პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია თოდუას გზა წარმატებისკენ - როგორ შეაფასეს 3 წლის წინ ქართულ "იქს ფაქტორში" მომღერალი, რომელმაც გერმანული Voice მოიგო
ნათია თოდუას გზა წარმატებისკენ - როგორ შეაფასეს 3 წლის წინ ქართულ "იქს ფაქტორში" მომღერალი, რომელმაც გერმანული Voice მოიგო

21 წლის მომ­ღე­რა­ლი ნა­თია თო­დუა გერ­მა­ნუ­ლი "ახა­ლი ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ორი თვეა რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუს მო­ნა­წი­ლეა, მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის 50% მო­ი­პო­ვა. მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ­მა კონ­კურ­სან­ტმა ხმე­ბის 25% მი­ი­ღო.

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში გაზ­რდილ­მა გო­გო­ნამ, გა­ლის მე-13 სკო­ლა და­ამ­თავ­რა. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არას­დროს მი­უ­ღია და 17 წლის ასაკ­ში მის პირ­ველ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

21 წლის ნა­თია თო­დუ­ამ გერ­მა­ნულ "ახალ ხმა­ში" გა­მო­ჩე­ნამ­დე გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა - ჯერ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი ქარ­თულ "იქს ფაქ­ტორ­ში" მო­სინ­ჯა 2014 წელს, თუმ­ცა არ გა­უ­მარ­თლა - მან შოუს ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­აღ­წია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო მის მი­მართ ერ­თგვა­რო­ვა­ნი: ქარ­თუ­ლი "იქს ფაქ­ტო­რის" 4 წევ­რი­დან სამ­მა - გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­მა და თამ­თა გო­დუ­ა­ძემ მის მი­მართ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­მა­ლეს და მე­ო­რე ტურ­ში უყოყ­მა­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ჟი­უ­რის მე­ო­თხე წევ­რმა - მომ­ღე­რალ­მა და პრო­დი­უ­სერ­მა სოფო ტო­რო­შე­ლი­ძემ მას "ხე­ლოვ­ნუ­რი" უწო­და:

სტე­ფა­ნე: "შოკ­ში ვარ შენ­გან... პი­რა­დად მე ვოც­ნე­ბობ, რო­გორც პრო­დი­უ­სერ­მა შენ­თან ერ­თად რამე გა­ვა­კე­თო, ისე­თი მა­გა­რი ხარ!"

ნა­ხეთ ასე­ვე: სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე თა­ვის დრო­ზე ნა­თია თო­დუ­ას "და­წუ­ნე­ბის" გამო კრი­ტი­კას "ფე­ის­ბუ­ქით" პა­სუ­ხობს

სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე: "ჩემ­თვის ეს იყო ცოტა ხე­ლოვ­ნუ­რი, მე ვერ და­ვი­ჯე­რე... სტე­ფა­ნეს მონ­დო­მე­ბა, რომ რო­გორ­მე გა­და­მარ­წმუ­ნოს, ვერ იმოქ­მე­დებს და მე ვი­ტყვი არას!"

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ შე­ა­ფა­სეს წლე­ბის წინ "X ფაქ­ტორ­ში" ნა­თია თო­დუა

ქარ­თუ­ლი "იქს ფაქ­ტო­რის" შემ­დეგ იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი "ახა­ლი ხმა" და ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბის­კენ... როცა ნა­თია მიხ­ვდა, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში ვერ შეძ­ლებ­და, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, გა­უ­მარ­თლა, მან The Voice of Germany-ის ჟი­უ­რის წევ­რე­ბის მო­ხიბ­ვლა რამ­დე­ნი­მე წამ­ში შეძ­ლო.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ნა­თია თო­დუ­ას­თან, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ მისი გერ­მა­ნულ შო­უ­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ მა­ლე­ვე ჩა­წე­რა:

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში გა­ვი­ზარ­დე. ოჯახ­თან ერ­თად ხში­რად მი­წევ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მოც­ვლა. გა­ლის მე-13 სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და 17 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არას­დროს მი­მი­ღია, სა­ა­ბი­ტუ­რი­ენ­ტო გა­მოც­დე­ბის დროს, თბი­ლის­ში ბი­ძა­ჩემ­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად, გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი და ერ­თად ვმღე­რო­დით. გა­გიჟ­და, მი­თხრა ეს უბ­რა­ლო ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის, ამი­ტომ რამე პრო­ექ­ტში უნდა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო.

მა­შინ ტარ­დე­ბო­და პრო­ექ­ტი "მაგ­თი­ფა­ნი" და მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი მოვ­ხვდი ამ პრო­ექ­ტში. 17 წლის ასაკ­ში გა­ვე­დი პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე და ჩემს ბენ­დს აკომ­პა­ნი­მენტს უწევ­და ჯგუ­ფი "ვა­კის პარ­კი". რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხი გახ­და.

- მა­ყუ­რებ­ლის გარ­კვე­ულ ნა­წილს ახ­სოვ­ხარ პრო­ექტ "იქს ფაქ­ტო­რი­დან", სა­დაც სა­ბო­ლოო ტურ­ში ვერ გა­დახ­ვე­დი, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო მა­შინ ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- "იქს ფა­ტორ­ში" ჩემი სურ­ვი­ლით შერ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რა I put a Spell in you შე­ვას­რუ­ლე და ამ სიმ­ღე­რამ დიდი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. მი­თხრეს, შენი ხმა რე­ა­ლუ­რი არ გვე­გო­ნაო და 4 სკა­მის ტუ­რი­დან გა­მო­ვე­თი­შე პრო­ექტს.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ გერ­მა­ნულ "ახალ ხმა­ში" სწო­რედ ეს სიმ­ღე­რა შე­მირ­ჩია ჟი­უ­რიმ. ერთი წლის თავ­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი "იქს ფაქ­ტო­რი­დან" და­მი­კავ­შირ­დნენ, სა­დაც "Cry Baby " შე­ვას­რუ­ლე. ამ შეს­რუ­ლე­ბამ ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა, წარ­მა­ტე­ბაც მო­მი­ტა­ნა, მაგ­რამ ბო­ლოს მი­თხრეს, სა­ხალ­ხო ჟან­რის პრო­ექ­ტე­ბი შენი სტი­ლი არ არი­სო და თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. "ვა­კის პარკთან" ერ­თად ვმღე­რო­დი თბი­ლი­სის ბა­ღებ­ში, ერთ დღე­საც მივ­ხვდი, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და...

- გერ­მა­ნი­ა­ში ამის გამო წახ­ვე­დით?

- მინ­დო­და სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა, ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და ის ვა­რი­ან­ტე­ბი, რა­საც ვნა­ხუ­ლობ­დი. შემ­დეგ მოვ­ძებ­ნე პროგ­რა­მა Au-pair და 2 თვე ვემ­ზა­დე­ბო­დი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ენის დო­ნის­თვის, რომ სა­კონ­სუ­ლოს­თვის მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- რთუ­ლი იყო უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო წას­ვლა?

- გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად და­მა­ტყდა თავს და უამ­რავ პრობ­ლე­მებს შე­ვე­ფე­თე, მარ­ტო ვი­ყა­ვი და არა­ვინ არ მყავ­და. ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მუქი ფე­რე­ბით და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ გა­დავ­ლა­ხე ეს ყვე­ლა­ფე­რი. სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბო­და. სი­ლა­ღე, ფე­რე­ბი, მხი­ა­რუ­ლე­ბა - ის, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მაკ­ლდა, ახლა არის ჩემი იმი­ჯი.

- "ახალ ხმა­ში" რო­გორ მოხ­ვდით?

- და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია გერ­მა­ნულ "ახალ ხმა­ზე", დავ­რე­გის­ტრირ­დი და ში­და­შე­სარ­ჩევ ტურ­ზე და­მი­ბა­რეს. როცა გა­მე­სა­უბრნენ, მი­თხრეს შენი ვი­ზით პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს და თუ გინ­და, უბ­რა­ლოდ შენი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის იმ­ღე­რეო. მე გი­ტა­რა­ზე და­ვუ­კა­რი და გა­ოგნ­დნენ. მი­თხრეს, გარ­კვე­ულ დროს მოგ­ცემთ და იქ­ნებ ვიზა გა­გიგ­რძე­ლო­ნო. გა­მი­მარ­თლა, გერ­მა­ნი­ა­ში გა­თხო­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­მი­კავ­შირ­და და მისი დახ­მა­რე­ბით ვიზა გა­მიგ­რძე­ლეს. დღეს ვარ ძა­ლი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ჩემს მი­ზანს, რად­გან არ არ­სე­ბობს, ბრძო­ლამ შე­დე­გი არ მო­ი­ტა­ნოს. ძა­ლი­ან მა­გა­რი რე­აქ­ცია მოყ­ვა Voice of Germany-ს და დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ ამ პრო­ექ­ტზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

Georgian singer Natia Todua wins The Voice of Germany

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ნათია თოდუას გზა წარმატებისკენ - როგორ შეაფასეს 3 წლის წინ ქართულ "იქს ფაქტორში" მომღერალი, რომელმაც გერმანული Voice მოიგო

ნათია თოდუას გზა წარმატებისკენ - როგორ შეაფასეს 3 წლის წინ ქართულ "იქს ფაქტორში" მომღერალი, რომელმაც გერმანული Voice მოიგო

21 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოგონამ, რომელიც ორი თვეა რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.

თბილისში დაბადებულმა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გაზრდილმა გოგონამ, გალის მე-13 სკოლა დაამთავრა. მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია და 17 წლის ასაკში მის პირველ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

21 წლის ნათია თოდუამ გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" მოსინჯა 2014 წელს, თუმცა არ გაუმართლა - მან შოუს ფინალამდე ვერ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ არც კონკურსის ჟიურის წევრების დამოკიდებულება იყო მის მიმართ ერთგვაროვანი: ქართული "იქს ფაქტორის" 4 წევრიდან სამმა - გიორგი გაბუნიამ, სტეფანე მღებრიშვილმა და თამთა გოდუაძემ მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალეს და მეორე ტურში უყოყმანოდ გადაიყვანეს, თუმცა ჟიურის მეოთხე წევრმა - მომღერალმა და პროდიუსერმა სოფო ტოროშელიძემ მას "ხელოვნური" უწოდა:

სტეფანე: "შოკში ვარ შენგან... პირადად მე ვოცნებობ, როგორც პროდიუსერმა შენთან ერთად რამე გავაკეთო, ისეთი მაგარი ხარ!"

ნახეთ ასევე: სოფო ტოროშელიძე თავის დროზე ნათია თოდუას "დაწუნების" გამო კრიტიკას "ფეისბუქით" პასუხობს

სოფო ტოროშელიძე: "ჩემთვის ეს იყო ცოტა ხელოვნური, მე ვერ დავიჯერე... სტეფანეს მონდომება, რომ როგორმე გადამარწმუნოს, ვერ იმოქმედებს და მე ვიტყვი არას!"

იხილეთ ვიდეო: როგორ შეაფასეს წლების წინ "X ფაქტორში" ნათია თოდუა

ქართული "იქს ფაქტორის" შემდეგ იყო უკრაინული "ახალი ხმა" და ახალი გამოცდილება და კიდევ ერთი ნაბიჯი მსოფლიო აღიარებისკენ... როცა ნათია მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან The Voice of Germany-ის ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო.

გთავაზობთ ინტერვიუს ნათია თოდუასთან, რომელიც AMBEBI.GE-მ მისი გერმანულ შოუში გამოჩენის შემდეგ მალევე ჩაწერა:

- თბილისში დავიბადე, მაგრამ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გავიზარდე. ოჯახთან ერთად ხშირად მიწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. გალის მე-13 სკოლა დავამთავრე და 17 წლის ასაკში ჩამოვედი თბილისში. მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია, სააბიტურიენტო გამოცდების დროს, თბილისში ბიძაჩემთან ვიყავი სტუმრად, გიტარაზე ვუკრავდი და ერთად ვმღეროდით. გაგიჟდა, მითხრა ეს უბრალო ვოკალური მონაცემები არ არის, ამიტომ რამე პროექტში უნდა მიიღო მონაწილეობაო.

მაშინ ტარდებოდა პროექტი "მაგთიფანი" და მოუმზადებელი მოვხვდი ამ პროექტში. 17 წლის ასაკში გავედი პირველად სცენაზე და ჩემს ბენდს აკომპანიმენტს უწევდა ჯგუფი "ვაკის პარკი". რომელიც შემდეგ ჩემი მეორე ოჯახი გახდა.

- მაყურებლის გარკვეულ ნაწილს ახსოვხარ პროექტ "იქს ფაქტორიდან", სადაც საბოლოო ტურში ვერ გადახვედი, სამართლიანი იყო მაშინ ჟიურის გადაწყვეტილება?

- "იქს ფატორში" ჩემი სურვილით შერჩეული სიმღერა I put a Spell in you შევასრულე და ამ სიმღერამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მითხრეს, შენი ხმა რეალური არ გვეგონაო და 4 სკამის ტურიდან გამოვეთიშე პროექტს.

უცნაურია, მაგრამ გერმანულ "ახალ ხმაში" სწორედ ეს სიმღერა შემირჩია ჟიურიმ. ერთი წლის თავზე უკრაინული "იქს ფაქტორიდან" დამიკავშირდნენ, სადაც "Cry Baby " შევასრულე. ამ შესრულებამ ფურორი მოახდინა, წარმატებაც მომიტანა, მაგრამ ბოლოს მითხრეს, სახალხო ჟანრის პროექტები შენი სტილი არ არისო და თბილისში დავბრუნდი. "ვაკის პარკთან" ერთად ვმღეროდი თბილისის ბაღებში, ერთ დღესაც მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა...

- გერმანიაში ამის გამო წახვედით?

- მინდოდა სასწავლებელში ჩაბარება, ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ძალიან ძვირი ღირდა ის ვარიანტები, რასაც ვნახულობდი. შემდეგ მოვძებნე პროგრამა Au-pair და 2 თვე ვემზადებოდი ელემენტარული ენის დონისთვის, რომ საკონსულოსთვის მოვმზადებულიყავი.

- რთული იყო უცხო ქვეყანაში მარტო წასვლა?

- გერმანიაში ყველაფერი ერთად დამატყდა თავს და უამრავ პრობლემებს შევეფეთე, მარტო ვიყავი და არავინ არ მყავდა. ამ ერთი წლის მანძილზე უდიდესი გამოცდილება შევიძინე. ცხოვრება ყველაზე მუქი ფერებით დავინახე, მაგრამ გადავლახე ეს ყველაფერი. სხვანაირად არც შეიძლებოდა. სილაღე, ფერები, მხიარულება - ის, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა, ახლა არის ჩემი იმიჯი.

- "ახალ ხმაში" როგორ მოხვდით?

- დამოუკიდებლად მოვიძიე ინფორმაცია გერმანულ "ახალ ხმაზე", დავრეგისტრირდი და შიდაშესარჩევ ტურზე დამიბარეს. როცა გამესაუბრნენ, მითხრეს შენი ვიზით პროექტში მონაწილეობის უფლება არ გაქვს და თუ გინდა, უბრალოდ შენი სიამოვნებისთვის იმღერეო. მე გიტარაზე დავუკარი და გაოგნდნენ. მითხრეს, გარკვეულ დროს მოგცემთ და იქნებ ვიზა გაგიგრძელონო. გამიმართლა, გერმანიაში გათხოვილი ქართველი ქალბატონი დამიკავშირდა და მისი დახმარებით ვიზა გამიგრძელეს. დღეს ვარ ძალიან დარწმუნებული, რომ აუცილებლად განვახორციელებ ჩემს მიზანს, რადგან არ არსებობს, ბრძოლამ შედეგი არ მოიტანოს. ძალიან მაგარი რეაქცია მოყვა Voice of Germany-ს და დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროექტზე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

Georgian singer Natia Todua wins The Voice of Germany

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება