პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩაიშალა კრის რის კონცერტი თბილისში და რა ბედი ელის გაყიდულ ბილეთებს?
რატომ ჩაიშალა კრის რის კონცერტი თბილისში და რა ბედი ელის გაყიდულ ბილეთებს?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­სი­კო­სი კრის რი, რო­მელ­მაც ოქსფორდში, პირ­და­პირ სცე­ნა­ზე მი­ი­ღო გუ­ლის შე­ტე­ვა, რის შემ­დე­გაც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ­ჟა­მად, 66 წლის მუ­სი­კო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ამ ფაქ­ტმა მომ­ღერ­ლის ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბი, არამ­ხო­ლოდ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო შე­აშ­ფო­თა - დე­კემ­ბრის ბო­ლოს მუ­სი­კო­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტიც ჩა­ი­შა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­ი­დო დიდი ბრი­ტა­ნე­თის ორ ქა­ლაქ­ში. მე­დი­ის ცნო­ბით, 66 წლის მომ­ღე­რალს მსგავ­სი შე­ტე­ვა 2016-შიც ქონ­და, რის შემ­დე­გაც სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას და­ა­ნე­ბა თავი.

კრის რი, თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმით და შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით 1980-იანი წლე­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ბრი­ტა­ნუ­ლი ტოპ ათე­უ­ლის ლი­დე­რი 1979 წელს გრე­მის მფლო­ბე­ლი გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო ახა­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი". გა­ყი­დუ­ლია მისი 30 მი­ლი­ო­ნამ­დე ალ­ბო­მი. 1979 წელს კი ჰიტი "Fool (If You Think It's Over)" ამე­რი­კა­ში, სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რე­ბის ასე­ულ­ში პირ­ველ ად­გილს იკა­ვებ­და.

2001 წელს კრის რის პანკრე­ა­სის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, თუმ­ცა ჯამ­რთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მომ­ღე­რალ­მა მოღ­ვა­წე­ო­ბა მა­ინც გა­ნაგ­რძო. 2001 წელს, როცა მე­დია მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ ალა­პა­რაკ­და, მომ­ღე­რალ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა: "რო­დე­საც შენი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე უკი­დუ­რე­სო­ბამ­დეა და სიკ­ვდი­ლის პი­რას ხარ, მა­შინ ფიქ­რობ, რომ ასე­თი ყოფა ვერ წარ­მო­გედ­გი­ნა და­სა­წყის­ში. ყვე­ლა­ფე­რი რაც გი­კე­თე­ბია, უეც­რად გენგრე­ვა და იწყებ ფიქ­რს - რის­თვის გა­ი­ა­რე შენი შე­მოქ­მე­დე­ბით გზა?!"

მი­უ­ხე­და­ვად დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დი­სა, მომ­ღე­რალს მუდ­მი­ვად სურ­და სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ე­ბი­დან არ წყდე­ბო­და. კრის რი სცე­ნა­ზე დაბ­რუნ­და და კვლავ გა­ნაგ­რძო შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბა. ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ოქსფორდში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი მის­თვის 35-ე გახ­ლდათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ჟა­მად კრის რი თავს სტა­ბი­ლუ­რად გრძნობს, მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ვერ ამ­ბობს, რო­დის შეძ­ლებს მომ­ღე­რა­ლი სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას.

"30 დე­კემ­ბრის­თვის, კრის რის კონ­ცერ­ტზე მე და ჩემს მე­უღ­ლეს ბი­ლე­თე­ბი გვქონ­და აღე­ბუ­ლი, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ მომ­ღე­რა­ლი აღარ ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ 100 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ თითო ბი­ლეთ­ში და გა­დახ­დილ თან­ხას რო­დის დაგ­ვიბ­რუ­ნე­ბენ არ ვი­ცით..." - გვე­უბ­ნე­ბა მუ­სი­კო­სის ქარ­თვე­ლი ფანი ქეთი მგე­ლა­ძე, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ბრი­ტა­ნე­ლი პო­პი­სა და როკ-მუ­სი­კის შემ­სრუ­ლებ­ლის თბი­ლი­სურ კონ­ცერ­ტზე გეგ­მავ­და წას­ვლას.

კონ­ცერ­ტე­ბის ჩაშ­ლის შემ­თხვე­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც ხში­რია და ასეთ დროს, რო­გორც წესი, ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია იღებს. კრის რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას და მისი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას, შპს "ნიჯ გრუ­პი" უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ბი­ლე­თე­ბის ონ­ლა­ინ-გა­ყიდ­ვის სერ­ვისს TKT.GE-ს ბი­ლე­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, რად­გან მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "შემ­სრუ­ლებ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, კონ­ცერ­ტი დრო­ე­ბით გა­უქ­მე­ბუ­ლია".

შპს "ნიჯ გრუ­პის" დი­რექ­ტორს ნო­დარ კა­კა­ლა­ძეს გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე ვერ და­ვუ­კავ­შირ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა TKT.GE-ს, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გვი­თხრეს მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, კრის ნორ­მა­ნის და ელ­ტონ ჯო­ნის გა­და­დე­ბულ კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის თან­ხა, კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უკან ჩა­ა­რი­ცხი­ნეს და მომ­ხმა­რებ­ლებს ან­გა­რიშ­ზე გა­და­უ­რი­ცხეს.

მა­რი­ამ მორ­გო­შია, TKT.GE-ს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი:

"კრის რის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მო­თხოვ­ნით, ჩვენ ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ შევ­წყვი­ტეთ. კომ­პა­ნი­ამ მოგ­ვმარ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით, რომ კონ­ცერ­ტი დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­და­ი­დე­ბო­და და რომ ის იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აა­ნა­ზღა­უ­როს გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი. TKT.GE ცდი­ლობს ეს თან­ხე­ბი მი­ი­ღოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის­გან და ჩვე­ნი­ვე მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს ამ ბი­ლე­თე­ბის თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა მსმე­ნე­ლის­თვის. ჩვენ ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტზეც ასე­ვე და­ვაბ­რუ­ნეთ ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა - ორ­გა­ნი­ზა­ტორს ჩა­ვა­რი­ცხი­ნეთ გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის თან­ხა და ჩვენ და­ვუს­ვით ეს თან­ხა ან­გა­რიშ­ზე მომ­ხმა­რებ­ლებს, იგი­ვე­ნა­ი­რად მოხ­და კრის ნორ­მა­ნის კონ­ცერ­ტის გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. ამ შემ­თხვე­ვა­შიც გვსურს, რომ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს შე­ვუქ­მნათ იგი­ვე კომ­ფორ­ტი და ჩვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა TKT.GE-ს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი მა­რი­ამ მორ­გო­შია.

რო­გორც შპს "ნიჯ გრუ­პის" გან­ცხა­დე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, კომ­პა­ნია სა­ვა­რა­უ­ო­დოდ დღეს გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას თუ რო­მე­ლი რი­ცხვი­დან მოხ­დე­ბა თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და რა გზით. სპორ­ტის სა­სახ­ლე 5000-მდე ადა­მი­ანს იტევს და ბი­ლე­თე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ყი­დუ­ლი იყო. კრის რის კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბის ფასი 65 ლა­რი­დან 300 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და.

ნინო წი­ფუ­რია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რატომ ჩაიშალა კრის რის კონცერტი თბილისში და რა ბედი ელის გაყიდულ ბილეთებს?

რატომ ჩაიშალა კრის რის კონცერტი თბილისში და რა ბედი ელის გაყიდულ ბილეთებს?

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა ლეგენდარული მუსიკოსი კრის რი, რომელმაც ოქსფორდში, პირდაპირ სცენაზე მიიღო გულის შეტევა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, 66 წლის მუსიკოსის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ფაქტმა მომღერლის ქართველი ფანები, არამხოლოდ მისი ჯანმრთელობის გამო შეაშფოთა - დეკემბრის ბოლოს მუსიკოსის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტიც ჩაიშალა. საქართველოს გარდა კონცერტები გადაიდო დიდი ბრიტანეთის ორ ქალაქში. მედიის ცნობით, 66 წლის მომღერალს მსგავსი შეტევა 2016-შიც ქონდა, რის შემდეგაც სიგარეტის მოწევას დაანება თავი.

კრის რი, თავისი გამორჩეული ხმით და შესრულების მანერით 1980-იანი წლებიდან პოპულარულია. ბრიტანული ტოპ ათეულის ლიდერი 1979 წელს გრემის მფლობელი გახდა ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი". გაყიდულია მისი 30 მილიონამდე ალბომი. 1979 წელს კი ჰიტი "Fool (If You Think It's Over)" ამერიკაში, საუკეთესო სიმღერების ასეულში პირველ ადგილს იკავებდა.

2001 წელს კრის რის პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯამრთელობის პრობლემების მიუხედავად მომღერალმა მოღვაწეობა მაინც განაგრძო. 2001 წელს, როცა მედია მისი ავადმყოფობის შესახებ ალაპარაკდა, მომღერალმა გულახდილად ისაუბრა: "როდესაც შენი მდგომარეობა უკვე უკიდურესობამდეა და სიკვდილის პირას ხარ, მაშინ ფიქრობ, რომ ასეთი ყოფა ვერ წარმოგედგინა დასაწყისში. ყველაფერი რაც გიკეთებია, უეცრად გენგრევა და იწყებ ფიქრს - რისთვის გაიარე შენი შემოქმედებით გზა?!"

მიუხედავად დეპრესიული პერიოდისა, მომღერალს მუდმივად სურდა სცენაზე დაბრუნება. შემოთავაზებები ხმის ჩამწერი სტუდიებიდან არ წყდებოდა. კრის რი სცენაზე დაბრუნდა და კვლავ განაგრძო შემოქმედებით მოღვაწეობა. ოქტომბრიდან მოყოლებული ოქსფორდში გამართული კონცერტი მისთვის 35-ე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კრის რი თავს სტაბილურად გრძნობს, მის ოფიციალური წარმომადგენლობა ვერ ამბობს, როდის შეძლებს მომღერალი სცენაზე გამოსვლას.

"30 დეკემბრისთვის, კრის რის კონცერტზე მე და ჩემს მეუღლეს ბილეთები გვქონდა აღებული, თუმცა სამწუხაროდ მომღერალი აღარ ჩამოდის საქართველოში, ჩვენ 100 ლარი გადავიხადეთ თითო ბილეთში და გადახდილ თანხას როდის დაგვიბრუნებენ არ ვიცით..." - გვეუბნება მუსიკოსის ქართველი ფანი ქეთი მგელაძე, რომელიც წინასაახალწლოდ ბრიტანელი პოპისა და როკ-მუსიკის შემსრულებლის თბილისურ კონცერტზე გეგმავდა წასვლას.

კონცერტების ჩაშლის შემთხვევები, საქართველოშიც და მსოფლიოშიც ხშირია და ასეთ დროს, როგორც წესი, ბილეთებში გადახდილი საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია იღებს. კრის რის საქართველოში ჩამოყვანას და მისი კონცერტის გამართვას, შპს "ნიჯ გრუპი" უზრუნველყოფდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წერილობით მიმართა ბილეთების ონლაინ-გაყიდვის სერვისს TKT.GE-ს ბილეთების რეალიზაცია შეეჩერებინა, რადგან მათივე ინფორმაციით, "შემსრულებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კონცერტი დროებით გაუქმებულია".

შპს "ნიჯ გრუპის" დირექტორს ნოდარ კაკალაძეს განცხადებაში მითითებულ ნომერზე ვერ დავუკავშირდით. რაც შეეხება TKT.GE-ს, როგორც კომპანიაში გვითხრეს მსგავსი გამოცდილება აქვთ, კრის ნორმანის და ელტონ ჯონის გადადებულ კონცერტებთან დაკავშირებით, როდესაც გაყიდული ბილეთების თანხა, კონცერტების ორგანიზატორებს უკან ჩაარიცხინეს და მომხმარებლებს ანგარიშზე გადაურიცხეს.

მარიამ მორგოშია, TKT.GE-ს ორგანიზატორებთან ურთიერთობის მენეჯერი:

"კრის რის კონცერტის ორგანიზატორის მოთხოვნით, ჩვენ ბილეთების გაყიდვა დაახლოებით ერთი კვირის წინ შევწყვიტეთ. კომპანიამ მოგვმართა ოფიციალური წერილით, რომ კონცერტი დიდი ალბათობით გადაიდებოდა და რომ ის იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს გაყიდული ბილეთები. TKT.GE ცდილობს ეს თანხები მიიღოს ორგანიზატორისგან და ჩვენივე მეშვეობით მოხდეს ამ ბილეთების თანხის დაბრუნება მსმენელისთვის. ჩვენ ელტონ ჯონის კონცერტზეც ასევე დავაბრუნეთ ბილეთების ღირებულება - ორგანიზატორს ჩავარიცხინეთ გაყიდული ბილეთების თანხა და ჩვენ დავუსვით ეს თანხა ანგარიშზე მომხმარებლებს, იგივენაირად მოხდა კრის ნორმანის კონცერტის გადადების შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაშიც გვსურს, რომ ჩვენს მომხმარებელს შევუქმნათ იგივე კომფორტი და ჩვენი მეშვეობით მოხდეს თანხის დაბრუნება" - გვეუბნება TKT.GE-ს ორგანიზატორებთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მორგოშია.

როგორც შპს "ნიჯ გრუპის" განცხადებაშია მითითებული, კომპანია სავარაუოდოდ დღეს გააკეთებს განცხადებას თუ რომელი რიცხვიდან მოხდება თანხების დაბრუნება და რა გზით. სპორტის სასახლე 5000-მდე ადამიანს იტევს და ბილეთების დიდი რაოდენობა გაყიდული იყო. კრის რის კონცერტის ბილეთების ფასი 65 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა.

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება