საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანკა კალატოზიშვილს GDS ჰონორარს არ უხდის? - რას პასუხობს ტელეკომპანია მსახიობის ბრალდებას
ნანკა კალატოზიშვილს GDS ჰონორარს არ უხდის? - რას პასუხობს ტელეკომპანია მსახიობის ბრალდებას

მსა­ხი­ობ­მა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა მი­ნა­წე­რით: "GDS-ის დი­რექ­ტორ­მა "მზა­რე­უ­ლე­ბი" მაგ­რა აი­ჩე­მა". მი­მარ­თვა­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ეძებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს და მას­თან პი­რა­დად აქვს შე­კი­თხვე­ბი:

"ხომ არ იც­ნობთ ვინ­მე? ამ­ბო­ბენ მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­სა­აო. სად და­ი­ბა­და? რო­გორ და­ი­ბა­და? ვინ გა­ზარ­და? რა ზრდი­ლო­ბაა, იქ­ნებ კი­თხოს ვინ­მემ. მსა­ხი­ო­ბებ­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის. ამ მსა­ხი­ო­ბებ­მა მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ხო ვი­მუ­შა­ვეთ, ახლა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რად არ მა­ინ­ტე­რე­სებთ, ხელ­ფასს არ გიხ­დით აგ­ვის­ტოს თვი­სო. ვინ­მემ კი­თხეთ, ხო კარ­გა­დაა?" - ამ­ბობს კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­მაც ტე­ლე­სე­რი­ალ "მზა­რე­უ­ლე­ბის" მე­ო­რე სე­ზონ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად GDS-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს თათა ძმა­ნაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

"მარ­თა­ლი რომ გი­თხრათ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ ვი­დე­ო­მი­მარ­თვით. ვფიქ­რობთ, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი არ ფლო­ბენ ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვის აქვს მათ წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ვა­დას­ტუ­რებთ, რომ GDS-სა და "მზა­რე­უ­ლე­ბის" მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია "სტენ­ლის" შო­რის გარ­კვე­უ­ლი სა­დაო სა­კი­თხე­ბი წარ­მო­იშ­ვა, თუმ­ცა GDS-ს თა­ვად აქვს კი­თხვე­ბი "სტენ­ლის" მიერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- რა ბედი ეწე­ვა სე­რი­ალს?

- ორი­ვე მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ეს სა­კი­თხი ისე წარვმარ­თოთ, რომ პირ­ველ რიგ­ში მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სი არ და­ზა­რალ­დეს და ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა შეძ­ლოს თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლის მე­ო­რე სე­ზო­ნის ნახ­ვა. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პა­ნია "სტენ­ლის" მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის და თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა იმ პრო­დუქ­ტის შექ­მნის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენს ეთერ­ში გა­დის.

ვცდი­ლობთ კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ, რომ კომ­პა­ნია "სტენ­ლიმ" დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­შე. თუ მსა­ხი­ო­ბებს კი­თხვე­ბი და პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სრუ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო და არის მათ წი­ნა­შე, არის კომ­პა­ნია "სტენ­ლი", რო­მელ­თა­ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ას ამ დრო­ის­თვის ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს. ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­დე­ბით კონ­ტექ­სტში მიმ­დი­ნა­რე­ობს. GDS ცდი­ლობს, კომ­პრო­მი­სებ­ზე წას­ვლის გზით, ყვე­ლა მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ნანკა კალატოზიშვილს GDS ჰონორარს არ უხდის? - რას პასუხობს ტელეკომპანია მსახიობის ბრალდებას

ნანკა კალატოზიშვილს GDS ჰონორარს არ უხდის? - რას პასუხობს ტელეკომპანია მსახიობის ბრალდებას

მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა მინაწერით: "GDS-ის დირექტორმა "მზარეულები" მაგრა აიჩემა". მიმართვაში მსახიობი ამბობს, რომ ეძებს ტელეკომპანიის დირექტორს და მასთან პირადად აქვს შეკითხვები:

"ხომ არ იცნობთ ვინმე? ამბობენ მდედრობითი სქესისააო. სად დაიბადა? როგორ დაიბადა? ვინ გაზარდა? რა ზრდილობაა, იქნებ კითხოს ვინმემ. მსახიობებთან კონტაქტზე არ გამოდის. ამ მსახიობებმა მთელი ზაფხული ხო ვიმუშავეთ, ახლა გადაწყვიტა, მაგრად არ მაინტერესებთ, ხელფასს არ გიხდით აგვისტოს თვისო. ვინმემ კითხეთ, ხო კარგადაა?" - ამბობს კალატოზიშვილი მიმართვაში, რომელმაც ტელესერიალ "მზარეულების" მეორე სეზონში მიიღო მონაწილეობა.

საკითხის გასარკვევად GDS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს თათა ძმანაშვილს დავუკავშირდით:

"მართალი რომ გითხრათ, გაკვირვებულები ვართ ამ ვიდეომიმართვით. ვფიქრობთ, რომ მსახიობები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, ვის აქვს მათ წინაშე ვალდებულება. ვადასტურებთ, რომ GDS-სა და "მზარეულების" მწარმოებელ კომპანია "სტენლის" შორის გარკვეული სადაო საკითხები წარმოიშვა, თუმცა GDS-ს თავად აქვს კითხვები "სტენლის" მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

- რა ბედი ეწევა სერიალს?

- ორივე მხარე მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს საკითხი ისე წარვმართოთ, რომ პირველ რიგში მაყურებლის ინტერესი არ დაზარალდეს და ყველა გულშემატკივარმა შეძლოს თავისი საყვარელი სერიალის მეორე სეზონის ნახვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია "სტენლის" მიერ დაქირავებული თითოეული მსახიობის და თანამშრომლის მიერ გაწეული ძალისხმევა იმ პროდუქტის შექმნისთვის, რომელიც ჩვენს ეთერში გადის.

ვცდილობთ კომპრომისული გამოსავალი ვიპოვოთ, რომ კომპანია "სტენლიმ" დროულად შეასრულოს ვალდებულება მათი თანამშრომლების წინაშე. თუ მსახიობებს კითხვები და პრეტენზიები აქვთ, ერთადერთი კომპანია, რომელიც სრულად პასუხისმგებელი იყო და არის მათ წინაშე, არის კომპანია "სტენლი", რომელთანაც ტელევიზიას ამ დროისთვის ფინანსური ვალდებულებები შესრულებული აქვს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დადებით კონტექსტში მიმდინარეობს. GDS ცდილობს, კომპრომისებზე წასვლის გზით, ყველა მხარის ინტერესები დაიცვას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"