პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ
ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ

ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი წყვი­ლის - ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პი­ტის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ცნო­ბამ მსოფ­ლიო მე­დია და ფა­ნე­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო. 12-წლი­ა­ნი მყა­რი კავ­ში­რის დან­გრე­ვას და სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლის გაყ­რას არა­ვინ ელო­და. ან­ჯე­ლი­ნას და ბრედს 6 შვი­ლი ჰყავთ. აქე­დან სამი - 10 წლის შა­ი­ლო და 8 წლის ტყუ­პე­ბი - ვი­ვი­ე­ნი და ნოქ­სი, წყვი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბი არი­ან. და­ნარ­ჩე­ნი სამი - 15 წლის მე­დოქ­სი, 11 წლის ზა­ჰა­რა და 13 წლის პაქ­სი, აყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან და მშობ­ლე­ბი მათ­ზე ერ­თნა­ი­რად ინა­წი­ლებ­დნენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2004 წელს ფილმ "მის­ტერ და მი­სის სმი­ტის" გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნო. მა­შინ ჯერ კი­დევ ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა პიტ­მა ან­ჯე­ლი­ნას მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას ვერ გა­უძ­ლო და მე­უღ­ლეს უღა­ლა­ტა... ახლა ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ასე იუ­წყე­ბა ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მა - ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პი­ტის მრა­ვალ­წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას სწო­რედ სამ­სა­ხუ­რებ­რივ­მა რო­მან­მა და­უს­ვა წერ­ტი­ლი.

ნა­ხეთ: ფილ­მი, რო­მელ­მაც ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის და ბრედს პი­ტის ოჯახ­ში ბზა­რი გა­ა­ჩი­ნა

მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვე" - მა­რი­ონ კო­ტი­ა­რია, 40 წლის ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი. მისი და ბრედ პი­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ზამ­თარ­ში ეკ­რა­ნებ­ზე რო­ბერტ ზე­მე­კი­სის სა­ო­მა­რი დრა­მა - Allied გა­მო­დის. ფილმში 1940 წლის მოვ­ლე­ნე­ბია აღ­წე­რი­ლი.

ბრედ პი­ტის გმირს - ამე­რი­კელ აგენტს, ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში უმ­ძი­მე­სი მი­სი­ის დროს ფრან­გი მებ­რძო­ლი ქალი უყ­ვარ­დე­ბა. წყვი­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი ახა­ლი ძა­ლით ლონ­დონ­ში იწყე­ბა, სა­დაც ურ­თი­ერ­თო­ბას ომის მძი­მე პე­რი­ო­დი გა­მოც­დის...

ზო­გი­ერ­თი გა­მო­ცე­მის ვა­რა­უ­დით, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ფილ­მის მთა­ვარ გმი­რებს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წარ­მო­იშ­ვა, თუმ­ცა People-თან სა­უბ­რი­სას ფილ­მის პრო­დი­უ­სერ­მა 40 წლის მა­რი­ონ­სა და 52 წლის ბრედს შო­რის არა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კავ­ში­რი გა­მო­რი­ცხა:

"მათ გა­და­ღე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­უჩ­ნდათ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. რო­გორც კი რო­ლე­ბი მო­ირ­გეს, მათი გმი­რე­ბის ქი­მია ყვე­ლას­თვის ცხა­დი გახ­და. 2016 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, სა­ნამ გა­და­ღე­ბა და­ი­წყე­ბო­და, მათ ძა­ლი­ან შე­უ­წყვეს ხელი ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ან­თი გმი­რე­ბის ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა გრე­ჰემ კინ­გმა.

მა­რი­ონ კო­ტი­ა­რი ოს­კა­რის მფლო­ბე­ლია. 2008 წელს მან სა­ნუკ­ვა­რი ჯილ­დო მი­ი­ღო ედიტ პი­ა­ფის ბრწყინ­ვა­ლედ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის ფილმში La Vie en Rose. მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი ფრან­გი რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი გი­ი­ომ კა­ნეა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. სამ­სა­ხი­ო­ბო და სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის გარ­და (კო­ტი­ა­რი Dior-ის სა­ხეა), მსა­ხი­ო­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­თა­ცაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ის Greenpeace-ის აქ­ტი­უ­რი აქ­ტი­ვის­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ

ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ

ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული და სექსუალური წყვილის - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შესახებ გავრცელებულმა ცნობამ მსოფლიო მედია და ფანები შოკში ჩააგდო. 12-წლიანი მყარი კავშირის დანგრევას და საუკეთესო წყვილის გაყრას არავინ ელოდა. ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი - 10 წლის შაილო და 8 წლის ტყუპები - ვივიენი და ნოქსი, წყვილის ბიოლოგიური შვილები არიან. დანარჩენი სამი - 15 წლის მედოქსი, 11 წლის ზაჰარა და 13 წლის პაქსი, აყვანილები არიან და მშობლები მათზე ერთნაირად ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას.

წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს ფილმ "მისტერ და მისის სმიტის" გადაღებებზე გაიცნო. მაშინ ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონზე დაქორწინებულმა პიტმა ანჯელინას მომხიბვლელობას ვერ გაუძლო და მეუღლეს უღალატა... ახლა ისტორია მეორდება, ყოველ შემთხვევაში ასე იუწყება ზოგიერთი დასავლური გამოცემა - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მრავალწლიან ურთიერთობას სწორედ სამსახურებრივმა რომანმა დაუსვა წერტილი.

ნახეთ: ფილმი, რომელმაც ანჯელინა ჯოლის და ბრედს პიტის ოჯახში ბზარი გააჩინა

მთავარი "დამნაშავე" - მარიონ კოტიარია, 40 წლის ფრანგი მსახიობი და მომღერალი. მისი და ბრედ პიტის მონაწილეობით, ზამთარში ეკრანებზე რობერტ ზემეკისის საომარი დრამა - Allied გამოდის. ფილმში 1940 წლის მოვლენებია აღწერილი.

ბრედ პიტის გმირს - ამერიკელ აგენტს, ჩრდილოეთ აფრიკაში უმძიმესი მისიის დროს ფრანგი მებრძოლი ქალი უყვარდება. წყვილის რომანტიკული კავშირი ახალი ძალით ლონდონში იწყება, სადაც ურთიერთობას ომის მძიმე პერიოდი გამოცდის...

ზოგიერთი გამოცემის ვარაუდით, გადასაღებ მოედანზე ფილმის მთავარ გმირებს შორის რომანტიკული ურთიერთობა წარმოიშვა, თუმცა People-თან საუბრისას ფილმის პროდიუსერმა 40 წლის მარიონსა და 52 წლის ბრედს შორის არასამსახურებრივი კავშირი გამორიცხა:

"მათ გადაღების დაწყებისთანავე უდიდესი პატივისცემა გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ. როგორც კი როლები მოირგეს, მათი გმირების ქიმია ყველასთვის ცხადი გახდა. 2016 წლის გაზაფხულზე, სანამ გადაღება დაიწყებოდა, მათ ძალიან შეუწყვეს ხელი ერთმანეთს თავიანთი გმირების ხასიათის ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა გრეჰემ კინგმა.

მარიონ კოტიარი ოსკარის მფლობელია. 2008 წელს მან სანუკვარი ჯილდო მიიღო ედიტ პიაფის ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის ფილმში La Vie en Rose. მსახიობის მეუღლე ცნობილი ფრანგი რეჟისორი და მსახიობი გიიომ კანეა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. სამსახიობო და სამოდელო კარიერის გარდა (კოტიარი Dior-ის სახეა), მსახიობი საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული. ის Greenpeace-ის აქტიური აქტივისტია.

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის