პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Это Грузины, გენაცვალე" - ქართველების მორიგი გამოსვლა რუსულ КВН-ში, რომელმაც ქართველები აღაშფოთა
"Это Грузины, გენაცვალე" - ქართველების მორიგი გამოსვლა რუსულ КВН-ში, რომელმაც ქართველები აღაშფოთა

სა­ქარ­თვე­ლოს მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა ნაკ­რე­ბი რუ­სულ КВН-ში ბოლო წლე­ბია აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. ქარ­თვე­ლი "კა­ვე­ენ­ში­კე­ბი" რუ­სეთ­ში 2007 წლი­დან და­დი­ან, 2012 წელს ნაკ­რე­ბი გა­ნახ­ლდა და ამ შე­მად­გენ­ლო­ბას უკვე ორი პრი­ზი აქვს - გა­სულ წელს პრე­მი­ერ-ლი­გის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დნენ და Голосящий КиВи́Н-ის ჯილ­დოც აი­ღეს.

ქარ­თველ­მა მხი­ა­რუ­ლებ­მა და საზ­რი­ა­ნებ­მა ტრა­დი­ცია არც წელს და­არ­ღვი­ეს და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შოუს მერ­ვე­დფი­ნა­ლი რუ­სე­თის პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში 16 აპ­რილს გა­ვი­და. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა ქარ­თულ მუ­სი­კა­ზე რუ­სუ­ლი ტექ­სტით, ში­გა­და­შიგ ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი და კავ­კა­სი­უ­რი აქ­ცენ­ტი - ამ გა­მოს­ვლა­შიც, ქარ­თვე­ლებ­მა კარ­გად ნა­ცა­დი ძვე­ლი "ხრი­კე­ბი" გა­მო­ი­ყე­ნეს.

ამა­ვე გა­მოს­ვლა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად მი­ე­სალ­მა მო­ნა­წი­ლე­ებს და მა­ყუ­რე­ბელს.

ერთ-ერთი სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც მი­სა­სალ­მე­ბელ გა­მოს­ვლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მღე­რის, მა­თი­ვე თქმით "ერთ ცნო­ბილ ქარ­თველ­ზეა". აი, სიმ­ღე­რის ტექ­სტიც:

"დრო მო­ვი­და, ოდე­სე­ლე­ბი მო­ეშ­ვან... თბი­ლის­ში იყო მთა­ვა­რი, ოდე­სა­ში არის მთა­ვა­რი. მიშ­კა, ფუმ­ფუ­ლა მიშ­კა, ვე­რა­ვინ გა­ი­გებს, კი­დევ სად გაფ­რინ­დე­ბა ის..." - მღე­რი­ან ქარ­თვე­ლე­ბი.

წინა წლე­ბის მსგავ­სად, КВН-ის ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუსი მა­ყუ­რებ­ლის გული მო­ი­გეს, რა­საც ვერ ვი­ტყვით ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­ზე - ფე­ის­ბუქ­ში ქარ­თვე­ლი "კა­ვე­ენ­ში­კე­ბის" ვი­დე­ოს მძაფ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა:

"გა­გა­ნია CCCP-ია"; "ისევ საბ­ჭო­თა შაბ­ლონ­ზე ვზი­ვართ"; "სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი"; "ასე­თი უთავ­მოყ­ვა­რეო რა­ნა­ი­რად უნდა იყო ადა­მი­ა­ნი?"; "სირ­ცხვი­ლი და თა­ვის მოჭ­რა. ყვე­ლა გან­ზო­მი­ლე­ბით. ფუჰ" - წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"Это Грузины, გენაცვალე" - ქართველების მორიგი გამოსვლა რუსულ КВН-ში, რომელმაც ქართველები აღაშფოთა

"Это Грузины, გენაცვალე" - ქართველების მორიგი გამოსვლა რუსულ КВН-ში, რომელმაც ქართველები აღაშფოთა

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები რუსულ КВН-ში ბოლო წლებია აქტიურად მონაწილეობს. ქართველი "კავეენშიკები" რუსეთში 2007 წლიდან დადიან, 2012 წელს ნაკრები განახლდა და ამ შემადგენლობას უკვე ორი პრიზი აქვს - გასულ წელს პრემიერ-ლიგის ჩემპიონები გახდნენ და Голосящий КиВи́Н-ის ჯილდოც აიღეს.

ქართველმა მხიარულებმა და საზრიანებმა ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და მათი მონაწილეობით შოუს მერვედფინალი რუსეთის პირველი არხის ეთერში 16 აპრილს გავიდა. ქართული ცეკვა, სიმღერა ქართულ მუსიკაზე რუსული ტექსტით, შიგადაშიგ ქართული სიტყვები და კავკასიური აქცენტი - ამ გამოსვლაშიც, ქართველებმა კარგად ნაცადი ძველი "ხრიკები" გამოიყენეს.

ამავე გამოსვლაში, საქართველოს ნაკრების დასახმარებლად ცნობილი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე გამოვიდა, რომელიც ქართულად მიესალმა მონაწილეებს და მაყურებელს.

ერთ-ერთი სიმღერა, რომელსაც მისასალმებელ გამოსვლაში საქართველოს ნაკრები მღერის, მათივე თქმით "ერთ ცნობილ ქართველზეა". აი, სიმღერის ტექსტიც:

"დრო მოვიდა, ოდესელები მოეშვან... თბილისში იყო მთავარი, ოდესაში არის მთავარი. მიშკა, ფუმფულა მიშკა, ვერავინ გაიგებს, კიდევ სად გაფრინდება ის..." - მღერიან ქართველები.

წინა წლების მსგავსად, КВН-ის ქართველმა მონაწილეებმა რუსი მაყურებლის გული მოიგეს, რასაც ვერ ვიტყვით ქართველ მაყურებელზე - ფეისბუქში ქართველი "კავეენშიკების" ვიდეოს მძაფრი რეაქციები მოჰყვა:

"გაგანია CCCP-ია"; "ისევ საბჭოთა შაბლონზე ვზივართ"; "სამარცხვინოები"; "ასეთი უთავმოყვარეო რანაირად უნდა იყო ადამიანი?"; "სირცხვილი და თავის მოჭრა. ყველა განზომილებით. ფუჰ" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება