კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში - "არ მჯეროდა, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა"
რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში - "არ მჯეროდა, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა"

ჟურ­ნალ "სარ­კის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძი­სა და მისი პირ­ვე­ლი ქმრის, სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც 2000 წლის თე­ბერ­ვალ­შია ჩა­წე­რი­ლი. მა­შინ წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობ­და. AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნალ "სარ­კის" ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც სან­დრო თაქთა­ქიშ­ვილ­სა და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს­თა­ნაა ჩა­წე­რი­ლი:

სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

- რო­გორც მე­უღ­ლე, ლი­კას შე­მოქ­მე­დე­ბას და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. ვთვლი, რომ მას აქვს თა­ვი­სი ად­გი­ლი ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში. ლიკა გან­სა­კუთ­რე­ბით "ნატ­ვრის ხესა" და "პე­პე­ლა­ში" მომ­წონს, "ბორ­ბალ­შიც" კარ­გია…

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ით ხე­ლო­ვა­ნი არ ვარ, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვს მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. კინო და სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემ­თვი­საც ძალ­ზე ახ­ლო­ბე­ლია. ჯერ ერთი, იმი­ტომ, რომ მა­მაც რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ. მარ­თა­ლია, მხატ­ვრულ ფილ­მებს - არა, მაგ­რამ ტე­ლე­ფილ­მებს იღებ­და. ამას ისიც და­ვუ­მა­ტეთ, რომ ოპე­რა­ტო­რი ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნი ჩემი ნათ­ლი­აა. ბე­ბი­აც მსა­ხი­ო­ბობ­და.

ჩემს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის კი­ნოს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­რიდ­ნენ თავს. ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძეც ჩემი ახ­ლო­ბე­ლია და ხში­რად ვი­ყა­ვით ერ­თად. ლანა ბე­ბი­ა­ჩემს იღებ­და ცნო­ბილ ფილმში "აურ­ზა­უ­რი სალ­ხი­ნეთ­ში". მა­შინ პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი და ბე­ბი­ას ვახ­ლდი გა­და­ღე­ბებ­ზე. ჩემი სა­მე­გობ­რო წრე და ამ­ხა­ნა­გე­ბი რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან...

ლიკა პირ­ვე­ლად ბა­თუმ­ში და­ვი­ნა­ხე ახ­ლო­დან და მა­შინ­ვე შე­მიყ­ვარ­და… მერე ერ­თმა­ნე­თი ჩემს ამ­ხა­ნაგ­თან და ლი­კას ნა­თე­სავ დევი ხე­ჩი­ნაშ­ვილ­თან გა­ვი­ცა­ნით... შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც სხვა ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს აქვს ხოლ­მე. ჩვე­ნი ეს ურ­თი­ერ­თო­ბა 3 წელი გაგ­რძელ­და, მერე კი დავ­ქორ­წინ­დით... ლიკა საკ­მა­ოდ მშვი­დი გო­გო­ნა იყო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც სხვებს სჩ­ვე­ვი­ათ ხოლ­მე, ლიკა მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სუ­ლაც არ მაწ­ვა­ლებ­და, თუმ­ცა ბევ­რს ვჩხუ­ბობ­დით კი­დეც. ესეც ალ­ბათ, ძა­ლი­ან რომ გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, იმის გამო ხდე­ბო­და...

დე­და­მი­სი ლი­კას სულ თან დაჰ­ყვე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მკაც­რიც იყო. თუმ­ცა ლიკა მა­შინ პა­ტა­რა იყო და ეს სიმ­კაც­რეც ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო. მერე, როცა გა­ი­ზარ­და, გა­მო­ვი­და დე­დის კალ­თი­დან და რა­ღაც­ნა­ი­რად ვა­ხერ­ხებ­დით შეხ­ვედ­რას, თუმ­ცა არც არა­ვინ გვიშ­ლი­და...

"ნატ­ვრის ხის" შემ­დეგ მა­რი­ტა ბევ­რს უყ­ვარ­და. მა­რი­ტა მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ვგრძნობ­დი, როცა ვუ­ყუ­რებ­დი.

სა­ერ­თოდ, ში­ნა­გა­ნად უკომ­პლექ­სო პი­როვ­ნე­ბა ვარ, მაგ­რამ რა­ღაც ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ, აი, ასე­თი ლა­მა­ზი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გოგო მიყ­ვარ­და. იმე­დიც არ მქო­ნია მა­ინ­ცდა­მა­ინც და არც კი მჯე­რო­და, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახ­დე­ბო­და. მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მა­საც გა­უჩ­ნდა მერე გარ­კვე­უ­ლი გრძნო­ბა ჩემ მი­მართ...

ვერ გე­ტყვთ, ლიკა რითი მოვ­ხიბ­ლე, თა­ნაც, სა­კუ­თარ თავ­ზე ხო­მარ ვი­ტყვი სა­ქე­ბარ სი­ტყვებს და ტრა­ბახს ხომ არ და­ვი­წყებ, ასე­თი მა­გა­რი ბიჭი ვარ-მეთ­ქი?!

ვი­ტყო­დი, რომ ლიკა კი არ გან­სხვავ­დე­ბა მა­რი­ტას­გან, რა­ღა­ცით ჰგვა­ნან კი­დეც ერ­თმა­ნეთს. რა­ღაც სა­ერ­თოა მათ ხა­სი­ათ­ში. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ლი­კაც ისე­თი­ვე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია, რო­გო­რიც მა­რი­ტა, ისე­თი­ვე თბი­ლი და სა­თუ­თი.

არა მგო­ნია, ოჯახს რა­ი­მე­ში ხელი შე­ე­შა­ლა ლი­კას­თვის. პი­რი­ქით, როცა ჩვე­ნი შვი­ლი და­ი­ბა­და, მა­ში­ნაც და­დი­ო­და გა­და­ღე­ბებ­ზე... ლი­კას ჩემი მხრი­დან შე­ზღუდ­ვა არ ჰქო­ნია, თუმ­ცა იყო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ლი­კას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა გა­და­ღე­ბე­ბის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად ჩემი და­ჟი­ნე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი­სა და მო­თხოვ­ნი­სა, ლიკა თავს მა­ინც არ ანე­ბებ­და. რო­გორც ჩანს, მას კინო ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ის პე­რი­ო­დი, ვი­ტყო­დი, რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მერე, დრო რომ გა­ვი­და, მივ­ხვდი, რომ ვცდე­ბო­დი და შემ­დგომ მო­ვუ­წო­ნე კი­დეც თა­ვი­სი რომ გა­ი­ტა­ნა...

ლი­კას ძა­ლი­ან დიდი ხნით უწევ­და წას­ვლა, ოჯა­ხის, ბავ­შვის და­ტო­ვე­ბა და ა. შ. მეც ძა­ლი­ან ბევ­რს დავ­დი­ო­დი, ამი­ტომ მა­ინც ვცდი­ლობ­დი და ვა­ი­ძუ­ლებ­დი კი­დეც თავს, ლი­კას­თვის რო­გორ­მე გა­მე­გო. ეჭ­ვი­ა­ნი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ლი­კა­ზე ოდ­ნავ ცუ­დად არც კი გა­მი­ფიქ­რე­ბია არა­სო­დეს... ლიკა ლა­მა­ზი ქა­ლია, ლა­მა­ზი ქალი კი ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცას მოს­წონს, ეს სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი რა­მაა.

ლიკა კარ­გი დედა და კარ­გი მე­უღ­ლეა. ქა­ლის­თვის ალ­ბათ ეს უმ­თავ­რე­სი რა­მაა. ბუ­ნე­ბით ძალ­ზე მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. რაც შე­ე­ხე­ბა მზა­რე­უ­ლო­ბას, აქ ცო­ტა­თი მო­ი­კოჭ­ლებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­შუ­ა­ლო მზა­რე­უ­ლია...

ეს პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ მა­წუ­ხებ­და, რად­გან ხან ლი­კას დე­დას­თან ვცხოვ­რობ­დით და ხან ჩემს მშობ­ლებ­თან. ხში­რად კი ვე­უბ­ნე­ბო­დი, მიდი, მიდი, შენც ის­წავ­ლე-მეთ­ქი, მაგ­რამ ლიკა ამ მხრივ თავს არ იწუ­ხებ­და. ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ად­გი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ იყო... ყვე­ლა­ფერს რომ თავი გა­ვა­ნე­ბოთ, მეც შე­მიძ­ლია საჭ­მლის გა­კე­თე­ბა...

ჩვე­ნი შვი­ლი, ლე­ვა­ნი, ნი­ჭი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, ვთვლი, რომ მეც და ლი­კაც სწო­რად ვზრდით. უბ­რა­ლოდ, გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩვენ უფრო მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ ლე­ვანს, ვიდ­რე ჩემი და ლი­კას მშობ­ლე­ბი იჩენ­დნენ ჩვენ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სან­დრო თაქთა­ქიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამ­ბობს, რომ მისი სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა იყო, კარ­გი დედა, მე­უღ­ლე და დი­ა­სახ­ლი­სი გამ­ხდა­რი­ყო:

"მე და სან­დროს ახ­ლობ­ლუ­რი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლიც უფრო ლაღი იყო და უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბის­გან... თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი სუ­ლაც არ მყო­ლია, თუმ­ცა ისიც შე­იძ­ლე­ბა, რომ არ ვაქ­ცევ­დი ყურ­დღე­ბას. სან­დრო­ზე იმი­ტომ შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი, რომ ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, ჭკვი­ა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყო, რა­ღა­ცით მავ­სებ­და.

ხში­რად ყო­ფი­ლა, რომ მიწ­ვე­ვა მქო­ნია, მაგ­რამ უარი მით­ქვამს იმის გამო, რომ დიდი ხნით მო­მი­წევ­და სახ­ლი­დან გას­ვლა და ვი­ცო­დი, არ გა­მიშ­ვებ­დნენ, ვთვლი, რომ ოჯა­ხი მარ­თლაც მძი­მე ჯვა­რია მსა­ხი­ო­ბის­თვის.

იყო ისე­თი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ჩემ­სა და სან­დროს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ცო­ტა­თი და­ი­ძა­ბა და არ ვი­ყა­ვი კარ­გად. სწო­რედ მა­შინ იმ­დე­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, ისე­თი მო­ზღვა­ვე­ბა ამ მიწ­ვე­ვე­ბის, რომ უკვე აღარ ვი­ცო­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­ბო­ლო­ოდ ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ერთ მიწ­ვე­ვას დავ­თან­ხმდი და არ­ჩე­ვა­ნი ოჯახ­სა და სან­დრო­ზე გა­ვა­კე­თე.

სან­დრო კარ­გი მამა და მე­უღ­ლეა, მაგ­რამ ვერ იტყვი, ოჯა­ხის კა­ცი­აო. ამ ბოლო დროს და­ი­წყო ბა­ზარ­ში სი­ა­რუ­ლი, სა­ყიდ­ლებ­ზეც და­დი­ო­და. როცა რა­მის გა­კე­თე­ბა მე­ზა­რე­ბო­და, სან­დრო აკე­თებ­და ყო­ველ­თვის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, სან­დროს საქ­მე მე გა­მი­კე­თე­ბია, ოჯახ­ში ფუნ­ქცი­ე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი არ გვქო­ნია. მე სან­დროს მი­მართ ყო­ველ­თვის ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი. სა­ერ­თოდ ბავ­შვო­ბი­დან ეჭ­ვი­ა­ნი ვარ. ეს ალ­ბათ ჩემი ბუ­ნე­ბი­და­ნა­ცაა გა­მომ­დი­ნა­რე", - ყვე­ბო­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე "სარ­კეს­თან".

შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია, ვრცლად ჟურ­ნალ "სარ­კის" ოთხშა­ბა­თის ნო­მერ­ში

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
19

ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია.ეჰ,სად ლიკა და სად ეს კაცი.დასანანია.

ნატა
10

ამას როგორგაატანეს ლიკა, 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში - "არ მჯეროდა, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა"

რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში - "არ მჯეროდა, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა"

ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი. მაშინ წყვილი ერთად ცხოვრობდა. AMBEBI.GE გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "სარკის" ინტერვიუებიდან, რომელიც სანდრო თაქთაქიშვილსა და ლიკა ქავჟარაძესთანაა ჩაწერილი:

სანდრო თაქთაქიშვილი:

- როგორც მეუღლე, ლიკას შემოქმედებას დადებითად ვაფასებ. ვთვლი, რომ მას აქვს თავისი ადგილი ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიკა განსაკუთრებით "ნატვრის ხესა" და "პეპელაში" მომწონს, "ბორბალშიც" კარგია…

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ხელოვანი არ ვარ, მის გარეშე ცხოვრება ჩემთვს მართლაც შეუძლებელი იქნებოდა. კინო და სამსახიობო ხელოვნება ჩემთვისაც ძალზე ახლობელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მამაც რეჟისორი გახლდათ. მართალია, მხატვრულ ფილმებს - არა, მაგრამ ტელეფილმებს იღებდა. ამას ისიც დავუმატეთ, რომ ოპერატორი ლომერ ახვლედიანი ჩემი ნათლიაა. ბებიაც მსახიობობდა.

ჩემს ოჯახში ყოველთვის კინოსთან დაახლოებული ადამიანები იყრიდნენ თავს. ლანა ღოღობერიძეც ჩემი ახლობელია და ხშირად ვიყავით ერთად. ლანა ბებიაჩემს იღებდა ცნობილ ფილმში "აურზაური სალხინეთში". მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ბებიას ვახლდი გადაღებებზე. ჩემი სამეგობრო წრე და ამხანაგები რეჟისორები არიან...

ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით... შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე. ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით... ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა...

დედამისი ლიკას სულ თან დაჰყვებოდა. შესაბამისად, მკაცრიც იყო. თუმცა ლიკა მაშინ პატარა იყო და ეს სიმკაცრეც ალბათ საჭირო იყო. მერე, როცა გაიზარდა, გამოვიდა დედის კალთიდან და რაღაცნაირად ვახერხებდით შეხვედრას, თუმცა არც არავინ გვიშლიდა...

"ნატვრის ხის" შემდეგ მარიტა ბევრს უყვარდა. მარიტა მეც ძალიან მიყვარდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი.

საერთოდ, შინაგანად უკომპლექსო პიროვნება ვარ, მაგრამ რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ, აი, ასეთი ლამაზი და პოპულარული გოგო მიყვარდა. იმედიც არ მქონია მაინცდამაინც და არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მასაც გაუჩნდა მერე გარკვეული გრძნობა ჩემ მიმართ...

ვერ გეტყვთ, ლიკა რითი მოვხიბლე, თანაც, საკუთარ თავზე ხომარ ვიტყვი საქებარ სიტყვებს და ტრაბახს ხომ არ დავიწყებ, ასეთი მაგარი ბიჭი ვარ-მეთქი?!

ვიტყოდი, რომ ლიკა კი არ განსხვავდება მარიტასგან, რაღაცით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. რაღაც საერთოა მათ ხასიათში. ურთიერთობებში ლიკაც ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც მარიტა, ისეთივე თბილი და სათუთი.

არა მგონია, ოჯახს რაიმეში ხელი შეეშალა ლიკასთვის. პირიქით, როცა ჩვენი შვილი დაიბადა, მაშინაც დადიოდა გადაღებებზე... ლიკას ჩემი მხრიდან შეზღუდვა არ ჰქონია, თუმცა იყო გარკვეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ლიკას ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინა გადაღებებისთვის.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული სურვილისა და მოთხოვნისა, ლიკა თავს მაინც არ ანებებდა. როგორც ჩანს, მას კინო ძალიან უყვარდა. ის პერიოდი, ვიტყოდი, რაღაც გაურკვეველ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ მერე, დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ვცდებოდი და შემდგომ მოვუწონე კიდეც თავისი რომ გაიტანა...

ლიკას ძალიან დიდი ხნით უწევდა წასვლა, ოჯახის, ბავშვის დატოვება და ა. შ. მეც ძალიან ბევრს დავდიოდი, ამიტომ მაინც ვცდილობდი და ვაიძულებდი კიდეც თავს, ლიკასთვის როგორმე გამეგო. ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, ლიკაზე ოდნავ ცუდად არც კი გამიფიქრებია არასოდეს... ლიკა ლამაზი ქალია, ლამაზი ქალი კი ყოველთვის ვიღაცას მოსწონს, ეს სავსებით ბუნებრივი რამაა.

ლიკა კარგი დედა და კარგი მეუღლეა. ქალისთვის ალბათ ეს უმთავრესი რამაა. ბუნებით ძალზე მოსიყვარულეა. რაც შეეხება მზარეულობას, აქ ცოტათი მოიკოჭლებს. შეიძლება ითქვას, საშუალო მზარეულია...

ეს პრობლემა ნამდვილად არ მაწუხებდა, რადგან ხან ლიკას დედასთან ვცხოვრობდით და ხან ჩემს მშობლებთან. ხშირად კი ვეუბნებოდი, მიდი, მიდი, შენც ისწავლე-მეთქი, მაგრამ ლიკა ამ მხრივ თავს არ იწუხებდა. ბოლოს მივხვდი, რომ ლიკა ქავჟარაძის ადგილი სამზარეულოში არ იყო... ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მეც შემიძლია საჭმლის გაკეთება...

ჩვენი შვილი, ლევანი, ნიჭიერი პიროვნებაა, ვთვლი, რომ მეც და ლიკაც სწორად ვზრდით. უბრალოდ, განსხვავება ისაა, რომ შეიძლება ჩვენ უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ლევანს, ვიდრე ჩემი და ლიკას მშობლები იჩენდნენ ჩვენთან დამოკიდებულებაში.

ამავე ინტერვიუში ლიკა ქავჟარაძე სანდრო თაქთაქიშვილთან ურთიერთობასა და თავის ცხოვრებაზე საუბრობს. ამბობს, რომ მისი სანუკვარი ოცნება იყო, კარგი დედა, მეუღლე და დიასახლისი გამხდარიყო:

"მე და სანდროს ახლობლური და თბილი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი სიყვარულიც უფრო ლაღი იყო და უფრო თავისუფალი ფორმალური რაღაცებისგან... თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი თაყვანისმცემელი სულაც არ მყოლია, თუმცა ისიც შეიძლება, რომ არ ვაქცევდი ყურდღებას. სანდროზე იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ ალბათ ყველაზე უფრო ყურადღებიანი, ჭკვიანი და განათლებული იყო, რაღაცით მავსებდა.

ხშირად ყოფილა, რომ მიწვევა მქონია, მაგრამ უარი მითქვამს იმის გამო, რომ დიდი ხნით მომიწევდა სახლიდან გასვლა და ვიცოდი, არ გამიშვებდნენ, ვთვლი, რომ ოჯახი მართლაც მძიმე ჯვარია მსახიობისთვის.

იყო ისეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემსა და სანდროს შორის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა და არ ვიყავი კარგად. სწორედ მაშინ იმდენი შემოთავაზება იყო, ისეთი მოზღვავება ამ მიწვევების, რომ უკვე აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ არც ერთ მიწვევას დავთანხმდი და არჩევანი ოჯახსა და სანდროზე გავაკეთე.

სანდრო კარგი მამა და მეუღლეა, მაგრამ ვერ იტყვი, ოჯახის კაციაო. ამ ბოლო დროს დაიწყო ბაზარში სიარული, საყიდლებზეც დადიოდა. როცა რამის გაკეთება მეზარებოდა, სანდრო აკეთებდა ყოველთვის. ყოფილა შემთხვევა, სანდროს საქმე მე გამიკეთებია, ოჯახში ფუნქციები კატეგორიულად გადანაწილებული არ გვქონია. მე სანდროს მიმართ ყოველთვის ვეჭვიანობდი. საერთოდ ბავშვობიდან ეჭვიანი ვარ. ეს ალბათ ჩემი ბუნებიდანაცაა გამომდინარე", - ყვებოდა ლიკა ქავჟარაძე "სარკესთან".

შემოკლებული ვერსია, ვრცლად ჟურნალ "სარკის" ოთხშაბათის ნომერში