პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფესტივალი ღვინის სამშობლოში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
ფესტივალი ღვინის სამშობლოში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ქარ­თუ­ლი ღვი­ნო რომ ის­ტო­რი­ით ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია ევ­რო­პა­ში, დღეს უკვე არა­ვინ და­ვობს - გორ­ში, შუ­ლა­ვე­რის გა­თხრე­ბი­სას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობს და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბულ ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ტე­რი­ტო­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს თი­ხის ნა­კე­თო­ბა­თა ნამ­ტვრე­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თაც წი­თე­ლი ფე­რის ნა­ლე­ქი ჰქონ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღვი­ნის კვა­ლი - ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნილ ნა­სახ­ლა­რებს რვა ათა­სი წლის ის­ტო­რი­ას მი­ა­წე­რენ. სწო­რედ აქაა ნა­პოვ­ნი ვა­ზის ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც კავ­კა­სი­ის ამ ნა­წილ­ში უხ­ვად იზ­რდე­ბა. აქვე მი­აგ­ნეს უძ­ვე­ლე­სი ვა­ზის წიპ­წებ­საც (6 ცალი), რომ­ლე­ბიც მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი ვა­ზი­სას ჰგავს. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბა. თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია ამა­ვე და­სახ­ლე­ბის თი­ხის ნა­კე­თო­ბა­თა დე­ტა­ლე­ბი. კომ­პი­უ­ტე­რულ­მა რე­კონ­სტრუქ­ცი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს იყო ბრტყე­ლი ფსკე­რი­სა და ვიწ­რო ყე­ლის მქო­ნე ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც 5 ლიტ­რამ­დე სი­თხეს იტევს - სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი ქარ­თვე­ლებს გვაძ­ლევს ამ­ბი­ცი­ის სა­ფუძ­ველს სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის სამ­შბო­ლოდ წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. რაც მთა­ვა­რია, ამ მო­საზ­რე­ბას ცალ­სა­ხად ემ­ხრო­ბი­ან ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც. წარ­სულს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, დღემ­დე ტუ­რის­ტე­ბი თუ უბარ­ლოდ დე­გუს­ტა­ტო­რე­ბი, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მი­მართ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ - სწო­რედ ესაა მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ ჩა­მო­დის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ტუ­რის­ტი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე.

ვი­საც ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მისი ის­ტო­რი­ის უკეთ გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, ღვი­ნის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი 15 ოქ­ტომ­ბერს გრან­დი­ო­ზუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან - "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" შარ­დე­ნის მო­ე­დან­ზე, 12:00-დან 19:00 სა­ა­თამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და დიდი მეღ­ვი­ნე­ე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს სა­კუ­თარ ღვი­ნო­ებს წა­რუდ­გე­ნენ და ერ­თმა­ნეთს სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა­ში შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან. გა­მო­ფე­ნა­ზე 40-მდე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა- გა­ყიდ­ვა იგეგ­მე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბით. უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ყვე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი პური, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მუ­სი­კა - ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რაც ფეს­ტი­ვალ­ზე დაგ­ხვდე­ბათ და რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

ფესტივალი ღვინის სამშობლოში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ფესტივალი ღვინის სამშობლოში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ქართული ღვინო რომ ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, დღეს უკვე არავინ დავობს - გორში, შულავერის გათხრებისას, რომელიც თბილისის სამხრეთით მდებარეობს და სამხრეთ კავკასიაში ადამიანებით დასახლებულ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიად მიიჩნევა, არქეოლოგიური სამუშაოების დროს თიხის ნაკეთობათა ნამტვრევები აღმოჩნდა, რომელთაც წითელი ფერის ნალექი ჰქონდა, სავარაუდოდ, ღვინის კვალი - ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნასახლარებს რვა ათასი წლის ისტორიას მიაწერენ. სწორედ აქაა ნაპოვნი ვაზის ორგანული ნარჩენებიც, რომლებიც კავკასიის ამ ნაწილში უხვად იზრდება. აქვე მიაგნეს უძველესი ვაზის წიპწებსაც (6 ცალი), რომლებიც მოშინაურებული ვაზისას ჰგავს. ისინი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოლექციაში ინახება. თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ამავე დასახლების თიხის ნაკეთობათა დეტალები. კომპიუტერულმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ეს იყო ბრტყელი ფსკერისა და ვიწრო ყელის მქონე ჭურჭელი, რომელიც 5 ლიტრამდე სითხეს იტევს - სწორედ ეს გარემოებები ქართველებს გვაძლევს ამბიციის საფუძველს საქართველოს ღვინის სამშბოლოდ წარმოვაჩინოთ. რაც მთავარია, ამ მოსაზრებას ცალსახად ემხრობიან ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც. წარსულს რომ თავი დავანებოთ, დღემდე ტურისტები თუ უბარლოდ დეგუსტატორები, ქართული ღვინის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ - სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩამოდის რეკორდული რაოდენობის ტურისტი ღვინის ფესტივალებზე.

ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს, ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები 15 ოქტომბერს გრანდიოზული ფესტივალისთვის ემზადებიან - „ქართული ღვინის ფესტივალი“ შარდენის მოედანზე, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა- გაყიდვა იგეგმება. ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება