პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილმმა რომელმაც ქართველების კრიტიკა დაიმსახურა, ანჯელინა ჯოლი აღაფრთოვანა
ფილმმა რომელმაც ქართველების კრიტიკა დაიმსახურა, ანჯელინა ჯოლი აღაფრთოვანა

რე­ჟი­სორ რე­ზი­კო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ფილ­მი "მძევ­ლე­ბი" მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე სულ უფრო დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს.

ფილ­მი ე.წ. "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" ის­ტო­რი­ა­ზეა შექ­მნი­ლი, მარ­თა­ლია კი­ნო­სუ­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს, სა­მა­გი­ე­როდ მსოფ­ლიო ტაშს უკ­რავს. უფრო მე­ტიც, ფილ­მი პო­პუ­ლა­რულ­მა ამე­რი­კულ­მა არ­ხმა НВО-მ შე­ი­ძი­ნა.

"მძევ­ლე­ბის" ჩვე­ნე­ბა ამ­ჯე­რად "ტე­ლუ­რი­დის" კინო-ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა, სა­დაც სა­კუ­თა­რი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­მაც წარ­მო­ად­გი­ნა. ზღვის დო­ნი­დან 2 667 კი­ლო­მეტრზე რი­გით 44-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­წყო. აქ იკ­რი­ბე­ბი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, პრო­დუ­სე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ლო­რა­დოს მთებ­ში იზო­ლი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის სივ­რცე­ში "ოს­კა­რის" მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპს გა­დი­ან.

"ტე­ლუ­რი­დი" არ არის ისე­თი პომ­პე­ზუ­რი, რო­გო­რიც ვე­ნე­ცი­ის, ტო­რონ­ტოს, ან ნიუ-იორ­კის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, მაგ­რამ ის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლია. წელს კი მის მთა­ვარ პროგ­რა­მა­ში რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი "მძევ­ლე­ბით" ისე­თი რე­ჟი­სო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლა, ალექ­სან­დერ პე­ი­ნი, ანი­ეს ვარ­და, აკი კა­უ­რის­მა­კი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და სხვე­ბი.

გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით "ის ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბაა". გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე შეხ­ვდა გარი ოლდმენს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "მძევ­ლე­ბი" სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში - რო­დი­დან შეძ­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ფილ­მის ნახ­ვას

ფილმმა რომელმაც ქართველების კრიტიკა დაიმსახურა, ანჯელინა ჯოლი აღაფრთოვანა

ფილმმა რომელმაც ქართველების კრიტიკა დაიმსახურა, ანჯელინა ჯოლი აღაფრთოვანა

რეჟისორ რეზიკო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები" მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე სულ უფრო დიდი მოწონებით სარგებლობს.

ფილმი ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორიაზეა შექმნილი, მართალია კინოსურათი საქართველოში მკაცრად გააკრიტიკეს, სამაგიეროდ მსოფლიო ტაშს უკრავს. უფრო მეტიც, ფილმი პოპულარულმა ამერიკულმა არხმა НВО-მ შეიძინა.

"მძევლების" ჩვენება ამჯერად "ტელურიდის" კინო-ფესტივალზე შედგა, სადაც საკუთარი პირველი ნამუშევარი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმაც წარმოადგინა. ზღვის დონიდან 2 667 კილომეტრზე რიგით 44-ე კინოფესტივალი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აქ იკრიბებიან ვარსკვლავები, რეჟისორები, პროდუსერები, რომლებიც კოლორადოს მთებში იზოლირებული ქალაქის სივრცეში "ოსკარის" მოსამზადებელ ეტაპს გადიან.

"ტელურიდი" არ არის ისეთი პომპეზური, როგორიც ვენეციის, ტორონტოს, ან ნიუ-იორკის ფესტივალები, მაგრამ ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფესტივალია. წელს კი მის მთავარ პროგრამაში რეზო გიგინეიშვილი "მძევლებით" ისეთი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი, როგორებიც არიან ფრენსის ფორდ კოპოლა, ალექსანდერ პეინი, ანიეს ვარდა, აკი კაურისმაკი, ანჯელინა ჯოლი და სხვები.

გიგინეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ანჯელინა ჯოლისთან შეხვედრის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით "ის ნამდვილი საოცრებაა". გიგინეიშვილი ფესტივალზე ასევე შეხვდა გარი ოლდმენს.

წაიკითხეთ ასევე: "მძევლები" საქართველოს კინოთეატრებში - როდიდან შეძლებს მაყურებელი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ფილმის ნახვას

"ქეთი როგორია ბებიობა, მედიკომ ისეთი ლამაზიაო..." - რას საყვედურობენ სოფო ნიჟარაძის დედას, რომელიც ამერიკაში შვილიშვილს ზრდის

მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი Dolce & Gabbana-ს გადაღებებიდან უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

ანიტა რაჭველიშვილის რომანტიკული არდადეგები იტალიაში - ფოტოები ამალფის სანაპიროდან