სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო..." - გიორგი ბახუტაშვილს ქალიშვილი მხოლოდ პლაკატებზე ხედავს
"იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო..." - გიორგი ბახუტაშვილს ქალიშვილი მხოლოდ პლაკატებზე ხედავს

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ფი­ნა­ლის­კენ მი­დის, შო­უ­ში ოთხი კონ­კურ­სან­ტია დარ­ჩე­ნი­ლი: ოლი­კო კო­ბა­ხი­ძე, სოფო გე­ლო­ვა­ნი, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია და გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტში ტემ­პე­რა­ტუ­რაც მა­ტუ­ლობს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, - მი­ზა­ნი ერ­თია და მის­თვის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად იბ­რძვის. თუ ვინ გა­ი­მარ­ჯვებს, ერთ თვე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვი­სი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ავ­ლენს.

შო­უ­ში ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა ცეკ­ვის სა­ო­ცა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, თუმ­ცა მისი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაც და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ფაქ­ტია, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს. AMBEBI.GE მას მო­რი­გი ტუ­რის წინ ესა­უბ­რა.

- გი­ორ­გი, რას მო­ი­თხოვს კონ­კურ­სან­ტის­გან ორი ცეკ­ვის ერ­თად შეს­წავ­ლა ასე მცი­რე დრო­ში?

- სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, თი­თო­ე­ულ ხა­სი­ათ­ზე ერ­თდრო­უ­ლად უნდა იფიქ­რო, რად­გა­ნაც ყო­ვე­ლი ცეკ­ვა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ფი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს მე­ტად მო­ი­თხოვს... მოკ­ლედ, ჩემს გან­წყო­ბა­ში ჯერ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, რად­გან ჯერ არა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლა...

- მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი დატ­ვირ­თვი­სა, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ არ დაღ­ლილ­ხარ...

- ვერ ვი­ტყვი, რომ არ ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ ის, რომ აღარ შე­მიძ­ლია, ასე­თი არა­ფე­რი ხდე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. ის, რაც ენერ­გი­ას გაძ­ლევს, ისევ აზარ­ტია...

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- კარ­გის მო­ლო­დი­ნი მაქვს, მაგ­რამ ვეც­დე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღირ­სე­უ­ლად მი­ვი­ღო, რო­გორც წარ­მა­ტე­ბა, ისე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი უმე­ტე­სად კარ­გის მაქვს. ამის სა­ფუძ­ველს მა­ყუ­რებ­ლის ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა მაძ­ლევს. ის მარ­თლა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ერ­თგუ­ლია. მთა­ვა­რი ეს არის.

- რო­გო­რი მხარ­და­ჭე­რა გაქვს ოჯა­ხის­გან და შენი პა­ტა­რა შვი­ლის­გან, ბავ­შვის­თვის ამ რთუ­ლი რე­ჟი­მის ფონ­ზე თუ იცლი?

- რაც ამ შო­უ­ში ვარ, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ შვილ­თან დიდი დრო გა­ვა­ტა­რო, მაგ­რამ არის ცხოვ­რე­ბა­ში ეპი­ზო­დე­ბი, როცა ენერ­გი­ის მთე­ლი რე­სურ­სი, რა­ღაც საქ­მეს სჭირ­დე­ბა, ან პი­რი­ქით - ოჯახს. ახლა ის პე­რი­ო­დია, როცა მთე­ლი რე­სურ­სი საქ­მის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, ამი­ტომ, ოჯა­ხი მხარს მი­ჭერს. ბავ­შვს მოს­წონს, როცა ჩემს პლა­კა­ტებს ხე­დავს...

- ცეკ­ვაც ხომ არ და­ი­წყო უკვე?

- რა­ღაც ვი­დე­ო­ებს უღე­ბენ და მიგ­ზავ­ნი­ან, მაგ­რამ მე მისი ცეკ­ვა გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზით, რე­ა­ლუ­რად ჯერ არ მი­ნა­ხავს, რად­გა­ნაც სახ­ლში არ ვარ ხოლ­მე.

- კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას გვე­ტყვი?

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ერთი მიზ­ნის­კენ მივ­დი­ვართ და რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი მა­ინც ჩემი თა­ვი­აა... ჩვენს შო­რის ჯან­სა­ღი გან­წყო­ბაა. უბ­რა­ლოდ, რაც უფრო ძლი­ე­რია კონ­კუ­რენ­ტი, უფრო მინ­და, სა­კუ­თარ თავს მეტი ომი მო­ვუ­გო, - სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია.

- ჯუ­ლი­ა­ნა, შენი პარტნი­ო­რი, მხარ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად გიდ­გას. და­ვი­ჯე­რო არც ის იღ­ლე­ბა?

- უბ­რა­ლოდ ჩვენ­თვის არის გა­სა­ო­ცა­რი, თო­რემ ჯუ­ლის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა - ვარ­ჯი­ში, ცეკ­ვა და ა.შ. კი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­თვის ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის. თუ პა­ტა­რა ტემ­პის შე­ნე­ლე­ბა შემ­ნიშ­ნა, მა­შინ­ვე მე­უბ­ნე­ბა - ამის დრო არ არის. ჩემი მო­ტი­ვა­ტო­რია, გარ­და ამი­სა, მა­გა­რი პარტნი­ო­რი, ასე­თი­ვე მე­გო­ბა­რი, რო­გორც პარ­კეტ­ზე ცეკ­ვი­სას, ისე და­საყ­რდე­ნი ადა­მი­ა­ნი, ფსი­ქო­ლო­გი. მის სე­რი­ო­ზულ მხარ­და­ჭე­რას მუდ­მი­ვად ვგრძნობ... მოკ­ლედ, იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო..." - გიორგი ბახუტაშვილს ქალიშვილი მხოლოდ პლაკატებზე ხედავს

"იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო..." - გიორგი ბახუტაშვილს ქალიშვილი მხოლოდ პლაკატებზე ხედავს

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალისკენ მიდის, შოუში ოთხი კონკურსანტია დარჩენილი: ოლიკო კობახიძე, სოფო გელოვანი, ირაკლი მაქაცარია და გიორგი ბახუტაშვილი. შესაბამისად, პროექტში ტემპერატურაც მატულობს, რაც ბუნებრივია, - მიზანი ერთია და მისთვის რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იბრძვის. თუ ვინ გაიმარჯვებს, ერთ თვეში გახდება ცნობილი, რასაც მაყურებელი თავისი აქტიურობით გამოავლენს.

შოუში ცნობილმა მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა ცეკვის საოცარი მონაცემები გამოავლინა, თუმცა მისი შრომისმოყვარეობაც დასაფასებელია, ფაქტია, რომ თავდაუზოგავად მუშაობს. AMBEBI.GE მას მორიგი ტურის წინ ესაუბრა.

- გიორგი, რას მოითხოვს კონკურსანტისგან ორი ცეკვის ერთად შესწავლა ასე მცირე დროში?

- სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, თითოეულ ხასიათზე ერთდროულად უნდა იფიქრო, რადგანაც ყოველი ცეკვა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ფინალთან მიახლოება ამ ყველაფერს მეტად მოითხოვს... მოკლედ, ჩემს განწყობაში ჯერ არაფერი შეცვლილა, რადგან ჯერ არაფერი დამთავრებულა...

- მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, მეჩვენება, რომ არ დაღლილხარ...

- ვერ ვიტყვი, რომ არ ვიღლები, მაგრამ ის, რომ აღარ შემიძლია, ასეთი არაფერი ხდება, სასიამოვნო პროცესია. ის, რაც ენერგიას გაძლევს, ისევ აზარტია...

- რა მოლოდინი გაქვს?

- კარგის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი ღირსეულად მივიღო, როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა, თუმცა მოლოდინი უმეტესად კარგის მაქვს. ამის საფუძველს მაყურებლის ასეთი აქტიურობა და ერთგულება მაძლევს. ის მართლა ძალიან აქტიური და ერთგულია. მთავარი ეს არის.

- როგორი მხარდაჭერა გაქვს ოჯახისგან და შენი პატარა შვილისგან, ბავშვისთვის ამ რთული რეჟიმის ფონზე თუ იცლი?

- რაც ამ შოუში ვარ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო, მაგრამ არის ცხოვრებაში ეპიზოდები, როცა ენერგიის მთელი რესურსი, რაღაც საქმეს სჭირდება, ან პირიქით - ოჯახს. ახლა ის პერიოდია, როცა მთელი რესურსი საქმისკენ არის მიმართული, ამიტომ, ოჯახი მხარს მიჭერს. ბავშვს მოსწონს, როცა ჩემს პლაკატებს ხედავს...

- ცეკვაც ხომ არ დაიწყო უკვე?

- რაღაც ვიდეოებს უღებენ და მიგზავნიან, მაგრამ მე მისი ცეკვა გასაგები მიზეზით, რეალურად ჯერ არ მინახავს, რადგანაც სახლში არ ვარ ხოლმე.

- კონკურენტებზე რას გვეტყვი?

- ბევრი ადამიანი ერთი მიზნისკენ მივდივართ და რა თქმა უნდა, ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ მთავარი კონკურენტი მაინც ჩემი თავიაა... ჩვენს შორის ჯანსაღი განწყობაა. უბრალოდ, რაც უფრო ძლიერია კონკურენტი, უფრო მინდა, საკუთარ თავს მეტი ომი მოვუგო, - საინტერესო პროცესია.

- ჯულიანა, შენი პარტნიორი, მხარში სერიოზულად გიდგას. დავიჯერო არც ის იღლება?

- უბრალოდ ჩვენთვის არის გასაოცარი, თორემ ჯულისთვის ყოველდღიურობაა - ვარჯიში, ცეკვა და ა.შ. კი, პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის. თუ პატარა ტემპის შენელება შემნიშნა, მაშინვე მეუბნება - ამის დრო არ არის. ჩემი მოტივატორია, გარდა ამისა, მაგარი პარტნიორი, ასეთივე მეგობარი, როგორც პარკეტზე ცეკვისას, ისე დასაყრდენი ადამიანი, ფსიქოლოგი. მის სერიოზულ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ... მოკლედ, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება