პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ცოლზე ძალადობდა? - რა ფოტოები წარადგინა სასამართლოში ემბერ ჰერდმა
ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ცოლზე ძალადობდა? - რა ფოტოები წარადგინა სასამართლოში ემბერ ჰერდმა

ჰო­ლი­ვუ­დის სექსსიმ­ბო­ლო ჯონი დეპი ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ ოჯა­ხურ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა. მის­მა უკა­ნას­კნელ­მა მე­უღ­ლემ - ემ­ბერ ჰერდმა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ქმრის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. 30 წლის ლა­მაზ­მან­მა ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე ფო­ტოც წა­რუდ­გი­ნა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი ოჯა­ხუ­რი ფოტო, რო­მე­ლიც, რო­გორც ემ­ბერ ჰერ­დი ირ­წმუ­ნე­ბა ჯო­ნიმ 21 მა­ისს და­ამ­სხვრია, მას შემ­დეგ რაც სასმლი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს­თან ჩხუ­ბი და­ი­წყო. კი­დევ ორ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია ჭი­ქის ნამ­სხვრე­ვე­ბი და წი­თე­ლი ღვი­ნის კვა­ლი ხა­ლი­ჩა­ზე.

კი­დევ ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს და­ლურ­ჯე­ბე­ბი 30 წლის მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ზე, რო­მე­ლიც ემ­ბერ ჰერ­დის თქმით, "მო­სიყ­ვა­რუ­ლე" მე­უღ­ლემ მი­ა­ყე­ნა. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­პის­გან ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას სამ­ჯერ ჰქონ­და ად­გი­ლი.

ჯონი დეპს სა­სა­მარ­თლომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე მი­ახ­ლო­ე­ბა აუკ­რძა­ლა. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი სა­სა­მარ­თლომ ემ­ბერ ჰერ­დის შე­სა­ბა­მი­სი სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ისიც, რომ ემ­ბერ ჰერდმა უკვე შე­ი­ტა­ნა სა­სა­მარ­თლო­ში მო­თხოვ­ნა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

ჯონი დეპი 22 წლით უმ­ცროს ემ­ბერ ჰერდს 2012 წელს "რო­მის დღი­უ­რე­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდა. ახალ­გაზ­რდა, მომ­ხიბ­ვლელ­მა მსა­ხი­ობ­მა და მო­დელ­მა 50 წლის სექსსიმ­ბო­ლოს თავი და ოჯა­ხი და­ა­კარ­გვი­ნა - დეპ­მა ვა­ნე­სა პა­რა­დის­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ას­რუ­ლა და 2015 წელს იქორ­წი­ნა ემ­ბერ ჰერ­დზე.

ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ცოლზე ძალადობდა? - რა ფოტოები წარადგინა სასამართლოში ემბერ ჰერდმა

ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ცოლზე ძალადობდა? - რა ფოტოები წარადგინა სასამართლოში ემბერ ჰერდმა

ჰოლივუდის სექსსიმბოლო ჯონი დეპი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ ოჯახურ სკანდალში ეხვევა. მისმა უკანასკნელმა მეუღლემ - ემბერ ჰერდმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლის თანახმადაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. 30 წლის ლამაზმანმა ამის დამადასტურებლად რამდენიმე ფოტოც წარუდგინა მართლმსაჯულებას.

ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია ჩარჩოში ჩასმული ოჯახური ფოტო, რომელიც, როგორც ემბერ ჰერდი ირწმუნება ჯონიმ 21 მაისს დაამსხვრია, მას შემდეგ რაც სასმლისა და ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ მეუღლესთან ჩხუბი დაიწყო. კიდევ ორ ფოტოზე ასახულია ჭიქის ნამსხვრევები და წითელი ღვინის კვალი ხალიჩაზე.

კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს დალურჯებები 30 წლის მსახიობის სახეზე, რომელიც ემბერ ჰერდის თქმით, "მოსიყვარულე" მეუღლემ მიაყენა. მისივე მტკიცებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დეპისგან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სამჯერ ჰქონდა ადგილი.

ჯონი დეპს სასამართლომ ყოფილ მეუღლესთან 100 მეტრის მანძილზე მიახლოება აუკრძალა. შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ემბერ ჰერდის შესაბამისი საჩივრის საფუძველზე გასცა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ემბერ ჰერდმა უკვე შეიტანა სასამართლოში მოთხოვნა განქორწინებაზე.

ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ემბერ ჰერდს 2012 წელს "რომის დღიურების" გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ახალგაზრდა, მომხიბვლელმა მსახიობმა და მოდელმა 50 წლის სექსსიმბოლოს თავი და ოჯახი დააკარგვინა - დეპმა ვანესა პარადისთან მრავალწლიანი ურთიერთობა დაასრულა და 2015 წელს იქორწინა ემბერ ჰერდზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე ძალადობდა - მსახიობმა გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა, დავა წააგო

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია ახალ კლიპში - მომღერალი გადასაღები მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა - "მას ჟიგოლო სჭირდება“