5-9 მაისს თბილისში Mercedes-Benz Fashion Week გაიმართა. მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამი ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერთა შორის დასახელებული Diane Pernet.
მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდა Vogue.com-ის Modemonline Nowfashion ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებმაც დეტალურად გააშუქეს თბილისში გამართული ჩვენებები. ჟურნალმა Forbes-მა კი Mercedes-Benz Fashion Week-ის 5 საუკეთესო ქართველი დიზაინერი დაასახელა. აი რას ვკითხულობთ მათ შესახებ სტეფან რაბიმოვის მიერ მომზადებულ სტატიაში:
თამუნა ინგოროყვა
ინგოროყვა ქართული მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია. 2002 წლიდან აწარმოებს ტანსაცმელს და კლიენტების საკმაოდ სოლიდური ბაზა გააჩნია. თვითგამოცხადებული მინიმალისტი ნინა რიჩისთან მუშაობდა პარიზში. მისი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ასხივებს იმ ელეგანტურობას, რომლის მიღწევასაც სხვა ქართველი დიზაინერები ცდილობენ. მისი ტყავის მასალა ძალიან ექსტრავაგანტულია და ადასტურებს, რომ მას რთულ მასალასთან გამკლავება შეუძლია.
გიორგი ფანცულაია
ახალგაზრდა გიორგი ფანცულაიას შეგვიძლია მოდის ვეტერანიც ვუწოდოთ. ის აწარმოებდა ტანსაცმელს თურქული ბრენდებისთვის 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამ გამოცდილებამ საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინა სამგანზომილებიანი შენების ტექნიკა, ეს კი შედეგად ქმნის სამოსის რთულ ფორმებს, რაც მას გამოარჩევს მოდის სხვა წარმომადგენლებისგან.
ლალო დოლიძე
ლალო დოლიძე ნაქსოვ სამოსს ქმნის და ამით თითქმის მონოპოლიასაც ამყარებს საქართველოში. ჭკვიანური ბიზნესსვლა ბაზარზე, რომელიც სავსეა ნაპრალებით. ლალოს უახლესი კოლექცია მილანსა და ნიუ იორკში კარგად იგრძნობდა თავს, სადაც განსაკუთრებით აფასებენ ნაქსოვ მასალასთან მომუშავე დიზაინერებს. ყველა მისი პროდუქტი ხელნაკეთია და დიდი რაოდენობით არ გამოდის.
ბესსარიონი
ბესარიონი საქართველოს და რუსეთის შვილია. ის იმ მცირე ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ორივე ქვეყანაში უყვართ მოდის პრესასაც და მყიდველებსაც. დიზაინერი და დიჯეი ორივე ქვეყნის დედაქალაქში ერთგვარი ხულიგნური რეპუტაციით სარგებლობს. მის უახლეს კოლექციაში შეიძლება ნახოთ მსგავსებები Vetemens-თან, თუმცა ბესარიონი მყარად დგას მიწაზე, პატივს მიაგებს გლობალურ ტრენდებს და უხამებს მათ ქართულ ტრადიციებს.
ალექსანდერ ართიუნოვი
საქართველოში დაბადებული და რუსეთში განათლებამიღებული დიზაინერი მოსკოვში მუშაობს. თბილისის მოდის კვირეულზე მისი კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენება იყო, სადაც ქართული კულტურული ტრადიციები თანამედროვე მასალებთან იყო შერწყმული. შედეგად მისი კოლექცია საოცარ ეფექტს ქმნიდა. მან სამოსი ნაქარგით, ყვავილებით, ჩიტებით და სხვა მოტივებით დატვირთა.
მომზადებულია forbes.com-ს მიხედვით
ასევე წაიკითხეთ: 5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა