Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოცნამ შოკში ჩამაგდო"... ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი ბახუტაშვილის წყვილი კინოეკრანზე
"კოცნამ შოკში ჩამაგდო"... ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი ბახუტაშვილის წყვილი კინოეკრანზე

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ვხუმ­რობ ხოლ­მე, -უკვე ვიმ­ღე­რე, ვი­ცეკ­ვე, მო­დე­ლიც ვი­ყა­ვი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზეც გა­ვე­დი, კი­დევ რა დამ­რჩა? -მსა­ხი­ო­ბო­ბა; ახლა ამ ამ­პლუ­ა­შიც გა­მოვ­ცა­დე თავი. პა­რო­დი­ე­ბის გა­კე­თე­ბა, იმი­ტა­ცია ბავ­შვო­ბი­დან­ვე მე­ხერ­ხე­ბა. ვფიქ­რობ­დი, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე რა­ტომ არ ჩა­ვა­ბა­რე? ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ფე­სი­აა. შე­გიძ­ლია, იყო სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის, ხა­სი­ა­თის, პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მო­მა­ვალ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი კურ­სე­ბი მა­ინც გა­ვი­ა­რო.

- გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თავს რო­გორ გრძნობ­დი?

-ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად. მივ­ხვდი, რამ­დე­ნად რთუ­ლი იქ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბის­თვის თე­ატ­რში თა­მა­ში: იქ მა­ყუ­რე­ბე­ლი ზის და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს, ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას კი შე­გიძ­ლია, რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დო, შეც­დო­მა მომ­დევ­ნო დუბ­ლში გა­მო­ას­წო­რო. რე­ჟი­სო­რის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რო­გორც კი მი­ვი­ღე, საქ­მეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე. სცე­ნა­რი­დან მხო­ლოდ ჩემი ეპი­ზო­დე­ბი როდი წა­ვი­კი­თხე -მთელ ტექსტს გა­ვე­ცა­ნი, რომ ფილ­მის ში­ნა­არსზე წარ­მოდ­გე­ნა მქო­ნო­და და ეს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში დამ­ხმა­რე­ბო­და. მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხა­ზით ვი­თარ­დე­ბა.

- შენს გმირ­ზე მი­ამ­ბე...

-ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი არის გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე, რომ­ლის როლ­საც მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდაა. მე მისი მე­უღ­ლე ვარ -ახალ­გაზ­რდა, თბი­ლი, დამ­ჯე­რი, დამთმო­ბი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლი გოგო, რო­მელ­საც მარ­თლა უყ­ვარს ქმა­რი და მხარ­ში უდ­გას. მას ნინი ჰქვია. ნინი ფეხ­მძი­მედ არის. ეს გმი­რი ხა­სი­ა­თით ჩემ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არის. რე­ჟი­სორ დათო იმე­დაშ­ვილს დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ. რეკ­ლა­მებ­ზეც არა­ერ­თხელ გვი­მუ­შა­ვია ერ­თად. დათო მიხ­ვდა, რომ ეს როლი კარ­გად მო­მერ­გე­ბო­და, ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­როს­თან, გან­წყო­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ალ­ბათ ნი­ნის­ნა­ი­რი მე­უღ­ლე ვიქ­ნე­ბი. მაგ­რამ არ მინ­და, გი­ორ­გის­ნა­ი­რი ქმა­რი მყავ­დეს.

- რა­ტომ?

-პრობ­ლე­მა ის არის, რომ არ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ვარ, რას ვა­კე­თებ, რას ვფიქ­რობ, გან­ვიც­დი... ფეხ­მძი­მედ რომ ვარ, ეგეც კი არ აინ­ტე­რე­სებს. თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბა და სა­ერ­თოდ, მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად თავ­ში აქვს ავარ­დნი­ლი, აღა­რა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს. მყავს და­ქა­ლი, რომ­ლის როლ­საც ირი­ნა ონაშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის გა­მუდ­მე­ბით მე­უბ­ნე­ბა, რომ ქმარს არ ვუყ­ვარ­ვარ, არ ვჭირ­დე­ბი, მახ­სე­ნებს, ადრე რო­გო­რი კარ­გი იყო და დღეს რო­გორ იქ­ცე­ვა, აღარ მა­ფა­სებს. მე მა­ინც გი­ორ­გის ვა­მარ­თლებ, და­ქალს ვე­უბ­ნე­ბი, რომ გი­ორ­გი კარ­გი ადა­მი­ა­ნია, რომ მას კარ­გად არ იც­ნობს და ა.შ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, და­ვიც­ვა, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად პრო­ტეს­ტი მაქვს: მე ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიცი, მას ხა­სი­ა­თი უა­რე­სო­ბის­კენ რო­გორ შე­ეც­ვა­ლა!..

- ნინი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მე­უღ­ლეს­თან არ გა­მო­ხა­ტავს?

-რა­ტომ­ღაც, არ გა­მო­ხა­ტავს. შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბა, რომ აზრი არ აქვს. თან, ში­ნა­გა­ნად აქვს გან­ცდა, რომ ეს დრო­ე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მისი მე­უღ­ლე მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­კეთ­დე­ბა, ისევ თბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი გახ­დე­ბა.... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები

"კოცნამ შოკში ჩამაგდო"... ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი ბახუტაშვილის წყვილი კინოეკრანზე

"კოცნამ შოკში ჩამაგდო"... ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი ბახუტაშვილის წყვილი კინოეკრანზე

- მსახიობობა ძალიან საინტერესო, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ვხუმრობ ხოლმე, -უკვე ვიმღერე, ვიცეკვე, მოდელიც ვიყავი, საერთაშორისო კონკურსებზეც გავედი, კიდევ რა დამრჩა? -მსახიობობა; ახლა ამ ამპლუაშიც გამოვცადე თავი. პაროდიების გაკეთება, იმიტაცია ბავშვობიდანვე მეხერხება. ვფიქრობდი, სამსახიობო ფაკულტეტზე რატომ არ ჩავაბარე? ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა. შეგიძლია, იყო სხვადასხვა სოციალური ფენის, ხასიათის, პროფესიის ადამიანი. არ არის გამორიცხული, მომავალში ამ მიმართულებით განვითარებაზე ვიფიქრო, რამდენიმეთვიანი კურსები მაინც გავიარო.

- გადასაღებ მოედანზე თავს როგორ გრძნობდი?

-ძალიან კომფორტულად. მივხვდი, რამდენად რთული იქნება მსახიობისთვის თეატრში თამაში: იქ მაყურებელი ზის და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ფილმის გადაღებისას კი შეგიძლია, რამდენჯერმე სცადო, შეცდომა მომდევნო დუბლში გამოასწორო. რეჟისორისგან შემოთავაზება როგორც კი მივიღე, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. სცენარიდან მხოლოდ ჩემი ეპიზოდები როდი წავიკითხე -მთელ ტექსტს გავეცანი, რომ ფილმის შინაარსზე წარმოდგენა მქონოდა და ეს მუშაობის პროცესში დამხმარებოდა. მოქმედება ძალიან საინტერესო ხაზით ვითარდება.

- შენს გმირზე მიამბე...

-ფილმის მთავარი გმირი არის გიორგი გიორგაძე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის წარმატებული, პერსპექტიული ახალგაზრდაა. მე მისი მეუღლე ვარ -ახალგაზრდა, თბილი, დამჯერი, დამთმობი, მოსიყვარულე, მზრუნველი გოგო, რომელსაც მართლა უყვარს ქმარი და მხარში უდგას. მას ნინი ჰქვია. ნინი ფეხმძიმედ არის. ეს გმირი ხასიათით ჩემთან ძალიან ახლოს არის. რეჟისორ დათო იმედაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. რეკლამებზეც არაერთხელ გვიმუშავია ერთად. დათო მიხვდა, რომ ეს როლი კარგად მომერგებოდა, ჩემს შინაგან სამყაროსთან, განწყობასთან ძალიან ახლოსაა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ნინისნაირი მეუღლე ვიქნები. მაგრამ არ მინდა, გიორგისნაირი ქმარი მყავდეს.

- რატომ?

-პრობლემა ის არის, რომ არ აინტერესებს, როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ, განვიცდი... ფეხმძიმედ რომ ვარ, ეგეც კი არ აინტერესებს. თავისი წარმატება და საერთოდ, მდგომარეობა იმდენად თავში აქვს ავარდნილი, აღარაფერი აინტერესებს. მყავს დაქალი, რომლის როლსაც ირინა ონაშვილი თამაშობს. ის გამუდმებით მეუბნება, რომ ქმარს არ ვუყვარვარ, არ ვჭირდები, მახსენებს, ადრე როგორი კარგი იყო და დღეს როგორ იქცევა, აღარ მაფასებს. მე მაინც გიორგის ვამართლებ, დაქალს ვეუბნები, რომ გიორგი კარგი ადამიანია, რომ მას კარგად არ იცნობს და ა.შ. ყველანაირად ვცდილობ, დავიცვა, მაგრამ შინაგანად პროტესტი მაქვს: მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, მას ხასიათი უარესობისკენ როგორ შეეცვალა!..

- ნინი უკმაყოფილებას მეუღლესთან არ გამოხატავს?

-რატომღაც, არ გამოხატავს. შეიძლება ხვდება, რომ აზრი არ აქვს. თან, შინაგანად აქვს განცდა, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, მისი მეუღლე მომავალში აუცილებლად გამოკეთდება, ისევ თბილი და მზრუნველი გახდება.... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება