ახლა უკრავენ ამ საქმეს ტაშს, თუმცა მაშინ ცხადია, მეტი წინააღმდეგობა იყო. ისე, პირადად არავინ მოსულა და არაფერი აუკრძალავს, არც შენიშვნა მოუცია, შეურაცხყოფა მოუყენებია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიმართ ვიღაცას სადღაც თავისთვის ჰქონდა აგრესია. ერთადერთი, რაც მახსენდება იყო ასეთი შემთხვევა: პირველი "მისტერ ვალენტინი" რომ ჩატარდა, იმ კლუბში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა თავში ხის ჯვარი ჩამარტყა: სატანის მოციქულოო. ოღონდ, ეს დიდი ხნის წინ იყო...

- XXI საუკუნის ქართველი დიზაინერების მოდა რომ შევაფასოთ.

- დიდად არ ვარ ქართველი დიზაინერების მომხმარებელი და ამიტომ მათ ნამუშევრებში კარგად ვერ ვერკვევი. ამით იმას კი არ ვამბობ, უხარისხო კოლექციებს ქმნიან-მეთქი, მათი ნამუშევრები ჩემს უამრავ მეგობარს აცვია. თან, მსოფლიო ასპარეზზეც გავიდნენ, ბოლო კარგი ამბავი იყო, ავთანდილის კაბა ლედი გაგამ რომ მოირგო, მაგრამ მაინც მირჩევნია, მსოფლიო დატესტილი ბრენდი ვიყიდო, რომელიც თუნდაც რეცხვაში არ ფუჭდება. ხშირად ვერა, მაგრამ ტომ ფორდის მომხმარებელი ვარ. მისი დიზაინი ახლოს არის ჩემთან, თუმცა ძალიან ძვირია და თან, ყოველდღიურად ვერ იხმარ...

- მსოფლიო მოდის თანამედროვე დიზაინერები მამაკაცის უცნაურ კოლექციებს ქმნიან - მამაკაცები ქალის სამოსით, ან ფეხსაცმელით - წვრილ ქუსლზე, მოდელები სხვადასხვა ქალური ელემენტით გამოდიან პოდიუმზე.

- მოდა აირია. ჰო, ამ მიმართულებით მამაკაცზე უფრო კეთდება აქცენტი, წვრილ ქუსლებზე შედგნენ, ჩაიცვეს კაბები და ა.შ. ჩემი შეფასებით, ამას კარგი დიზაინერი არ აკეთებს, აკეთებს ის, ვინც ცდილობს, რაღაც ხმაურით, ეპატაჟით შემოვიდეს, დაიმკვიდროს სახელი, თავი მოიწონოს. იმავე ტომ ფორდს არ სჭირდება ასეთი რაღაცები, რადგანაც იცის, მომხმარებელი რას ითხოვს და იმას ქმნის.

- შენ რომ იყო მოქმედი მოდელი და რომელიმე დიზაინერისგან შემოთავაზება გქონდეს, დიდი ფულის სანაცვლოდ, არ გახვალ პოდიუმზე მაღაქუსლიანი ფეხსაცმლით?

- მოდელი რომ ვიყავი, ერთმა ცნობილმა დიზაინერმა (ნახევრ რუსეთს მისი ნამუშევრები აცვია, საქართველოშიც ჩამოდის ხოლმე, მაგრამ მის სახელს არ ვიტყვი) შემომთავაზა მსგავსი რამ, პრობლემა არ მქონია. როდესაც სამოდელო ბიზნესში ხარ, უნდა იცოდე, რომ ხანდახან შეიძლება მოგიწიოს ასეთი ნაბიჯის გადადგმაც. ის ჩვენება ჩაიშალა... მაგრამ ვიმეორებ, პრობლემა არ მქონდა, მით უმეტეს, თან, დიდ თანხას იხდიდა.

- პოდიუმიდან ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში, ქუჩაში რომ გადავინაცვლოთ, ან თუნდაც პარლამენტში...

- ქუჩის მოდა 2 კატეგორიად შეიძლება დაყო - კარგად ჩაცმულები და ცუდად ჩაცმულები. ცუდს ის აძლიერებს, რომ შავი სამოსი ისევ ჭარბობს, რომელიც 90-იანი წლებიდან ვერ მოვიცილეთ. გოგოები, საქმიან თუ არა საქმიან შეხევდრებზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე არიან შემოსკუპებულები, ტანზე მომდგარი ჯინსები აცვიათ და უსვიათ წითელი პომადა. თბილისში ასე ზედმეტად გამოწყობილი უკვე ყოველი მეორე მხვდება. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოს "სათავისო მოდა" აქვს და ეს მოდა არის მიმბაძველობა. ერთი გააკეთებს რაღაცას და ყველა მიბაძავს.

ასევეა პოლიტიკოსებშიც. აშკარაა, რომ კახი კალაძე, ქალაქის მერი კარგად ჩაცმული პოლიტიკოსია, მაგრამ თავისი პარტიიდან უკვე რამდენიმე მიმბაძველი გამოუჩნდა: შლაპასაც იხურავენ, შეხსნილი პერანგები, კედები და ფერადი პიჯაკებიც აცვიათ. მიმბაძველობა ცუდი არ არის, მაგრამ ამ მიმბაძველობაში ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგო. ყველაფერი, რასაც სხვისგან იღებ, უნდა გიხდებოდეს. ადამიანი მხოლოდ გარეგნობა არ არის, ყველაფერი უნდა გიწყობდეს ხელს (სახე, ტანი) იმაში, რომ ჭრელი კოსტიუმი თუ კედები, თუნდაც კლასიკურ სამოსთან შეახამო. მოკლედ, საქართველოს აქვს ცალკე მოდა, რომელიც არასდროს გადადის.

- პოლიტიკოსები ვახსენეთ - კახი კალაძის გარდა კიდევ ვინ გესახება ყველაზე გემოვნებიანად, ან თუნდაც გაბედულ ჩამცმელად?

- პარლამენტის თავმჯდომარე ვარცხნილობით იქცევს ყურადღებას. ცოტა ხნის წინ, ქუთაისში ვიყავი და ერთ-ერთ რესტორანში სხვადასხვა მაგიდებთან აღმოვჩნდით. მე ხომ თავშეუკავებელი ადამიანი ვარ, სიმთვრალით გათამამებული, მივედი ბატონ ირაკლისთან და ვუთხარი, ვარცხნილობა შეიცვალეთ, მეგობრულად, გულით გირჩევთ-მეთქი. მადლობა გადამიხადა და ხელი ჩამომართვა. რატომღაც მგონია, რომ მოკლედ შეჭრილი თმა მეტად მოუხდება.

- ისე, პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ჰქონდა ადრე ჩაცმის თავისუფალი სტილი...

- კი, მერე უთხრეს, რომ პირველი პირი ხარ და წვერი გაიპარსეო...

- შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდი ადამიანებს?

- მოდას არასოდეს გაეკიდონ და ნურც ჩამორჩებიან. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანმა არ დაკარგოს ინდივიდუალიზმი. აქ ძვირად ღირებულ სამოსზე არ არის საუბარი. ძვირი თუ მაცვია, ამასთან, ძალიან დაბალ ფასიანსაც მეორადშიც ვიძენ, რა პრობლემაა?! მაგარი ხარ მაშინ, როდესაც ძვირად ღირებულ და დაბალფასიანი ნივთი ერთმანეთში ისე შეახამო, გემოვნებიანი მიქსი გამოვიდეს, რაც თავიდან ბოლომდე "ლუქია". არსებობს კიდევ საუკეთესო საშუალება ინტერნეტი, სადაც ამ მიმართულებით უამრავ რამეს შევიტყობთ. არის არაერთი მაღაზია, სადაც არც ისე ძვირად გამოეწყობი. მაგრამ მგონი, საქართველოში არ უნდათ, რომ კარგად ჩაიცვან, პრობლემაც ეს არის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება