მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონი დეპს ცოლი ქალებთან ღალატობდა?
ჯონი დეპს ცოლი ქალებთან ღალატობდა?

ჰო­ლი­ვუ­დე­ლი კერ­პის ჯონი დე­პის რე­პუ­ტა­ცია საგ­რძნობ­ლად შე­ი­ლა­ხა ბოლო დროს მის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ. მსა­ხი­ო­ბის უკა­ნას­კნელ­მა მე­უღ­ლემ - ემ­ბერ ჰერდმა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ქმრის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, დე­პის "სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვა­ნის" მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ 52 წლის მსა­ხი­ო­ბი ეჭ­ვობ­და, ბი­სექ­სუ­ა­ლი ცოლი მო­დელ კარა დე­ლე­ვინ­თან ღა­ლა­ტობ­და. ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ დეპი უყ­ვი­რო­და ცოლს "სა­ხალ­ხოდ მა­სუ­ლე­ლე­ბო", რაც 30 წლის ცო­ლი­სა და 23 წლის ბრი­ტა­ნე­ლი მო­დე­ლის სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ში შე­ე­პა­რა ეჭვი. დეპი წვე­უ­ლე­ბებ­ზე გო­გო­ნე­ბის ერ­თად ხში­რი გა­მო­ჩე­ნის გამო ეჭ­ვი­ა­ნობ­და.

"ისი­ნი (ემ­ბე­რი და კარა) ძა­ლი­ან ბევ­რს ერ­თო­ბოდ­ნენ ერ­თად და არ მა­ლავ­დნენ რომ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ფლირ­ტის ხა­სი­ა­თის ურ­თი­ერ­თო­ბა ქონ­დათ" - ყვე­ბა ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი. კონ­ფლიქ­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ 2014 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც დეპი თა­ვის ფილ­მის "ალი­სა სარ­კის მიღ­მა" გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ემ­გზავ­რა. სა­სა­მარ­თლო­ში ჰერდმა სარ­ჩე­ლი მას შემ­დეგ შე­ი­ტა­ნა, რაც მისი თქმით, ნარ­კო­ტი­კე­ბით გაბ­რუ­ე­ბულ­მა დეპ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ეს­რო­ლა სა­ხე­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 30 წლის ჰერ­დი ჯონი დე­პთან და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ქა­ლე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და ფო­ტოგ­რაფ ტა­ი­სია ვან რის. ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ დეპს აგი­ჟებ­და ცო­ლის და მისი ყო­ფი­ლი გერლფ­რენ­დის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო თვე­ებ­ში.

ემ­ბე­რის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ჯონს მე­უღ­ლეს­თან 100 მეტ­რის სი­ახ­ლო­ვეს მი­კა­რე­ბა აუკ­რძა­ლა. სა­ნამ ჰერ­დი სა­სა­მარ­თლო­ში დარ­ბო­და, დეპი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ბენდთან ერ­თად იდგა სცე­ნა­ზე და კონ­ცერტს მარ­თავ­და. მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა კი მსა­ხი­ო­ბის ლა­მაზ­მან მე­უღ­ლე­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ ემ­ბერ ჰერდმა სა­სა­მარ­თლო დავა გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით წა­მო­ი­წყო და მას მხო­ლოდ მე­უღ­ლის 230-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბი­დან წილი აინ­ტე­რე­სებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ჯონი დეპს ცოლი ქალებთან ღალატობდა?

ჯონი დეპს ცოლი ქალებთან ღალატობდა?

ჰოლივუდელი კერპის ჯონი დეპის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა ბოლო დროს მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. მსახიობის უკანასკნელმა მეუღლემ - ემბერ ჰერდმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლის თანახმადაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

როგორც დასავლური მედია წერს, დეპის "სიგიჟემდე მიყვანის" მიზეზი ის გახდა, რომ 52 წლის მსახიობი ეჭვობდა, ბისექსუალი ცოლი მოდელ კარა დელევინთან ღალატობდა. ოჯახთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ დეპი უყვიროდა ცოლს "სახალხოდ მასულელებო", რაც 30 წლის ცოლისა და 23 წლის ბრიტანელი მოდელის სექსუალურ კავშირში შეეპარა ეჭვი. დეპი წვეულებებზე გოგონების ერთად ხშირი გამოჩენის გამო ეჭვიანობდა.

"ისინი (ემბერი და კარა) ძალიან ბევრს ერთობოდნენ ერთად და არ მალავდნენ რომ ერთმანეთისადმი ფლირტის ხასიათის ურთიერთობა ქონდათ" - ყვება ოჯახის მეგობარი. კონფლიქტი სავარაუდოდ 2014 წელს დაიწყო, როდესაც დეპი თავის ფილმის "ალისა სარკის მიღმა" გადაღებებზე გაემგზავრა. სასამართლოში ჰერდმა სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც მისი თქმით, ნარკოტიკებით გაბრუებულმა დეპმა მობილური ტელეფონი ესროლა სახეში.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის ჰერდი ჯონი დეპთან დაქორწინებამდე ქალებით იყო გატაცებული და რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა ფოტოგრაფ ტაისია ვან რის. ვრცელდება ხმები, რომ დეპს აგიჟებდა ცოლის და მისი ყოფილი გერლფრენდის ახლო ურთიერთობა ბოლო თვეებში.

ემბერის საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ ჯონს მეუღლესთან 100 მეტრის სიახლოვეს მიკარება აუკრძალა. სანამ ჰერდი სასამართლოში დარბოდა, დეპი პორტუგალიაში ბენდთან ერთად იდგა სცენაზე და კონცერტს მართავდა. მისმა ადვოკატებმა კი მსახიობის ლამაზმან მეუღლეზე განაცხადეს, რომ ემბერ ჰერდმა სასამართლო დავა გამორჩენის მიზნით წამოიწყო და მას მხოლოდ მეუღლის 230-მილიონიანი ქონებიდან წილი აინტერესებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება