პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

20

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 16:51-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, ყოველდღიურებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მზია სახლში იყო, კედლებიც კი იცინოდა"..." - "სიცილის დედოფლის" ღიმილიანი და ტრაგიკული ცხოვრება
"როცა მზია სახლში იყო, კედლებიც კი იცინოდა"..." - "სიცილის დედოფლის" ღიმილიანი და ტრაგიკული ცხოვრება

8 წელი გა­დის, რაც იუ­მო­რის­ტი მზია კვი­რი­კაშ­ვი­ლი აღარ არის... ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თია, ვი­საც ქარ­თვე­ლებ­მა "სი­ცი­ლის დე­დოფ­ლის" წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს...

სი­ცო­ცხლით სავ­სე, ნი­ჭი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი და ენაკ­ვი­მა­ტი ქალ­ბა­ტო­ნი, მარ­თა­ლია ქარ­თვე­ლი იუ­მო­რის­ტე­ბის რიგს უდ­რო­ოდ გა­მო­აკ­ლდა, თუმ­ცა მისი და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია...

AMBEBI.GE-სთან ქალ­ბა­ტონ მზი­ას მისი და, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ვი­ო­ლა კვი­რი­კაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს:

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მზია თა­ვი­დან­ვე სცე­ნის­კენ იყო მიდ­რე­კი­ლი, სცე­ნუ­რი გახ­ლდათ. მე სცე­ნის­კენ არა­ნა­ი­რი ლტოლ­ვა არ მქონ­და, ვი­ჯე­ქი და ვხა­ტავ­დი. მგო­ნი, ჩვენ­ზეა ნათ­ქვა­მი - "ერთი ხი­დან ბა­რიც გა­მო­ვა და ნი­ჩა­ბი­ცო". დედა ამ­ბობ­და: თქვე­ნი შერ­წყმა და მერე გა­ყო­ფა რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს, ორი ნორ­მა­ლუ­რი შვი­ლის დედა ვიქ­ნე­ბო­დიო... მზია თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი იყო, სულ მღე­რო­და, იცი­ნო­და, ან­ცობ­და და ჩვენ­გა­ნაც იმა­ვეს მი­თხოვ­და... რად­გა­ნაც მამა სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი იყო, მშვე­ნი­ე­რი პლას­ტი­კა და იმი­ტა­ცი­ის უნა­რი ჰქონ­და, ეს უნა­რე­ბი მზი­ას მა­მის­გან გად­მო­ე­ცა, თუმ­ცა იუ­მო­რის გრძნო­ბით და მუ­სი­კა­ლუ­რო­ბით დე­დის მხა­რეც გა­მო­ირ­ჩე­ო­და...

ცელ­ქი და ცო­ცხა­ლი მზია რო­დე­საც სახ­ლში იყო (რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბა­ში, ისე დი­დო­ბი­სას) კედ­ლე­ბიც კი "იცი­ნო­და"... ტა­ბუ­რე­ტის გად­მობ­რუ­ნე­ბა უყ­ვარ­და, დე­დის ტან­საც­მელს ჩა­იც­ვამ­და, მძი­ვე­ბის აის­ხამ­და, გა­მო­იპ­რან­ჭე­ბო­და და თით­ქოს სცე­ნა­ზე იყო... ხან­და­ხან პირ­და­პირ ტა­ბუ­რეტ­ზე შეხ­ტე­ბო­და, ან თოკს გა­ა­ბამ­და, მას­ზე რა­ღა­ცას ჩა­მო­ა­ფა­რებ­და და ვი­ღა­ცას აცხა­დე­ბი­ნებ­და, - თქვენ წი­ნა­შე გა­მო­ვა მზია კვი­რი­კაშ­ვი­ლი, მოკ­ლედ, გა­აჩ­ნია, რას წარ­მო­ად­გენ­და. მღე­რო­და, სა­ბავ­შვო ბაღ­ში ნას­წავლ ლექ­სებს ამ­ბობ­და... მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, "მა­ნი­კუ­რის დე­ი­და" გა­მო­სუ­ლი­ყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეც­ვა­ლა ოც­ნე­ბა და "ლიფ­ტის დე­ი­დო­ბა" უნ­დო­და...

- გა­ნათ­ლე­ბით ვინ იყო?

- მუ­სი­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­მი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქუ­თა­ის­შიც სწავ­ლობ­და და თბი­ლის­შიც. დედა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის­თვის ამ­ზა­დებ­და, რად­გან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და. რამ­დენ­ჯერ­მე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რებ­მაც მო­უს­მი­ნეს და დიდი მო­მა­ვა­ლი უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის­გან მა­ლუ­ლად, სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რა. იმის გამო, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და, მე­ო­რე კურ­სზე დას­ვეს. დე­დამ რომ გა­ი­გო, ცხა­დია, არ ესი­ა­მოვ­ნა... მერე ერთ-ერ­თმა ლექ­ტორ­მა, გა­ი­ოზ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა მას იუ­მო­რის გრძნო­ბა შე­ნიშ­ნა. ამ ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ე­თო, - უთ­ქვამს... მზი­ამ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ხა­ლი­სო სკეტ­ჩი - "წაღ­ვე­რი და თბი­ლი­სი" შექ­მნა და ეს იყო მისი პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, რი­თაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ი­ხიბ­ლა. მიხ­ვდნენ, რომ მარ­თლაც აღ­მო­ჩე­ნა იყო. მერე ის ნო­მე­რი ყველ­გან დაჰ­ქონ­და (მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყო ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, პლას­ტი­კა, იუ­მო­რი), რა­მაც სა­ხე­ლი გა­უთ­ქვა...

- რო­გო­რი და იყო?

- გი­თხა­რით, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბით, რო­გორც პე­და­გო­გი, სა­ბო­ლო­ოდ ისე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, ამი­ტომ ზაბ­ლო­ნა მას­წავ­ლე­ბელს მე­ძახ­და. სულ რა­ღა­ცას ვა­რი­გებ­დი, ვე­უბ­ნე­ბო­დი, სულ ვკინ­კლა­ობ­დით, ორი სხვა­დას­ხვა პო­ლუ­სი ვი­ყა­ვით, თუმ­ცა კარ­გი დობა გვქონ­და. მისი დიტო ნა­ხევ­რად ჩემი გაზ­რდი­ლია. მზია თით­ქმის მუდ­მი­ვად გას­ტრო­ლებ­სა და გა­და­ღე­ბებ­ზე იყო. ამი­ტომ ბავ­შვი ჩემ­თან და დე­და­ჩემ­თან იზ­რდე­ბო­და. დიტო მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლია.

ამას­თან, და­კავ­ში­რე­ბით ერთი სა­სა­ცი­ლო ეპი­ზო­დიც მაქვს. ერთხელ მზი­ამ, ნა­თე­სა­ვის ხე­ლით, წე­რი­ლი მოგ­ვწე­რა: "ცუ­დად ვარ და ვერ გა­მოვ­დი­ვარ. აგერ თქვე­ნი შვი­ლო­ბი­ლი (ბავ­შვს გვიგ­ზავ­ნი­და), რაც გინ­დათ, ის უყა­ვით. გინ­და, ცირ­კში წა­იყ­ვა­ნეთ, გინ­და - ფან­ტო­მას­თან, მე ვერ ვარ კარ­გად. თუ ჩემ­მა ქმარ­მა უკ­ვდა­ვე­ბის წყა­ლი შე­მას­ვა და გა­მოვმჯო­ბინ­დი, მეც გა­მო­ვალ, ხოლო თუ სუ­ლის გა­ცხო­მის­კენ წა­ვი­და საქ­მე, გი­ტო­ვებთ ან­დერძს: ჩემი შვი­ლი დი­მიტ­რი კა­ცი­აშ­ვი­ლი, გა­ზარ­დოს ჩემ­მა დე­დამ და დამ, ვინც ამ ან­დერ­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს, მომ­წე­ვია უკან!" - ასეთ უბ­რა­ლო წა­ჯღაბ­ნილ­შიც კი სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი იყო...

- მის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ის გამო, ხალ­ხმა ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა... ამი­ტო­მაც უწო­დეს "სი­ცი­ლის დე­დო­ფა­ლი". ასე­თი წო­დე­ბა არა­ვის რგე­ბია...

- ეს დიდი სი­ა­მა­ყეა და სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი იყო, მაგ­რამ ამის მო­პო­ვე­ბა დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ჩვენც (ოჯახს - მე, დე­დას) შეგ­ვე­ხო... მისი გა­ქა­ნე­ბის ადა­მი­ანს კი­დევ არ ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შე­წყო­ბა, რო­გო­რიც სჭირ­დე­ბო­და. ამას ახლა, წლე­ბის შემ­დეგ უფრო ვაც­ნო­ბი­ე­რებ... მოკ­ლედ, კბი­ლე­ბით გა­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ფე­რი, ხომ გი­თხა­რით, ოჯახს არ უნ­დო­და მისი ესტრა­დის მსა­ხი­ო­ბო­ბა, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის­თვის ამ­ზა­დებ­დნენ, მაგ­რამ ნიჭ­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა, ალ­ბათ, ასეც ჯობ­და. თა­ვის ამ­პლუა და ად­გი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვად მო­ნა­ხა...

- რო­გოც ვიცი, მისი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა იოლი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით იყო სავ­სე, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ვე­რას­დროს გრძნობ­და...

- ყვე­ლა დიდ ხე­ლო­ვანს ცხოვ­რე­ბა­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ხვდე­ბა, არა­ვის აქვს ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა, მაგ­რამ მზი­ას მეტი შეხ­ვდა, რა­საც ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა... თუმ­ცა სა­ნამ ბა­ტონ ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­თან, "ლო­მის­ში" არ მოხ­ვდა (როცა "იუ­მო­რი­ნა" ჩა­მო­ყა­ლიბ­და) მა­ნამ­დე მისი პრო­ფე­სი­უ­ლი სრულ­ყო­ფა არ მოხ­და. ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლი მზი­ას სწორ გზა­ზე დამ­ყე­ნებ­ლად იქცა, მისი ხარ­ვე­ზე­ბი გა­ა­შა­ლა­ში­ნა, დახ­ვე­წა. თვი­თონ მზია ამ­ბობ­და: "ამ ადა­მი­ან­თან სი­ახ­ლო­ვე ჩემ­თვის დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მივ­ხვდი, კი­დევ რამ­დე­ნი რა­მის სწავ­ლა მჭირ­დე­ბა". მა­ნამ­დე, ხომ ვამ­ბობ, სულ ჯა­ხი­რით მო­დი­ო­და: თვი­თონ იყო სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, არ­ტის­ტი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

ბევ­რი რამ აკ­ლდა, მაგ­რამ თავი ნი­ჭით გაჰ­ქონ­და... სა­ერ­თოდ, ბა­ტონ ჯე­მალს დიდი უნა­რი აქვს, ნი­ჭი­ე­რე­ბი და­ა­ფა­სოს და გზა და­უ­ლო­ცოს. "ლო­მი­სი" მზი­ას დღე­საც ხში­რად დიდი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს. ყვე­ლას თა­ვი­სი მზია ჰყავს. დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბა­ტონ ჯე­მალს...

თუმ­ცა, უნდა ვთქვა, რომ თა­ვი­დან, სცე­ნა­ზე მისი დამ­ლოც­ვე­ლი დიდი მსა­ხი­ო­ბი ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ. სცე­ნა­ზე ახა­ლი ფე­ხად­გმუ­ლი იყო, ახა­ლი გა­თხო­ვი­ლიც, პა­ტა­რა ბავ­შვი ჰყავ­და და გორკში სა­კავ­ში­რო იუ­მო­რის­ტთა კონ­კურ­სზე სულ ძა­ლით გა­აგ­დეს და უზარ­მა­ზა­რი რუ­სუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი ნომ­რე­ბით წარ­დგა. 170 მო­ნა­წი­ლი­დან სა­მე­ულ­ში გა­ვი­და. ქარ­თუ­ლად კი­თხუ­ლობ­და და დარ­ბა­ზი სი­ცი­ლის­გან იწვა, - ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­გე­ბი­ნა... იქი­დან რომ დაბ­რუნ­და, აქ მთავ­რო­ბა­ში აქეს, ადი­დეს და ხელ­ფა­სი ერთი მა­ნე­თით გა­უ­ზარ­დეს...

- ...სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა... რო­გო­რი იყო ამ ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მას­თან პი­რის­პირ?

- მზია, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი, ამე­რი­კა­ში მა­ტე­რი­ა­ლურ­მა სი­დუ­ხ­ჭი­რემ წა­იყ­ვა­ნა. იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და. თან, იქი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო და იმე­დი ჰქონ­და, მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ასე მო­უვ­ლი­და. ბევ­რი კონ­ცერ­ტი იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ ად­გილ­ზე რომ ჩა­ვი­და, გეგ­მე­ბი ჩა­ე­შა­ლა...

რო­გორც ჩანს, ამის გამო დიდი სტრე­სი მი­ი­ღო, რად­გა­ნაც აქე­დან ვა­ლე­ბით წა­ვი­და. ცუ­დად რომ იყო, ოჯახს გვიფრ­თხილ­დე­ბო­და, არ გვა­გე­ბი­ნებ­და, არა­და, მის მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს ყვე­ლას სცოდ­ნია ყვე­ლა­ფე­რი. მათ თურ­მე ურე­კავ­და და სთხოვ­და, ჩემს დას და შვილს არა­ფე­რი უთხრა­თო - ხალ­ხს ან­დერძს უტო­ვებ­და...

რო­დე­საც ამე­რი­კი­დან დაბ­რუნ­და და აე­რო­პორ­ტში ეტ­ლში მჯდო­მი მზია და­ვი­ნა­ხე, მა­შინ აღ­ვიქ­ვი, რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შეც იყო და ზო­გა­დად რაში იყო საქ­მე... უამ­რა­ვი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით დახ­ვდა...

- ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე აწუ­ხებ­და რამე?

- აქე­დან გუ­ლის ავად­მყო­ფო­ბით წა­ვი­და. სტენ­ტი ჰქონ­და ჩად­გმუ­ლი. მისი წას­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, მე­ში­ნო­და, ამ­ხე­ლა გზას რო­გორ გა­და­ი­ტანს-მეთ­ქი. სიმ­სივ­ნე არ ჰქო­ნია. ადა­მი­ა­ნი დე­კემ­ბრის ბო­ლოს წა­ვი­და და ივ­ლის­ში უკვე აღარ იყო... მძი­მე დი­აგ­ნო­ზი ამე­რი­კა­ში და­უს­ვეს და მა­შინ­ვე უთხრეს, რაც სჭირ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­აგ­ნო­ზი იცო­და, აქ მა­ინც დიდი იმე­დე­ბით ჩა­მო­ვი­და. ხომ იცით, "წყალ­წა­რე­ბუ­ლი ხავსს ეჭი­დე­ბო­დაო". გვე­გო­ნა, თურ­ქეთ­ში წა­ვიყ­ვან­დით, მაგ­რამ აქა­ურ­მა ექი­მებ­მა ხელი ჩა­იქ­ნი­ეს, ოღონდ, მზი­ას არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ... თა­ვად სიკ­ვდილ­ზე არ ლა­პა­რა­კობ­და, მხო­ლოდ ამ­ბობ­და, რომ სიკ­ვდი­ლი სი­ცი­ლით უნდა დავ­ჯაბ­ნოო...

- რო­გორ გა­დის ცხოვ­რე­ბა მის გა­რე­შე?

- "ლო­მი­სე­ლე­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვით, მზი­ას მე­მო­რი­ა­ლი გახ­სნეს, მის სახლზე აბ­რაც გა­კეთ­და... ძა­ლი­ან გვაკ­ლია, უმი­სო­ბას ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობთ... რა გი­თხრათ მეტი, - მისი და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?

"როცა მზია სახლში იყო, კედლებიც კი იცინოდა"..." - "სიცილის დედოფლის" ღიმილიანი და ტრაგიკული ცხოვრება

"როცა მზია სახლში იყო, კედლებიც კი იცინოდა"..." - "სიცილის დედოფლის" ღიმილიანი და ტრაგიკული ცხოვრება

8 წელი გადის, რაც იუმორისტი მზია კვირიკაშვილი აღარ არის... ის საქართველოში ერთადერთია, ვისაც ქართველებმა "სიცილის დედოფლის" წოდება მიანიჭეს...

სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი, მხიარული და ენაკვიმატი ქალბატონი, მართალია ქართველი იუმორისტების რიგს უდროოდ გამოაკლდა, თუმცა მისი დავიწყება შეუძლებელია...

AMBEBI.GE-სთან ქალბატონ მზიას მისი და, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიოლა კვირიკაშვილი იხსენებს:

- ბავშვობიდან ძალიან განსხვავებულები ვიყავით. მზია თავიდანვე სცენისკენ იყო მიდრეკილი, სცენური გახლდათ. მე სცენისკენ არანაირი ლტოლვა არ მქონდა, ვიჯექი და ვხატავდი. მგონი, ჩვენზეა ნათქვამი - "ერთი ხიდან ბარიც გამოვა და ნიჩაბიცო". დედა ამბობდა: თქვენი შერწყმა და მერე გაყოფა რომ შეიძლებოდეს, ორი ნორმალური შვილის დედა ვიქნებოდიო... მზია თავიდანვე ძალიან მხიარული იყო, სულ მღეროდა, იცინოდა, ანცობდა და ჩვენგანაც იმავეს მითხოვდა... რადგანაც მამა საოცრად ნიჭიერი იყო, მშვენიერი პლასტიკა და იმიტაციის უნარი ჰქონდა, ეს უნარები მზიას მამისგან გადმოეცა, თუმცა იუმორის გრძნობით და მუსიკალურობით დედის მხარეც გამოირჩეოდა...

ცელქი და ცოცხალი მზია როდესაც სახლში იყო (როგორც პატარაობაში, ისე დიდობისას) კედლებიც კი "იცინოდა"... ტაბურეტის გადმობრუნება უყვარდა, დედის ტანსაცმელს ჩაიცვამდა, მძივების აისხამდა, გამოიპრანჭებოდა და თითქოს სცენაზე იყო... ხანდახან პირდაპირ ტაბურეტზე შეხტებოდა, ან თოკს გააბამდა, მასზე რაღაცას ჩამოაფარებდა და ვიღაცას აცხადებინებდა, - თქვენ წინაშე გამოვა მზია კვირიკაშვილი, მოკლედ, გააჩნია, რას წარმოადგენდა. მღეროდა, საბავშვო ბაღში ნასწავლ ლექსებს ამბობდა... მისი ბავშვობის ოცნება იყო, "მანიკურის დეიდა" გამოსულიყო, მოგვიანებით შეცვალა ოცნება და "ლიფტის დეიდობა" უნდოდა...

- განათლებით ვინ იყო?

- მუსიკალური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული, ქუთაისშიც სწავლობდა და თბილისშიც. დედა კონსერვატორიისთვის ამზადებდა, რადგან კარგი მონაცემები ჰქონდა. რამდენჯერმე კონსერვატორიის პროფესორებმაც მოუსმინეს და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ დედაჩემისგან მალულად, საესტრადო სასწავლებელში ჩააბარა. იმის გამო, რომ მუსიკალური განათლება მიღებული ჰქონდა, მეორე კურსზე დასვეს. დედამ რომ გაიგო, ცხადია, არ ესიამოვნა... მერე ერთ-ერთმა ლექტორმა, გაიოზ ქართველიშვილმა მას იუმორის გრძნობა შენიშნა. ამ ბავშვს ყურადღება მიაქციეთო, - უთქვამს... მზიამ იმ პერიოდში სახალისო სკეტჩი - "წაღვერი და თბილისი" შექმნა და ეს იყო მისი პირველი ნომერი, რითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა. მიხვდნენ, რომ მართლაც აღმოჩენა იყო. მერე ის ნომერი ყველგან დაჰქონდა (მასში გაერთიანებული იყო ცეკვა, სიმღერა, პლასტიკა, იუმორი), რამაც სახელი გაუთქვა...  

- როგორი და იყო?

- გითხარით, რომ განსხვავებულები ვიყავით. მე მთელი ჩემი შეგნებით, როგორც პედაგოგი, საბოლოოდ ისე ჩამოვყალიბდი, ამიტომ ზაბლონა მასწავლებელს მეძახდა. სულ რაღაცას ვარიგებდი, ვეუბნებოდი, სულ ვკინკლაობდით, ორი სხვადასხვა პოლუსი ვიყავით, თუმცა კარგი დობა გვქონდა. მისი დიტო ნახევრად ჩემი გაზრდილია. მზია თითქმის მუდმივად გასტროლებსა და გადაღებებზე იყო. ამიტომ ბავშვი ჩემთან და დედაჩემთან იზრდებოდა. დიტო მისი ერთადერთი შვილია.

ამასთან, დაკავშირებით ერთი სასაცილო ეპიზოდიც მაქვს. ერთხელ მზიამ, ნათესავის ხელით, წერილი მოგვწერა: "ცუდად ვარ და ვერ გამოვდივარ. აგერ თქვენი შვილობილი (ბავშვს გვიგზავნიდა), რაც გინდათ, ის უყავით. გინდა, ცირკში წაიყვანეთ, გინდა - ფანტომასთან, მე ვერ ვარ კარგად. თუ ჩემმა ქმარმა უკვდავების წყალი შემასვა და გამოვმჯობინდი, მეც გამოვალ, ხოლო თუ სულის გაცხომისკენ წავიდა საქმე, გიტოვებთ ანდერძს: ჩემი შვილი დიმიტრი კაციაშვილი, გაზარდოს ჩემმა დედამ და დამ, ვინც ამ ანდერძის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მომწევია უკან!" - ასეთ უბრალო წაჯღაბნილშიც კი საოცარი იუმორი იყო...

- მის მიერ გაცემული დადებითი ენერგიის გამო, ხალხმა ძალიან შეიყვარა... ამიტომაც უწოდეს "სიცილის დედოფალი". ასეთი წოდება არავის რგებია...

- ეს დიდი სიამაყეა და სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ ამის მოპოვება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რაც ჩვენც (ოჯახს - მე, დედას) შეგვეხო... მისი გაქანების ადამიანს კიდევ არ ჰქონდა შესაბამისი ხელშეწყობა, როგორიც სჭირდებოდა. ამას ახლა, წლების შემდეგ უფრო ვაცნობიერებ... მოკლედ, კბილებით გაიტანა ყველაფერი, ხომ გითხარით, ოჯახს არ უნდოდა მისი ესტრადის მსახიობობა, კონსერვატორიისთვის ამზადებდნენ, მაგრამ ნიჭმა თავისი გაიტანა, ალბათ, ასეც ჯობდა. თავის ამპლუა და ადგილი ცხოვრებაში თავად მონახა...

- როგოც ვიცი, მისი ცხოვრება არ ყოფილა იოლი, წინააღმდეგობებით იყო სავსე, რასაც მაყურებელი ვერასდროს გრძნობდა...

- ყველა დიდ ხელოვანს ცხოვრებაში წინააღმდეგობები ხვდება, არავის აქვს ია-ვარდით მოფენილი გზა, მაგრამ მზიას მეტი შეხვდა, რასაც ოჯახური პრობლემებიც დაემატა... თუმცა სანამ ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან, "ლომისში" არ მოხვდა (როცა "იუმორინა" ჩამოყალიბდა) მანამდე მისი პროფესიული სრულყოფა არ მოხდა. ბატონი ჯემალი მზიას სწორ გზაზე დამყენებლად იქცა, მისი ხარვეზები გააშალაშინა, დახვეწა. თვითონ მზია ამბობდა: "ამ ადამიანთან სიახლოვე ჩემთვის დიდი ფუფუნებაა, მასთან ურთიერთობისას მივხვდი, კიდევ რამდენი რამის სწავლა მჭირდება". მანამდე, ხომ ვამბობ, სულ ჯახირით მოდიოდა: თვითონ იყო სცენარისტი, რეჟისორი, არტისტი, შემსრულებელი.

ბევრი რამ აკლდა, მაგრამ თავი ნიჭით გაჰქონდა... საერთოდ, ბატონ ჯემალს დიდი უნარი აქვს, ნიჭიერები დააფასოს და გზა დაულოცოს. "ლომისი" მზიას დღესაც ხშირად დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს. ყველას თავისი მზია ჰყავს. დიდი მადლობა მათ ამისთვის და განსაკუთრებით, ბატონ ჯემალს...

თუმცა, უნდა ვთქვა, რომ თავიდან, სცენაზე მისი დამლოცველი დიდი მსახიობი ვასო გოძიაშვილი გახლდათ. სცენაზე ახალი ფეხადგმული იყო, ახალი გათხოვილიც, პატარა ბავშვი ჰყავდა და გორკში საკავშირო იუმორისტთა კონკურსზე სულ ძალით გააგდეს და უზარმაზარი რუსული აუდიტორიის წინაშე თავისი ქართული ნომრებით წარდგა. 170 მონაწილიდან სამეულში გავიდა. ქართულად კითხულობდა და დარბაზი სიცილისგან იწვა, - ყველაფერი გააგებინა... იქიდან რომ დაბრუნდა, აქ მთავრობაში აქეს, ადიდეს და ხელფასი ერთი მანეთით გაუზარდეს...

- ...სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე დაავადება აღმოაჩნდა... როგორი იყო ამ ურთულესი პრობლემასთან პირისპირ?

- მზია, ისევე როგორც ბევრი ქართველი, ამერიკაში მატერიალურმა სიდუხჭირემ წაიყვანა. იძულებული გახადა. თან, იქიდან შემოთავაზება მიიღო და იმედი ჰქონდა, მატერიალურ პრობლემებს ასე მოუვლიდა. ბევრი კონცერტი იგეგმებოდა, მაგრამ ადგილზე რომ ჩავიდა, გეგმები ჩაეშალა...

როგორც ჩანს, ამის გამო დიდი სტრესი მიიღო, რადგანაც აქედან ვალებით წავიდა. ცუდად რომ იყო, ოჯახს გვიფრთხილდებოდა, არ გვაგებინებდა, არადა, მის მეგობრებს და ახლობლებს ყველას სცოდნია ყველაფერი. მათ თურმე ურეკავდა და სთხოვდა, ჩემს დას და შვილს არაფერი უთხრათო - ხალხს ანდერძს უტოვებდა...

როდესაც ამერიკიდან დაბრუნდა და აეროპორტში ეტლში მჯდომი მზია დავინახე, მაშინ აღვიქვი, რა პრობლემის წინაშეც იყო და ზოგადად რაში იყო საქმე... უამრავი თვალცრემლიანი ადამიანი დიდი სიყვარულით დახვდა...

- ამერიკაში გამგზავრებამდე აწუხებდა რამე?

- აქედან გულის ავადმყოფობით წავიდა. სტენტი ჰქონდა ჩადგმული. მისი წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მეშინოდა, ამხელა გზას როგორ გადაიტანს-მეთქი. სიმსივნე არ ჰქონია. ადამიანი დეკემბრის ბოლოს წავიდა და ივლისში უკვე აღარ იყო... მძიმე დიაგნოზი ამერიკაში დაუსვეს და მაშინვე უთხრეს, რაც სჭირდა... მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი იცოდა, აქ მაინც დიდი იმედებით ჩამოვიდა. ხომ იცით, "წყალწარებული ხავსს ეჭიდებოდაო". გვეგონა, თურქეთში წავიყვანდით, მაგრამ აქაურმა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, ოღონდ, მზიას არ ეუბნებოდნენ... თავად სიკვდილზე არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ამბობდა, რომ სიკვდილი სიცილით უნდა დავჯაბნოო...

- როგორ გადის ცხოვრება მის გარეშე?

- "ლომისელების" ინიციატივით, მზიას მემორიალი გახსნეს, მის სახლზე აბრაც გაკეთდა... ძალიან გვაკლია, უმისობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ... რა გითხრათ მეტი, - მისი დავიწყება შეუძლებელია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება