მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალთევზაშვილებივით ერთნაირ ტანსაცმელს არ ვიცვამთ" - როგორ მოხვდა წყალტუბოელი ტყუპი ძმა "ჩემი ცოლის დაქალებში"
"ქალთევზაშვილებივით ერთნაირ ტანსაცმელს არ ვიცვამთ" - როგორ მოხვდა წყალტუბოელი ტყუპი ძმა "ჩემი ცოლის დაქალებში"

ტყუ­პი ძმა - დათო და თენ­გიზ ხი­დე­შე­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით რაჭ­ვე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა წყალ­ტუ­ბო­ში და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დნენ. დღე­საც იქ ცხოვ­რო­ბენ. დათო ინ­ჟი­ნე­რია, თენ­გი­ზი - ეკო­ნო­მის­ტი, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს უფიქ­რი­ათ, მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, გა­და­წყვი­ტეს პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი 40-დან 50 წლამ­დე ასა­კის ტყუპ ძმას ეძებ­და.

ხი­დე­შე­ლებ­მა კას­ტინ­გში გა­ი­მარ­ჯვეს, როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს და ასე მო­ევ­ლინ­ნენ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბელს ბიზ­ნეს­მენ ქალ­თევ­ზაშ­ვი­ლე­ბად. თა­ვი­დან თით­ქმის უხ­მოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მათი ხაზი ბოლო სე­რი­ებ­ში გა­აქ­ტი­ურ­და, პე­რი­ო­დუ­ლად ალა­პა­რაკ­დნენ კი­დეც. ჯიმი ქალ­თევ­ზაშ­ვი­ლის ულა­მა­ზე­სი ქრის­ტი­ნე, ჩი­კას უფ­როს ვაჟ სა­ნის შე­უყ­ვარ­და და ცო­ლა­დაც მო­იყ­ვა­ნა...

ბიზ­ნეს­მენ ქალ­თევ­ზაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ და ქრის­ტი­ნეს მა­მას, ჯი­მის, ანუ დათო ხი­დე­შელს და­ვუ­კავ­შირ­დით.

"მე და ჩემს ძმას მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს გვი­ოც­ნე­ბია. დამ­თა­რე­ბუ­ლი მაქვს ქუ­თა­ი­სის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი, თენ­გიზს - ეკო­ნო­მი­უ­რი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ ვმუ­შა­ობთ. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვმუ­შა­ობ­დით, მერე გა­მოგ­ვიშ­ვეს სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან - წინა მთავ­რო­ბის ხალ­ხი ხარ­თო," - გვე­უბ­ნე­ბა დათო ხი­დე­შე­ლი.

- და მალე სე­რი­ალ­ში აღ­მოჩ­ნდით, ხომ?

- დიახ, კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ და გაგ­ვი­მარ­თლა, დაგ­ვამ­ტკი­ცეს. ვართ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი - ჯიმი და ჯონი. იცით, რომ სა­ტი­რუ­ლი სე­რი­ა­ლია და ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხით, ნაჩ­ვე­ნე­ბია ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ტი­პა­ჟე­ბი, თუ რო­გო­რე­ბი არი­ან. პი­როვ­ნუ­ლად ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა იყოს, მაგ­რამ უმე­ტე­სად, მა­ინც ერ­თნა­ი­რე­ბი არი­ან - უჭირთ ფუ­ლის გა­ცე­მა. ნაჩ­ვე­ნე­ბია მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბი­დან არის აღე­ბუ­ლი... ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი სი­ტყვა­ძუნ­წი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან, ლა­პა­რა­კი არ უყ­ვართ.

- თქვენ შო­რის სა­ო­ცა­რი მსგავ­სე­ბაა, ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან გავ­ხართ.

- თა­ვი­დან­ვე ასე იყო, ამას­თან, ერ­თმა­ნეთს ვერ გვა­შო­რებ­დნენ. სკო­ლა­ში, სას­წავ­ლე­ბელ­ში, ისეც სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ეს ამ­ბა­ვი რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოგ­ვად­გა კი­დეც. ბევ­რი შემ­თხვე­ვა გვქო­ნია, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოც­დებ­ზე ერ­თმა­ნე­თის ნაც­ვლად გავ­სულ­ვართ. არ მინ­დო­და ყვე­ლა საგ­ნის სწა­ვა­ლა, ამი­ტომ ორ-ორს ვსწავ­ლობ­დით და ერ­თმა­ნე­თის ნაც­ვლად ვა­ბა­რებ­დით. ლექ­ტო­რე­ბი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ. მარ­თვის მოწ­მო­ბაც არას­დროს მქო­ნია, ჩემი ძმის მარ­თვის მოწ­მო­ბით დავ­დი­ო­დი, მა­ჩე­რებ­და პატ­რუ­ლი და ისიც ვე­რა­ფერს ხვდე­ბო­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ ტყუ­პი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა. ერთი ცუ­დად რომ ხდე­ბა, მე­ო­რეც შე­უძ­ლოდ არის. ამას წი­ნათ, 60 წლამ­დე ტყუ­პი გა­ვი­ცა­ნი ერთი და იმა­ვე პრობ­ლე­მით, ერ­თდრო­უ­ლად ორი­ვე ცუ­დად იყო.

- კი, ტყუ­პე­ბის ფე­ნო­მე­ნი მარ­თლა უც­ნა­უ­რი რამ არის. თენ­გი­ზი ჩემ­ზე 2 წუ­თით უფ­რო­სია. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ავად რომ ვხდე­ბო­დი, ისიც ცუ­დად იყო. ახ­ლაც, თავი თუ ამ­ტკივ­და, ან კბილ­მა შე­მა­წუ­ხა, თენ­გო­საც იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა... ბავ­შვო­ბა­ში, ერთხელ ავად გავ­ხდით, მამა ექი­მი გვყავს, თენ­გიზს რომ გა­უ­კე­თა ნემ­სი, ჩემ­თვი­საც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ისე, მოხ­და, რომ ავე­რი­ეთ - მე­ო­რედ ისევ იმას უკე­თებ­და. კი­ნა­ღამ მა­მა­სა აე­რია... ბო­ლოს მიხ­ვდა.

- ქალ­თევ­ზაშ­ვი­ლე­ბი­ვით ერ­თად ცხოვ­რობთ?

- ერთ კორ­პუს­ში ვართ, ოღონდ, სხვა­დას­ხვა სარ­თულ­სა და ბი­ნა­ში. ორი­ვეს ორი შვი­ლი გვყავს და ორი­ვეს ქალ-ვაჟი. გვყავს ასე­ვე უფ­რო­სი ძმა.

- ქალ­თევ­ზაშ­ვი­ლებს სულ ერ­თნა­ი­რი სა­მო­სი აც­ვი­ათ. თქვენ?

- ქალ­თევ­ზაშ­ვი­ლე­ბი­ვით ერ­თნა­ი­რი ტან­საც­მლით ადრე დავ­დი­ო­დით და ხალ­ხი სულ ჩვენ გვი­ყუ­რებ­და. ამი­ტომ ერ­თნა­ი­რად აღარ ვიც­ვამთ. მსგავ­სე­ბის თე­მას გა­ვაგ­რძე­ლებ და გე­ტყვით, რომ ახ­ლობ­ლებ­საც ხში­რად ვე­რე­ო­დით. ქუ­ჩა­შიც და­უ­ძა­ხია უც­ნობ გო­გოს ჩემ­თვის ჩემი ძმის სა­ხე­ლი. მით­ქვამს, - მე არ ვარ და არ და­უ­ჯე­რე­ბია. ის კი არა, თა­ვი­დან მე­უღ­ლე­ებ­საც ვეშ­ლე­ბო­დით. ძლივს მი­ვაჩ­ვი­ეთ მე­უღ­ლე­ე­ბი, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ვერ­ჩი­ეთ. კი­დევ კარ­გი ჩვენ ვარ­ჩევ­დით...

- თქვე­ნი თავი მოგ­წონთ ეკ­რან­ზე?

- ისე, რა... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ ვართ, არა­და, ჩვენ გარ­შე­მო უმე­ტე­სო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, 90%. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და როლ­ში შეს­ვლა, ახლა ნელ-ნელა ვეჩ­ვე­ვი. გი­თხა­რით, რომ სულ პო­ლი­ტი­კა­ში ვი­ყა­ვი-მეთ­ქი, ჰოდა, ამას წი­ნათ მე­გო­ბარს მი­ვა­კი­თხე სამ­სა­ხურ­ში, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" საკ­რე­ბუ­ლო­ში მოხ­ვდა. ჰოდა, ვი­ყა­ვი მათ­თან ოფის­ში და ჩემს მე­გო­ბარს ვუ­თხა­რი, - იმ ქვე­ყა­ნას რა ვუ­თხა­რი, შენ­ნა­ირ მსა­ხი­ობს პო­ლი­ტი­კა­ში რომ გა­უშ­ვებს და მე - გა­მამ­სა­ხი­ო­ბებს-მეთ­ქი.

- მოკ­ლედ, სე­რი­ალ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ.

- კი. მა­ნამ­დეც ძა­ლი­ან მომ­წონ­და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და იმი­ტომ მი­ვი­ღეთ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ტყუ­პი გა­სინ­ჯეს, მაგ­რამ ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს" და მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მსა­ხი­ობ­სა და ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ვინც ამ სე­რი­ა­ლის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. მად­ლო­ბა მათ თბი­ლი მი­ღე­ბის­თვის.... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩვენ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. იცი­ან, რომ შო­რი­დან დავ­დი­ვართ და ყვე­ლა გვე­ფე­რე­ბა, ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცევს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"ქალთევზაშვილებივით ერთნაირ ტანსაცმელს არ ვიცვამთ" - როგორ მოხვდა წყალტუბოელი ტყუპი ძმა "ჩემი ცოლის დაქალებში"

"ქალთევზაშვილებივით ერთნაირ ტანსაცმელს არ ვიცვამთ" - როგორ მოხვდა წყალტუბოელი ტყუპი ძმა "ჩემი ცოლის დაქალებში"

ტყუპი ძმა - დათო და თენგიზ ხიდეშელები წარმოშობით რაჭველები არიან, თუმცა წყალტუბოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. დღესაც იქ ცხოვრობენ. დათო ინჟინერია, თენგიზი - ეკონომისტი, მსახიობობაზე არასდროს უფიქრიათ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვიტეს პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. გადამღები ჯგუფი 40-დან 50 წლამდე ასაკის ტყუპ ძმას ეძებდა.

ხიდეშელებმა კასტინგში გაიმარჯვეს, როლზე დაამტკიცეს და ასე მოევლინნენ სერიალის მაყურებელს ბიზნესმენ ქალთევზაშვილებად. თავიდან თითქმის უხმოდ მონაწილეობდნენ, მაგრამ ვინაიდან მათი ხაზი ბოლო სერიებში გააქტიურდა, პერიოდულად ალაპარაკდნენ კიდეც. ჯიმი ქალთევზაშვილის ულამაზესი ქრისტინე, ჩიკას უფროს ვაჟ სანის შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა...

ბიზნესმენ ქალთევზაშვილების ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და ქრისტინეს მამას, ჯიმის, ანუ დათო ხიდეშელს დავუკავშირდით.

"მე და ჩემს ძმას მსახიობობაზე არასდროს გვიოცნებია. დამთარებული მაქვს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი, თენგიზს - ეკონომიური, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობთ. წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდით, მერე გამოგვიშვეს სამსახურებიდან - წინა მთავრობის ხალხი ხართო," - გვეუბნება დათო ხიდეშელი.

- და მალე სერიალში აღმოჩნდით, ხომ?

- დიახ, კონკურსი გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღეთ და გაგვიმართლა, დაგვამტკიცეს. ვართ ბიზნესმენები - ჯიმი და ჯონი. იცით, რომ სატირული სერიალია და ჩვენი პერსონაჟების სახით, ნაჩვენებია ბიზნესმენების რეალური ტიპაჟები, თუ როგორები არიან. პიროვნულად ყველა შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ უმეტესად, მაინც ერთნაირები არიან - უჭირთ ფულის გაცემა. ნაჩვენებია მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მოკლედ, ყველაფერი ცხოვრებიდან არის აღებული... ჩვენი პერსონაჟები სიტყვაძუნწი ბიზნესმენები არიან, ლაპარაკი არ უყვართ.

- თქვენ შორის საოცარი მსგავსებაა, ერთმანეთს ძალიან გავხართ.

- თავიდანვე ასე იყო, ამასთან, ერთმანეთს ვერ გვაშორებდნენ. სკოლაში, სასწავლებელში, ისეც სულ ერთად ვიყავით. ეს ამბავი რაღაცნაირად გამოგვადგა კიდეც. ბევრი შემთხვევა გვქონია, როცა უნივერსიტეტში გამოცდებზე ერთმანეთის ნაცვლად გავსულვართ. არ მინდოდა ყველა საგნის სწავალა, ამიტომ ორ-ორს ვსწავლობდით და ერთმანეთის ნაცვლად ვაბარებდით. ლექტორები ვერ ხვდებოდნენ. მართვის მოწმობაც არასდროს მქონია, ჩემი ძმის მართვის მოწმობით დავდიოდი, მაჩერებდა პატრული და ისიც ვერაფერს ხვდებოდა.

- ამბობენ, რომ ტყუპი ძალიან მგრძნობიარეა. ერთი ცუდად რომ ხდება, მეორეც შეუძლოდ არის. ამას წინათ, 60 წლამდე ტყუპი გავიცანი ერთი და იმავე პრობლემით, ერთდროულად ორივე ცუდად იყო.

- კი, ტყუპების ფენომენი მართლა უცნაური რამ არის. თენგიზი ჩემზე 2 წუთით უფროსია. ბავშვობიდან მოყოლებული, ავად რომ ვხდებოდი, ისიც ცუდად იყო. ახლაც, თავი თუ ამტკივდა, ან კბილმა შემაწუხა, თენგოსაც იგივე პრობლემები ექმნება... ბავშვობაში, ერთხელ ავად გავხდით, მამა ექიმი გვყავს, თენგიზს რომ გაუკეთა ნემსი, ჩემთვისაც უნდა გაეკეთებინა და ისე, მოხდა, რომ ავერიეთ - მეორედ ისევ იმას უკეთებდა. კინაღამ მამასა აერია... ბოლოს მიხვდა.

- ქალთევზაშვილებივით ერთად ცხოვრობთ?

- ერთ კორპუსში ვართ, ოღონდ, სხვადასხვა სართულსა და ბინაში. ორივეს ორი შვილი გვყავს და ორივეს ქალ-ვაჟი. გვყავს ასევე უფროსი ძმა.

- ქალთევზაშვილებს სულ ერთნაირი სამოსი აცვიათ. თქვენ?

- ქალთევზაშვილებივით ერთნაირი ტანსაცმლით ადრე დავდიოდით და ხალხი სულ ჩვენ გვიყურებდა. ამიტომ ერთნაირად აღარ ვიცვამთ. მსგავსების თემას გავაგრძელებ და გეტყვით, რომ ახლობლებსაც ხშირად ვერეოდით. ქუჩაშიც დაუძახია უცნობ გოგოს ჩემთვის ჩემი ძმის სახელი. მითქვამს, - მე არ ვარ და არ დაუჯერებია. ის კი არა, თავიდან მეუღლეებსაც ვეშლებოდით. ძლივს მივაჩვიეთ მეუღლეები, რომ ერთმანეთისგან გავერჩიეთ. კიდევ კარგი ჩვენ ვარჩევდით...

- თქვენი თავი მოგწონთ ეკრანზე?

- ისე, რა... პროფესიონალები არ ვართ, არადა, ჩვენ გარშემო უმეტესობა პროფესიონალია, 90%. თავიდან გამიჭირდა როლში შესვლა, ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი. გითხარით, რომ სულ პოლიტიკაში ვიყავი-მეთქი, ჰოდა, ამას წინათ მეგობარს მივაკითხე სამსახურში, რომელიც პროფესიონალი მსახიობია, მაგრამ "ქართული ოცნებიდან" საკრებულოში მოხვდა. ჰოდა, ვიყავი მათთან ოფისში და ჩემს მეგობარს ვუთხარი, - იმ ქვეყანას რა ვუთხარი, შენნაირ მსახიობს პოლიტიკაში რომ გაუშვებს და მე - გამამსახიობებს-მეთქი.

- მოკლედ, სერიალმა პოპულარობა მოგიტანათ.

- კი. მანამდეც ძალიან მომწონდა "ჩემი ცოლის დაქალები" და იმიტომ მივიღეთ მასში მონაწილეობა. სხვათა შორის, ბევრი ტყუპი გასინჯეს, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ფორმულა კრეატივს" და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, უკლებლივ ყველა მსახიობსა და ყველა თანამშრომელს, ვინც ამ სერიალის შექმნაში მონაწილეობს. მადლობა მათ თბილი მიღებისთვის.... არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. იციან, რომ შორიდან დავდივართ და ყველა გვეფერება, ყურადღებას გვაქცევს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება