Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა ისტერიკული სახე უნდა შემექმნა..." - რატომ მოსწონს მარინა კახიანს "ნატრული" და როგორ მიიღეს მეგრელებმა მისი პერსონაჟი
"ცოტა ისტერიკული სახე უნდა შემექმნა..." - რატომ მოსწონს მარინა კახიანს "ნატრული" და როგორ მიიღეს მეგრელებმა მისი პერსონაჟი

"თავი არ წე­იქ­ციო ნატ­რუ­ლი" - ეს ფრა­ზა, ბოლო დღე­ე­ბია, სე­რი­ა­ლე­ბის მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის უკვე კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი - ნატ­რუ­ლი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნია. მეგ­რე­ლი ქა­ლის კო­მი­კუ­რი და სა­ხა­სი­ა­თო როლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­შინ­ვე აი­ტა­ცა და სე­რი­ალ­ში მისი ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა დი­დად ახა­ლი­სებს.

ეს როლი ისე­თი მსა­ხი­ო­ბის­თვის, რო­გო­რიც მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნია, რო­მე­ლიც უმ­თავ­რე­სად ტრა­გი­კუ­ლი რო­ლე­ბის (კორ­დე­ლია, ბერ­ნარ­და ალბა, მა­რი­ამ სტი­უ­არ­ტი, ოლი­ვია...) შეს­რუ­ლე­ბით არის ცნო­ბი­ლი, ოდ­ნავ უჩ­ვე­უ­ლო და ახა­ლია. AMBEBI.GE მსა­ხი­ობს სახ­ლში ეს­ტუმ­რა და ახალ როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

- მოგ­წონთ თქვე­ნი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი?

- თა­ვი­დან­ვე მო­ვი­ხიბ­ლე, რად­გა­ნაც ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხეა. პირ­ვე­ლად მო­მი­წია სა­ხა­სი­ა­თო რო­ლის თა­მა­ში, რად­გა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სცე­ნა­ზე ტრა­გი­კულ გმი­რებს ვა­სა­ხი­ე­რებ­დი კლა­სი­კურ რე­პერ­ტუ­არ­ში (შექ­სპი­რი, ბრეხ­ტი, ევ­რი­პი­დე და ა.შ.) ამი­ტომ, ძა­ლი­ან მინ­დო­და, კო­მე­დი­უ­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი როლი და ისე მოხ­და, რომ მარ­თლაც ვი­თა­მა­შე. თუმ­ცა, მკვეთ­რი სა­ხა­სი­ა­თო სახე არც კი­ნო­ში შე­მიქ­მნია და არც ტე­ლე­ეკ­რან­ზე (სე­რი­ალ­ში), ამი­ტომ, ჩემ­თვის ახა­ლი როლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა და რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვუ­თხა­რი, რომ მკვეთ­რად მეგ­რე­ლი ქალი მინ­და, ვი­თა­მა­შო-მეთ­ქი...

ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლია, ამ­დე­ნი წელი გაძ­ლო, გე­მოვ­ნე­ბი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ნაჩ­ვე­ნე­ბია ყვე­ლა წრი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის არა­ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი. ვი­მე­ო­რებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

რაც შე­ე­ხე­ბა მეგ­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის თა­მაშს, გე­ტყვით, რომ ჩემი წი­ნაპ­რე­ბი, - ბა­ბუ­ე­ბი, ბე­ბი­ე­ბი მეგ­რე­ლე­ბი იყ­ვნენ, მარ­თა­ლია, მეგ­რუ­ლად ვერ ვსა­უბ­რობ, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი მეს­მის. მა­მას ბე­ბია თო­ფუ­რია ჰყავ­და, - სის­ხლში მეგ­რუ­ლი გე­ნე­ტი­კა მაქვს, ამი­ტომ ჩემი წი­ნაპ­რე­ბის­თვის რა­ღაც­ნა­ი­რად პა­ტი­ვის მი­გე­ბა მინ­დო­და და ეს როლი ჩემ­თვის ამი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა.

- პერ­სო­ნა­ჟის სა­ხელ­ზე - ნატ­რუ­ლი - რას იტყვით?

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და თა­ვი­დან­ვე ისე გან­ვე­წყე, რომ მინ­დო­და, კო­ლო­რი­ტუ­ლი სახე ყო­ფი­ლი­ყო, ნამ­დვი­ლი მეგ­რე­ლი ქა­ლია, თუმ­ცა მეგ­რე­ლე­ბი მრა­ვალ­ნა­ირ­ნი არი­ან, - მა­გა­ლი­თად, ჩემი მეგ­რე­ლი ბე­ბია ისე­თი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, დარ­ბა­ი­სე­ლი იყო, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს მსგავ­სი დარ­ბა­ი­სე­ლი და მშვი­დი ქალი. თუმ­ცა, ვი­ცით, რომ ამ კუ­თხის ხალ­ხი უმე­ტე­სად ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, - სა­მეგ­რე­ლო­ში, სო­ფელ­ში ყოფ­ნი­სას ახ­ლოს მი­ნა­ხავს ისი­ნი, დავკვირ­ვე­ბი­ვარ და მა­გა­ლი­თად, კი­ვი­ლი­დან სი­ცილ­ზე ისე ად­ვი­ლად გა­და­სუ­ლან, ან პი­რი­ქით, მშვი­დი სა­უბ­რი­დან კი­ვი­ლი და­უ­წყი­ათ, - რომ ჩემი გა­ო­ცე­ბა გა­მო­უწ­ვე­ვია. ამ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ასე­თი გრა­და­ცია რომ ხდე­ბო­და, ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა...

- მაგ­რამ ნატ­რუ­ლის შვი­ლი დე­დის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭია...

- კი, შვი­ლის როლი დე­დის­გან გან­სხვავ­დე­ბა, თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭია და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბიც ხში­რია, - რო­დე­საც ასეთ დე­დებს ასე­თი შვი­ლე­ბი ჰყავთ. ამი­ტომ, ნატ­რუ­ლის შვილს რომ შევ­ხე­დე, მომ­დევ­ნო სე­რი­ებ­ში ჩემი რო­ლის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცო­ტა­თი ჩა­ვაქ­რე, რომ ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის მკვეთ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო... სხვა რა გი­თხრათ, ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ გა­და­ღე­ბის პრო­ცე­ში. მომ­წონს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი - ოპე­რა­ტო­რე­ბი, მხატ­ვრე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, ჭკვი­ა­ნი ყმაწ­ვი­ლია, მე­სი­ა­მოვ­ნა მას­თან მუ­შა­ო­ბა.

- რა ემო­ცია გა­მო­იწ­ვია ნატ­რუ­ლის გა­მო­ჩე­ნამ თქვენ გარ­შე­მო მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ში?

- პირ­ვე­ლი კად­რე­ბი რომ გა­ვი­და, ისე­თი გა­სა­ო­ცა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო, მე­რი­დე­ბა კი­დეც ამის თქმა, მაგ­რამ ასე აღ­მა­ტე­ბუ­ლად ჩემი პი­როვ­ნე­ბის ხსე­ნე­ბამ ცო­ტა­თი შე­მა­ში­ნა. ჯერ ერთი, არ ვიცი, შემ­დეგ­ში რას მთა­ვა­ზობს სცე­ნა­რის­ტი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბა­ვი... სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ასე­თი მო­ლო­დი­ნია, ზოგ­ჯერ შე­საძ­ლოა, ამას იმედ­გაც­რუ­ე­ბაც მოჰ­ყვეს. თუმ­ცა, ახ­ლობ­ლე­ბის, ნაც­ნო­ბე­ბის, წლო­ბით უნა­ხა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის ზა­რებ­მა ცხა­დია, გა­მა­ხა­რა. ისი­ნი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, არ მო­ე­ლოდ­ნენ მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნის­გან ამ ტი­პის როლს, შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას გა­უც­რუვ­და იმე­დი, - ხში­რად შექ­მნი­ლი სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვა არ უნ­დათ, შენ­გან სხვა­ნა­ირ როლს არ იღე­ბენ, მაგ­რამ მერე ეჩ­ვე­ვი­ან, თუმ­ცა ზოგი მა­ინც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იც­ვლის შე­ხე­დუ­ლე­ბას. გარ­კვე­ულ ნა­წილ­საც უკ­ვირს, და ამ­ბობს, - ესეც შე­გიძ­ლია? მოკ­ლედ, ერ­თფე­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა არ არ­სე­ბობს, - ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად რომ მი­ი­ღოს შენი ნა­მუ­შე­ვა­რი.

- რა თქვეს მეგ­რე­ლებ­მა?

- ამ რო­ლით მე­გო­ნა, მეგ­რე­ლე­ბი გა­ღი­ზი­ან­დე­ბოდ­ნენ და პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა. ამას იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვამ­ბობ, რა­მაც ჩე­მამ­დე მო­აღ­წია, თუმ­ცა სა­დღაც ვი­ღაც შე­საძ­ლოა უკ­მა­ყო­ფი­ლოც დარ­ჩა და სწო­რედ ამი­ტო­მაც არ შე­მეხ­მი­ა­ნა, არ ვიცი. მოკ­ლედ, ნატ­რუ­ლი მინ­დო­და, რომ სა­სა­ცი­ლო პერ­სო­ნა­ჟი ყო­ფი­ლი­ყო, - გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბით. ერთ მეგ­რელ ქალ­ბა­ტონ­ზე ის­ტო­რი­ა­საც მო­მიყ­ვნენ, - გა­ჭირ­ვე­უ­ლი იყო, მერე გამ­დიდ­რდა და ეკ­რან­ზე ნატ­რუ­ლის რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მე­გო­ნა, ის იყოო... გა­რეგ­ნუ­ლად სხვა­ნა­ი­რიც მინ­დო­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო, უმა­კი­ა­ჟო, სა­სა­ცი­ლო ქუ­დით...

- მოკ­ლედ, გა­და­წყვი­ტეთ, რომ მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი და­გენგრი­ათ...

- დიახ, ნა­წილ­მა მი­ი­ღო ეს და მგო­ნია, რომ ნა­წილ­მა - ვერა... ისე, 12 წლის წინ "რუს­თა­ვე­ლის სარ­დაფ­ში" ერთ იტა­ლი­ურ კო­მე­დი­ა­ში მკვეთ­რად სა­ხა­სი­ა­თო როლი ვი­თა­მა­შე, - მსუ­ქა­ნი, უშნო, გა­უ­თა­ვებ­ლად და ჩქა­რა მო­ლა­პა­რა­კე (იტა­ლი­ურ ხა­სი­ა­თის და ინ­ტო­ნა­ცი­ის) სა­სა­ცი­ლო, სა­წყა­ლი ქა­ლის, მარ­თა­ლია, ბო­ლო­ში წო­ნა­შიც იკ­ლებს, იხ­ვე­წე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ან­მა, კომ­პო­ზი­ტორ­მა ის როლი ვე­რაფ­რით მი­ი­ღო... არა­და, მიყ­ვარს, როცა მსა­ხი­ო­ბი ბევ­რნა­ირ ხა­სი­ათს თა­მა­შობს...

- თქვე­ნი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რია ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟი - ეგო­ნა. სხვა დროს თუ გი­თა­მა­ში­ათ ერ­თად?

- არას­დროს, - მე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვმოღ­ვა­წე­ობ, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­უ­რა - კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში. ინ­სტი­ტუ­ტში რომ ჩა­ვა­ბა­რე, ის უკვე მსა­ხი­ო­ბი იყო, შო­რი­დან მომ­წონ­და, მის სპექ­ტაკ­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო, რომ ბო­ლოს თე­ატ­რში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით "კა­ცია-ადა­მი­ა­ნის?!" მი­ხედ­ვით და­რე­ჯან­ზე შექ­მნი­ლი მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი ვნა­ხე და ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე. ქალ­ბა­ტო­ნი ლა­უ­რა კი­ნო­შიც ყვე­ლას გვი­ნა­ხავს. სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი მსა­ხი­ო­ბია და მგო­ნი, ერ­თმა­ნეთს კარ­გად შე­ვე­წყვეთ. თან, ის ამ სე­რი­ალ­ში დარ­ბა­ი­სელ, მაგ­რამ თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თის მეგ­რელ ქალს ცოტა სხვა ხერ­ხე­ბით თა­მა­შობს, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო აღარ იქ­ნე­ბო­და, ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც ისე­თი­ვე ყო­ფი­ლი­ყო, ამი­ტო­მაც, ცოტა ის­ტე­რი­კუ­ლი, სხვა­ნა­ი­რი სახე უნდა შე­მექ­მნა.

- თქვე­ნი პარტნი­ო­რი ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი და­ვით კვირ­ცხა­ლი­აა - გრი­შა კა­კა­ჩი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, - მას­ზე რა გვე­ტყვით?

- დათო ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი და უძ­ვირ­ფა­სე­სი პარტნი­ო­რია. არა­ერ­თხელ გვი­თა­მა­შია ერ­თად, ახ­ლაც, ლაშა ბუ­ღა­ძის პი­ე­სის მი­ხედ­ვით სპექ­ტაკლში "სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი" (რე­ჟი­სო­რი დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე) ერ­თად ვთა­მა­შობთ. უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რე­ბი ვართ. ასე რომ, და­თოს­თან პარტნი­ო­რო­ბა ჩემ­თვის ახა­ლი არ ყო­ფი­ლა. ვმე­გობ­რობ ასე­ვე მის ოჯახ­თა­ნაც, მის ქა­ლიშ­ვილ­თან. დათო თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი. ჯერ კი­დევ სკო­ლის მო­წა­ფე ვი­ყა­ვი, როცა უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი იყო, "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში" რო­მე­ოს თა­მა­შობ­და და კი­დევ არა­ერთ ყმაწ­ვილ პერ­სო­ნაჟს, - ყვე­ლა გოგო მა­შინ და­თო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­ში ამ­ბი­ცი­ე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა არას­დროს მომ­ხდა­რა.

- რას გვპირ­დე­ბა ნატ­რუ­ლი?

- ეს მხო­ლოდ სცე­ნა­რის­ტმა, ქეთი დევ­და­რი­ან­მა იცის. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ მისი ფან­ტა­ზი­ის უნა­რით. ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­დე­ნი ის­ტო­რია შე­თხზა, ყვე­ლა­ნა­ი­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­სა თუ ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი გა­მო­ძერ­წა, - ეს მარ­თლა დიდი ნი­ჭის, ცოდ­ნი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნია.

და კი­დევ, ჩემი ამ სე­რი­ალ­ში მიწ­ვე­ვა, ვფიქ­რობ, კარგ დროს და­ემ­თხვა, რად­გა­ნაც ბოლო სამი სე­ზო­ნი ისე­თი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და, არ არ­სე­ბობ­და, რაც უნდა შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, უდ­რო­ო­ბის გამო ვერ ვი­თა­მა­შებ­დი, თუმ­ცა წინა სე­ზო­ნის ბო­ლოს ერთი-ორ ფილმში კი ვი­თა­მა­შე, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვად, სე­რი­ალ­ში გა­სულ წლებ­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი ჩარ­თვას, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში ერ­თდრო­უ­ლად ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

- სე­რი­ალ­ში თა­მა­ში რითი გან­სხვავ­დე­ბა სცე­ნა­ზე თა­მა­შის­გან?

- სე­რი­ა­ლი ჩემ­თვის კი­ნო­სა და თე­ატ­რის ნა­ზა­ვია და ამი­ტო­მაც არის, რომ მსოფ­ლი­ო­ში უკვე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბაა... მა­ყუ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ტე­ლე­ეკ­რან­თან მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი მას თვალ­ყურს ადევ­ნებს. ზო­გა­დად, სე­რი­ალ­მა გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბი გან­ვლო, ადაპ­ტა­ცია გა­ი­ა­რა და დღეს­დღე­ო­ბით, უკვე სე­რი­ო­ზულ დრა­მა­ტურ­გი­ა­ზეა აგე­ბუ­ლი. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, მას­ში საკ­მა­ოდ კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ. ვფიქ­რობ, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ისი­ნი მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი ფილ­მე­ბია, რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს, რაც მა­ყუ­რე­ბელს იზი­დავს. ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, მას­ზე მუ­შა­ო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა, რა თქმა უნდა, კარ­გი ჯგუ­ფი და ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი უნდა იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც როლს შე­მოგ­თა­ვა­ზებს...

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ როლი შე­იქ­მნას?

- სხვა­დას­ხვა რე­ჟი­სორ­თან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა. ბა­ტონ რო­ბი­კოს­თან პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა სპექ­ტაკლზე ერთი თვე, ან ცოტა მეტ ხანს ვი­მუ­შა­ოთ, ხან­და­ხან ეს პრო­ცე­სი ნა­ხე­ვა­რი წე­ლიც გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ინც ბოლო პე­რი­ო­დია ხოლ­მე და­ძა­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, შარ­შან, ახა­ლი წლის­თვის ზღა­პარს ("კონ­კია") ვა­კე­თებ­დით, დე­დი­ნაც­ვალს ვთა­მა­შობ­დი. ერთი თვე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი კი გვქონ­და, მაგ­რამ ბოლო სამი კვი­რა ახალ წლამ­დე დი­ლას რომ ვი­წყებ­დით, შუ­ა­დღეს ვის­ვე­ნებ­დით და ღა­მის 2-3 სა­ა­თამ­დე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და. 30 დე­კემ­ბერს ღა­მის სამ სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და და სახ­ლში სა­ცივს დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე ვა­კე­თებ­დი... რად­გან ახა­ლი წელი ვახ­სე­ნე, შარ­შან­წინ, ამ დრო­საც, ბა­ტონ­მა რო­ბი­კომ ზღა­პა­რი დად­გა, ისე­თი­ვე რე­ჟი­მით ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ 1-ელ იან­ვარს და­ვის­ვე­ნეთ და სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ 2-ში გა­ვე­დით. რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი 1-ელ იან­ვარ­საც დაგ­ვი­ბა­რა. შემ­დეგ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპექ­ტაკ­ლე­ბი გვქონ­და, დღე­ში ხან სამ­ჯერ, ხან - ორ­ჯერ.

- მგო­ნი, რო­ბერტ სტუ­რუა სე­რი­ა­ლებს დი­დად არ სწყა­ლობს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ბოლო დროს რა­ღა­ცე­ბი გა­და­ა­ფა­სა...

- სწო­რია, დი­დად არ სწყა­ლობ­და, თუმ­ცა ერთი ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლი - "ბან­ქოს სახ­ლი" ვიცი, რო­მელ­საც ინ­ტე­რე­სით უყუ­რა, მოს­წონ­და და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებ­და. ბოლო დროს მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს...

- რო­გო­რია თქვე­ნი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა?

- სა­მუ­შაო... ჩვენ, მსა­ხი­ო­ბებს მუ­შა­ო­ბა სულ გვინ­და, რაც ალ­ბათ, ნორ­მა­ლუ­რია. თუ მსა­ხი­ობს ეს არ აინ­ტე­რე­სებს, ე.ი. მას უბ­რა­ლოდ უნდა, რომ მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლი ერ­ქვას...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ცოტა ისტერიკული სახე უნდა შემექმნა..." - რატომ მოსწონს მარინა კახიანს "ნატრული" და როგორ მიიღეს მეგრელებმა მისი პერსონაჟი

"ცოტა ისტერიკული სახე უნდა შემექმნა..." - რატომ მოსწონს მარინა კახიანს "ნატრული" და როგორ მიიღეს მეგრელებმა მისი პერსონაჟი

"თავი არ წეიქციო ნატრული" - ეს ფრაზა, ბოლო დღეებია, სერიალების მაყურებლებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი - ნატრული ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა კახიანია. მეგრელი ქალის კომიკური და სახასიათო როლი მაყურებელმა მაშინვე აიტაცა და სერიალში მისი ყოველი გამოჩენა დიდად ახალისებს.

ეს როლი ისეთი მსახიობისთვის, როგორიც მარინა კახიანია, რომელიც უმთავრესად ტრაგიკული როლების (კორდელია, ბერნარდა ალბა, მარიამ სტიუარტი, ოლივია...) შესრულებით არის ცნობილი, ოდნავ უჩვეულო და ახალია. AMBEBI.GE მსახიობს სახლში ესტუმრა და ახალ როლთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

- მოგწონთ თქვენი ახალი პერსონაჟი?

- თავიდანვე მოვიხიბლე, რადგანაც ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული სახეა. პირველად მომიწია სახასიათო როლის თამაში, რადგანაც მთელი ცხოვრება სცენაზე ტრაგიკულ გმირებს ვასახიერებდი კლასიკურ რეპერტუარში (შექსპირი, ბრეხტი, ევრიპიდე და ა.შ.) ამიტომ, ძალიან მინდოდა, კომედიური, განსხვავებული როლი და ისე მოხდა, რომ მართლაც ვითამაშე. თუმცა, მკვეთრი სახასიათო სახე არც კინოში შემიქმნია და არც ტელეეკრანზე (სერიალში), ამიტომ, ჩემთვის ახალი როლი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და როდესაც შემომთავაზეს, ვუთხარი, რომ მკვეთრად მეგრელი ქალი მინდა, ვითამაშო-მეთქი...

ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო სერიალია, ამდენი წელი გაძლო, გემოვნებითაა გადაღებული. ნაჩვენებია ყველა წრისა და სოციალური ფენის ადამიანის ცხოვრება, საქართველოს სხვადასხვა კუთხის არაერთი პერსონაჟი. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება მეგრელი ქალბატონის თამაშს, გეტყვით, რომ ჩემი წინაპრები, - ბაბუები, ბებიები მეგრელები იყვნენ, მართალია, მეგრულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ რაღაცები მესმის. მამას ბებია თოფურია ჰყავდა, - სისხლში მეგრული გენეტიკა მაქვს, ამიტომ ჩემი წინაპრებისთვის რაღაცნაირად პატივის მიგება მინდოდა და ეს როლი ჩემთვის ამითაც საინტერესოა.

- პერსონაჟის სახელზე - ნატრული - რას იტყვით?

- ძალიან მომეწონა და თავიდანვე ისე განვეწყე, რომ მინდოდა, კოლორიტული სახე ყოფილიყო, ნამდვილი მეგრელი ქალია, თუმცა მეგრელები მრავალნაირნი არიან, - მაგალითად, ჩემი მეგრელი ბებია ისეთი თავშეკავებული, დარბაისელი იყო, იშვიათად მინახავს მსგავსი დარბაისელი და მშვიდი ქალი. თუმცა, ვიცით, რომ ამ კუთხის ხალხი უმეტესად ემოციურები არიან, - სამეგრელოში, სოფელში ყოფნისას ახლოს მინახავს ისინი, დავკვირვებივარ და მაგალითად, კივილიდან სიცილზე ისე ადვილად გადასულან, ან პირიქით, მშვიდი საუბრიდან კივილი დაუწყიათ, - რომ ჩემი გაოცება გამოუწვევია. ამ ქალბატონებში ასეთი გრადაცია რომ ხდებოდა, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა...

- მაგრამ ნატრულის შვილი დედისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია...

- კი, შვილის როლი დედისგან განსხვავდება, თბილისელი ბიჭია და მსგავსი ფაქტებიც ხშირია, - როდესაც ასეთ დედებს ასეთი შვილები ჰყავთ. ამიტომ, ნატრულის შვილს რომ შევხედე, მომდევნო სერიებში ჩემი როლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ცოტათი ჩავაქრე, რომ ოჯახის წევრებს შორის მკვეთრი განსხვავებულობა არ ყოფილიყო... სხვა რა გითხრათ, ძალიან ვხალისობ გადაღების პროცეში. მომწონს გადამღები ჯგუფი - ოპერატორები, მხატვრები, განსაკუთრებით, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, გაწონასწორებული, გემოვნებიანი, ჭკვიანი ყმაწვილია, მესიამოვნა მასთან მუშაობა.

- რა ემოცია გამოიწვია ნატრულის გამოჩენამ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებში?

- პირველი კადრები რომ გავიდა, ისეთი გასაოცარი გამოხმაურება იყო, მერიდება კიდეც ამის თქმა, მაგრამ ასე აღმატებულად ჩემი პიროვნების ხსენებამ ცოტათი შემაშინა. ჯერ ერთი, არ ვიცი, შემდეგში რას მთავაზობს სცენარისტი, როგორ განვითარდება ამბავი... საერთოდ, როდესაც ასეთი მოლოდინია, ზოგჯერ შესაძლოა, ამას იმედგაცრუებაც მოჰყვეს. თუმცა, ახლობლების, ნაცნობების, წლობით უნახავი ადამიანების ზარებმა ცხადია, გამახარა. ისინი გაკვირვებულები იყვნენ, არ მოელოდნენ მარინა კახიანისგან ამ ტიპის როლს, შეიძლება, ვიღაცას გაუცრუვდა იმედი, - ხშირად შექმნილი სტერეოტიპის დამსხვრევა არ უნდათ, შენგან სხვანაირ როლს არ იღებენ, მაგრამ მერე ეჩვევიან, თუმცა ზოგი მაინც კატეგორიულად არ იცვლის შეხედულებას. გარკვეულ ნაწილსაც უკვირს, და ამბობს, - ესეც შეგიძლია? მოკლედ, ერთფეროვანი შეფასება არ არსებობს, - ყველამ ერთნაირად რომ მიიღოს შენი ნამუშევარი.

- რა თქვეს მეგრელებმა?

- ამ როლით მეგონა, მეგრელები გაღიზიანდებოდნენ და პირიქით აღმოჩნდა. ამას იმ გამოხმაურებების მიხედვით ვამბობ, რამაც ჩემამდე მოაღწია, თუმცა სადღაც ვიღაც შესაძლოა უკმაყოფილოც დარჩა და სწორედ ამიტომაც არ შემეხმიანა, არ ვიცი. მოკლედ, ნატრული მინდოდა, რომ სასაცილო პერსონაჟი ყოფილიყო, - გადაჭარბებული ემოციებით. ერთ მეგრელ ქალბატონზე ისტორიასაც მომიყვნენ, - გაჭირვეული იყო, მერე გამდიდრდა და ეკრანზე ნატრულის რომ ვუყურებდი, მეგონა, ის იყოო... გარეგნულად სხვანაირიც მინდოდა, რომ ყოფილიყო, უმაკიაჟო, სასაცილო ქუდით...

- მოკლედ, გადაწყვიტეთ, რომ მარინა კახიანი დაგენგრიათ...

- დიახ, ნაწილმა მიიღო ეს და მგონია, რომ ნაწილმა - ვერა... ისე, 12 წლის წინ "რუსთაველის სარდაფში" ერთ იტალიურ კომედიაში მკვეთრად სახასიათო როლი ვითამაშე, - მსუქანი, უშნო, გაუთავებლად და ჩქარა მოლაპარაკე (იტალიურ ხასიათის და ინტონაციის) სასაცილო, საწყალი ქალის, მართალია, ბოლოში წონაშიც იკლებს, იხვეწება, მაგრამ ჩემთვის ახლობელმა ადამიანმა, კომპოზიტორმა ის როლი ვერაფრით მიიღო... არადა, მიყვარს, როცა მსახიობი ბევრნაირ ხასიათს თამაშობს...

- თქვენი უშუალო პარტნიორია ლაურა რეხვიაშვილის პერსონაჟი - ეგონა. სხვა დროს თუ გითამაშიათ ერთად?

- არასდროს, - მე რუსთაველის თეატრში ვმოღვაწეობ, ქალბატონი ლაურა - კინომსახიობთა თეატრში. ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ის უკვე მსახიობი იყო, შორიდან მომწონდა, მის სპექტაკლებზე დავდიოდი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბოლოს თეატრში მისი მონაწილეობით "კაცია-ადამიანის?!" მიხედვით დარეჯანზე შექმნილი მონოსპექტაკლი ვნახე და ძალიან მოვიხიბლე. ქალბატონი ლაურა კინოშიც ყველას გვინახავს. საინტერესო და კარგი მსახიობია და მგონი, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. თან, ის ამ სერიალში დარბაისელ, მაგრამ თავისებური ხასიათის მეგრელ ქალს ცოტა სხვა ხერხებით თამაშობს, ვფიქრობ, საინტერესო აღარ იქნებოდა, ჩემი პერსონაჟიც ისეთივე ყოფილიყო, ამიტომაც, ცოტა ისტერიკული, სხვანაირი სახე უნდა შემექმნა.

- თქვენი პარტნიორი ასევე მსახიობი დავით კვირცხალიაა - გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელი, - მასზე რა გვეტყვით?

- დათო ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი პარტნიორია. არაერთხელ გვითამაშია ერთად, ახლაც, ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით სპექტაკლში "სულიერი არსებები" (რეჟისორი დათო საყვარელიძე) ერთად ვთამაშობთ. უშუალო პარტნიორები ვართ. ასე რომ, დათოსთან პარტნიორობა ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ვმეგობრობ ასევე მის ოჯახთანაც, მის ქალიშვილთან. დათო თბილი და კარგი ადამიანია, ძალიან თავმდაბალი. ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე ვიყავი, როცა უკვე პოპულარული თეატრალური მსახიობი იყო, "რომეო და ჯულიეტაში" რომეოს თამაშობდა და კიდევ არაერთ ყმაწვილ პერსონაჟს, - ყველა გოგო მაშინ დათოზე შეყვარებული იყო. მნიშვნელოვანია, რომ მასში ამბიციების გაღრმავება არასდროს მომხდარა.

- რას გვპირდება ნატრული?

- ეს მხოლოდ სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა იცის. აღფრთოვანებული ვარ მისი ფანტაზიის უნარით. ხუთი წლის განმავლობაში ამდენი ისტორია შეთხზა, ყველანაირი სოციალური ფენისა თუ ხასიათის ადამიანი გამოძერწა, - ეს მართლა დიდი ნიჭის, ცოდნისა და დაკვირვების მქონე ქალბატონია.

და კიდევ, ჩემი ამ სერიალში მიწვევა, ვფიქრობ, კარგ დროს დაემთხვა, რადგანაც ბოლო სამი სეზონი ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა, არ არსებობდა, რაც უნდა შემოეთავაზებინათ, უდროობის გამო ვერ ვითამაშებდი, თუმცა წინა სეზონის ბოლოს ერთი-ორ ფილმში კი ვითამაშე, მაგრამ ხანგრძლივად, სერიალში გასულ წლებში ვერ მოვახერხებდი ჩართვას, რადგანაც რამდენიმე სპექტაკლში ერთდროულად ვიყავი დაკავებული.

- სერიალში თამაში რითი განსხვავდება სცენაზე თამაშისგან?

- სერიალი ჩემთვის კინოსა და თეატრის ნაზავია და ამიტომაც არის, რომ მსოფლიოში უკვე ხელოვნების საოცრად პოპულარული სახეობაა... მაყურებელი სახლიდან გაუსვლელად, ტელეეკრანთან მოკალათებული მას თვალყურს ადევნებს. ზოგადად, სერიალმა გარკვეული ეტაპები განვლო, ადაპტაცია გაიარა და დღესდღეობით, უკვე სერიოზულ დრამატურგიაზეა აგებული. მსოფლიო მასშტაბით, მასში საკმაოდ კარგი მსახიობები თამაშობენ. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ისინი მრავალსერიანი ფილმებია, რეალობას ასახავს, რაც მაყურებელს იზიდავს. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მასზე მუშაობა სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, კარგი ჯგუფი და ნიჭიერი ხალხი უნდა იყვნენ ისინი, ვინც როლს შემოგთავაზებს...

- როგორ ემზადებით იმისთვის, რომ როლი შეიქმნას?

- სხვადასხვა რეჟისორთან სხვადასხვანაირად ხდება. ბატონ რობიკოსთან პირველი პერიოდი ხანდახან შეიძლება სპექტაკლზე ერთი თვე, ან ცოტა მეტ ხანს ვიმუშაოთ, ხანდახან ეს პროცესი ნახევარი წელიც გაგრძელდეს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ბოლო პერიოდია ხოლმე დაძაბული. მაგალითად, შარშან, ახალი წლისთვის ზღაპარს ("კონკია") ვაკეთებდით, დედინაცვალს ვთამაშობდი. ერთი თვე რეპეტიციები კი გვქონდა, მაგრამ ბოლო სამი კვირა ახალ წლამდე დილას რომ ვიწყებდით, შუადღეს ვისვენებდით და ღამის 2-3 საათამდე რეპეტიციები გვქონდა. 30 დეკემბერს ღამის სამ საათამდე გაგრძელდა და სახლში საცივს დილის 6 საათამდე ვაკეთებდი... რადგან ახალი წელი ვახსენე, შარშანწინ, ამ დროსაც, ბატონმა რობიკომ ზღაპარი დადგა, ისეთივე რეჟიმით ვმუშაობდით, მაგრამ 1-ელ იანვარს დავისვენეთ და სარეპეტიციოდ 2-ში გავედით. რამდენიმე მსახიობი 1-ელ იანვარსაც დაგვიბარა. შემდეგ ორი კვირის განმავლობაში სპექტაკლები გვქონდა, დღეში ხან სამჯერ, ხან - ორჯერ.

- მგონი, რობერტ სტურუა სერიალებს დიდად არ სწყალობს, თუმცა შეიძლება ბოლო დროს რაღაცები გადააფასა...

- სწორია, დიდად არ სწყალობდა, თუმცა ერთი ამერიკული სერიალი - "ბანქოს სახლი" ვიცი, რომელსაც ინტერესით უყურა, მოსწონდა და შთაბეჭდილებას გვიზიარებდა. ბოლო დროს მართლაც საინტერესო სერიალების გადაღება დაიწყეს...

- როგორია თქვენი წინასაახალწლო განწყობა?

- სამუშაო... ჩვენ, მსახიობებს მუშაობა სულ გვინდა, რაც ალბათ, ნორმალურია. თუ მსახიობს ეს არ აინტერესებს, ე.ი. მას უბრალოდ უნდა, რომ მსახიობის სახელი ერქვას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება