საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 10 წლის მარიამი, რომელმაც საქართველოს საბავშვო "ევროვიზია" მოაგებინა!
გაიცანით 10 წლის მარიამი, რომელმაც საქართველოს საბავშვო "ევროვიზია" მოაგებინა!

2016 წლის სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, 10 წლის მა­რი­ამ მა­მა­დაშ­ვი­ლი გახ­და! უნი­ჭი­ე­რეს­მა გო­გო­ნამ კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რა "მზეო" შე­ას­რუ­ლა და 17 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს აჯო­ბა.

ჩვენ შე­ვეც­დე­ბით ახ­ლოს გა­გაც­ნოთ მა­რი­ა­მი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მედ მო­ა­გე­ბი­ნა "ევ­რო­ვი­ზია". შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სი აქამ­დე ორ­ჯერ მო­ი­გო - 2008 წელს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ჯგუფ "ბზი­კებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფი­ნა­ლის­ტი ჯგუ­ფი "ქენ­დი" გახ­და.

10 წლის მა­რი­ამ მა­მა­დაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში სწავ­ლობს. თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი მა­რი­ამს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და ხელს უწყობ­დნენ, კონ­კურ­სის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. მალ­ტა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, პა­ტა­რა მომ­ღე­რალს სკო­ლა­ში სი­ურპრი­ზი მო­უ­წყვეს და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით გა­ა­ცი­ლეს...

"5 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემს ოთახ­ში შევ­დი­ო­დი და მუ­სი­კას ვუს­მენ­დი ხოლ­მე. შემ­დეგ ერთ-ერთი სიმ­ღე­რა ვის­წავ­ლე. დე­დამ გა­ი­გო­ნა, რომ ვმღე­რო­დი, ოთახ­ში შე­მო­ვი­და და ვი­დეო გა­და­მი­ღო. მერე, "ბას­ტი-ბუ­ბუს" სტუ­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვი­დეო ნახა და გვი­თხრა: ბავ­შვი ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნეთ და აქ ის­წავ­ლო­სო... "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში" 1 წელი ვსწავ­ლობ­დი. შემ­დეგ "ბზი­კე­ბის" სტუ­დი­ა­ში გა­და­ვე­დი. იქ 4 წელი ვის­წავ­ლე. მერე ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რე.

- ამე­რი­კა­ში რა­ტომ გა­ემ­გზავ­რე?

- ამე­რი­კა­ში Broadway Method Academy-ში დავ­დი­ვარ, სა­დაც ცეკ­ვას, ვო­კალს, სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას ვე­უფ­ლე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რად ვვი­თარ­დე­ბი... ჯგუფ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" დაბ­რუნ­დი?

- დიახ, "ბზი­კე­ბის" სტუ­დი­ი­დან და­მი­რე­კეს - "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თუ გინ­და, შიდა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის­თვის უნდა ჩა­მოხ­ვი­დეო. ჩა­მო­ვე­დი. სიმ­ღე­რა - "მზეო" პრო­დი­უ­სერ­მა - გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ და­მი­წე­რა. 10 ბავ­შვს შო­რის გა­ვი­მარ­ჯვე - "სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის" სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის შე­მარ­ჩი­ეს.

- პრო­ფე­სია უკვე არ­ჩე­უ­ლი გაქვს?

- ჯერ არ ვიცი, რო­მელ პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ. ალ­ბათ, უფრო მომ­ღე­რა­ლი გავ­ხდე­ბი... "ბროდ­ვე­ის აკა­­დე­მი­ა­ში" გვას­წავ­ლი­ან, რო­გორ ვიმ­ღე­როთ, ვი­ცეკ­ვოთ. ამას­თან, ვე­უფ­ლე­ბით სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა­საც. როცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუნ­დე­ბი­ან, ჰო­ლი­ვუდ­შიც გზა გვეხ­სნე­ბა. ასე რომ, თუ ნიჭი გაქვს, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ.

- ამე­რი­კა­ში, სკო­ლა­შიც ხომ და­დი­ხარ?

- დიახ. Tomlinson Middle School-ში, მე­ექ­ვსე კლას­ში ვარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში დავ­დი­ვარ. თუმ­ცა, როცა კონ­კურ­სი­დან დავ­ბრუნ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, აქ სწავ­ლა ისევ გან­ვაგ­რძო ან მა­შინ­ვე ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რო.

- წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში სწავ­ლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- იმი­ტომ, რომ ჩემი პრო­დი­უ­სე­რის - გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძის შვი­ლი აქ სწავ­ლობს და გი­გაც აქვე ახ­ლოს ცხოვ­რობს. გაკ­ვე­თი­ლე­ბის მერე, მას­თან მივ­დი­ვარ და ვმე­ცა­დი­ნე­ობ. ამ სკო­ლა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. ისი­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მომ­წონს - სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან. ამ სკო­ლა­ში ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა. ჩემს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, როცა შე­ი­ტყვეს, რომ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­ვად­გენ. ჩემი წარ­მა­ტე­ბა გა­ი­ზი­ა­რეს, მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ...

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "გზამ" მა­რი­ამ­თან კონ­კურ­სზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­წე­რა

Georgia wins Junior Eurovision 2016 for third time: Meet Mariam Mamadashvili

გაიცანით 10 წლის მარიამი, რომელმაც საქართველოს საბავშვო "ევროვიზია" მოაგებინა!

გაიცანით 10 წლის მარიამი, რომელმაც საქართველოს საბავშვო "ევროვიზია" მოაგებინა!

2016 წლის საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული ქართველი შემსრულებელი, 10 წლის მარიამ მამადაშვილი გახდა! უნიჭიერესმა გოგონამ კონკურსზე სიმღერა "მზეო" შეასრულა და 17 ქვეყნის წარმომადგენელს აჯობა.

ჩვენ შევეცდებით ახლოს გაგაცნოთ მარიამი, რომელმაც საქართველოს მესამედ მოაგებინა "ევროვიზია". შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი აქამდე ორჯერ მოიგო - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.

10 წლის მარიამ მამადაშვილი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში სწავლობს. თანაკლასელები და პედაგოგები მარიამს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ხელს უწყობდნენ, კონკურსისთვის მზადების პროცესში. მალტაში გამგზავრებამდე, პატარა მომღერალს სკოლაში სიურპრიზი მოუწყვეს და დადებითი ემოციებით გააცილეს...

"5 წლის ვიყავი, როცა ჩემს ოთახში შევდიოდი და მუსიკას ვუსმენდი ხოლმე. შემდეგ ერთ-ერთი სიმღერა ვისწავლე. დედამ გაიგონა, რომ ვმღეროდი, ოთახში შემოვიდა და ვიდეო გადამიღო. მერე, "ბასტი-ბუბუს" სტუდიის წარმომადგენელმა ვიდეო ნახა და გვითხრა: ბავშვი ჩვენთან მოიყვანეთ და აქ ისწავლოსო... "ბასტი-ბუბუში" 1 წელი ვსწავლობდი. შემდეგ "ბზიკების" სტუდიაში გადავედი. იქ 4 წელი ვისწავლე. მერე ამერიკაში გავემგზავრე.

- ამერიკაში რატომ გაემგზავრე?

- ამერიკაში Broadway Method Academy-ში დავდივარ, სადაც ცეკვას, ვოკალს, სამსახიობო ოსტატობას ვეუფლები, მუსიკალურად ვვითარდები... ჯგუფთან ერთად კონცერტებში ვმონაწილეობ...

- საქართველოში სპეციალურად საბავშვო "ევროვიზიისთვის" დაბრუნდი?

- დიახ, "ბზიკების" სტუდიიდან დამირეკეს - "ევროვიზიის" კონ­კურსში მონაწილეობა თუ გინდა, შიდა შესარჩევი კონკურსისთვის უნდა ჩამოხვიდეო. ჩამოვედი. სიმღერა - "მზეო" პროდიუსერმა - გიგა კუხიანიძემ დამიწერა. 10 ბავშვს შორის გავიმარჯვე - "საბავშვო ევროვიზიის" საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის შემარჩიეს.

- პროფესია უკვე არჩეული გაქვს?

- ჯერ არ ვიცი, რომელ პროფესიას ავირჩევ. ალბათ, უფრო მომ­ღერალი გავხდები... "ბროდვეის აკა­­დემიაში" გვასწავლიან, როგორ ვიმღეროთ, ვიცეკვოთ. ამასთან, ვეუფლებით სამსახიობო ოსტატობასაც. როცა მასწავლებლები მოსწავლის შესაძლებლობებში დარწმუნდებიან, ჰოლივუდშიც გზა გვეხსნება. ასე რომ, თუ ნიჭი გაქვს, წარმატებას მიაღწევ.

- ამერიკაში, სკოლაშიც ხომ დადიხარ?

- დიახ. Tomlinson Middle School-ში, მეექვსე კლასში ვარ. საქართველოში, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში დავდივარ. თუმცა, როცა კონკურსიდან დავბრუნდები, შეიძლება, აქ სწავლა ისევ განვაგრძო ან მაშინვე ამერიკაში გავემგზავრო.

- წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში სწავლა რატომ გადაწყვიტე?

- იმიტომ, რომ ჩემი პროდიუსერის - გიგა კუხიანიძის შვილი აქ სწავლობს და გიგაც აქვე ახლოს ცხოვრობს. გაკვეთილების მერე, მასთან მივდივარ და ვმეცადინეობ. ამ სკოლაში ბევრი მეგობარი შევიძინე. ისინი ძალიან მიყვარს. მასწავლებლებიც ძალიან მომწონს - სასწავლო პროცესში სირთულეების დაძლევაში გვეხმარებიან. ამ სკოლაში ძალიან მეგობრული გარემოა. ჩემს თანაკლასელებს ძალიან გაუხარდათ, როცა შეიტყვეს, რომ საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს წარვადგენ. ჩემი წარმატება გაიზიარეს, მგულშემატკივრობენ...

წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუ, რომელიც ჟურნალმა "გზამ" მარიამთან კონკურსზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა

Georgia wins Junior Eurovision 2016 for third time: Meet Mariam Mamadashvili

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება