სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის მინისტრი სკანდალში ეხვევა: მიხეილ გიორგაძესთან საუბრის რა ჩანაწერი გაავრცელა რუსულმა ტელეკომპანიამ
კულტურის მინისტრი სკანდალში ეხვევა: მიხეილ გიორგაძესთან საუბრის რა ჩანაწერი გაავრცელა რუსულმა ტელეკომპანიამ

14 მა­ისს, რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია россия 24-ის გა­და­ცე­მა Прямой эфир-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოშ­ვე­ბა მთლი­ა­ნად მი­ე­ძღვნა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" რუსი კონ­კურ­სან­ტის, სერ­გეი ლა­ზა­რე­ვის გა­მოს­ვლას. დარ­ბაზ­ში მოწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი, ლა­ზა­რე­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ფი­ნა­ლუ­რი შოუს და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე თა­ვად კონ­კურ­სან­ტიც ჩა­ერ­თო პირ­და­პირ ეთერ­ში და სამ­შობ­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას დაჰ­პირ­და... თუმ­ცა, ლა­ზა­რე­ვის და მისი მსმე­ნე­ლის მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თლდა - რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პირ­ვე­ლო­ბა უკ­რა­ი­ნელ მომ­ღე­რალს და­უთ­მო, თა­ვად კი მხო­ლოდ მე­სა­მე ად­გილს დას­ჯერ­და.

ეროვ­ნუ­ლი ჟი­უ­რის ქუ­ლებ­ზე სა­უბ­რი­სას, წამ­ყვან­მა ხაზი გა­უს­ვა ფაქტს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და მოლ­დო­ვამ 12-12 ქულა მი­ა­ნი­ჭეს უკ­რა­ი­ნელ კონ­კურ­სანტს, რა­მაც მათი თქმით, რუსი აუ­დი­ტო­რია და­ა­ეჭ­ვა, თუ რა­ტომ ვერ და­იმ­სა­ხუ­რა რუ­სეთ­მა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან ქუ­ლე­ბი. ეჭ­ვის გამ­ყა­რე­ბა წამ­ყვან­მა სტუ­დი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის, რუსი "პრანკს­ტე­რე­ბის" მა­გა­ლით­ზე სცა­და. ორმა პრანკს­ტერ­მა ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ და­უ­რე­კეს მოლ­დო­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრებს ხმის მი­ცე­მის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის სა­ხე­ლით მათი და­ყო­ლი­ე­ბა სცა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის ეროვ­ნულ ჟი­უ­რის მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი და­ე­წე­რა.

რო­გორც პრანკს­ტე­რებ­მა გან­მარ­ტეს, მოლ­დო­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრე­ბი იმი­ტომ აარ­ჩი­ეს, რომ ამ ქვეყ­ნებს რუ­სეთ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ამი­ტომ მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ, წა­ვი­დოდ­ნენ თუ არა მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მი­ნის­ტრე­ბი, რომ მათ ქვე­ყა­ნას მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი და­ე­წე­რა უკ­რა­ი­ნე­ლი კონ­კურ­სან­ტის­თვის: "ქარ­თველ­მა მი­ნის­ტრმა სა­ერ­თო­დაც გვი­თხრა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მისი მე­გო­ბა­რია და და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა მას".

ამის შემ­დეგ, ეთერ­ში გა­უშ­ვეს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე­სა და ერთ-ერთ პრანკს­ტერს შო­რის, რო­მე­ლიც გი­ორ­გა­ძეს გა­ეც­ნო, რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გა. გი­ორ­გა­ძე სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა ისე­დაც საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი არ­ხის ხელ­მძღვა­ნელ­საც და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვკი­თხავ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ცო­ტა­თი ამ მხარ­და­ჭე­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ცხა­დია, ვთხოვ მას ამის გა­კე­თე­ბას. ის ჩემი კარ­გი მე­გო­ბა­რია". ამის შემ­დეგ, ზა­რის ავ­ტო­რი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძეს ეუბ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­საც შე­სა­ბა­მი­სი ქულა უნდა და­უ­წე­როს, რომ ვინ­მეს ეჭვი არ გა­უჩ­ნდეს უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის შე­თან­ხმე­ბა­ში, რა­ზეც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი პა­სუ­ხობს: "OK".

იხი­ლეთ გა­და­ცე­მი­დან ნა­წყვე­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად შედ­გა. "მი­ნის­ტრი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ელა­პა­რა­კე­ბო­და მის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას. თუმ­ცა მი­ნის­ტრსა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტორს შო­რის არა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი ამ სა­კი­თხზე არ ყო­ფი­ლა. თვი­თონ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რიც იყო პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, იმი­ტომ რომ არა­ნა­ი­რი პი­რო­ბის და­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ქეთი ება­ნო­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ ეგო­ნა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძეს, რომ თა­ვის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას ესა­უბ­რე­ბო­და და იყო თუ არა ეს პრო­ტო­კო­ლის შეც­დო­მა, ება­ნო­ი­ძის­თვის უც­ნო­ბია და აცხა­დებს, რომ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მი­ნის­ტრე­ბი პი­რა­დად ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კულტურის მინისტრი სკანდალში ეხვევა: მიხეილ გიორგაძესთან საუბრის რა ჩანაწერი გაავრცელა რუსულმა ტელეკომპანიამ

კულტურის მინისტრი სკანდალში ეხვევა: მიხეილ გიორგაძესთან საუბრის რა ჩანაწერი გაავრცელა რუსულმა ტელეკომპანიამ

14 მაისს, რუსული ტელეკომპანია россия 24-ის გადაცემა Прямой эфир-ის სპეციალური გამოშვება მთლიანად მიეძღვნა "ევროვიზიაზე" რუსი კონკურსანტის, სერგეი ლაზარევის გამოსვლას. დარბაზში მოწვეულნი იყვნენ რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები, მომღერლები, ჟურნალისტები, პროდიუსერები, ლაზარევის ოჯახის წევრები. ფინალური შოუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავად კონკურსანტიც ჩაერთო პირდაპირ ეთერში და სამშობლოს გამარჯვებას დაჰპირდა... თუმცა, ლაზარევის და მისი მსმენელის მოლოდინი არ გამართლდა - რუსეთის წარმომადგენელმა პირველობა უკრაინელ მომღერალს დაუთმო, თავად კი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ეროვნული ჟიურის ქულებზე საუბრისას, წამყვანმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საქართველომ და მოლდოვამ 12-12 ქულა მიანიჭეს უკრაინელ კონკურსანტს, რამაც მათი თქმით, რუსი აუდიტორია დააეჭვა, თუ რატომ ვერ დაიმსახურა რუსეთმა მეზობელი ქვეყნებისგან ქულები. ეჭვის გამყარება წამყვანმა სტუდიაში მოწვეული სტუმრების, რუსი "პრანკსტერების" მაგალითზე სცადა. ორმა პრანკსტერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაურეკეს მოლდოვისა და საქართველოს კულტურის მინისტრებს ხმის მიცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით მათი დაყოლიება სცადეს, რომ უკრაინისთვის ეროვნულ ჟიურის მაღალი ქულები დაეწერა.

როგორც პრანკსტერებმა განმარტეს, მოლდოვისა და საქართველოს კულტურის მინისტრები იმიტომ აარჩიეს, რომ ამ ქვეყნებს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ამიტომ მათ აინტერესებდათ, წავიდოდნენ თუ არა მოლაპარაკებაზე მინისტრები, რომ მათ ქვეყანას მაღალი ქულები დაეწერა უკრაინელი კონკურსანტისთვის: "ქართველმა მინისტრმა საერთოდაც გვითხრა, რომ ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი მისი მეგობარია და დაელაპარაკება მას".

ამის შემდეგ, ეთერში გაუშვეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც საუბარი მიმდინარეობს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესა და ერთ-ერთ პრანკსტერს შორის, რომელიც გიორგაძეს გაეცნო, როგორც უკრაინელი კოლეგა. გიორგაძე საუბარში ამბობს, რომ "საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა ისედაც საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ ჩვენი პირველი არხის ხელმძღვანელსაც დაველაპარაკები, ვკითხავ როგორ შეიძლება კიდევ ცოტათი ამ მხარდაჭერის გაძლიერება და ცხადია, ვთხოვ მას ამის გაკეთებას. ის ჩემი კარგი მეგობარია". ამის შემდეგ, ზარის ავტორი მიხეილ გიორგაძეს ეუბნება, რომ საქართველომ რუსეთსაც შესაბამისი ქულა უნდა დაუწეროს, რომ ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს უკრაინასა და საქართველოს შორის შეთანხმებაში, რაზეც კულტურის მინისტრი პასუხობს: "OK".

იხილეთ გადაცემიდან ნაწყვეტი

საქართველოს კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ეს სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა. "მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ ელაპარაკებოდა მის უკრაინელ კოლეგას. თუმცა მინისტრსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს შორის არანაირი საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა. თვითონ სატელეფონო საუბარიც იყო პოლიტკორექტულობის ფარგლებში, იმიტომ რომ არანაირი პირობის დადებას ადგილი არ ჰქონია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი ებანოიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ეგონა მიხეილ გიორგაძეს, რომ თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრებოდა და იყო თუ არა ეს პროტოკოლის შეცდომა, ებანოიძისთვის უცნობია და აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მინისტრები პირადად ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება