მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვს სტილს კარნახობს - ვინ არის სომეხი მილიარდერის მეუღლე სალომე კინწურაშვილი
ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვს სტილს კარნახობს - ვინ არის სომეხი მილიარდერის მეუღლე სალომე კინწურაშვილი

2016 წლის 4 ივ­ნისს, მოს­კოვ­ში გავ­ლე­ნი­ან­მა დე­ვე­ლო­პერ­მა და მი­ლი­არ­დერ­მა სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ან­მა, რო­მელ­საც კომ­პა­ნია "ტა­ში­რი" ეკუთ­ვნის, უფ­რო­სი ვა­ჟის, სარ­ქი­სის და­ო­ჯა­ხე­ბა იზე­ი­მა.

სო­მე­ხი მი­ლი­არ­დე­რის 23 წლის ვაჟ­მა ცო­ლად 25 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, სა­ლო­მე კინ­წუ­რაშ­ვი­ლი შე­ირ­თო.

სა­ლო­მე მოს­კოვ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­დურ გო­გო­ნად ით­ვლე­ბა. ბიზ­ნეს­ლე­დი, გლა­მუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი, ქალი, რო­მე­ლიც მოს­კოვს მო­დას კარ­ნა­ხობს - ასე იც­ნო­ბენ ახალ­გაზ­რდა ლა­მაზ­მანს რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ლო­მე კინ­წუ­რაშ­ვილ­მა მე­გობ­რებ­თან - იანა დე­მი­დო­ვიჩ­თან და ვიქ­ტო­რია კლი­ნოვ­სკა­ი­ას­თან ერ­თად, ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზია გახ­სნეს. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზონა აქვს: სა­ლო­მე გა­და­ღე­ბე­ბის პრო­დუ­სე­რია და კრე­ა­ტი­ულ ნა­წილ­ზე ზრუ­ნავს, იანა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო და ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ვიკა კი კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით კლი­ენ­ტებ­თან, პრე­სას­თან და ინ­ვეს­ტო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებს. დღეს გო­გო­ნე­ბი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნესს ფლო­ბენ - buy-by-me.ru.

წარ­მო­გიდ­გენთ სა­ლო­მე კინ­წუ­რაშ­ვი­ლის ბლიც-ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მან რუ­სულ ELLE-ს მის­ცა:

- მო­დუ­რი გმი­რე­ბი არ მყავს, მაგ­რამ ქა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზის კერ­პე­ბი - კი. ესე­ნი არი­ან - ჯეინ ბირ­კი­ნი, ავა გარ­დნე­რი და ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი.

- უნი­ვერ­სა­ლუ­რი ნივ­თი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის - შავი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი.

- ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს მო­დუ­რი ტაბუ, ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად იც­ვლე­ბა.

- ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი გარ­დე­რო­ბი თეთ­რი მა­ი­სუ­რის და შავი კა­ბის გა­რე­შე.

- ჩემს საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ ეს პრო­ექ­ტი buy-by-me.ru და­მო­უ­კი­დებ­ლად შევ­ქმე­ნით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად იმით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს. ვგიჟ­დე­ბი ჩვენს გუნ­დზე, ეს მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რია ჩემ­თვის. ჩვე­ნი გეგ­მე­ბი სა­მო­მავ­ლოდ ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე გას­ვლაა.

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქე­ბი - პა­რი­ზი და თბი­ლი­სი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­დო­ეთ­ში მინ­და წას­ვლა.

- იდე­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბა არის - ზა­ფხუ­ლი და ზღვა, პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბია, კარ­გი სამ­ზა­რე­უ­ლო და მხი­ა­რუ­ლად დრო­ის გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. კი­დევ მიყ­ვარს წვრი­ლი ქუ­ჩე­ბი სა­სე­ირ­ნოდ.

- რას ვუს­მენ ყვე­ლა­ზე ხში­რად:

Sade - Your Love Is King

U2 – Ordinary Love

Disclousure – You And Me

Barry White – Come On

Juliana Aquino – I'm Every Woman

- ჩემს ჩან­თა­ში კოს­მე­ტი­კას ვერ აღ­მო­ა­ჩენთ, სა­მა­გი­ე­როდ ყო­ველ­თვის თან და­მაქვს ტუ­ჩის ბალ­ზა­მი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია elle.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვს სტილს კარნახობს - ვინ არის სომეხი მილიარდერის მეუღლე სალომე კინწურაშვილი

ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვს სტილს კარნახობს - ვინ არის სომეხი მილიარდერის მეუღლე სალომე კინწურაშვილი

2016 წლის 4 ივნისს, მოსკოვში გავლენიანმა დეველოპერმა და მილიარდერმა სამველ კარაპეტიანმა, რომელსაც კომპანია "ტაშირი" ეკუთვნის, უფროსი ვაჟის, სარქისის დაოჯახება იზეიმა.

სომეხი მილიარდერის 23 წლის ვაჟმა ცოლად 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო.

სალომე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება. ბიზნესლედი, გლამურული წვეულებების სასურველი სტუმარი, ქალი, რომელიც მოსკოვს მოდას კარნახობს - ასე იცნობენ ახალგაზრდა ლამაზმანს რუსეთის დედაქალაქში. რამდენიმე წლის წინ სალომე კინწურაშვილმა მეგობრებთან  - იანა დემიდოვიჩთან და ვიქტორია კლინოვსკაიასთან ერთად, ბრენდული სამოსის ონლაინ-მაღაზია გახსნეს. თითოეულს თავისი პასუხისმგებლობის ზონა აქვს: სალომე გადაღებების პროდუსერია და კრეატიულ ნაწილზე ზრუნავს, იანა საორგანიზაციო და ტექნიკური პროცესების რეგულაციებითაა დაკავებული, ვიკა კი კომპანიის სახელით კლიენტებთან, პრესასთან და ინვესტორებთან კომუნიკაციას ამყარებს. დღეს გოგონები ძალიან წარმატებულ ბიზნესს ფლობენ - buy-by-me.ru.

წარმოგიდგენთ სალომე კინწურაშვილის ბლიც-ინტერვიუს, რომელიც მან რუსულ ELLE-ს მისცა:

- მოდური გმირები არ მყავს, მაგრამ ქალური სილამაზის კერპები - კი. ესენი არიან - ჯეინ ბირკინი, ავა გარდნერი და ოდრი ჰეპბერნი.

- უნივერსალური ნივთი ყველა სიტუაციისთვის - შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

- ჩემთვის არ არსებობს მოდური ტაბუ, ყველაფერი სწრაფად იცვლება.

- ვერ წარმომიდგენია საკუთარი გარდერობი თეთრი მაისურის და შავი კაბის გარეშე.

- ჩემს საქმეში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ეს პროექტი buy-by-me.ru დამოუკიდებლად შევქმენით, რომ ყოველდღიურად იმით ვარ დაკავებული, რაც ნამდვილად მიყვარს. ვგიჟდები ჩვენს გუნდზე, ეს მთავარი მოტივატორია ჩემთვის. ჩვენი გეგმები სამომავლოდ ევროპულ ბაზარზე გასვლაა.

- ჩემი საყვარელი ქალაქები - პარიზი და თბილისი.

- ყველაზე მეტად ინდოეთში მინდა წასვლა.

- იდეალური დასვენება არის - ზაფხული და ზღვა, პატარა ქალაქები, სადაც ღირშესანიშნაობებია, კარგი სამზარეულო და მხიარულად დროის გატარების საშუალება. კიდევ მიყვარს წვრილი ქუჩები სასეირნოდ.

- რას ვუსმენ ყველაზე ხშირად:

Sade - Your Love Is King

U2 – Ordinary Love

Disclousure – You And Me

Barry White – Come On

Juliana Aquino – I'm Every Woman

- ჩემს ჩანთაში კოსმეტიკას ვერ აღმოაჩენთ, სამაგიეროდ ყოველთვის თან დამაქვს ტუჩის ბალზამი.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება