ქართველი ირინა შეიკი - ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ. წყვილმა ქორწილი ბათუმში გადაიხადა. გასული წლის მის საქართველომ კი ქორწლის დეტალებზე და თუ როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე ექსკლუზიურად "რეიტინგთან" ისაუბრა.
- ვიქტორია პირველ რიგში გილოცავ, ვინ არის შენი მეუღლე?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი მეუღლე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- პირველად მან "მის საქართველოს" კონკურსზე მნახა. შემდეგ "after party-ზეც" მოვიდა, თუმცა საჭიროდ არ ჩათვლა ჩემთან მოსულიყო გასაცნობად და უკან გაბრუნდა. შემდეგ facebook-ზე მომილოცა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით - მისი არც გვარი ვიცოდი, არც ვიზუალურად მყავდა ნანახი, რადგან დაფარული account-ი ჰქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგადად უცხო ადამიანებს არ ვპასუხობ, მითუმეტეს, ვისაც არც სურათი უდევს, არც სახელი უწერია, თუმცა გამონაკლისი დავუშვი. საბედნიეროდ, 8 თვის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და იქიდან ერთი წლის თავზე დავქორწინდით.