ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნიუ-იორკში Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალურ ტურს გამოეთიშა. ამის შესახებ მოდელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთის, მინდა იცოდეთ, რომ მართლა ძალიან ვაფასებ.
სამწუხაროდ, წელს უარყოფითი პასუხი მივიღე, თუმცა ამასთან ერთად დიდი გამოცდილებაც. წლევანდელი წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ შემდეგ წელს დავნებდები, პირიქით, მეტი შემართებით გავალ და ამ წელს მაქსიმალურად გამოვიყენებ მოსამზადებლად", - წერს მოდელი.
"ფეისბუქ-გვერდი" FashionHolics Online თაკოს დედის, ნინო ცქიტიშვილის პოსტს აქვეყნებს:
შეგახსენებთ, საცვლების ცნობილი ბრენდის გუნდს 300 მოდელიდან რჩეული 16 ფინალისტი უნდა გამოევლინათ, რომლებსაც პატივი ექნებათ Victoria's Secret-ის 2017 წლის გრანდიოზულ შოუში მიიღონ მონაწილეობა. შთამბეჭდავი ფეშენ შოუ სავარაუდოდ ზამთარში, შანხაიში გაიმართება.
ნახეთ ასევე: თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალზე - როგორ გამოიყურებოდა მოდელი