Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმის თრეილერი გამოვიდა
"ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმის თრეილერი გამოვიდა

რე­ჟი­სორ გოგა ხა­ინ­დრა­ვას კი­ნოპ­რო­ექ­ტის "9+1" პირ­ვე­ლი თრე­ი­ლე­რი გა­მო­ვი­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფილ­მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მი­ე­რა 6 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც ხა­ინ­დრა­ვამ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" გა­ნუ­ცხა­და, იქამ­დე, 27-28 აგ­ვის­ტოს მე­დი­ი­სა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ იხი­ლონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ზე რამ­დე­ნი­მე სე­რი­ად გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი.

რე­ჟი­სო­რის გან­მარ­ტე­ბით, ფილმში არც ერთი პი­რის პირ­და­პი­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა. "დავ­პირ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცესს მო­ვუ­წყობ­დი და მო­ვუ­წყვე კი­დეც იმ ხერ­ხი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც ხელ­მე­წი­ფე­ბო­და. მე არა ვარ იუ­რის­ტი, ეს კი­ნოპ­რო­ცე­სია, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­დე­ნი­ლი აქვს გარ­კვე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­ულ ქვე­ყა­ნა­ში. ცნო­ბილ გვარ-სა­ხე­ლებს აქ ვერ გა­ი­გო­ნებთ, თუმ­ცა გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, ვინ ვინ არის", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­დრა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ფილმში მოხ­ვდა ისე­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა თეთ­რა­ძი­სა და შა­ვა­ძის, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, ირე­მა­ძის საქ­მე...

კი­თხვა­ზე, ვინ გა­ნა­სა­ხი­ე­რებს იმ პერ­სო­ნაჟს, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­ტო­ტი­პი იქ­ნე­ბა, რე­ჟი­სორ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი "ფილ­მის ინ­ტრი­გად" და­ტო­ვა. "მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, ეს ფილ­მის ინ­ტრი­გად დარ­ჩეს. ერთს გე­ტყვით - ის უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბია, თუმ­ცა ჩვენ­ში დი­დად არ არის ცნო­ბი­ლი. წარ­მო­ად­გენს ერთ მე­ტად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ პა­ტა­რა თე­ატრს. გა­მა­ო­ცა, ისე­თი სა­ო­ცა­რი სახე შექ­მნა. თეთ­რა­ძის როლს ას­რუ­ლებს სო­ხუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ ბრე­კაშ­ვი­ლი, ერთ-ერთი მო­სა­მარ­თლე მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ამ გა­ა­ცო­ცხლა, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დას ირი­ნა ენუ­ქი­ძეს მაია ზედ­გე­ნი­ძე გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბექა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი ასე­ვე მო­სა­მარ­თლეს თა­მა­შობს, მი­მაჩ­ნია, რომ ბე­ქამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პერ­სო­ნა­ჟი შექ­მნა. ფილმში მთა­ვარ როლ­შია ზურა ინ­გო­როყ­ვა... ", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­დრა­ვამ.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მი­ე­რა 6 სექ­ტემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­სა" და GDS-ის ეთერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

"ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმის თრეილერი გამოვიდა

"ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული გოგა ხაინდრავას ფილმის თრეილერი გამოვიდა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას კინოპროექტის "9+1" პირველი თრეილერი გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო

ფილმის სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართება. როგორც ხაინდრავამ გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა, იქამდე, 27-28 აგვისტოს მედიისა და კინემატოგრაფის წარმომადგენლებს შეეძლებათ იხილონ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდზე რამდენიმე სერიად გადაღებული ფილმი.

რეჟისორის განმარტებით, ფილმში არც ერთი პირის პირდაპირი იდენტიფიცირება არ ხდება. "დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ხერხითა და საშუალებით, რაც ხელმეწიფებოდა. მე არა ვარ იურისტი, ეს კინოპროცესია, სადაც განიხილება ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს გარკვეულ ხელისუფლებას გარკვეულ ქვეყანაში. ცნობილ გვარ-სახელებს აქ ვერ გაიგონებთ, თუმცა გასაგები იქნება, ვინ ვინ არის", - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ფილმში მოხვდა ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თეთრაძისა და შავაძის, გირგვლიანის მკვლელობა, ირემაძის საქმე...

კითხვაზე, ვინ განასახიერებს იმ პერსონაჟს, რომელიც სააკაშვილის პროტოტიპი იქნება, რეჟისორმა ეს ყველაფერი "ფილმის ინტრიგად" დატოვა. "მომეცით უფლება, ეს ფილმის ინტრიგად დარჩეს. ერთს გეტყვით - ის უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობია, თუმცა ჩვენში დიდად არ არის ცნობილი. წარმოადგენს ერთ მეტად პროფესიონალურ პატარა თეატრს. გამაოცა, ისეთი საოცარი სახე შექმნა. თეთრაძის როლს ასრულებს სოხუმის თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი, ერთ-ერთი მოსამართლე მარინა ჯანაშიამ გააცოცხლა, სანდრო გირგვლიანის დედას ირინა ენუქიძეს მაია ზედგენიძე განასახიერებს. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი ასევე მოსამართლეს თამაშობს, მიმაჩნია, რომ ბექამ ძალიან ძლიერი პერსონაჟი შექმნა. ფილმში მთავარ როლშია ზურა ინგოროყვა... ", - განაცხადა ხაინდრავამ.

სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედისა" და GDS-ის ეთერში გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება