პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმესი ავარიისა და 25-დღიანი კომის შემდეგ
რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმესი ავარიისა და 25-დღიანი კომის შემდეგ

გო­რის "დი­ლას" ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი თექთურ­მა­ნი­ძის ავა­რი­ის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ შე­ი­ტყო. 7 ივ­ნისს, მე­უღ­ლის­თვის სი­ურპრი­ზის მო­სა­წყო­ბად, გი­ორ­გი ბა­თუმ­ში გა­ემ­გზავ­რა, მაგ­რამ ლან­ჩხუთ­ში უმ­ძი­მეს ავა­რი­ა­ში მოხ­ვდა. ფეხ­ბურ­თე­ლი 25 დღე კო­მა­ში იყო, თუმ­ცა ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს და ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. AMBEBI.GE ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლეს, მომ­ღე­რალ ანი ღონ­ღა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და გი­ორ­გის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

- გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, ვიდ­რე ცოტა ხნის წინ იყო. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე ჯერ კი­დევ ბევ­რი დროა. ბო­ლომ­დე არაა გახ­სნი­ლი მარ­ჯვე­ნა კი­დუ­რე­ბი.

- რას იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ?

- თვი­თონ ავა­რი­ის მო­მენ­ტი სა­ერ­თოდ არ ახ­სოვს. გი­ორ­გი 25 დღე იყო კო­მა­ში, ლა­პა­რა­კი უჭირს, მე­ტყვე­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ჯერ კი­დევ უჭირს სი­ტყვე­ბის მო­ძებ­ნა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ბა­თუმ­ში მო­დი­ო­და, ჩემ­თვის სი­ურპრი­ზი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა..."

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ?

- ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა თქმა უნდა, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ამ შემ­თხვე­ვამ­დე ორი­ვეს გვქონ­და ჩვე­ნი საქ­მე. ეხლა არ ვი­ცით, რა რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა. მთლი­ა­ნად გი­ორ­გის რე­ჟიმ­ზე ვართ და მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი. სხვა ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ასე­თი მძი­მე პე­რი­ო­დის მერე, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ ადა­მი­ა­ნი და ხვდე­ბი, რომ მთა­ვა­რი ჯან­მრთე­ლო­ბაა და ისე­დაც ყვე­ლაფ­რის მი­მართ გეც­ვლე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი.

- რამ­დე­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და?

- ოპე­რა­ცია არ­ცერ­თი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. თავ­ში ისეთ არე­ში იყო ჩაქ­ცე­ვე­ბი, რომ თვი­თონ უნდა გა­წო­ვი­ლი­ყო.

- გა­აგ­რძე­ლებს თუ არა ფეხ­ბურ­თის თა­მაშს?

- ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­ზე ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა სა­უ­ბა­რი. უკვე გა­ი­ა­რა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე კურ­სი და ახ­ლაც გა­დის. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე წა­ვალთ გერ­მა­ნი­ა­ში. ალ­ბათ იქ გა­კეთ­დე­ბა სა­ბო­ლოო დას­კვნა გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ. თვი­თონ ყო­ველ­დღი­უ­რად სვამს კი­თხვას - შევ­ძლებ თუ არა ფეხ­ბურ­თის თა­მაშს? რა თქმა უნდა, ეს მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა და თვი­თო­ნაც და ყვე­ლა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით თუ ასე კარ­გად გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, თუმ­ცა დღეს ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა რთუ­ლია...

- რა და­გეხ­მა­რათ ამ მძი­მე პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნა­ში?

- ეს ისე­თი მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, ამ ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნა­ში ვე­რა­ფე­რი, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მედ­გა გვერ­დით და წუ­თი­თაც არ მტო­ვებ­დნენ. მთე­ლი გუ­ლით გა­ნიც­დი­და ყვე­ლა ჩვენს ამ­ბავს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა გვერ­დში დაგ­ვიდ­გა. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს და ასე­ვე ღუ­დუ­შა­უ­რის ექი­მებს, რომ­ლებ­მაც პირ­ველ მძი­მე დღე­ებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს გი­ორ­გის გა­და­სარ­ჩე­ნად. ამ­დენ ადა­მი­ანს რომ ხე­დავ შენ გვერ­დით, სტი­მუ­ლი გეძ­ლე­ვა. სულ ვუ­მე­ო­რებ ჩემს თავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ გი­ორ­გი ისევ ისე­თი იყოს, რო­გორც ავა­რი­ამ­დე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმესი ავარიისა და 25-დღიანი კომის შემდეგ

რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმესი ავარიისა და 25-დღიანი კომის შემდეგ

გორის "დილას" ფეხბურთელის გიორგი თექთურმანიძის ავარიის შესახებ რამდენიმე თვის წინ მთელმა საქართველომ შეიტყო. 7 ივნისს, მეუღლისთვის სიურპრიზის მოსაწყობად, გიორგი ბათუმში გაემგზავრა, მაგრამ ლანჩხუთში უმძიმეს ავარიაში მოხვდა. ფეხბურთელი 25 დღე კომაში იყო, თუმცა ქართველმა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. AMBEBI.GE ფეხბურთელის მეუღლეს, მომღერალ ანი ღონღაძეს დაუკავშირდა და გიორგის ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა.

- გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო. თუმცა, საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ბოლომდე არაა გახსნილი მარჯვენა კიდურები.

- რას იხსენებს შემთხვევის შესახებ?

- თვითონ ავარიის მომენტი საერთოდ არ ახსოვს. გიორგი 25 დღე იყო კომაში, ლაპარაკი უჭირს, მეტყველებას რაც შეეხება, ჯერ კიდევ უჭირს სიტყვების მოძებნა.

ასევე წაიკითხეთ: "ბათუმში მოდიოდა, ჩემთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა..."

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ შემთხვევის შემდეგ?

- ჩვენი ცხოვრება რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიცვალა. ამ შემთხვევამდე ორივეს გვქონდა ჩვენი საქმე. ეხლა არ ვიცით, რა როგორ განვითარდება. მთლიანად გიორგის რეჟიმზე ვართ და მისი გამოჯანმრთელებისკენ მიმართული. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ასეთი მძიმე პერიოდის მერე, რა თქმა უნდა, ყველაფერს სხვანაირად უყურებ ადამიანი და ხვდები, რომ მთავარი ჯანმრთელობაა და ისედაც ყველაფრის მიმართ გეცვლება შეხედულებები.

- რამდენი ოპერაცია ჩაუტარდა?

- ოპერაცია არცერთი არ გაკეთებულა. თავში ისეთ არეში იყო ჩაქცევები, რომ თვითონ უნდა გაწოვილიყო.

- გააგრძელებს თუ არა ფეხბურთის თამაშს?

- ფეხბურთის თამაშზე ჯერ ძალიან ადრეა საუბარი. უკვე გაიარა რეაბილიტაციის რამდენიმე კურსი და ახლაც გადის. გარკვეული პერიოდის მერე წავალთ გერმანიაში. ალბათ იქ გაკეთდება საბოლოო დასკვნა გიორგის ჯანმრთელობის შესახებ. თვითონ ყოველდღიურად სვამს კითხვას - შევძლებ თუ არა ფეხბურთის თამაშს? რა თქმა უნდა, ეს მისი საყვარელი საქმეა და თვითონაც და ყველანი ბედნიერები ვიქნებით თუ ასე კარგად განვითარდება მოვლენები, თუმცა დღეს ამაზე პასუხის გაცემა რთულია...

- რა დაგეხმარათ ამ მძიმე პერიოდის გადატანაში?

- ეს ისეთი მძიმე პერიოდი იყო, ამ ტკივილის გადატანაში ვერაფერი, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მედგა გვერდით და წუთითაც არ მტოვებდნენ. მთელი გულით განიცდიდა ყველა ჩვენს ამბავს. ოჯახის წევრები, მეგობრები, უცნობი ადამიანები ყველა გვერდში დაგვიდგა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ამ ადამიანს და ასევე ღუდუშაურის ექიმებს, რომლებმაც პირველ მძიმე დღეებში ყველაფერი გააკეთეს გიორგის გადასარჩენად. ამდენ ადამიანს რომ ხედავ შენ გვერდით, სტიმული გეძლევა. სულ ვუმეორებ ჩემს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გიორგი ისევ ისეთი იყოს, როგორც ავარიამდე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება