სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, დღეს აუტსაიდერებში მოვხვდები..." - როგორი განწყობა აქვთ კონკურსანტებს "X ფაქტორის" მეორე ლაივის წინ
"მგონია, დღეს აუტსაიდერებში მოვხვდები..." - როგორი განწყობა აქვთ კონკურსანტებს "X ფაქტორის" მეორე ლაივის წინ

ბრძო­ლა "X ფაქ­ტო­რის" ტი­ტუ­ლის­თვის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­დის. პრო­ექ­ტში წელს სხვა­დას­ხვა ჟან­რის მომ­ღერ­ლე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, თქვე­ნი რჩე­უ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი sms აქ­ტი­უ­რო­ბა არის სა­ჭი­რო. შე­გახ­სე­ნებთ, პირ­ველ ლაივ კონ­ცერ­ტზე პრო­ექტს ოთო ღურწკა­ია გა­მო­ე­თი­შა.

რა მო­ლო­დი­ნი აქვთ კონ­კურ­სან­ტებს დღე­ვან­დელ ლაივ შო­უ­ზე - ამის შე­სა­ხებ ისი­ნი AMBEBI.GE-ს ესა­უბრნენ.

მე­რაბ ამ­ზო­ევ­მა ჟი­უ­რის და მდედ­რო­ბი­თი სქე­სის მა­ყუ­რებ­ლის გული კას­ტინ­გებ­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­ი­პყრო. მისი გა­მო­ხედ­ვა გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებს. ამ­ზო­ე­ვის ვო­კა­ლურ მო­ნა­ცე­მებს მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბა კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­დავს ხდის. შე­სა­ბა­მი­სად, ის დღე­ვან­დელ ლაივ-შო­უ­საც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხვდე­ბა.

მე­რაბ ამ­ზო­ე­ვი: "სა­უ­კე­თე­სო მო­ლო­დი­ნე­ბი მაქვს დღე­ვან­დელ ლაივ-კონ­ცერ­ტზე. მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჟან­რის სიმ­ღე­რით წარვსდგე­ბი, აქამ­დე ამ ჟანრ­ში არას­დროს მიმ­ღე­რია, იმე­დი მაქვს მო­ი­წო­ნე­ბენ, მხარს და­მი­ჭე­რენ და შემ­დეგ ეტაპ­ზეც გა­და­ვალ".

გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გუნ­დის წევ­რს, გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს სცე­ნის­თვის თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, ის კარ­გად მღე­რის და არ­ტის­ტუ­ლი უნა­რე­ბიც აქვს.

გრი­გოლ ყიფ­ში­ძე: "ამ სიმ­ღე­რის მო­სამ­ზა­დებ­ლად ძა­ლი­ან ცოტა დრო მქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ვან­დელ ლა­ივ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე და ესაა მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვღე­ლავ. სა­ნა­ხა­ობ­რივ ნო­მერს გპირ­დე­ბით და მხარ­დამ­ჭე­რებს მო­ვუ­წო­დებ, აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­მე­სი­ჯონ. ჩვენ ერ­თად შევ­ძლებთ გა­მარ­ჯვე­ბას".

ლელა წურ­წუ­მი­ას გუნ­დის წევ­რს, მაგ­და ვა­სა­ძეს მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე შემ­დგარ მომ­ღე­რალს უწო­დებს. თუმ­ცა, წინა ლაივ-კონ­ცერ­ტზე აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვედ­რას მცი­რე პრო­ცენ­ტით გა­და­ურ­ჩა.

მაგ­და ვა­სა­ძე: "დღე­ვან­დელ ლაივ-კონ­ცერ­ტზე ვეც­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯო და კარ­გად ვიმ­ღე­რო. წინა კონ­ცერ­ტზე ბო­ლო­დან მე­სა­მე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მგო­ნია დღეს აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვდე­ბი. ჩემს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მივ­მარ­თავ, მხა­რი და­მი­ჭი­რონ და იაქ­ტი­უ­რონ სმს-ების სა­შუ­ა­ლე­ბით. მე ეს ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა".

წინა ლაივ-კონ­ცერ­ტზე პრო­ექტს სტე­ფა­ნეს გუნ­დის წევ­რი გა­მო­ე­თი­შა, შე­სა­ბა­მი­სად მენ­ტო­რი, პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მხო­ლოდ ერთი ბენ­დით იბ­რძვის. ჯგუ­ფი "mix2ra" დღე­ვან­დელ შო­უ­ზე მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ვი­წყარ სა­ნა­ხა­ო­ბას ჰპირ­დე­ბა.

"წინა ორ კონ­ცერ­ტზე ჩვე­ნი სო­ლის­ტის, ეკოს გა­რე­შე ვიმ­ღე­რეთ. მას ყე­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ახლა გა­მო­ჯან­მრთელ­და და ჩვენ­თან ერ­თად გა­მო­ვა სცე­ნა­ზე. უკ­მა­ყო­ფი­ლო არა­ვინ დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი გა­მოს­ვლით. ბენ­დე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში მხო­ლოდ ჩვენ დავ­რჩით, ამი­ტომ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვედ­რის შიში არ გვაქვს, რად­გან ჩვენს კა­ტე­გო­რი­ა­ში კონ­კუ­რენ­ტი აღარ გვყავს. ეს არც მენ­ტო­რებს არ აწყობთ", -აცხა­დე­ბენ AMBEBI.GE-თან სა­უ­ბარ­ში ბენ­დის წევ­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მგონია, დღეს აუტსაიდერებში მოვხვდები..." - როგორი განწყობა აქვთ კონკურსანტებს "X ფაქტორის" მეორე ლაივის წინ

"მგონია, დღეს აუტსაიდერებში მოვხვდები..." - როგორი განწყობა აქვთ კონკურსანტებს "X ფაქტორის" მეორე ლაივის წინ

ბრძოლა "X ფაქტორის" ტიტულისთვის აქტიურ ფაზაში გადადის. პროექტში წელს სხვადასხვა ჟანრის მომღერლები იღებენ მონაწილეობას, შესაბამისად, თქვენი რჩეულის გადასარჩენად განსაკუთრებული sms აქტიურობა არის საჭირო. შეგახსენებთ, პირველ ლაივ კონცერტზე პროექტს ოთო ღურწკაია გამოეთიშა.

რა მოლოდინი აქვთ კონკურსანტებს დღევანდელ ლაივ შოუზე - ამის შესახებ ისინი AMBEBI.GE-ს ესაუბრნენ.

მერაბ ამზოევმა ჟიურის და მდედრობითი სქესის მაყურებლის გული კასტინგებზე გამოჩენისთანავე მიიპყრო. მისი გამოხედვა გულგრილს არავის ტოვებს. ამზოევის ვოკალურ მონაცემებს მიმზიდველი გარეგნობა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. შესაბამისად, ის დღევანდელ ლაივ-შოუსაც თავდაჯერებული ხვდება.

მერაბ ამზოევი: "საუკეთესო მოლოდინები მაქვს დღევანდელ ლაივ-კონცერტზე. მაყურებლის წინაშე განსხვავებული ჟანრის სიმღერით წარვსდგები, აქამდე ამ ჟანრში არასდროს მიმღერია, იმედი მაქვს მოიწონებენ, მხარს დამიჭერენ და შემდეგ ეტაპზეც გადავალ".

გიორგი გაბუნიას გუნდის წევრს, გრიგოლ ყიფშიძეს სცენისთვის თითქმის ყველანაირი მონაცემები აქვს, ის კარგად მღერის და არტისტული უნარებიც აქვს.

გრიგოლ ყიფშიძე: "ამ სიმღერის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. შესაბამისად, დღევანდელ ლაივზე ვნერვიულობ. პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი გულშემატკივრების წინაშე და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც განსაკუთრებულად ვღელავ. სანახაობრივ ნომერს გპირდებით და მხარდამჭერებს მოვუწოდებ, აუცილებლად დამიმესიჯონ. ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას".

ლელა წურწუმიას გუნდის წევრს, მაგდა ვასაძეს მაყურებელი უკვე შემდგარ მომღერალს უწოდებს. თუმცა, წინა ლაივ-კონცერტზე აუტსაიდერებში მოხვედრას მცირე პროცენტით გადაურჩა.

მაგდა ვასაძე: "დღევანდელ ლაივ-კონცერტზე ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და კარგად ვიმღერო. წინა კონცერტზე ბოლოდან მესამე ადგილზე ვიყავი, ამიტომ მგონია დღეს აუტსაიდერებში მოვხვდები. ჩემს თაყვანისმცემლებს მივმართავ, მხარი დამიჭირონ და იაქტიურონ სმს-ების საშუალებით. მე ეს ძალიან მჭირდება".

წინა ლაივ-კონცერტზე პროექტს სტეფანეს გუნდის წევრი გამოეთიშა, შესაბამისად მენტორი, პროექტში გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი ბენდით იბრძვის. ჯგუფი "mix2ra" დღევანდელ შოუზე მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

"წინა ორ კონცერტზე ჩვენი სოლისტის, ეკოს გარეშე ვიმღერეთ. მას ყელის პრობლემები ჰქონდა, ახლა გამოჯანმრთელდა და ჩვენთან ერთად გამოვა სცენაზე. უკმაყოფილო არავინ დარჩება ჩვენი გამოსვლით. ბენდების კატეგორიაში მხოლოდ ჩვენ დავრჩით, ამიტომ აუტსაიდერებში მოხვედრის შიში არ გვაქვს, რადგან ჩვენს კატეგორიაში კონკურენტი აღარ გვყავს. ეს არც მენტორებს არ აწყობთ", -აცხადებენ AMBEBI.GE-თან საუბარში ბენდის წევრები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება