მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს არავის ვაცოდებ... უბრალოდ ჩემი ცხოვრების პირობებია ასეთი" - ჯანო იზორიას პირადი და პროფესიული ამბები
"თავს არავის ვაცოდებ... უბრალოდ ჩემი ცხოვრების პირობებია ასეთი" - ჯანო იზორიას პირადი და პროფესიული ამბები

მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ფი­ნა­ლის­კენ მი­დის, შე­სა­ბა­მი­სად მო­ნა­წი­ლე­ებ­ში საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა და ემო­ცია მა­ტუ­ლობს. ნერ­ვე­ბიც ზღვარ­ზეა, თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე დებს ფსონს. პრო­ექ­ტში სამი მო­ნა­წი­ლე დარ­ჩა, სამი მა­მა­კა­ცი და სა­მი­ვე მსა­ხი­ო­ბი. რო­გორ გრძნობს თავს ჯანო იზო­რია და რა­ტომ უნდა პრო­ექ­ტის მო­გე­ბა - ამა­ზე AMBEBI.GE მას ესა­უბ­რა:

- ბო­ლოს­კენ ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ბრძო­ლის ჟინი მა­ტუ­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი სხვა ფა­ზა­ში გა­და­ვი­და, თან, ცო­ტა­ნი დავ­რჩით. ვერ ვი­ტყვი, რომ ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ადრე მეტ დროს ვუთ­მობ­დით ერ­თმა­ნეთს, ახლა ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩვენს ფიქ­რებ­ში ვართ, თუმ­ცა ვინც დავ­რჩით, ერ­თმა­ნეთ­თან მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს...

დიდი ძალა აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ას და ამა თუ იმ პრო­ექტს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დის. გა­მოჩ­ნდე­ბი თუ არა იქ, ხალ­ხი მა­სობ­რი­ვად გცნობს. თან, მე­გაპ­რო­ექ­ტის კონ­კურ­სან­ტო­ბა კი­დევ სხვა რამ არის. ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან დიდ ყუ­რა­დღე­ბას და სით­ბოს ვგრძნობ. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვის­თა­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნა­საც ნიშ­ნავს. თუმ­ცა, ყო­ველ­თვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი აქ­ტი­უ­რო­ბი­თა და მოძ­რა­ო­ბით და ვცდი­ლობ­დი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ მაკ­ლდა რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ბოლო ორ თვე­ში მი­ვი­ღე, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში - კი­ნო­სა, თუ თე­ატ­რში გა­მო­მად­გე­ბა.

- კი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ძალ­ზე დიდი ენერ­გია მი­აქვს, ძა­ლი­ან იხარ­ჯე­ბი. ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე ენერ­გი­ას სა­ი­დან და რო­გორ იღდგენ?

- ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ეს არ ვიცი, რად­გა­ნაც ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ თავს ამას მეც ვე­კი­თხე­ბი და ცოტა გა­ო­ცე­ბუ­ლიც ვარ, - მარ­თლა სა­ი­დან მომ­დის ენერ­გია და რე­სურ­სი. სა­ერ­თოდ არ მაქვს მშვი­დი და უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ეს არ მინ­და, ცუ­დად გა­მი­გოს ვინ­მემ, არ თქვას, თავს გვა­ცო­დებ­სო. თავს არა­ვის ვა­ცო­დებ, რად­გა­ნაც სა­ცო­და­ვი არ ვარ, უბ­რა­ლოდ ჩემი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბია ასე­თი და ეს არის. რო­დე­საც ამ დატ­ვირ­თვის შემ­დეგ კი­დევ ფე­ხით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით (მეტ­რო, "მარ­შრუტ­კა", ავ­ტო­ბუ­სი) დავ­დი­ვარ და მერე ამას ვამ­ბობ, ზო­გი­ერთს ჰქო­ნია, რომ თავს ვა­ცო­დებ და რა­ღა­ცებს ვაზ­ვი­ა­დებ.

- ე.ი. მან­ქა­ნა და სახ­ლი არ გაქვს.

- არა და ეს სი­მარ­თლეა. ზოგ­ჯერ ვამ­ბობ, ფა­რუ­ლი კა­მე­რა რომ დამ­დევ­დეს, ყვე­ლა­ფერს ნა­ხავ­და-მეთ­ქი, რას რო­გორ ვა­კე­თებ, თან, ხომ იცით, ამ ცხოვ­რე­ბა­შიც არა­ფე­რი იმა­ლე­ბა. აქ ჩემი მე­უღ­ლის, უფრო სწო­რად, სი­დედ­რის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ. ფოთ­ში ჩე­მე­ბი კი ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბას ჩე­მად არ მი­ვიჩ­ნევ. მსა­ხი­ო­ბი ვარ და სა­კუ­თარ გე­მო­ზე მინ­და მა­გა­ლი­თად კედ­ლე­ბი შევ­ღე­ბო, აფი­შე­ბი გა­მო­ვაკ­რა, ჩე­მე­ბუ­რი სი­გი­ჟე ვა­კე­თო და რო­გორც მინ­და, ისე ვი­ცხოვ­რო...

- რას გვე­ტყვი შენს პა­წა­წი­ნა შვილ­ზე?

- ევა-გაბ­რი­ე­ლა 2 თვის არის, სა­ოც­რად მმუხ­ტავს და დიდ ძა­ლას მაძ­ლევს. მისი პირ­ვე­ლი წინ­და ამ პრო­ექ­ტში თი­ლის­მად ვაქ­ციე, ყო­ველ გას­ვლა­ზე გულ­ში ვიკ­რავ და ხელ­ში მი­ჭი­რავს... თუ ფი­ნა­ლის­კენ გა­დავ­ლა­ხე ეტა­პი, ჩემი გო­გო­ნა უკვე სამი თვის გახ­დე­ბა, რად­გა­ნაც რომ და­ი­ბა­და, სწო­რედ მა­შინ და­ვი­წყე ცეკ­ვა.

- სამი მსა­ხი­ო­ბი დარ­ჩით პრო­ექ­ტში. ყვე­ლას თქვენ-თქვე­ნი ფანები გყავთ, მათ­გან ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რე­ბი სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კოს ფა­ნე­ბი არი­ან. რო­გორ ფიქ­რობ, მისი და შენი ფა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ხომ არ "და­ე­რე­ვი­ან"?

- ჩემს ქვე­ყა­ნა­ში თურ­მე მეც მყო­ლია ფა­ნე­ბი (იცი­ნის). ვი­მე­ო­რებ, ჩვენ არ გვაქვს ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა. ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე სტასს ასე მივ­მარ­თავ: "გე­ნა­დი­ე­ვიჩს, გა­უ­მარ­ჯოს!" ჩვე­ნი ხუმ­რო­ბე­ბი გვაქვს. ჩემი ან­დრია კარ­გი ბი­ჭია, კო­ლე­გე­ბი ვართ და არა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ არის ჩვენ შო­რის. პირ­ველ რიგ­ში მე­გობ­რო­ბაა, რაც ყვე­ლა­ფერ­ში მთა­ვა­რია.

- კი, მაგ­რამ ეს კონ­კურ­სია და სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რე­ზე და­დის ხოლ­მე...

- კი, ბი­ნაა მთა­ვა­რი, მაგ­რამ მე­გობ­რო­ბას და ადა­მი­ა­ნო­ბას ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ. თუმ­ცა, ისიც არის, თუ ადა­მი­ანს იმ მა­ტე­რი­ა­ლუ­რის მო­პო­ვე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი გრჩე­ბა და მარ­თლაც არც სახ­ლი გაქვს და არც მან­ქა­ნა, მა­შინ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, თუ გინ­და სა­ცო­და­ვად ჩამ­თვა­ლონ. ბინა რად მინ­და? იმის­თვის, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი შე­იც­ვა­ლოს. რამ­დენ­ჯერ­მე ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ, დიდი მად­ლო­ბა მათ, ვინც კი დე­და­ქა­ლაქ­ში ოდეს­მე ღამე გა­მა­თე­ნე­ბი­ნა, ლუკ­მა მო­მა­წო­და, წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნა. ყო­ფი­ლა ისე­თი მო­მენ­ტე­ბი, ფო­თი­დან გა­და­ღე­ბა­ზე ჩა­მოვ­სულ­ვარ და სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, არ მცოდ­ნია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ყო­ველ­თვის ჩნდე­ბოდ­ნენ, ხელს მი­მარ­თავ­დნენ. ახლა სწო­რედ მათი წყა­ლო­ბით ვარ პრო­ექ­ტში. რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო შე­მეძ­ლო ფარ­ხმა­ლი და­მე­ყა­რა, მაგ­რამ არას­დროს შე­ვუ­შინ­დი...

- დე­და­ქა­ლა­ქის თე­ატ­რებ­ში ვფიქ­რობ, შენი კა­რი­ე­რა სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­ი­შა­ლა...

- დღეს ფო­თის ვა­ლე­რი­ან გუ­ნი­ას დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ, ვთა­მა­შობ "ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რში," "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში" ორ სპექ­ტაკ­ში მაქვს ნა­თა­მა­შე­ვი, სა­დაც ერთხელ მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო როლ­ზე "დუ­რუ­ჯზე" წარ­მად­გი­ნეს. თუმ­ცა, მარ­თა­ლია თე­ატ­რა­ლუ­რი კა­რი­ე­რა დე­და­ქა­ლა­ში აქ­ტი­ურდ და სის­ტე­მა­ტუ­რად არ გან­ვი­თარ­და. ამი­ტომ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში, რად­გა­ნაც მსა­ხი­ობს სცე­ნა სჭირ­დე­ბა.

- ლიზა ყე­ნი­ამ, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტი და­ტო­ვა, და­წე­რა სატუ­სი, ეპი­ზოდს წა­გი­კი­თხავ, რო­მე­ლიც შენ გე­ხე­ბა: "ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­დის გა­და­ღე­ბებ­ზე, ათე­ნებს, აღა­მებს, წვა­ლობს და ამ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ფო­თი­დან თბი­ლი­სამ­დე და მას სახ­ლი თბი­ლის­ში არ გა­აჩ­ნია. სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კოს არ უნდა ერ­გოს თბი­ლის­ში ბინა და ჯანო არ უნდა და­დი­ო­დეს ფო­თი­დან თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბებ­ზე. გონს მო­დით!" მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნე­ბი შენს მხარდსა­ჭე­რად შე­ა­გუ­ლი­ა­ნა...

- ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ვის არ გა­უ­ხარ­დე­ბო­და?! სა­სი­ა­მოვ­ნოა. ამი­ტომ, მად­ლო­ბა ამის­თვის ლი­ზას. ამის თქმა­საც ძალა უნდა, რად­გა­ნაც ამ ადა­მი­ან­მა პრო­ექ­ტი და­ტო­ვა. თან, ყვე­ლას­თან მე­გობ­რობ­და და ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ისევ იმე­გობ­რებს. უბ­რა­ლოდ, ეს არის მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე გა­მო­ხა­ტა. მაგ­რამ თით­ქოს ჩემს გულ­ში იჯ­დაო, ისე­ვე რო­გორც ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი წუ­ლა­ძე, ერთ-ერთ ლა­ივ­ზე მის­გან მსგავ­სი მხარ­და­ჭე­რა წა­მო­ვი­და... ლი­ზამ კი ამ სტა­ტუ­სით თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს მი­მარ­თა და მეც იმა­ვეს ვი­ტყო­დი მის ად­გილ­ზე. თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, შო­უ­ში დარ­ჩე­ნილ კონ­კურ­სან­ტებს მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, - ან­დრი­ა­საც წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ სახ­ლში მან­ქა­ნით და სტას­საც, ერ­თმა­ნეთ­თან არ ვართ ცუ­დად. მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბა მარ­თლაც მინ­და...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"თავს არავის ვაცოდებ... უბრალოდ ჩემი ცხოვრების პირობებია ასეთი" - ჯანო იზორიას პირადი და პროფესიული ამბები

"თავს არავის ვაცოდებ... უბრალოდ ჩემი ცხოვრების პირობებია ასეთი" - ჯანო იზორიას პირადი და პროფესიული ამბები

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალისკენ მიდის, შესაბამისად მონაწილეებში საბრძოლო განწყობა და ემოცია მატულობს. ნერვებიც ზღვარზეა, თითოეული გამარჯვებაზე დებს ფსონს. პროექტში სამი მონაწილე დარჩა, სამი მამაკაცი და სამივე მსახიობი. როგორ გრძნობს თავს ჯანო იზორია და რატომ უნდა პროექტის მოგება - ამაზე AMBEBI.GE მას ესაუბრა:

- ბოლოსკენ ნერვიულობა და ბრძოლის ჟინი მატულობს, ყველაფერი სხვა ფაზაში გადავიდა, თან, ცოტანი დავრჩით. ვერ ვიტყვი, რომ ჩაკეტილები ვართ, მაგრამ ადრე მეტ დროს ვუთმობდით ერთმანეთს, ახლა ყველა ინდივიდუალურად ჩვენს ფიქრებში ვართ, თუმცა ვინც დავრჩით, ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს...

დიდი ძალა აქვს ტელევიზიას და ამა თუ იმ პროექტს, რომელიც ტელევიზიით გადის. გამოჩნდები თუ არა იქ, ხალხი მასობრივად გცნობს. თან, მეგაპროექტის კონკურსანტობა კიდევ სხვა რამ არის. ადამიანების მხრიდან დიდ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობ. პროექტში მონაწილეობა თავისთავად ფორმაში ყოფნასაც ნიშნავს. თუმცა, ყოველთვის გამოვირჩეოდი აქტიურობითა და მოძრაობით და ვცდილობდი, როგორც მსახიობი ფორმაში ვყოფილიყავი. არ მაკლდა რეპეტიციების დროს ფიზიკური დატვირთვა. ეს გამოცდილება, რაც ბოლო ორ თვეში მივიღე, ჩემს პროფესიაში - კინოსა, თუ თეატრში გამომადგება.

- კი, მაგრამ ამ ყველაფერს ძალზე დიდი ენერგია მიაქვს, ძალიან იხარჯები. ტურიდან ტურამდე ენერგიას საიდან და როგორ იღდგენ?

- ჩემდა გასაკვირად, ეს არ ვიცი, რადგანაც ზოგჯერ საკუთარ თავს ამას მეც ვეკითხები და ცოტა გაოცებულიც ვარ, - მართლა საიდან მომდის ენერგია და რესურსი. საერთოდ არ მაქვს მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ ეს არ მინდა, ცუდად გამიგოს ვინმემ, არ თქვას, თავს გვაცოდებსო. თავს არავის ვაცოდებ, რადგანაც საცოდავი არ ვარ, უბრალოდ ჩემი ცხოვრების პირობებია ასეთი და ეს არის. როდესაც ამ დატვირთვის შემდეგ კიდევ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, "მარშრუტკა", ავტობუსი) დავდივარ და მერე ამას ვამბობ, ზოგიერთს ჰქონია, რომ თავს ვაცოდებ და რაღაცებს ვაზვიადებ.

- ე.ი. მანქანა და სახლი არ გაქვს.

- არა და ეს სიმართლეა. ზოგჯერ ვამბობ, ფარული კამერა რომ დამდევდეს, ყველაფერს ნახავდა-მეთქი, რას როგორ ვაკეთებ, თან, ხომ იცით, ამ ცხოვრებაშიც არაფერი იმალება. აქ ჩემი მეუღლის, უფრო სწორად, სიდედრის ბინაში ვცხოვრობ. ფოთში ჩემები კი ცხოვრობენ, მაგრამ იქაურობას ჩემად არ მივიჩნევ. მსახიობი ვარ და საკუთარ გემოზე მინდა მაგალითად კედლები შევღებო, აფიშები გამოვაკრა, ჩემებური სიგიჟე ვაკეთო და როგორც მინდა, ისე ვიცხოვრო...

- რას გვეტყვი შენს პაწაწინა შვილზე?

- ევა-გაბრიელა 2 თვის არის, საოცრად მმუხტავს და დიდ ძალას მაძლევს. მისი პირველი წინდა ამ პროექტში თილისმად ვაქციე, ყოველ გასვლაზე გულში ვიკრავ და ხელში მიჭირავს... თუ ფინალისკენ გადავლახე ეტაპი, ჩემი გოგონა უკვე სამი თვის გახდება, რადგანაც რომ დაიბადა, სწორედ მაშინ დავიწყე ცეკვა.

- სამი მსახიობი დარჩით პროექტში. ყველას თქვენ-თქვენი ფანები გყავთ, მათგან ყველაზე აქტიურები სტანისლავ ბონდარენკოს ფანები არიან. როგორ ფიქრობ, მისი და შენი ფანები ერთმანეთს ხომ არ "დაერევიან"?

- ჩემს ქვეყანაში თურმე მეც მყოლია ფანები (იცინის). ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს ცუდი ურთიერთობა. ყოველ შეხვედრაზე სტასს ასე მივმართავ: "გენადიევიჩს, გაუმარჯოს!" ჩვენი ხუმრობები გვაქვს. ჩემი ანდრია კარგი ბიჭია, კოლეგები ვართ და არანაირი დაძაბულობა არ არის ჩვენ შორის. პირველ რიგში მეგობრობაა, რაც ყველაფერში მთავარია.

- კი, მაგრამ ეს კონკურსია და საბოლოოდ, ყველაფერი მატერიალურ მხარეზე დადის ხოლმე...

- კი, ბინაა მთავარი, მაგრამ მეგობრობას და ადამიანობას ნებისმიერ შემთხვევაში შევინარჩუნებ, ამაზე პასუხისმგებელი ვარ. თუმცა, ისიც არის, თუ ადამიანს იმ მატერიალურის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი გრჩება და მართლაც არც სახლი გაქვს და არც მანქანა, მაშინ გასაკვირი არაფერია, თუ გინდა საცოდავად ჩამთვალონ. ბინა რად მინდა? იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება და საქმიანობის ხარისხი შეიცვალოს. რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, დიდი მადლობა მათ, ვინც კი დედაქალაქში ოდესმე ღამე გამათენებინა, ლუკმა მომაწოდა, წყალი დამალევინა. ყოფილა ისეთი მომენტები, ფოთიდან გადაღებაზე ჩამოვსულვარ და სად წავსულიყავი, არ მცოდნია, მაგრამ ადამიანები ღმერთის წყალობით, ყოველთვის ჩნდებოდნენ, ხელს მიმართავდნენ. ახლა სწორედ მათი წყალობით ვარ პროექტში. რთული მდგომარეობის გამო შემეძლო ფარხმალი დამეყარა, მაგრამ არასდროს შევუშინდი...

- დედაქალაქის თეატრებში ვფიქრობ, შენი კარიერა სათანადოდ ვერ გაიშალა...

- დღეს ფოთის ვალერიან გუნიას დრამატული თეატრის მსახიობი ვარ, ვთამაშობ "ილიაუნის თეატრში," "მარჯანიშვილში" ორ სპექტაკში მაქვს ნათამაშევი, სადაც ერთხელ მამაკაცის საუკეთესო როლზე "დურუჯზე" წარმადგინეს. თუმცა, მართალია თეატრალური კარიერა დედაქალაში აქტიურდ და სისტემატურად არ განვითარდა. ამიტომ სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ რეგიონში, რადგანაც მსახიობს სცენა სჭირდება.

- ლიზა ყენიამ, რომელმაც პროექტი დატოვა, დაწერა სატუსი, ეპიზოდს წაგიკითხავ, რომელიც შენ გეხება: "ადამიანი, რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, წვალობს და ამ ყველაფერს აკეთებს ფოთიდან თბილისამდე და მას სახლი თბილისში არ გააჩნია. სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს თბილისში ბინა და ჯანო არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში გადაღებებზე. გონს მოდით!" მოკლედ, ადამიანები შენს მხარდსაჭერად შეაგულიანა...

- ასეთი მხარდაჭერა ვის არ გაუხარდებოდა?! სასიამოვნოა. ამიტომ, მადლობა ამისთვის ლიზას. ამის თქმასაც ძალა უნდა, რადგანაც ამ ადამიანმა პროექტი დატოვა. თან, ყველასთან მეგობრობდა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ისევ იმეგობრებს. უბრალოდ, ეს არის მისი დამოკიდებულება, რომელიც ასე გამოხატა. მაგრამ თითქოს ჩემს გულში იჯდაო, ისევე როგორც ბატონი ლევანი წულაძე, ერთ-ერთ ლაივზე მისგან მსგავსი მხარდაჭერა წამოვიდა... ლიზამ კი ამ სტატუსით თავის გულშემატკივრებს მიმართა და მეც იმავეს ვიტყოდი მის ადგილზე. თუმცა, ვიმეორებ, შოუში დარჩენილ კონკურსანტებს მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, - ანდრიასაც წავუყვანივარ სახლში მანქანით და სტასსაც, ერთმანეთთან არ ვართ ცუდად. მაგრამ გამარჯვება მართლაც მინდა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება