პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გაიხსნება
საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გაიხსნება

სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დის კვი­რე­უ­ლი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გა­იხ­სნე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს სას­ტუმ­რო "Rooms"-ში ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა, პარტნი­ო­რებ­მა და სტუმ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს კვი­რე­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს McCann Erickson Tbilisi-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თა­მარ გვა­ლი­ამ, კვი­რე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო ჭყო­ნი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ქე­თე­ვენ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა, სას­ტუმ­რო "Rooms"-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლე­ვან ბე­რუ­ლა­ვამ და ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თათა ქსოვ­რელ­მა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებს ასე­ვე უპა­სუ­ხა დი­ზა­ი­ნერ­მა HERVE PEUGNET-მა.

სოფო ჭყო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მე­სა­მე სე­ზო­ნია, რაც ტარ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­თი და ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბით უფრო მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი ბა­ი­ე­რე­ბი და პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. ჭყო­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, ეს ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას საკ­მა­ოდ უწყობს ხელს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა სია დი­დია, ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ცია და ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი ახალ აპ­ლუ­ა­ში წარ­დგე­ბა.

ქე­თე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო, მას­ში შე­მა­ვა­ლი მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია აქ­ტი­უ­რად უჭე­რენ მხარს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მი­სი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა და­გეგ­მი­ლი. რო­გორც ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე ყი­დი­ან, არა მხო­ლოდ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და აშშ-ში, თუმ­ცა, მო­ცუ­ლო­ბა პა­ტა­რაა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გა­ი­ზარ­დოს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნა სხვა ქვეყ­ნებ­ში.

მსოფ­ლი­ოს მო­დის სამი გავ­ლე­ნი­ა­ნი ბლო­გე­რი­დან ერთ-ერთი - და­ი­ან პერ­ნე ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რეს­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"თბი­ლის­ში 3-4 წე­ლია არ ვყო­ფილ­ვარ. თუმ­ცა, ეს ჩემ­თვის უკვე მე­სა­მე კვი­რე­უ­ლია, რა­საც აქ ვეს­წრე­ბი. მე ვხე­დავ ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რესს, გა­სულ წელს "მერ­სე­დერს ბენ­ცი" ერ­თგვა­რი ქოლ­გა გახ­და. იგი მა­ღა­ლი პრო­ფი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი დემ­ნას გამო. სა­ქარ­თვე­ლო­ზე ახლა უფრო მეტი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა, ვიდ­რე ამ დრომ­დე", - აღ­ნიშ­ნა გავ­ლე­ნი­ან­მა ბლო­გერ­მა.

"აქ ვარ იმი­ტომ, რომ ვიც­ნობ სა­ქარ­თვე­ლოს. აქ ვი­ყა­ვი ორი წლის წი­ნაც. მე ქარ­თვე­ლი სოფო ჭყო­ნი­ას მე­გო­ბა­რი ვარ. რო­გორც ვი­ცით, პა­რიზ­ში ორი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გვყავს. ამ ქვეყ­ნის­თვის ეს ვფიქ­რობ, ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჩემი აზ­რით, მო­დის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნებს უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეთ, რა ხდე­ბა არა­მარ­ტო ლონ­დონ­ში, პა­რიზ­სა და ნიუ-იორკში, არა­მედ ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბა აქვთ", - აღ­ნიშ­ნა დი­ზა­ი­ნერ­მა ერვე პე­ნემ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სას­ტუმ­რო "Rooms"-ში ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა სას­ტუმ­როს სპე­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში შოუ-რუმი გახ­სნეს. შოუ-რუმი მო­დის კვი­რე­უ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. და­მა­ტე­ბით სივ­რცე­ში ბა­ი­ე­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს ახა­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

დღეს, 19:00 სა­ათ­ზე, ოქ­როს ფონდში, ერვე ლეჟე­სა და სი­მო­ნი­კო მა­ჩა­ბე­ლის კო­ლექ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 21:00 სა­ათ­ზე კი ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე, კლუბ "ან­დერ­ვილ­ში" ავ­თან­დი­ლის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. ჩვე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნის" ტე­რა­სა­ზე წვე­უ­ლე­ბა მო­ე­წყო­ბა.

მო­დის კვი­რე­ულს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით სტუმ­რო­ბენ ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი Herve Leger, ჰელ­მუტ ნი­უ­ტო­ნის მუ­ზად ქცე­უ­ლი მო­დე­ლი Sylvia Gobbel და მსოფ­ლი­ოს სამი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დის ბლო­გერ­თა შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი Diane Pernet.

Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და მას­ტერკლა­სე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მუდ­მივ­მოქ­მე­დი ექ­სპო­ზი­ცი­ით, იმუ­შა­ვებს 2 შო­უ­რუ­მი.

მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი გა­შუქ­დე­ბა Vogue.com, Modemonline Nowfashion ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მებ­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­დი­ან მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი და წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­ტა­ლუ­რად გა­ა­შუ­ქე­ბენ თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ჩვე­ნე­ბებს.

კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს ელი­ან მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟუ­ლი მო­დის გა­მო­ცე­მე­ბი­დან და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან : La 7, Vogue.com, Grazia Italy, Vogue Italy, Vogue.ru, Elle Magazine Germany, Tank magazine, Elle Italy, Conde Nast Traveller, Hello fashion , style.com.

მო­დის კვი­რე­უ­ლის "Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2016" გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რია კომ­პა­ნია The Coca- Cola Company. ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია - Tbilisi Mall; ოფი­ცი­ა­ლუ­რი მას­პინ­ძე­ლია სას­ტუმ­რო Radisson Blu Iveria; ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი - სას­ტუმ­რო Room Hotel Tbilisi;

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი McCann Erickson Tbilisi; მო­დის კვი­რე­უ­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო.

მო­დის კვი­რე­უ­ლი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2016 11 მა­ი­სი­დან დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სით "BENEXT" გაგ­რძელ­დე­ბა, სა­დაც 25 დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან დი­ზა­ი­ნის სკო­ლებ­ში სას­წავ­ლებ­ლად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გაიხსნება

საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გაიხსნება

საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო ”Rooms”-ში ღონისძიების ორგანიზატორებმა, პარტნიორებმა და სტუმრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

მედიის წარმომადგენლებს კვირეულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს McCann Erickson Tbilisi-ს წარმომადგენელმა თამარ გვალიამ, კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევენ ბოჭორიშვილმა, სასტუმრო ”Rooms”-ის წარმომადგენელმა ლევან ბერულავამ და ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელმა თათა ქსოვრელმა. ჟურნალისტების შეკითხვებს ასევე უპასუხა დიზაინერმა HERVE PEUGNET-მა.

სოფო ჭყონიას განცხადებით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მესამე სეზონია, რაც ტარდება. მისივე თქმით, საქართველოთი და ქართველი დიზაინერებით უფრო მეტად სერიოზული ბაიერები და პრესის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ჭყონიას შეფასებით, ეს ქვეყნის პოპულარიზაციას საკმაოდ უწყობს ხელს. მისივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეთა სია დიდია, ნაჩვენები იქნება ბევრი საინტერესო კოლექცია და ბევრი ხელოვანი ახალ აპლუაში წარდგება.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, მასში შემავალი მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად უჭერენ მხარს ქართველი დიზაინერების განვითარებას. მისივე თქმით, ქართველი დიზაინერების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქართველი დიზაინერები საკუთარ ნამუშევრებს საერთაშორისო ბაზრებზე ყიდიან, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში, არამედ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, თუმცა, მოცულობა პატარაა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქციის გატანა სხვა ქვეყნებში.

მსოფლიოს მოდის სამი გავლენიანი ბლოგერიდან ერთ-ერთი - დაიან პერნე ფესტივალის პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას.

”თბილისში 3-4 წელია არ ვყოფილვარ. თუმცა, ეს ჩემთვის უკვე მესამე კვირეულია, რასაც აქ ვესწრები. მე ვხედავ ფესტივალის პროგრესს, გასულ წელს „მერსედერს ბენცი“ ერთგვარი ქოლგა გახდა. იგი მაღალი პროფილით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ქართველი დიზაინერი დემნას გამო. საქართველოზე ახლა უფრო მეტი აქცენტი კეთდება, ვიდრე ამ დრომდე”, - აღნიშნა გავლენიანმა ბლოგერმა.

”აქ ვარ იმიტომ, რომ ვიცნობ საქართველოს. აქ ვიყავი ორი წლის წინაც. მე ქართველი სოფო ჭყონიას მეგობარი ვარ. როგორც ვიცით, პარიზში ორი ქართველი დიზაინერი გვყავს. ამ ქვეყნისთვის ეს ვფიქრობ, ნამდვილად სასიამოვნოა. ჩემი აზრით, მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანებს უნდა აინტერესებდეთ, რა ხდება არამარტო ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში, არამედ ახალგაზრდა დიზაინერების შესახებაც, რომლებსაც საკუთარი იდენტობა აქვთ”, - აღნიშნა დიზაინერმა ერვე პენემ.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სასტუმრო ”Rooms”-ში ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა სასტუმროს სპეციალურ სივრცეში შოუ-რუმი გახსნეს. შოუ-რუმი მოდის კვირეულის პარალელურად იფუნქციონირებს. დამატებით სივრცეში ბაიერებსა და ჟურნალისტებს ახალი კოლექციების დათვალიერების საშუალება ექნებათ.

დღეს, 19:00 საათზე, ოქროს ფონდში, ერვე ლეჟესა და სიმონიკო მაჩაბელის კოლექციები იქნება წარმოდგენილი. 21:00 საათზე კი ფუნიკულიორზე, კლუბ ”ანდერვილში” ავთანდილის ჩვენება გაიმართება. ჩვენების დასრულების შემდეგ, სასტუმრო ”რედისონის” ტერასაზე წვეულება მოეწყობა.

მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით სტუმრობენ ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამი ყველაზე გავლენიანი მოდის ბლოგერთა შორის დასახელებული Diane Pernet.

Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com, Modemonline Nowfashion ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.

კვირეულის ორგანიზატორები ჟურნალისტებს ელიან მსოფლიოს პრესტიჟული მოდის გამოცემებიდან და ტელევიზიებიდან : La 7, Vogue.com, Grazia Italy, Vogue Italy, Vogue.ru, Elle Magazine Germany, Tank magazine, Elle Italy, Conde Nast Traveller, Hello fashion , style.com.

მოდის კვირეულის "Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2016" გენერალური პარტნიორია კომპანია The Coca- Cola Company. ღონისძიების გენერალური სპონსორია - Tbilisi Mall; ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო Radisson Blu Iveria; ოფიციალური პარტნიორი - სასტუმრო Room Hotel Tbilisi;

ღონისძიების ორგანიზატორი McCann Erickson Tbilisi; მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2016 11 მაისიდან დიზაინერების საერთაშორისო კონკურსით ”BENEXT” გაგრძელდება, სადაც 25 დამწყები დიზაინერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მიიღებს მონაწილეობას. კონკურსში გამარჯვებულები გაემგზავრებიან მსოფლიოს წამყვან დიზაინის სკოლებში სასწავლებლად.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება