პარტნიორები:

    მოულოდნელი სანახაობა "Maroon 5"-ის კონცერტზე - ადამ ლევინი "ერისიონთან" ერთად ამღერდა

    მოულოდნელი სანახაობა "Maroon 5"-ის კონცერტზე - ადამ ლევინი "ერისიონთან" ერთად ამღერდა

    "Maroon 5"-ის კონცერტზე შეკრებილი ქართველ მსმენელი მოულოდნელი სანახაობის მომსწრე გახდა - სცენაზე ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი "ერისიონი" ავიდა და ადამ ლევინთან ერთად სიმღერის ფრაგმენტი შეასრულა.

     

    ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი "ერისიონით" ჯერ კიდევ გუშინ მოიხიბლა. ბათუმში ჩამოსულმა მუსკოსებმა პირველი საღამო ტრადიციულ ქართულ სუფრაზე გაატარეს.

    მოგვიანებით, "Maroon 5"-ის "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც "ერისიონის" შესრულებული "მრავალჟამიერი" იყო ასახული. "This was awesome" - აღფრთოვანების აღმნიშვნელ ფრაზას ვკითხულობთ ვიდეოს წარწერაში.

    ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის კონცერტი ბათუმის საოცრებათა მოედანზე ცოტა ხნის წინ დაიწყო.

    ადგილზე უამინდობის მიუხედევად, უამრავი ადამიანია შეკრებილი.

    კონცერტის დაწყებამდე Maroon 5-ის სოლისტმა ადამ ლევინმა ქართველ ფანებთან ფოტოები გადაიღო

    ამერიკული ჯგუფი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დაგეგმილი კონცერტის გამო ბათუმის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში საცობი იყო.

    Maroon 5-ის კონცერტი CheckinGeorgia-ს ფარგლებში ტარდება.

     

    Maroon 5 performs with Georgian folk ensemble in Batumi

     

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება