"ოთო ძალიან ემოციური და რომანტიკულია. ხშირად მიკეთებს სიურპრიზებს. ყველაზე კარგად 8 მარტი მახსენდება. ორ დღეში ლონდონში მივფრინავდი. შინ ვიყავი. დამირეკა და მთხოვა, ჩამოდი, მანქანით გავისეირნოთო. ჩავედი და რესტორანში წამიყვანა. რომანტიკული ვახშამი გვქონდა. გული ამიჩუყდა და ვიტირე კიდეც. თან ცოტა ნაჩხუბრები ვიყავით იმ დღეს. მოგვიანებით, მანქანაში ვისხედით და რადიო იყო ჩართული. წამყვანი გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. ოთოს ვუთხარი, ჩვენს ამბავს ჰგავს-მეთქი. ბოლოს ჩვენი სახელები გავიგე: "ანა, ოთოს სულ ეყვარები, სადაც არ უნდა იყო..." მივხვდი, რომ ჩვენზე იყო საუბარი", - ყვება მოდელი ანა ახვლედიანი ჟურნალ OK!-ს მაისის ნომერში წაიკითხეთ მეტი