სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ბიჭი, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე პოპულარული საუნდტრეკი შექმნა
გაიცანით ბიჭი, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე პოპულარული საუნდტრეკი შექმნა

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლი "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" სულ რამ­დე­ნი­მე თვეა გა­მოჩ­ნდა ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე და ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გული მა­ლე­ვე მო­ი­გო. სცე­ნა­რი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა - სე­რი­ა­ლის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი მა­ყუ­რე­ბელ­ში დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ა­ლის სა­უნ­დტრე­კი, რო­მელ­საც ალ­ბათ, თქვენც ერთხელ მა­ინც აყო­ლილ­ხართ მოს­მე­ნი­სას.

სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი თემა - სიმ­ღე­რა Imegination, მუ­სი­კოს­მა ნიკ მღვი­მელ­მა შექ­მნა. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­უნ­დტრე­კის ავ­ტო­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს.

- ვარ ხმის რე­ჟი­სო­რი და არა­დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი. ვმუ­შა­ობ "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­ში", თავ­და­პირ­ვე­ლად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის­თვის" ვწერ­დი მუ­სი­კას. Imegination 2013 წელს დავ­წე­რე და "ცუდ თესლთან" ერ­თად ვმღე­რო­დი, შემ­დეგ როცა "ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე" და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, გაჩ­ნდა იდეა, რომ სიმ­ღე­რა Imegination ახ­ლე­ბუ­რად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ცოტა და­უ­ვარ­ცხნე­ლი იყო ამ სიმ­ღე­რის ძვე­ლი ვერ­სია, ან­დერგრა­უნ­დის სტილ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი. არ­ტის­ტი, რო­მე­ლიც ან­დერგრა­უნდში მუ­შა­ობს, ხე­ლოვ­ნე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და არა კო­მერ­ცი­უ­ლო­ბას. სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ კი კო­მერ­ცი­ულ მიზ­ნებ­ზე არის გათ­ვლი­ლი, ამი­ტო­მაც გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სიმ­ღე­რა გამ­ხდა­რი­ყო ისე­თი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ასა­კის და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის იქ­ნე­ბო­და მი­სა­ღე­ბი. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით შექ­მნილ მუ­სი­კას ხალ­ხი ვერ მი­ი­ღებს.

- რა იყო ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას?

- ინ­სპი­რა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია, ინ­სპი­რა­ცი­ის მთა­ვა­რი წყა­რო არის გავ­ლე­ნა, იმ მუ­სი­კის და სივ­რცის, რო­მელ­შიც ვარ­სე­ბობთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ალ­ბათ ის გა­რე­მო იყო, რო­მელ­შიც გა­ვა­ტა­რე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბავ­შვო­ბა, სტუ­დენ­ტო­ბა და არ­სე­ბო­ბის­თვის ბრძო­ლა. მუ­სი­კა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბავ­შვო­ბი­დან შე­მო­ვი­და, რო­გორც წესი უფ­რო­სე­ბი მუდ­მი­ვად გას­მე­ნი­ნე­ბენ იმას, რაც მოს­წონთ, ამ მხრივ გა­მი­მარ­თლა - გე­მოვ­ნე­ბი­ან გა­რე­მო­ში მოვ­ხვდი და პა­ტა­რა ასა­კი­დან ისეთ ჟან­რებ­თან მქონ­და შე­ხე­ბა, რომ­ლის მო­სას­მე­ნად სხვებს წლე­ბი სჭირ­დე­ბა.

- რა ასა­კი­დან წერთ მუ­სი­კას?

- მუ­სი­კის შექ­მნა 15 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე. მაქვს ჩემი ჯგუ­ფი "melow", რომ­ლის სიმ­ღე­რე­ბიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სე­რი­ალ­ში. არა­ერთ ფეს­ტი­ვალ­ში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

- ნიკ მღვი­მე­ლი თქვე­ნი ნამ­დვი­ლი გვა­რი და სა­ხე­ლია?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ავ­სტრა­ლი­ე­ლი მუ­სი­კო­სი ნიკ ქე­ი­ვი, უფრო სწო­რად, ხან მიყ­ვარს და ხან არა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ფსევ­დო­ნი­მად მისი სა­ხე­ლი ამე­ღო და გავ­ხდი ნიკ მღვი­მე­ლი. ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მქო­ნია, რო­გორ მის­ტი­უ­რა­დაც ვი­თარ­დე­ბა პრო­ექ­ტი, მინ­და ასე მის­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დეს ნიკ მღვი­მე­ლის არ­სე­ბო­ბა.

- ელო­დით, რომ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დე­ბო­და სა­უნ­დტრე­კი?

- წი­ნას­წარ არა­ფერ­ზე ვიქ­მნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ამი­ტომ არაფ­რის მო­ლო­დი­ნი არ მქონ­და.

- ახა­ლი სე­ზო­ნი­დან რას პირ­დე­ბით მსმე­ნელს და მა­ყუ­რე­ბელს?

- ახა­ლი სე­ზო­ნი­დან რა იქ­ნე­ბა ვერ ვი­ტყვი. ვიცი მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნია, ამ მო­ლო­დინს გა­ვა­მარ­თლებთ და გა­და­ვა­ჭარ­ბებთ.

იხი­ლეთ ვი­დეო| "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის" სა­უნ­დტრე­კის ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია, სა­ნამ მას სე­რი­ა­ლის­თვის შეც­ვლიდ­ნენ

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გაიცანით ბიჭი, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე პოპულარული საუნდტრეკი შექმნა

გაიცანით ბიჭი, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე პოპულარული საუნდტრეკი შექმნა

ქართული ტელესერიალი "ხელოვნური სუნთქვა" სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა ტელეეკრანებზე და ქართველი მაყურებლის გული მალევე მოიგო. სცენარი, მსახიობები, მუსიკალური გაფორმება - სერიალის ყველა კომპონენტი მაყურებელში დიდ მოწონებას იმსახურებს. განსაკუთრებით წარმატებული კი აღმოჩნდა სერიალის საუნდტრეკი, რომელსაც ალბათ, თქვენც ერთხელ მაინც აყოლილხართ მოსმენისას.

სერიალის მთავარი მუსიკალური თემა - სიმღერა Imegination, მუსიკოსმა ნიკ მღვიმელმა შექმნა. ყველაზე პოპულარული ქართული საუნდტრეკის ავტორი საკუთარი თავის შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს.

- ვარ ხმის რეჟისორი და არადიპლომირებული მუსიკოსი. ვმუშაობ "ფორმულა კრეატივში", თავდაპირველად "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" ვწერდი მუსიკას. Imegination 2013 წელს დავწერე და "ცუდ თესლთან" ერთად ვმღეროდი, შემდეგ როცა "ხელოვნურ სუნთქვაზე" დავიწყეთ მუშაობა, გაჩნდა იდეა, რომ სიმღერა Imegination ახლებურად გაგვეკეთებინა. ცოტა დაუვარცხნელი იყო ამ სიმღერის ძველი ვერსია, ანდერგრაუნდის სტილში გაკეთებული. არტისტი, რომელიც ანდერგრაუნდში მუშაობს, ხელოვნებას ანიჭებს უპირატესობას და არა კომერციულობას. სატელევიზიო შოუ კი კომერციულ მიზნებზე არის გათვლილი, ამიტომაც გახდა აუცილებელი სიმღერა გამხდარიყო ისეთი, რომელიც ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანისთვის იქნებოდა მისაღები. მხოლოდ საკუთარი პრინციპების დაცვით შექმნილ მუსიკას ხალხი ვერ მიიღებს.

- რა იყო ინსპირაციის წყარო სიმღერაზე მუშაობისას?

- ინსპირაციაზე ლაპარაკი რთულია, ინსპირაციის მთავარი წყარო არის გავლენა, იმ მუსიკის და სივრცის, რომელშიც ვარსებობთ. აქედან გამომდინარე ალბათ ის გარემო იყო, რომელშიც გავატარე მეგობრებთან ერთად ბავშვობა, სტუდენტობა და არსებობისთვის ბრძოლა. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან შემოვიდა, როგორც წესი უფროსები მუდმივად გასმენინებენ იმას, რაც მოსწონთ, ამ მხრივ გამიმართლა - გემოვნებიან გარემოში მოვხვდი და პატარა ასაკიდან ისეთ ჟანრებთან მქონდა შეხება, რომლის მოსასმენად სხვებს წლები სჭირდება.

- რა ასაკიდან წერთ მუსიკას?

- მუსიკის შექმნა 15 წლის ასაკიდან დავიწყე. მაქვს ჩემი ჯგუფი "melow", რომლის სიმღერებიც გამოყენებულია სერიალში. არაერთ ფესტივალში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

- ნიკ მღვიმელი თქვენი ნამდვილი გვარი და სახელია?

- ძალიან მიყვარს ავსტრალიელი მუსიკოსი ნიკ ქეივი, უფრო სწორად, ხან მიყვარს და ხან არა. ამიტომ გადავწყვიტე ფსევდონიმად მისი სახელი ამეღო და გავხდი ნიკ მღვიმელი. ცოცხალი შესრულება ჯერჯერობით არ მქონია, როგორ მისტიურადაც ვითარდება პროექტი, მინდა ასე მისტიურად გაგრძელდეს ნიკ მღვიმელის არსებობა.

- ელოდით, რომ ასეთი წარმატებული გახდებოდა საუნდტრეკი?

- წინასწარ არაფერზე ვიქმნი შთაბეჭდილებებს, ამიტომ არაფრის მოლოდინი არ მქონდა.

- ახალი სეზონიდან რას პირდებით მსმენელს და მაყურებელს?

- ახალი სეზონიდან რა იქნება ვერ ვიტყვი. ვიცი მაღალი მოლოდინია, ამ მოლოდინს გავამართლებთ და გადავაჭარბებთ.

იხილეთ ვიდეო| "ხელოვნური სუნთქვის" საუნდტრეკის ორიგინალური ვერსია, სანამ მას სერიალისთვის შეცვლიდნენ

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება