მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელოვნური სუნთქვა" აღარ გაგრძელდება?
"ხელოვნური სუნთქვა" აღარ გაგრძელდება?

რე­ი­ტინ­გუ­ლი სე­რი­ა­ლის "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის" მე­ო­რე სე­ზო­ნი დას­რულ­და. მე­ო­რე სე­ზო­ნის 32-ე სე­რია სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რის შო­თას (თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი) და­კა­ვე­ბის სცე­ნით დას­რულ­და. სე­რი­ის დამ­თავ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი სე­რი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და:

"მე­გობ­რე­ბო, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სა­ხე­ლით გიხ­დით უდი­დეს მად­ლო­ბას ჩვენ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ღა­მოს­თვის!

ორი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ვი­ღებ­დით თქვენ­გან, ამ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან, მხარ­და­ჭე­რის და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­ხატ­ველ წე­რი­ლებს, შე­ქე­ბას, კრი­ტი­კას, ცრემ­ლებს, სი­ცილს, ემო­ცი­ებს და გან­ცდებს, იმ ყვე­ლა­ფერს, რა­მაც მოგ­ვცა უდი­დე­სი ენერ­გია ამ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მად­ლო­ბას გიხ­დით ამის­თვის მხო­ლოდ თქვენ, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მე­სი­ჯის, კო­მენ­ტა­რის და სტა­ტუ­სის ავ­ტორს!

მე­ო­რე სე­ზო­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ა­ლის გაგ­რძე­ლე­ბას - ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, იქ­ნე­ბა თუ არა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის მე­სა­მე სე­ზო­ნი" - ვკი­თხუ­ლობთ ფე­ის­ბუქ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის" ფე­ის­ბუ­ქის გვერდს 140 000-მდე "ლა­ი­ქე­რი" ჰყავს. ორაზ­რო­ვან პოსტს ასო­ბით კო­მენ­ტა­რი მოყ­ვა:

"რაო? ასე­თი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე სე­რი­ალს ასე ჰა­რი­ჰა­რა­ლო­ზე წყვეტთ? რას ქვია არ იცით :/ ასე მა­ყუ­რე­ბელს და­კარ­გავთ!"

"ჩათ­ვა­ლეთ თქვე­ნი ამ­დე­ნი შრო­მა წყალ­შია ჩაყ­რი­ლი, თუ ასე გა­ურ­კვევ­ლად დას­რულ­დე­ბა სე­რი­ა­ლი. ტყუ­ი­ლად მი­ყუ­რე­ბია მა­შინ:))))) უნდა გა­აგ­რძე­ლოთ, ერთი სე­რია მა­ინც, რომ წე­სი­ე­რად და­ას­რუ­ლოთ სე­რი­ა­ლი!!"

"რას ქვია აღარ გაგ­რძელ­დე­ბა?! გა­აგ­რძე­ლეთ აუ­ცი­ლებ­ლად. ასე შუა გზა­ში არ მი­ა­ტო­ვოთ. მთე­ლი სე­რი­ა­ლი კარ­გავს ფასს"

"ინ­დურ სე­რი­ა­ლებს აჯო­ბეთ ... მეტი ფან­ტა­ზია არ გე­ყოთ ? ამას და­სას­რულს უძა­ხით ? ამას ქვია ბო­დი­შით და მეტი არ ვი­ცი­თო? თუ არ იცით ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა, გრე­ხი კი არა­აა" - წე­რენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

უც­ნო­ბია, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა იან­ვრი­დან "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა", თუ ეს უბ­რა­ლოდ ინ­ტრი­გაა სე­რი­ა­ლის შემ­ქმნე­ლე­ბის­გან...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ხელოვნური სუნთქვა" აღარ გაგრძელდება?

"ხელოვნური სუნთქვა" აღარ გაგრძელდება?

რეიტინგული სერიალის "ხელოვნური სუნთქვის" მეორე სეზონი დასრულდა. მეორე სეზონის 32-ე სერია სერიალის მთავარი გმირის შოთას (თორნიკე გოგრიჭიანი) დაკავების სცენით დასრულდა. სერიის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში კი სერიალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა:

"მეგობრებო, ხელოვნური სუნთქვის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!

ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!

მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას - ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი" - ვკითხულობთ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ხელოვნური სუნთქვის" ფეისბუქის გვერდს 140 000-მდე "ლაიქერი" ჰყავს. ორაზროვან პოსტს ასობით კომენტარი მოყვა:

"რაო? ასეთი რეიტინგის მქონე სერიალს ასე ჰარიჰარალოზე წყვეტთ? რას ქვია არ იცით :/ ასე მაყურებელს დაკარგავთ!"

"ჩათვალეთ თქვენი ამდენი შრომა წყალშია ჩაყრილი, თუ ასე გაურკვევლად დასრულდება სერიალი. ტყუილად მიყურებია მაშინ:))))) უნდა გააგრძელოთ, ერთი სერია მაინც, რომ წესიერად დაასრულოთ სერიალი!!"

"რას ქვია აღარ გაგრძელდება?! გააგრძელეთ აუცილებლად. ასე შუა გზაში არ მიატოვოთ. მთელი სერიალი კარგავს ფასს"

"ინდურ სერიალებს აჯობეთ ... მეტი ფანტაზია არ გეყოთ ? ამას დასასრულს უძახით ? ამას ქვია ბოდიშით და მეტი არ ვიცითო? თუ არ იცით ფილმების გადაღება, გრეხი კი არააა" - წერენ მაყურებლები.

უცნობია, გაგრძელდება თუ არა იანვრიდან "ხელოვნური სუნთქვა", თუ ეს უბრალოდ ინტრიგაა სერიალის შემქმნელებისგან...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება