პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გამოხმაურება მოჰყვა მაგდა ვასაძის გავარდნას "იქს ფაქტორიდან" და რას ამბობს მომღერალი პროექტის დატოვების შემდეგ
რა გამოხმაურება მოჰყვა მაგდა ვასაძის გავარდნას "იქს ფაქტორიდან" და რას ამბობს მომღერალი პროექტის დატოვების შემდეგ

"იქს ფაქ­ტო­რის" გუ­შინ­დე­ლი ლაივ-შოუ მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბით დას­რულ­და. აუტ­სა­ი­დე­რებ­ში სტე­ფა­ნეს გუნ­დის წევ­რის "mix2ra"-ს მოხ­ვედ­რა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მაგ­და ვა­სა­ძეს­თან ერ­თად მოხ­ვდნენ. სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტი სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელ­მა და­ტო­ვა.

მაგ­და ვა­სა­ძე აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ზე­დი­ზედ მე­ო­რედ იდგა, ის პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბას ჯერ კი­დევ ორი კვი­რის წინ ვა­რა­უ­დობ­და, სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჯე­რად ვა­რა­უ­დი გა­უ­მარ­თლდა.

ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრო­ექ­ტში "mix2ra"-ს და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, შოუს მა­ყუ­რე­ბე­ლი და­დე­ბი­თად შეხ­ვდა. ისი­ნი, ვინც ფიქ­რობ­დნენ, რომ მაგ­და ვა­სა­ძე უკვე შემ­დგა­რი მომ­ღე­რა­ლია და სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან შე­და­რე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი ჰქონ­და, კო­მენ­ტა­რებ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ:

"სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა"; "არ ვამ­ბობ, რომ მაგ­და ცუდი იყო, პი­რი­ქით იდე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ ახალ­ბე­დებს უნდა მი­ე­ცეთ გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი, ყო­ჩაღ ჟი­უ­რი"; "ყო­ჩაღ გა­ბუ­ნია, შე­მიყ­ვარ­დი"; "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაგ­და მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლია ჟი­უ­რიმ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ახლა კონ­კურ­სან­ტე­ბი თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ამი­ტომ მი­ხა­რია, თან mix2ra ძა­ლი­ან მა­გა­რი ბენ­დია და წარ­მა­ტე­ბე­ბი მათ!" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში შოუს მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

AMBEBI.GE მაგ­და ვა­სა­ძეს ესა­უბ­რა:

- მაგ­და, ელო­დით პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბას?

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ სამ ლაივ-კონ­ცერ­ტზე ორ­ჯერ ვი­ყა­ვი აუტ­სა­ი­დე­რი, გე­ტყვით, რომ ეს შე­დე­გი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. არ მყავ­და ისე­თი ხალ­ხი, ვინც დაჯ­დე­ბო­და და მე­სი­ჯებს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და. მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტი ადა­მი­ა­ნის ზარ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო, მაგ­რამ აქ ეს მეტი არ გა­კეთ­დე­ბო­და.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ძი­რი­თა­დად პრო­დი­უ­სე­რე­ბი წყვეტ­დნენ ყვე­ლა­ფერს, ოღონდ, რა საკ­ვირ­ვე­ლია ჩემ­თან შე­თან­ხმე­ბით. ბევ­რი ახა­ლი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო, მა­გა­ლი­თად სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და ბი­ონ­სეს სიმ­ღე­რა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ასე­თია პრო­ექ­ტის წე­სე­ბი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე და დროც იყო უკვე პრო­ექ­ტი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა.

პრო­ექ­ტში პირ­ვე­ლი­ვე ლა­ივ­ზე არ გა­უ­მარ­თლა სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილს. ის "იქს ფაქ­ტორ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მხო­ლოდ ერთი ბენ­დით იბ­რძვის და გუ­შინ კონ­კურ­სან­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბის წინ დად­გა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გა­უ­მარ­თლა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი. "mix2ra"-ს მენ­ტო­რი ბენდთან ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბის­თვის აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას:

- სტე­ფა­ნე, ელო­დით აუტ­სა­ი­დე­რებ­ში თქვე­ნი ბენ­დის მოხ­ვედ­რას?

- არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია კონ­კურ­სი, როცა აქ ხარ, თავს იმ­შვი­დებ, თით­ქოს შენი კონ­კურ­სან­ტი არ გა­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის­თვი­საც მზად ხარ. მე პირ­ვე­ლი­ვე კონ­ცერ­ტი­დან ერთი ბენ­დით მოვ­დი­ვარ პრო­ექ­ტში და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით ვიბ­რძვი ჩემი ბენ­დის წარ­მა­ტე­ბის­თვის.

- მაგ­დას გაგ­დე­ბამ გული დაგ­წყვი­ტათ?

- რა თქმა უნდა, ის არის სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლი. ამო­უ­წუ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, მჯე­რა რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის თა­ვის სათ­ქმელს დიდ სცე­ნა­ზე.

გუ­შინ­დე­ლი ლაივ-შოუს სმს-ლი­დე­რი კვლავ სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძე გახ­ლდათ. ბა­თუ­მე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი, მა­ყუ­რე­ბელ­თა რჩე­უ­ლი მე­ო­რედ გახ­და.

- არ ვე­ლო­დი ხალ­ხის რჩე­უ­ლი მე­ო­რედ თუ გავ­ხდე­ბო­დი, ეს ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და. მე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ პრო­ექ­ტში სა­კუ­თა­რი თა­ვის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­სა­ჩე­ნად და და­ნარ­ჩე­ნი ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს. გული დამ­წყდა მაგ­და­ზე, მისი სა­ხით "იქს ფაქ­ტორს" წი­თელთმი­ა­ნი ქალღმერ­თი მაგ­დუ და­აკ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა გამოხმაურება მოჰყვა მაგდა ვასაძის გავარდნას "იქს ფაქტორიდან" და რას ამბობს მომღერალი პროექტის დატოვების შემდეგ

რა გამოხმაურება მოჰყვა მაგდა ვასაძის გავარდნას "იქს ფაქტორიდან" და რას ამბობს მომღერალი პროექტის დატოვების შემდეგ

"იქს ფაქტორის" გუშინდელი ლაივ-შოუ მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. აუტსაიდერებში სტეფანეს გუნდის წევრის "mix2ra"-ს მოხვედრა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი აუტსაიდერებში მაგდა ვასაძესთან ერთად მოხვდნენ. საბოლოოდ, პროექტი სწორედ ამ უკანასკნელმა დატოვა.

მაგდა ვასაძე აუტსაიდერებში ზედიზედ მეორედ იდგა, ის პროექტის დატოვებას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვარაუდობდა, სამწუხაროდ, ამჯერად ვარაუდი გაუმართლდა.

ჟიურის გადაწყვეტილებას პროექტში "mix2ra"-ს დატოვების შესახებ, შოუს მაყურებელი დადებითად შეხვდა. ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ მაგდა ვასაძე უკვე შემდგარი მომღერალია და სხვა კონკურსანტებთან შედარებით, უპირატესობები ჰქონდა, კომენტარებში აღფრთოვანებას გამოხატავენ:

"სამართლიანი გადაწყვეტილებაა"; "არ ვამბობ, რომ მაგდა ცუდი იყო, პირიქით იდეალურია, მაგრამ ახალბედებს უნდა მიეცეთ განვითარების შანსი, ყოჩაღ ჟიური"; "ყოჩაღ გაბუნია, შემიყვარდი"; "მიუხედავად იმისა, რომ მაგდა მაგარი მომღერალია ჟიურიმ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა კონკურსანტები თანაბარ მდგომარეობაში არიან, ამიტომ მიხარია, თან mix2ra ძალიან მაგარი ბენდია და წარმატებები მათ!" - წერენ კომენტარებში შოუს მაყურებლები.

AMBEBI.GE მაგდა ვასაძეს ესაუბრა:

- მაგდა, ელოდით პროექტის დატოვებას?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამ ლაივ-კონცერტზე ორჯერ ვიყავი აუტსაიდერი, გეტყვით, რომ ეს შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. არ მყავდა ისეთი ხალხი, ვინც დაჯდებოდა და მესიჯებს გამომიგზავნიდა. მაგრამ ეს პროექტი ადამიანის ზარზე არ არის დამოკიდებული. უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ აქ ეს მეტი არ გაკეთდებოდა.

- რას გულისხმობთ?

- ძირითადად პროდიუსერები წყვეტდნენ ყველაფერს, ოღონდ, რა საკვირველია ჩემთან შეთანხმებით. ბევრი ახალი რაღაცის გაკეთება შემეძლო, მაგალითად საერთოდ არ მინდოდა ბიონსეს სიმღერა შემესრულებინა, მაგრამ ასეთია პროექტის წესები. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე და დროც იყო უკვე პროექტი დამეტოვებინა.

პროექტში პირველივე ლაივზე არ გაუმართლა სტეფანე მღებრიშვილს. ის "იქს ფაქტორში" გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი ბენდით იბრძვის და გუშინ კონკურსანტის გარეშე დარჩენის საშიშროების წინ დადგა, თუმცა ამჯერად გაუმართლა.

გადაწყვეტილებით კმაყოფილია სტეფანე მღებრიშვილი. "mix2ra"-ს მენტორი ბენდთან ერთად გამარჯვებისთვის აგრძელებს ბრძოლას:

- სტეფანე, ელოდით აუტსაიდერებში თქვენი ბენდის მოხვედრას?

- არაპროგნოზირებადია კონკურსი, როცა აქ ხარ, თავს იმშვიდებ, თითქოს შენი კონკურსანტი არ გავარდება, მაგრამ მოულოდნელობებისთვისაც მზად ხარ. მე პირველივე კონცერტიდან ერთი ბენდით მოვდივარ პროექტში და შესაბამისად, გაორმაგებული ძალებით ვიბრძვი ჩემი ბენდის წარმატებისთვის.

- მაგდას გაგდებამ გული დაგწყვიტათ?

- რა თქმა უნდა, ის არის სუპერპროფესიონალი მომღერალი. ამოუწურავი შესაძლებლობებით, მჯერა რომ ის აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს დიდ სცენაზე.

გუშინდელი ლაივ-შოუს სმს-ლიდერი კვლავ სანდრო კურცხალიძე გახლდათ. ბათუმელი თინეიჯერი, მაყურებელთა რჩეული მეორედ გახდა.

- არ ველოდი ხალხის რჩეული მეორედ თუ გავხდებოდი, ეს ძალიან გამეხარდა. მე ყველაფერს ვაკეთებ პროექტში საკუთარი თავის ღირსეულად წარმოსაჩენად და დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. გული დამწყდა მაგდაზე, მისი სახით "იქს ფაქტორს" წითელთმიანი ქალღმერთი მაგდუ დააკლდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება