კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ქალაქში ბევრია ჩიკას მსგავსი..." - როგორ გახდა ნინო ნოდია "პუსკუნა" და რას ამბობს ქალებზე, რომლებსაც "კარგი ცხოვრებისგან დეპრესია ემართებათ"
"ამ ქალაქში ბევრია ჩიკას მსგავსი..." - როგორ გახდა ნინო ნოდია "პუსკუნა" და რას ამბობს ქალებზე, რომლებსაც "კარგი ცხოვრებისგან დეპრესია ემართებათ"

ზუზუ იგი­ვე ნინო ნო­დია, ბევ­რი გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის თუ ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი ყო­ფი­ლა, კონ­ტაქ­ტუ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია და წლე­ბია, ცნო­ბი­ლი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ქსე­ლის პი­არ­მე­ნე­ჯე­რია. ადრე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას (მე­ო­რე არხი) ზუზუ შე­არ­ქვეს და ამ მეტ­სა­ხე­ლით უკვე დიდი ხა­ნია, იც­ნო­ბენ.

ბოლო დროს სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­მოჩ­ნდა. ერთ-ერთ ეპა­ტა­ჟუ­რი პერ­სო­ნა­ჟის, ბიზ­ნეს­მენ შავ­ლეგ მად­ლი­ა­ნის ცო­ლის, ჩი­კას "სა­და­ქა­ლოს" წარ­მო­ად­გენს. თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ალ­ში ამა­ზე ზუზუ AMBEBI.GE-თან სა­უბ­რობს:

"ცოტა სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვია, - ჩემი შვი­ლის კლა­სე­ლის დედა - ნუცი კურ­ცხა­ლია, კი­ნო­გა­და­ღე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერთ დღეს ჩემ­მა შვილ­მა მი­თხრა, - იქ­ნებ გი­ორ­გი ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნო­სო. და­ვუ­რე­კე ნუ­ცის და რო­გორც გა­ირ­კვა, სწო­რედ იმ დროს "და­ქა­ლე­ბის" კას­ტინ­გის დი­რექ­ტორს, ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს ესა­უბ­რე­ბო­და. ეკას უკი­თხავს, ზუზუ სე­რი­ალ­ში არ ითა­მა­შებ­სო? რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმა­ზე ვოც­ნე­ბობ, - ვინ­მემ სად­მე ფილმში გა­და­მი­ღოს, მაგ­რამ ახლა ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, არ ვიცი, ამას რო­გორ შევ­ძლებ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. ამ სა­უ­ბარს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, ახლა უკვე სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟი მან­ჩო (თა­მუ­ნა ქორ­ქია) ეს­წრე­ბო­და (სე­რი­ალ­ში ორი­ვე ჩი­კას და­ქა­ლე­ბი ვართ). თუ თა­მუ­ნა წა­მო­ვა, მეც წა­მო­ვალ-მეთ­ქი... მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ორი­ვე კას­ტინგზე დაგ­ვი­ბა­რეს. კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რეთ და რო­ლებ­ზე დაგ­ვამ­ტკი­ცეს. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, მხი­ა­რულ და კე­თილ სე­რი­ლა­ში მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე გა­დავ­დე და ჩა­ვერ­თე. აღ­მოვ­ჩნდი ჩი­კას მე­გო­ბა­რი პუს­კუ­ნა...

- ჩიკა ცხოვ­რე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია, ბიზ­ნეს­მე­ნის ცოლი. რას გვე­ტყვი ამ პერ­სო­ნაჟ­ზე?

- ჩიკა, იგი­ვე ანი ჩი­რა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია, რომ ვთქვა, გა­დაბ­მუ­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ-მეთ­ქი, არა, თუმ­ცა ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ, მისი მე­უღ­ლე (ახლა კი ერ­თად აღარ არი­ან) ზეზ­ვა ცის­კა­რიშ­ვი­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მე და ზეზ­ვას ერ­თად გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩიკა და მე მე­ზობ­ლე­ბი ვართ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მე­გობ­რო­ბენ და ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავს. მოკ­ლედ, ამ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გად ვიც­ნობ... სე­რი­ალ­ში კი მისი და­ქა­ლი ვარ, მაგ­რამ სი­ცო­ცხლეს ვუმ­წა­რებ, მა­გის­თვის ვარ შექ­მნი­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებს მი­ვუ­თი­თო, როცა რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბათ, შე­ნიშ­ვნა უნდა მივ­ცე...

- ჩი­კას რა ეშ­ლე­ბა?

- ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლია, პუს­კუ­ნა დეპ­რე­სი­ულ ადა­მი­ა­ნებს ვერ ეგუ­ე­ბა. ჩი­კას დეპ­რე­სი­ის შე­დე­გია, რომ იმ ბიზ­ნეს­მენ­თა ცო­ლე­ბის კლუბ­ში მოხ­ვდა. ისე­თი ტი­პია, ზედ­მე­ტად კარ­გი ცხოვ­რე­ბის­გან დეპ­რე­სია რომ ემარ­თე­ბათ და მერე ცო­ტას რომ ბო­და­ვენ, ტან­გას უკუღ­მა იც­ვა­მენ და ამას ტრენ­დად გა­და­აქ­ცე­ვენ, მე­გობ­რებს უყ­ვე­ბი­ან, ვი­თომ არ მოს­წონთ, რომ მათ ბა­ძა­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამა­ზეა აგე­ბუ­ლი მთე­ლი მათი ცხოვ­რე­ბა. უნ­დათ, რომ ასე­თი ეპა­ტა­ჟუ­რი რა­ღა­ცე­ბი გა­ა­კე­თონ, რომ მერე ქა­ლა­ქის სა­ლა­პა­რა­კო გახ­დნენ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამას ძა­ლით აკე­თე­ბენ... 

რაც მთა­ვა­რია, ამ დეპ­რე­სი­ას გა­ურ­კვე­ვე­ლი ფსი­ქო­ლო­გი მკურ­ნა­ლობს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად, რო­გორც ირ­კვე­ვა მა­ტყუ­ა­რაა... მოკ­ლედ, ამ ქა­ლაქ­ში ბევ­რია ჩი­კას­ნა­ი­რი, რომ­ლებ­საც მეც ვიც­ნობ... ისი­ნი ბო­რო­ტე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ ჩი­კას თა­ვი­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აქვს, მა­გა­ლი­თად, შავ­ლე­გო (ქმა­რი) თუ საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ია­რა­ღით მივა, ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­აჩ­ნია... ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლია, მოქ­მე­დებს, ლა­პა­რა­კობს და არ ფიქ­რობს, იმის იქით რა ხდე­ბა, ან რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, არ აინ­ტე­რე­სებს. მოკ­ლედ, თა­ვის გა­ჭირ­ვე­ბა აქვს...

- მერე ასე­თი ადა­მი­ა­ნი შენს მხარ­და­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებს?

- არა და არც ვუ­ჭერთ მხარს. ვე­უბ­ნე­ბით კი­დეც, რომ ხომ არ გა­აფ­რი­ნა, იქ რამ მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც მისი წრის ხალ­ხი არ არის? რა­ტომ ჩა­ერ­თო იმ ეპა­ტაჟ­ში, რა­საც "ბიზ­ნეს­მენ­თა ცო­ლე­ბის კლუ­ბი" ჰქვია. ამი­ტომ, სულ ვერ­ჩი. ვე­უბ­ნე­ბი, - მატ­რაკ­ვე­ცა თუ არ ხარ, რა­ტომ უნდა მო­უყ­ვე ნი­ნო­კოს ტან­გა უკუღ­მა გაც­ვია თუ წაღ­მა?! თუ ის გა­წუ­ხებს, რომ შენ­ზე ჭო­რა­ო­ბენ და გბა­ძა­ვენ, ამას რა­ტომ აკე­თებ, რა­საც აკე­თებ? მოკ­ლედ, გავ­ლე­ნაც აქვს, სიმ­დიდ­რეც, მაგ­რამ გარ­თო­ბა უნდა, რად­გან სა­კუ­თარ თავ­თან ჰარ­მო­ნია აკ­ლია. მოკ­ლედ, აფ­რენს!

- ანი ჩი­რა­ძე მსა­ხი­ო­ბია პრო­ფე­სი­ით?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, არ ვი­ცო­დი, თუ მსა­ხი­ო­ბი იყო, - თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, გიზო ჟორ­და­ნი­ას ჯგუ­ფი, მაგ­რამ თა­ვის პრო­ფე­სი­ით არ უმუ­შა­ვია, სულ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და... ჰყავს ერთი შვი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნიცა ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

- მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მოგ­წონს სე­რი­ა­ლი...

- კი და ამ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩემი ჭია გა­ვა­ხა­რე... ქუ­ჩა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მხვდე­ბა, მათ შო­რის, ნაც­ნო­ბე­ბი. არ ვიცი, გულ­წრფე­ლად მე­უბ­ნე­ბი­ან თუ არა, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი ვარ, რაც ასე­ვე მი­ხა­რია. ქეთი დევ­და­რი­ა­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სცე­ნა­რის­ტია, მაგ­რამ ხან­და­ხან ტექსტს ჩემს ფრა­ზებს ვა­მა­ტებ, ცოტა მატ­რა­ბა­ზულს. ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს და თვი­თო­ნაც ვი­ყე­ნებ მე­ტყვე­ლე­ბა­ში ამ სი­ტყვებს...

- რე­ჟი­სო­რი გაძ­ლევს ამის ნე­ბას?

- კი, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა მე­თან­ხმე­ბა, არ აპ­რო­ტეს­ტებს... მას­ზე ვი­ტყვი, რომ ასე­თი შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი არ შემ­ხვედ­რია. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ასე­ვე გა­მი­მარ­თლა იმა­ში, რომ ილო ბე­როშ­ვილ­თან (შავ­ლეგ მად­ლი­ა­ნი) მო­მი­წია პარტნი­ო­რო­ბამ. უნი­ჭი­ე­რე­სი და გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლია. ბევ­რი უნა­რით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. მად­ლი­ე­რი ვარ მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის. ხან­და­ხან დი­ლის 4 სა­ა­თამ­დე არის გა­და­ღე­ბა და ისე­თი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რითი გა­სი­ა­მოვ­ნონ, არ იცი­ან, ოპე­რა­ტო­რე­ბი, ხმის რე­ჟი­სო­რი და ა.შ. პა­ტივს ვცემ ყვე­ლას.

- შვი­ლე­ბი და მე­უღ­ლე რას ამ­ბო­ბენ?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს სე­რი­ა­ლი ბავ­შვებ­შიც რა პო­პუ­ლა­რუ­ლია. ცხა­დია, მოს­წონთ. ერ­თა­დერ­თი, კე­სა­რი­ამ მი­თხრა, - ხელს ინ­ტენ­სი­უ­რად რომ ამოძ­რა­ვებ, ამას შე­ნით აკე­თებ, თუ ვინ­მემ გი­თხრაო? თვი­თონ-მეთ­ქი. ხოდა, მგო­ნია, რომ ზედ­მე­ტი­აო... ასე­თი იყო მისი შე­ნიშ­ვნა.

ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მე­უღ­ლის მე­ში­ნო­და, რად­გა­ნაც ამ სე­რი­ა­ლის გამო ჩემი სიმ­წრით შე­კო­წი­წე­ბუ­ლი ოჯა­ხი არ და­მენგრეს-მეთ­ქი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­გე­ბით ეკი­დე­ბა. გა­და­ღე­ბა­ზე რომ მივ­დი­ო­დი, ვუ­თხა­რი, - ისეთს არა­ფერს გა­ვა­კე­თებ, შენ და შვი­ლებს თავი მოგჭრათ-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ჩემს არ­ჩე­ვანს დიდ პა­ტივს სცემს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ამ ქალაქში ბევრია ჩიკას მსგავსი..." - როგორ გახდა ნინო ნოდია "პუსკუნა" და რას ამბობს ქალებზე, რომლებსაც "კარგი ცხოვრებისგან დეპრესია ემართებათ"

"ამ ქალაქში ბევრია ჩიკას მსგავსი..." - როგორ გახდა ნინო ნოდია "პუსკუნა" და რას ამბობს ქალებზე, რომლებსაც "კარგი ცხოვრებისგან დეპრესია ემართებათ"

ზუზუ იგივე ნინო ნოდია, ბევრი გრანდიოზული კონცერტის თუ ღონისძიების წამყვანი ყოფილა, კონტაქტური და კომუნიკაბელური ადამიანია და წლებია, ცნობილი პარფიუმერული ქსელის პიარმენეჯერია. ადრე ტელევიზიაში მუშაობისას (მეორე არხი) ზუზუ შეარქვეს და ამ მეტსახელით უკვე დიდი ხანია, იცნობენ.

ბოლო დროს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. ერთ-ერთ ეპატაჟური პერსონაჟის, ბიზნესმენ შავლეგ მადლიანის ცოლის, ჩიკას "სადაქალოს" წარმოადგენს. თუ როგორ აღმოჩნდა სერიალში ამაზე ზუზუ AMBEBI.GE-თან საუბრობს:

"ცოტა სასაცილო ამბავია, - ჩემი შვილის კლასელის დედა - ნუცი კურცხალია, კინოგადაღებასთან არის დაკავშირებული. ერთ დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, - იქნებ გიორგი ჩვენთან მოიყვანოსო. დავურეკე ნუცის და როგორც გაირკვა, სწორედ იმ დროს "დაქალების" კასტინგის დირექტორს, ეკა მჟავანაძეს ესაუბრებოდა. ეკას უკითხავს, ზუზუ სერიალში არ ითამაშებსო? რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობ, - ვინმემ სადმე ფილმში გადამიღოს, მაგრამ ახლა ისეთი დატვირთული ვარ, არ ვიცი, ამას როგორ შევძლებ-მეთქი, - ვუთხარი. ამ საუბარს ჩვენი მეგობარი, ახლა უკვე სერიალის პერსონაჟი მანჩო (თამუნა ქორქია) ესწრებოდა (სერიალში ორივე ჩიკას დაქალები ვართ). თუ თამუნა წამოვა, მეც წამოვალ-მეთქი... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორივე კასტინგზე დაგვიბარეს. კასტინგი გავიარეთ და როლებზე დაგვამტკიცეს. ძალიან გამიხარდა, რომ ამ არაჩვეულებრივ, მხიარულ და კეთილ სერილაში მივიღებდი მონაწილეობას. ყველანაირი საქმე გადავდე და ჩავერთე. აღმოვჩნდი ჩიკას მეგობარი პუსკუნა...

- ჩიკა ცხოვრებისგან განებივრებული ქალბატონია, ბიზნესმენის ცოლი. რას გვეტყვი ამ პერსონაჟზე?

- ჩიკა, იგივე ანი ჩირაძე ჩემი მეგობარია, რომ ვთქვა, გადაბმული მეგობრები ვართ-მეთქი, არა, თუმცა ოჯახებით ვმეგობრობთ, მისი მეუღლე (ახლა კი ერთად აღარ არიან) ზეზვა ცისკარიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მთელი ბავშვობა მე და ზეზვას ერთად გვაქვს გატარებული. ჩიკა და მე მეზობლები ვართ, ჩვენი შვილები მეგობრობენ და ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. მოკლედ, ამ ადამიანს ცხოვრებაში კარგად ვიცნობ... სერიალში კი მისი დაქალი ვარ, მაგრამ სიცოცხლეს ვუმწარებ, მაგისთვის ვარ შექმნილი, რომ ადამიანებს მივუთითო, როცა რაღაცები ეშლებათ, შენიშვნა უნდა მივცე...

- ჩიკას რა ეშლება?

- ძალიან დეპრესიულია, პუსკუნა დეპრესიულ ადამიანებს ვერ ეგუება. ჩიკას დეპრესიის შედეგია, რომ იმ ბიზნესმენთა ცოლების კლუბში მოხვდა. ისეთი ტიპია, ზედმეტად კარგი ცხოვრებისგან დეპრესია რომ ემართებათ და მერე ცოტას რომ ბოდავენ, ტანგას უკუღმა იცვამენ და ამას ტრენდად გადააქცევენ, მეგობრებს უყვებიან, ვითომ არ მოსწონთ, რომ მათ ბაძავენ, სინამდვილეში ამაზეა აგებული მთელი მათი ცხოვრება. უნდათ, რომ ასეთი ეპატაჟური რაღაცები გააკეთონ, რომ მერე ქალაქის სალაპარაკო გახდნენ. ხშირ შემთხვევაში, ამას ძალით აკეთებენ... 

რაც მთავარია, ამ დეპრესიას გაურკვეველი ფსიქოლოგი მკურნალობს, რომელიც რეალურად, როგორც ირკვევა მატყუარაა... მოკლედ, ამ ქალაქში ბევრია ჩიკასნაირი, რომლებსაც მეც ვიცნობ... ისინი ბოროტები არ არიან, მაგრამ ჩიკას თავისი ფასეულობები აქვს, მაგალითად, შავლეგო (ქმარი) თუ საქმის გასარჩევად იარაღით მივა, ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია... ძალიან ზედაპირულია, მოქმედებს, ლაპარაკობს და არ ფიქრობს, იმის იქით რა ხდება, ან რა შეიძლება მოხდეს, არ აინტერესებს. მოკლედ, თავის გაჭირვება აქვს...

- მერე ასეთი ადამიანი შენს მხარდაჭერას იმსახურებს?

- არა და არც ვუჭერთ მხარს. ვეუბნებით კიდეც, რომ ხომ არ გააფრინა, იქ რამ მიიყვანა, სადაც მისი წრის ხალხი არ არის? რატომ ჩაერთო იმ ეპატაჟში, რასაც "ბიზნესმენთა ცოლების კლუბი" ჰქვია. ამიტომ, სულ ვერჩი. ვეუბნები, - მატრაკვეცა თუ არ ხარ, რატომ უნდა მოუყვე ნინოკოს ტანგა უკუღმა გაცვია თუ წაღმა?! თუ ის გაწუხებს, რომ შენზე ჭორაობენ და გბაძავენ, ამას რატომ აკეთებ, რასაც აკეთებ? მოკლედ, გავლენაც აქვს, სიმდიდრეც, მაგრამ გართობა უნდა, რადგან საკუთარ თავთან ჰარმონია აკლია. მოკლედ, აფრენს!

- ანი ჩირაძე მსახიობია პროფესიით?

- მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვიცნობ, არ ვიცოდი, თუ მსახიობი იყო, - თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, გიზო ჟორდანიას ჯგუფი, მაგრამ თავის პროფესიით არ უმუშავია, სულ სხვადასხვა სამსახური ჰქონდა... ჰყავს ერთი შვილი, შესანიშნავი ნიცა ცისკარიშვილი.

- მოკლედ, ძალიან მოგწონს სერიალი...

- კი და ამ სერიალში მონაწილეობით ჩემი ჭია გავახარე... ქუჩაში ბევრი ადამიანი მხვდება, მათ შორის, ნაცნობები. არ ვიცი, გულწრფელად მეუბნებიან თუ არა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეუბნებიან, რომ ძალიან ბუნებრივი ვარ, რაც ასევე მიხარია. ქეთი დევდარიანი არაჩვეულებრივი სცენარისტია, მაგრამ ხანდახან ტექსტს ჩემს ფრაზებს ვამატებ, ცოტა მატრაბაზულს. ცოდვა გამხელილი სჯობს და თვითონაც ვიყენებ მეტყველებაში ამ სიტყვებს...

- რეჟისორი გაძლევს ამის ნებას?

- კი, გიორგი ლიფონავა მეთანხმება, არ აპროტესტებს... მასზე ვიტყვი, რომ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი არ შემხვედრია. გაოცებული ვარ. ასევე გამიმართლა იმაში, რომ ილო ბეროშვილთან (შავლეგ მადლიანი) მომიწია პარტნიორობამ. უნიჭიერესი და გონებაგახსნილია. ბევრი უნარით არის დაჯილდოებული. მადლიერი ვარ მთელი გადამღები ჯგუფის. ხანდახან დილის 4 საათამდე არის გადაღება და ისეთი მობილიზებულები არიან, რითი გასიამოვნონ, არ იციან, ოპერატორები, ხმის რეჟისორი და ა.შ. პატივს ვცემ ყველას.

- შვილები და მეუღლე რას ამბობენ?

- მოგეხსენებათ, ეს სერიალი ბავშვებშიც რა პოპულარულია. ცხადია, მოსწონთ. ერთადერთი, კესარიამ მითხრა, - ხელს ინტენსიურად რომ ამოძრავებ, ამას შენით აკეთებ, თუ ვინმემ გითხრაო? თვითონ-მეთქი. ხოდა, მგონია, რომ ზედმეტიაო... ასეთი იყო მისი შენიშვნა.

ყველაზე ძალიან მეუღლის მეშინოდა, რადგანაც ამ სერიალის გამო ჩემი სიმწრით შეკოწიწებული ოჯახი არ დამენგრეს-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით გაგებით ეკიდება. გადაღებაზე რომ მივდიოდი, ვუთხარი, - ისეთს არაფერს გავაკეთებ, შენ და შვილებს თავი მოგჭრათ-მეთქი. მოკლედ, ჩემს არჩევანს დიდ პატივს სცემს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE