მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრის ნორმანის ჩაშლილი კონცერტი საქართველოში და გულდაწყვეტილი მსმენელი - როგორ აუნაზღაურეს ფანებს ბილეთის საფასური
კრის ნორმანის ჩაშლილი კონცერტი საქართველოში და გულდაწყვეტილი მსმენელი - როგორ აუნაზღაურეს ფანებს ბილეთის საფასური

10 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, ბრი­ტა­ნე­ლი პოპ და როკ-მუ­სი­კო­სის, ლე­გენ­და­რუ­ლი კრის ნორ­მა­ნის და მისი ბენ­დის კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, კონ­ცერ­ტი ჩა­ი­შა­ლა, თუმ­ცა, იმედ­გაც­რუ­ე­ბულ მსმე­ნელს იმა­ში მა­ინც გა­უ­მარ­თლა, რომ ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა უკან და­უბ­რუნ­და - ნორ­მა­ნის ჩაშ­ლი­ლი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი სრუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია.

ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღერ­ლი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის კრის ნორ­მა­ნის და მისი ბენ­დის კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. 67 წლის მუ­სი­კო­სი 7 წლის ასა­კი­დან უკ­რავს, თუმ­ცა მის მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი 20 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, როცა ალან სილ­სო­ნი და ტერი ატლი გა­იც­ნო - ლე­გენ­და­რუ­ლი როკ-ჯგუ­ფის Smokie-ს მო­მა­ვა­ლი წევ­რე­ბი. 1974-1980 წლებ­ში Smokie-მ მსოფ­ლი­ო­ში არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ნორ­მან­მა Smokie და­ტო­ვა, ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით როკ-ჯგუფ­ში Bradford მოღ­ვა­წე­ობ­და.

თუმ­ცა, ქარ­თველ მსმე­ნელს კრის ნორ­მა­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად სუზი კვატ­როს­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დუ­ე­ტით - Stumblin’ In ახ­სოვს. ეს ჰიტი წყვილ­მა 1978 წელს შე­ას­რუ­ლა და სინ­გლის მი­ლი­ო­ნო­ბით ასლი გა­ი­ყი­და მსოფ­ლი­ო­ში. ნორ­მანს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სოლო ალ­ბო­მი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. მის ერთ-ერთ მთა­ვარ ჰი­ტად მი­იჩ­ნე­ვა Midnight Lady, რო­მე­ლიც 1986 წელს გა­მო­ვი­და და გერ­მა­ნი­ა­ში ჩარ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკა­ვა. გერ­მა­ნი­ა­ში­ვე მისი 900 000 ასლი გა­ი­ყი­და, რომ არ ჩავ­თვა­ლოთ სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ყიდ­ვე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად არ­ნა­ხუ­ლი მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რი­სა და მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბი­სა, კი­თხვა­ზე "თქვე­ნი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე ცხოვ­რე­ბა­ში", კრის ნორ­მა­ნი პა­სუ­ხობს: "რო­დე­საც ლინ­და­ზე დავ­ქორ­წინ­დი"… ლინ­და ნორ­მა­ნი - მისი შე­უც­ვლე­ლი მე­უღ­ლეა, რო­მელ­ზეც 47 წლის წინ იქორ­წი­ნა და რო­მელ­მაც მუ­სი­კოსს ხუთი შვი­ლი აჩუ­ქა…

კრის ნორ­მანს უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში. 51 წლის ლია აბ­რა­მიშ­ვი­ლი, წლე­ბია ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის ერ­თგუ­ლი მსმე­ნე­ლია. მისი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხის ის­ტო­რია კრის ნორ­მა­ნის კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბო­და.

"ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მუ­სი­კა ასე­თი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო, რო­გორც დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვაგ­რო­ვებ­დით ფირ­ფი­ტებს, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლი იყო. მე კრის ნორ­მა­ნი და მისი მუ­სი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და. ვცდი­ლობ­დი, მომ­ღერ­ლის ყვე­ლა ვი­ნი­ლი მქო­ნო­და. ამა­ში კი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბო­და. მა­შინ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია იწყე­ბო­და და ჩემი გუ­ლის მო­გე­ბას Smokie-ის და კრის ნორ­მა­ნის ფირ­ფი­ტე­ბით ცდი­ლობ­და. ნორ­მა­ნის კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა ოც­ნე­ბად მქონ­და ქცე­უ­ლი! მა­შინ ეს რა თქმა უნდა, ვერ შევ­ძე­ლით...

ახლა 2 შვი­ლი გვყავს და თბი­ლის­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე წას­ვლას ოთხი­ვე ვა­პი­რებ­დით. ბი­ლე­თე­ბიც პირ­ვე­ლი­ვე დღეს შე­ვი­ძი­ნე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც გვინ­და. სამ­წუ­ხა­როდ, კონ­ცერ­ტი ჩა­ი­შა­ლა... იმე­დი მაქვს, რომ რო­დეს­მე შვი­ლებ­თან ერ­თად და­ვეს­წრე­ბით ნორ­მა­ნის კონ­ცერტს," - ამ­ბობს ლია, რო­მელ­მაც ბი­ლე­თე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა კი მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია.

კონ­ცერ­ტე­ბის ჩაშ­ლის შემ­თხვე­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც, ხში­რია და ასეთ დროს, რო­გორც წესი, ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კრის ნორ­მა­ნის კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლის შემ­დეგ, მსმე­ნელ­სა და კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორს შო­რის შუ­ა­მავ­ლო­ბა tkt.ge-მ აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თა­ვად და­აბ­რუ­ნე­ბი­ნა ორ­გა­ნი­ზა­ტორს. მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა კი თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე გა­და­უ­ნა­წი­ლა.

ასე­ვე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი 2017 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტის გა­და­დე­ბი­სა და 2016 წელს ჯაზ ფეს­ტი­ვალ­ზე კრის ბრა­უ­ნის კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც.

დე­ტა­ლუ­რად გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გორ ხდე­ბა ჩაშ­ლი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ბი­ლე­თე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა tkt.ge-ს მივ­მარ­თეთ. რო­გორც კომ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი მა­რი­ამ მორ­გო­შია გან­მარ­ტავს, ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში tkt.ge მხო­ლოდ შუ­ა­მა­ვა­ლია მომ­ხმა­რე­ბელ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტორს შო­რის და კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა­სა თუ ჩაშ­ლა­ზე ის ვერ აგებს პა­სუხს.

"მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი შემ­დეგ­ნა­ი­რია: ჩვე­ნი სა­ი­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვას და შემ­დეგ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის­თვის გა­და­ცე­მას. რო­დე­საც საქ­მე თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ეხე­ბა, ჩვენ არა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია, თუ ეს თან­ხა თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ჯერ ჩვენ არ დაგ­ვიბ­რუ­ნა. ზო­გა­დად, რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მო­დის ჩვენ­თან, მას ვა­მოწ­მებთ და ამის შემ­დეგ ვი­წყებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თუმ­ცა, კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლის­გან 100%-ით ვე­რა­ვინ და­ი­ზღვევს თავს.

მა­გა­ლი­თად, ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტი, მისი გი­ტა­რის­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ჩა­ი­შა­ლა. არის ხოლ­მე ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც. ამ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. თუმ­ცა, ჩვენ ძალ-ღო­ნეს არ ვი­შუ­რებთ ხოლ­მე, რომ მომ­ხმა­რე­ბელს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ. ორ­გა­ნი­ზა­ტორს ვთხოვთ, რომ ჩვენ მოგ­ვცეს და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხა და მომ­ხმა­რებ­ლებს ჩვენ ვუ­რი­ცხავთ ან­გა­რიშ­ზე. თუმ­ცა, ამ ფაქ­ტმა გა­უ­გებ­რო­ბა არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს. სა­ბო­ლო­ოდ, თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და თუ მათ არ ჩაგ­ვი­რი­ცხეს, ჩვენ უბ­რა­ლოდ არ გვაქვს თან­ხა, რომ და­ვაბ­რუ­ნოთ. tkt.ge ამ ყვე­ლა­ფერს იმის­თვის აკე­თებს, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს," - გან­მარ­ტავს მა­რი­ამ მორ­გო­შია.

"თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლით ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ვიც­ვათ. თუმ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის გა­რე­შე არა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია, რად­გან ბი­ლე­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა ჩვენს ან­გა­რიშ­ზე არ ჩერ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მას პე­რი­ო­დუ­ლად იღებს, რად­გან კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბამ­დე მა­საც უამ­რა­ვი ხარ­ჯი აქვს და ეს თან­ხა რე­ა­ლუ­რად მათი სა­კუთ­რე­ბაა. იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა არ გვაქვს, რომ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბამ­დე ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ჩვენს ან­გა­რიშ­ზე გა­ვა­ჩე­როთ," - და­ა­მა­ტა მან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრის ნორ­მა­ნის კონ­ცერ­ტი 10 დე­კემ­ბერს სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ამ­ჟა­მად ყვე­ლა ბი­ლე­თი ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია და თან­ხე­ბი ჩა­რი­ცხუ­ლია.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კრის ნორმანის ჩაშლილი კონცერტი საქართველოში და გულდაწყვეტილი მსმენელი - როგორ აუნაზღაურეს ფანებს ბილეთის საფასური

კრის ნორმანის ჩაშლილი კონცერტი საქართველოში და გულდაწყვეტილი მსმენელი - როგორ აუნაზღაურეს ფანებს ბილეთის საფასური

10 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, ლეგენდარული კრის ნორმანის და მისი ბენდის კონცერტი უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, კონცერტი ჩაიშალა, თუმცა, იმედგაცრუებულ მსმენელს იმაში მაინც გაუმართლა, რომ ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა - ნორმანის ჩაშლილი კონცერტის ბილეთები სრულად ანაზღაურებულია.

ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორის კრის ნორმანის და მისი ბენდის კონცერტი თბილისში პირველად უნდა გამართულიყო. 67 წლის მუსიკოსი 7 წლის ასაკიდან უკრავს, თუმცა მის მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯები 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა ალან სილსონი და ტერი ატლი გაიცნო - ლეგენდარული როკ-ჯგუფის Smokie-ს მომავალი წევრები. 1974-1980 წლებში Smokie-მ მსოფლიოში არნახული პოპულარობა მოიპოვა. 80-იანი წლების დასაწყისში ნორმანმა Smokie დატოვა, ის მოგვიანებით როკ-ჯგუფში Bradford მოღვაწეობდა.

თუმცა, ქართველ მსმენელს კრის ნორმანი ყველაზე კარგად სუზი კვატროსთან ერთად შესრულებული დუეტით - Stumblin’ In ახსოვს. ეს ჰიტი წყვილმა 1978 წელს შეასრულა და სინგლის მილიონობით ასლი გაიყიდა მსოფლიოში. ნორმანს რამდენიმე ათეული სოლო ალბომი აქვს გამოცემული. მის ერთ-ერთ მთავარ ჰიტად მიიჩნევა Midnight Lady, რომელიც 1986 წელს გამოვიდა და გერმანიაში ჩარტების პირველი ადგილი 6 კვირის განმავლობაში ეკავა. გერმანიაშივე მისი 900 000 ასლი გაიყიდა, რომ არ ჩავთვალოთ სხვა ქვეყნებში გაყიდვები.

მიუხედავად არნახული მუსიკალურ კარიერისა და მსოფლიო აღიარებისა, კითხვაზე "თქვენი ყველაზე ბედნიერი დღე ცხოვრებაში", კრის ნორმანი პასუხობს: "როდესაც ლინდაზე დავქორწინდი"… ლინდა ნორმანი - მისი შეუცვლელი მეუღლეა, რომელზეც 47 წლის წინ იქორწინა და რომელმაც მუსიკოსს ხუთი შვილი აჩუქა…

კრის ნორმანს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. 51 წლის ლია აბრამიშვილი, წლებია ბრიტანელი მომღერლის ერთგული მსმენელია. მისი სიყვარულისა და ოჯახის ისტორია კრის ნორმანის კარიერის პარალელურად ვითარდებოდა.

"ჩვენს ახალგაზრდობაში მუსიკა ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც დღეს, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ვაგროვებდით ფირფიტებს, რომლებიც საკმაოდ რთული მოსაპოვებელი იყო. მე კრის ნორმანი და მისი მუსიკა განსაკუთრებით მიყვარდა. ვცდილობდი, მომღერლის ყველა ვინილი მქონოდა. ამაში კი ჩემი მომავალი მეუღლე მეხმარებოდა. მაშინ ჩვენი სიყვარულის ისტორია იწყებოდა და ჩემი გულის მოგებას Smokie-ის და კრის ნორმანის ფირფიტებით ცდილობდა. ნორმანის კონცერტზე დასწრება ოცნებად მქონდა ქცეული! მაშინ ეს რა თქმა უნდა, ვერ შევძელით...

ახლა 2 შვილი გვყავს და თბილისში დაგეგმილ კონცერტზე წასვლას ოთხივე ვაპირებდით. ბილეთებიც პირველივე დღეს შევიძინე, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. სამწუხაროდ, კონცერტი ჩაიშალა... იმედი მაქვს, რომ როდესმე შვილებთან ერთად დავესწრებით ნორმანის კონცერტს," - ამბობს ლია, რომელმაც ბილეთების ანაზღაურება კი მოახერხა, მაგრამ კონცერტის ჩაშლით იმედგაცრუებულია.

კონცერტების ჩაშლის შემთხვევები, საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ხშირია და ასეთ დროს, როგორც წესი, ბილეთებში გადახდილი საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია იღებს საკუთარ თავზე. თუმცა, საქართველოში კრის ნორმანის კონცერტის ჩაშლის შემდეგ, მსმენელსა და კონცერტის ორგანიზატორს შორის შუამავლობა tkt.ge-მ აიღო საკუთარ თავზე და აღნიშნული საიტის მეშვეობით გაყიდული ბილეთების ღირებულება თავად დააბრუნებინა ორგანიზატორს. მიღებული თანხა კი თითოეულ მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე გადაუნაწილა.

ასევე განვითარდა მოვლენები 2017 წლის შემოდგომაზე ელტონ ჯონის კონცერტის გადადებისა და 2016 წელს ჯაზ ფესტივალზე კრის ბრაუნის კონცერტის ჩაშლის შემთხვევაშიც.

დეტალურად გასარკვევად, თუ როგორ ხდება ჩაშლილი კონცერტების ბილეთების ანაზღაურება tkt.ge-ს მივმართეთ. როგორც კომპანიის ორგანიზატორებთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მორგოშია განმარტავს, ბილეთების გამყიდველი, ამ შემთხვევაში tkt.ge მხოლოდ შუამავალია მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის და კონცერტის ჩატარებასა თუ ჩაშლაზე ის ვერ აგებს პასუხს.

"მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ჩვენი საიტი უზრუნველყოფს ბილეთების გაყიდვას და შემდეგ რეალიზებული თანხის ორგანიზატორისთვის გადაცემას. როდესაც საქმე თანხის უკან დაბრუნებას ეხება, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, თუ ეს თანხა თავად ორგანიზატორმა ჯერ ჩვენ არ დაგვიბრუნა. ზოგადად, როდესაც ორგანიზატორი მოდის ჩვენთან, მას ვამოწმებთ და ამის შემდეგ ვიწყებთ თანამშრომლობას. თუმცა, კონცერტის ჩაშლისგან 100%-ით ვერავინ დაიზღვევს თავს.

მაგალითად, ელტონ ჯონის კონცერტი, მისი გიტარისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩაიშალა. არის ხოლმე ფორსმაჟორული სიტუაციებიც. ამ შემთხვევაში თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი ორგანიზატორია. თუმცა, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ხოლმე, რომ მომხმარებელს თანხის დაბრუნება გავუმარტივოთ. ორგანიზატორს ვთხოვთ, რომ ჩვენ მოგვცეს დასაბრუნებელი თანხა და მომხმარებლებს ჩვენ ვურიცხავთ ანგარიშზე. თუმცა, ამ ფაქტმა გაუგებრობა არ უნდა გამოიწვიოს. საბოლოოდ, თანხის დაბრუნება ორგანიზატორის ვალდებულებაა და თუ მათ არ ჩაგვირიცხეს, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს თანხა, რომ დავაბრუნოთ. tkt.ge ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ მომხმარებელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს," - განმარტავს მარიამ მორგოშია.

"თანხის დაბრუნებაში ჩართულობა ჩვენი მოთხოვნაა ორგანიზატორის მიმართ. აღნიშნულით ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლების ინტერესები დავიცვათ. თუმცა, ორგანიზატორის გარეშე არაფერი შეგვიძლია, რადგან ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა ჩვენს ანგარიშზე არ ჩერდება. ორგანიზატორი მას პერიოდულად იღებს, რადგან კონცერტის ჩატარებამდე მასაც უამრავი ხარჯი აქვს და ეს თანხა რეალურად მათი საკუთრებაა. იურიდიული უფლება არ გვაქვს, რომ კონცერტის ჩატარებამდე ბილეთებიდან შემოსული თანხა ჩვენს ანგარიშზე გავაჩეროთ," - დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ კრის ნორმანის კონცერტი 10 დეკემბერს სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო. ამჟამად ყველა ბილეთი ანაზღაურებულია და თანხები ჩარიცხულია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

ქეთა თოფურია ლევ ძენ­გო­ვთან ერთად ალპებში, "საშიშ ოთახში" ისვენებს - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"

თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილს ელოდება - ფოტოები "ინსტაგრამიდან"