Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა ცეცხლოვანი ბრაზილიელი მოდელი საქართველოში და რით აპირებს ქართველების მოხიბლვას
როგორ აღმოჩნდა ცეცხლოვანი ბრაზილიელი მოდელი საქართველოში და რით აპირებს ქართველების მოხიბლვას

"მე­კი­თხე­ბი­ან, ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი ხომ გაქვს, რა­ღა­ცით ქარ­თველს გავ­ხა­რო", - გვე­უბ­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რი მო­დე­ლი, ბრა­ზი­ლი­ე­ლი ანი ბა­რო­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 კვი­რის წინ ჩა­მო­ვი­და იმის­თვის, რომ ჩა­ერ­თოს პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი".

ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მისი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბაა. ამ­ბობს, რომ აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მოს­წონს, ქარ­თვე­ლებს ბრა­ზი­ლი­ე­ლებ­თა­ნაც აი­გი­ვებს ხა­სი­ა­თით, ტემ­პე­რა­მენ­ტით, სი­კე­თით - "ჩვენც ქარ­თვე­ლე­ბი­ვით თბი­ლე­ბი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი ვართ. ამი­ტომ არც გამ­ჭირ­ვე­ბია თქვენს ქვე­ყა­ნას­თან შე­გუ­ე­ბა. გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი რა­ტომ­ღაც ახ­ლობ­ლად მი­ვი­ღე", - ამ­ბობს ის.

ანიმ ერთი თვის წინ გა­ი­გო, რომ ამ კონ­კურ­სში უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­და, ბრა­ზი­ლი­ა­ში არ­და­დე­გე­ბი ჰქონ­და. ამ გა­მოწ­ვე­ვით ისე და­ინ­ტე­რეს­და, რომ არ­და­დე­გე­ბი გა­ა­უქ­მა. მოკ­ლედ, ბევ­რი არ უფიქ­რია და წი­ნა­და­დე­ბას მა­შინ­ვე და­თან­ხმდა.

- სად მო­დი­ო­დი იცო­დი?

- ქარ­თველ მო­დე­ლებს მა­ნამ­დე შევ­ხვედ­რი­ვარ და თბი­ლის­ზეც ვი­ცო­დი ბევ­რი რამ. ასე­ვე ქარ­თუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შე­სა­ხე­ბაც მსმე­ნია და თქვენს დი­ზა­ი­ნე­რებ­ზეც.

- შენ­ზე რას მოგ­ვიყ­ვე­ბი?

- ადრე სა­მარ­თა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დი, პარ­ლე­ლუ­რად, მო­დე­ლი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ სა­კი­თხი დად­გა, რომ უნდა ამერ­ჩია - სა­მარ­თალს გავ­ყო­ლო­დი თუ მო­დე­ლო­ბას. რად­გა­ნაც მო­დე­ლო­ბის გამო ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ და ჩემ­თვის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, არ­ჩე­ვა­ნი ამ პრო­ფე­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თე. სწო­რედ, მოგ­ზა­უ­რო­ბის გამო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლი.

ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ შე­მიძ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდე, ახა­ლი ენე­ბი ვის­წავ­ლო და სა­კუ­თა­რი თავი უკე­თე­სად გა­მოვ­ხა­ტო, რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნო და მუდ­მი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით წარვდგე. ასე რომ, ყო­ვე­ლი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მო­რი­გი გა­მოწ­ვე­ვაა, ახალ შანსსა და სტი­მულს მაძ­ლევს. ამი­ტო­მაც არის ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.

- რას გვე­ტყვი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე?

- მა­გა­რია ჩემი ბრა­ზი­ლია, ამა­ყი ვარ, რომ იქ და­ვი­ბა­დე და ბრა­ზი­ლი­ე­ლი მქვია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, გვაქვს თუ არა პრობ­ლე­მე­ბი, ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობთ თავს. ასე­თე­ბი ვართ ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი... ამი­ტომ, ვფიქ­რობ, გა­მი­მარ­თლა, რომ იქ და­ვი­ბა­დე. დიახ, გვიყ­ვარს ცხოვ­რე­ბა ისე­თი რო­გო­რიც არის!

- ე.ი. მითი არ არის, რომ ცე­ცხლო­ვა­ნი ხალ­ხი ხართ...

- არა... ღა­რიბ­სა თუ მდი­დარს, ჩვენ­თან ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს და უხა­რია!

- ცნო­ბილ "რიოს კარ­ნა­ვალს" ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბი?

- კარ­ნა­ვა­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში იმარ­თე­ბა. რი­ო­ში არ ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა სხვა­გან კი მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, პა­რა­ნაგ­ვა­ში, ქა­ლაქ­ში, სა­დაც ჩემი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ამ კარ­ნა­ვალს ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად და სა­ზე­ი­მოდ აღ­ნიშ­ნავს. ჰოდა, მეც ჩა­მიც­ვამს სპე­ცი­ა­ლუ­რი კოს­ტი­უ­მი და სპე­ცი­ა­ლურ ად­გილ­ზე მივ­სულ­ვარ და მი­ცეკ­ვია.

- მაგ­რამ რო­გორც ვა­ტყობ, პრო­ფე­სი­უ­ლად არას­დროს გი­ცეკ­ვია, ხომ?

- კი, ეს პირ­ვე­ლად ახლა ხდე­ბა... მა­ნამ­დე მხო­ლოდ სა­ღა­მო­ებ­ზე, კლუ­ბებ­ში გა­სარ­თო­ბად...

ასე რომ, ახლა დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვარ. ეს პრო­ექ­ტი ვფიქ­რობ, სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში და­მეხ­მა­რე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, - რო­გორც ცეკ­ვა­ში, ისე პი­როვ­ნულ ზრდა­ში.

თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ამ პრო­ექ­ტში შო­რი­დან ცოტა სა­სა­ცი­ლოც კი გა­მოვ­ჩნდე­ბი, რი­თაც ალ­ბათ მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას მო­ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ არ ველი, რომ სა­უ­კე­თე­სოდ ვი­ცეკ­ვებ. შე­ვეც­დე­ბი, შოუ ჩემი მხრივ სა­ყუ­რებ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო, ყვე­ლა უნდა გა­ერ­თოს, იმ­ხი­ა­რუ­ლოს... რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მივ­ხვდი, რომ ცეკ­ვა ჩემ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბაა და ამი­ტომ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა მინ­და, სხვებ­საც მი­ვა­ნი­ჭო... 

- პარტნი­ორ­ზე რას გვე­ტყვი?

- ჩემი პარტნი­ო­რი ირაკ­ლი ძა­ძა­მი­აა, კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვეა, ვა­ტყობ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს აკე­თებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლოს, მხი­ა­რუ­ლია და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ორი­ვე ერ­თად სი­ა­მოვ­ნე­ბით ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი.

- ე.ი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრა­ზი­ლი­ურ "სამ­ბას" პირ­ვე­ლად იცეკ­ვებ?

- დიახ და ძლი­ან მი­ხა­რია... ვი­მე­ო­რებ, გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს აკე­თებს. ამი­ტომ, არ მაქვს იდე­ა­ფიქ­სი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვო და შო­უ­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი წა­ვი­დე. აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე ბედ­ნი­ე­რე­ბის და სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ამის­თვის ღირ­და!

- ვის უთხარი პირ­ვე­ლად შენი არ­ჩევ­ნის შე­სა­ხებ?

- დე­დას...

- შეყ­ვა­რე­ბულს?

- ბო­იფ­რენ­დი არ მყავს...

- მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი წინ გაქვს... აქ ვინ­მეს რომ შე­უყ­ვარდე, დარ­ჩე­ბი?

- ამის­თვის ჯერ სა­ჭი­როა, ვი­პო­ვო ვი­ღაც, ვი­საც შე­ვუყ­ვარ­დე­ბი. მერე ვნა­ხოთ. ისე, არა­სო­დეს იცი, წი­ნას­წარ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ახლა მთა­ვა­რია, რომ ხმა მომ­ცეთ!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როგორ აღმოჩნდა ცეცხლოვანი ბრაზილიელი მოდელი საქართველოში და რით აპირებს ქართველების მოხიბლვას

როგორ აღმოჩნდა ცეცხლოვანი ბრაზილიელი მოდელი საქართველოში და რით აპირებს ქართველების მოხიბლვას

"მეკითხებიან, ქართული ფესვები ხომ გაქვს, რაღაცით ქართველს გავხარო", - გვეუბნება მშვენიერი მოდელი, ბრაზილიელი ანი ბაროში, რომელიც საქართველოში 3 კვირის წინ ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩაერთოს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები".

ეს საქართველოსთან მისი პირველი შეხებაა. ამბობს, რომ აქაურობა ძალიან მოსწონს, ქართველებს ბრაზილიელებთანაც აიგივებს ხასიათით, ტემპერამენტით, სიკეთით - "ჩვენც ქართველებივით თბილები და სტუმართმოყვარეები ვართ. ამიტომ არც გამჭირვებია თქვენს ქვეყანასთან შეგუება. გარშემო ყველა და ყველაფერი რატომღაც ახლობლად მივიღე", - ამბობს ის.

ანიმ ერთი თვის წინ გაიგო, რომ ამ კონკურსში უნდა მიეღო მონაწილეობა, არადა, ბრაზილიაში არდადეგები ჰქონდა. ამ გამოწვევით ისე დაინტერესდა, რომ არდადეგები გააუქმა. მოკლედ, ბევრი არ უფიქრია და წინადადებას მაშინვე დათანხმდა.

- სად მოდიოდი იცოდი?

- ქართველ მოდელებს მანამდე შევხვედრივარ და თბილისზეც ვიცოდი ბევრი რამ. ასევე ქართული ელექტრონული მუსიკის შესახებაც მსმენია და თქვენს დიზაინერებზეც.

- შენზე რას მოგვიყვები?

- ადრე სამართალის მიმართულებით ვსწავლობდი, პარლელურად, მოდელი ვიყავი, ამიტომ საკითხი დადგა, რომ უნდა ამერჩია - სამართალს გავყოლოდი თუ მოდელობას. რადგანაც მოდელობის გამო ხშირად ვმოგზაურობ და ჩემთვის ეს საქმიანობა უფრო საინტერესოა, არჩევანი ამ პროფესიის სასარგებლოდ გავაკეთე. სწორედ, მოგზაურობის გამო სამართლის მიმართულებით უნივერსიტეტში სწავლის დასრულება ვერ შევძელი.

ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის დამსახურებაა, რომ შემიძლია განსხვავებული კულტურის ადამიანებს შევხვდე, ახალი ენები ვისწავლო და საკუთარი თავი უკეთესად გამოვხატო, რეალიზება მოვახდინო და მუდმივად განსხვავებული კუთხით წარვდგე. ასე რომ, ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში მორიგი გამოწვევაა, ახალ შანსსა და სტიმულს მაძლევს. ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო.

- რას გვეტყვი საკუთარ ქვეყანაზე?

- მაგარია ჩემი ბრაზილია, ამაყი ვარ, რომ იქ დავიბადე და ბრაზილიელი მქვია. იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა პრობლემები, ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ასეთები ვართ ბრაზილიელები... ამიტომ, ვფიქრობ, გამიმართლა, რომ იქ დავიბადე. დიახ, გვიყვარს ცხოვრება ისეთი როგორიც არის!

- ე.ი. მითი არ არის, რომ ცეცხლოვანი ხალხი ხართ...

- არა... ღარიბსა თუ მდიდარს, ჩვენთან ცხოვრება ყველას სიამოვნებს და უხარია!

- ცნობილ "რიოს კარნავალს" ყოველთვის ესწრები?

- კარნავალი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება. რიოში არ ვყოფილვარ, თუმცა სხვაგან კი მაქვს მონაწილეობა მიღებული, კერძოდ, პარანაგვაში, ქალაქში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ. ამ კარნავალს ყველა თავისებურად და საზეიმოდ აღნიშნავს. ჰოდა, მეც ჩამიცვამს სპეციალური კოსტიუმი და სპეციალურ ადგილზე მივსულვარ და მიცეკვია.

- მაგრამ როგორც ვატყობ, პროფესიულად არასდროს გიცეკვია, ხომ?

- კი, ეს პირველად ახლა ხდება... მანამდე მხოლოდ საღამოებზე, კლუბებში გასართობად...

ასე რომ, ახლა დიდი გამოწვევის წინაშე ვარ. ეს პროექტი ვფიქრობ, საკუთარი პერსონის პოპულარიზაციაში დამეხმარება, გამოცდილების მიღებაში, - როგორც ცეკვაში, ისე პიროვნულ ზრდაში.

თუმცა მიმაჩნია, რომ ამ პროექტში შორიდან ცოტა სასაცილოც კი გამოვჩნდები, რითაც ალბათ მაყურებლის ყურადღების მიქცევას მოვახერხებ, მაგრამ არ ველი, რომ საუკეთესოდ ვიცეკვებ. შევეცდები, შოუ ჩემი მხრივ საყურებლად საინტერესო გავხადო, ყველა უნდა გაერთოს, იმხიარულოს... რეპეტიციებზე მივხვდი, რომ ცეკვა ჩემთვის სიამოვნებაა და ამიტომ ეს ბედნიერება მინდა, სხვებსაც მივანიჭო... 

- პარტნიორზე რას გვეტყვი?

- ჩემი პარტნიორი ირაკლი ძაძამიაა, კარგი მოცეკვავეა, ვატყობ, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, რომ ყველაფერი მასწავლოს, მხიარულია და სამუშაო პროცესში ორივე ერთად სიამოვნებით ვართ ჩართულები.

- ე.ი. საქართველოში ბრაზილიურ "სამბას" პირველად იცეკვებ?

- დიახ და ძლიან მიხარია... ვიმეორებ, გამარჯვება ძალიან რთულია, რადგან ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ამიტომ, არ მაქვს იდეაფიქსი, რომ აუცილებლად გავიმარჯვო და შოუდან წარმატებული წავიდე. აქ მონაწილეობა უკვე ბედნიერების და სიხარულის მომტანია. საქართველოში ჩამოსვლა ამისთვის ღირდა!

- ვის უთხარი პირველად შენი არჩევნის შესახებ?

- დედას...

- შეყვარებულს?

- ბოიფრენდი არ მყავს...

- მაშინ ყველაფერი წინ გაქვს... აქ ვინმეს რომ შეუყვარდე, დარჩები?

- ამისთვის ჯერ საჭიროა, ვიპოვო ვიღაც, ვისაც შევუყვარდები. მერე ვნახოთ. ისე, არასოდეს იცი, წინასწარ რა შეიძლება მოხდეს. ახლა მთავარია, რომ ხმა მომცეთ!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"