როგორ ცხოვრობს ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ - "ყველაფერი გართულდა"

როგორ ცხოვრობს ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ - "ყველაფერი გართულდა"

ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ Vanity Fair-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ღიად ისაუბრა თავის ცხოვრებაზე და ბრედ პიტთან დაშორებაზე.

"ჩემი მშობლების განქორწინების შემდეგ დედაზე ძალიან ვნერვიულობდი და არ მინდა, რომ იგივე გადაიტანონ ჩემმა შვილებმაც. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების თანდასწრებით ტირიხარ თუ მარტო, აბაზანაში. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინაც თუ თავად არ ხარ ამაში დარწმუნებული", - ამბობს ჯოლი.

ანჯელინამ აღნიშნა, რომ ბრედთან გაყრის მიზეზი მათი ცხოვრების სტილი არ ყოფილა, რაც გულისხმობს ხშირ განშორებებს სხვადასხვა ქვეყნებში გადასაღებად მოგზაურობის გამო.

"ჩვენი ცხოვრების სტილში ნეგატიური არაფერი ყოფილა. ეს არ იყო პრობლემა. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ გვაქვს და შეგვიძლია ჩვენ შვილებს გავუზიაროთ. ჩვენი შვილები ექვსი ძალიან ენერგიული, გონიერი ადამიანია, ექვსი ინდივიდი. ძალიან ვამაყობ. გასული წლის შემდეგ, როდესაც სიტუაცია გაუარესდა, ყველანი ვცდილობთ, რომ ერთ მიზანს მივაღწიოთ. არ მინდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ყველაფერი გართულდა", - ყვება ანჯელინა.

ამჟამად მსახიობი თავის 25 მილიონი დოლარის ღირებულების ვილაში ცხოვრობს შვილებთან ერთად, რომელიც ბრედ პიტის ვილისგან ხუთი წუთის სავალზეა.

"ძალიან რთული პერიოდი იყო განშორება. ამ სახლში გადმოსვლა დიდი გარღვევა იყო ჩვენთვის. ბავშვები ძალიან მამაცები არიან. ყველანი ვცდილობთ ჭრილობების მოშუშებას", - აღნიშნავს ჯოლი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება