პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ლიკა ქავჟარაძეს ემშვიდობება - მსახიობის ცხოვრების ნაკლებად გახმაურებული დეტალები და ამონარიდები ძველი ინტერვიუებიდან
საქართველო ლიკა ქავჟარაძეს ემშვიდობება - მსახიობის ცხოვრების ნაკლებად გახმაურებული დეტალები და ამონარიდები ძველი ინტერვიუებიდან

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს დღეს, ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე, დე­დის გვერ­დით 15:00 სა­ათ­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. მსა­ხი­ობს ვა­კის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დღეს, 12:00 სა­ათ­ზე გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 11 ოქ­ტომ­ბერს, 57 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, "ნატ­ვრის გო­გო­ნა" ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ი­წყო. ის 12 წლის იყო, როცა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმ "შად­რე­ვან­ში" გა­და­ი­ღეს. შემ­დეგ იყო: "როცა აყ­ვავ­და ნუში", "მშვე­ნი­ე­რი კოს­ტი­უ­მი" და სხვა, თუმ­ცა კი­ნო­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი 30-მდე რო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბა მას თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში" შეს­რუ­ლე­ბულ­მა მა­რი­ტას როლ­მა მო­უ­ტა­ნა. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ ბრწყინ­ვა­ლედ გა­ნა­სა­ხი­ე­რა გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის გმი­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ის ყო­ველ­თვის მა­რი­ტად დარ­ჩე­ბა.

გთა­ვა­ზობთ მსა­ხი­ო­ბის ძვე­ლი ინ­ტევ­რი­უ­ე­ბი­დან ამო­ნა­რი­დებს, რო­მე­ლიც kvirispalitra.ge-მ 2016 წლის აპ­რილ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"წლი­ნა­ხევ­რის ვი­ყა­ვი, როცა მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­შორ­დნენ, ამი­ტომ მამა ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი? - არა, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. დე­დას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, არ ჰქონ­და. 12 წლი­დან კი­ნო­ში და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა და ჩემი ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი გავ­ხდი...

მა­რი­ტამ მარ­თლაც რომ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა არა მარ­ტო ჩემს კა­რი­ე­რა­ში, არა­მედ, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საკ­მა­ოდ ბევრ ფილმში ვი­თა­მა­შე, "ნატ­ვრის ხე" მა­ინც სხვა იყო. დღემ­დე სწო­რედ ამ ფილ­მით მიხ­სე­ნე­ბენ. მა­რი­ტას როლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ტი­უ­რი გა­და­ღე­ბე­ბი­სა, ლი­კამ ბედი პო­დი­უმ­ზეც სცა­და. რო­გორც მო­დე­ბის სა­ლო­ნის "ირი­დას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იხ­სე­ნებ­და, ლი­კას სი­ლა­მა­ზე და­ნარ­ჩენ მო­დე­ლებს იმ­დე­ნად აკომ­პლექ­სებ­და, რომ მის გვერ­დით გა­მოს­ვლა უჭირ­დათ.

1973 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით, ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მხატ­ვრო­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის მუ­დამ დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­კი­თხი რა­ზეც მსა­ხი­ო­ბი არ ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი ცხოვ­რე­ბა მუ­დამ სავ­სე იყო დრა­მა­ტიზ­მით.

რას აღარ ამ­ბობ­დნენ მას­ზე... ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ოდეს­ღაც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში პრე­ფე­რან­სის თა­მა­შით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და დიდი თან­ხა წა­ა­გო, რის გა­მოც სა­შინ­ლად ნერ­ვი­უ­ლობ­და, თუმ­ცა შემ­დეგ თან­ხა არ გა­მო­არ­თვეს - ლი­კას ფულს რო­გორ გა­მო­ვარ­თმევ­თო... ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­ე­წყო დეპ­რე­სი­ე­ბი... თბი­ლის­ში ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ ლი­კას ხშირ დეპ­რე­სი­ებ­ზე და თხზავ­დნენ ამ დეპ­რე­სი­ე­ბის მი­ზე­ზებს. არა­ვინ იცის, სად მთავ­რდე­ბო­და ამ ამ­ბებ­ში სი­მარ­თლე და სად იწყე­ბო­და ლე­გენ­და... ის-ის იყო, მი­ნელ­და მას­ზე ჭო­რა­ო­ბა და ლი­კამ თა­ვად გა­მო­იწ­ვია ის, რო­დე­საც თა­მა­მი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და თა­ვის­ზე ბევ­რად პა­ტა­რა ბიჭს გაჰ­ყვა ცო­ლად. ამავდრო­უ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ერო­ტი­კულ ფილმში.

ლიკა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებ­და ბავ­შვო­ბის წლებს. რო­გორც ამ­ბობ­და, დე­დას მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ჰყავ­და, მუ­დამ აკონ­ტრო­ლებ­და რას აკე­თებ­და გო­გო­ნა. ის შვი­ლის ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გიც იყო. 15 წლის იყო, როცა ჩოგ­ბურთზე მი­მა­ვალს სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი - მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე შეხ­ვდა. სწო­რედ პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს მსა­ხი­ობს ვაჟი - ლე­ვა­ნი.

"გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი, დედა მომ­ყვე­ბო­და, სა­დღაც სხვა­გან - ისევ დედა ან ბე­ბია... 24 სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის იმის აცი­ლე­ბა უნ­დო­და, რაც თვი­თონ და­ე­მარ­თა, არ ვიცი. მაგ­რამ, როცა ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­იზ­რდე­ბი და წლე­ბის მერე, სა­ერ­თოდ სხვა­გან აღ­მოჩ­ნდე­ბი, სხვა ქვე­ყა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­გიჟ­დე. ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და, სა­დაც ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, სან­დრო მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ვერა! არა! არ შე­მეძ­ლო! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1993-94 წელი იყო და ყვე­ლას აქე­დან გაქ­ცე­ვა­ზე ეჭი­რა თვა­ლი. უკან დავ­ბრუნ­დით", - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი ჟურ­ნალ "ცხელ შო­კო­ლად­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ყვე­ლა­ზე ცუ­დად ალ­ბათ მა­შინ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დედა გარ­და­იც­ვა­ლა; ხატ­ვა და­ვი­წყე და ვცდი­ლობ­დი ამა­ზე გა­და­მე­ტა­ნა ყუ­რა­დღე­ბა. ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი, მე­გო­ნა ფე­ხებ­ქვეშ მიწა გა­მო­მე­ცა­ლა", - იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი.

გთა­ვა­ზობთ მსა­ხი­ო­ბის ფრა­ზებს სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადრე გა­მი­კე­თე­ბია, კარ­გი თუ ცუდი, ყვე­ლა­ფე­რი რა­ღა­ცის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო - რა­ღაც და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გამო, რა­ღა­ცის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ბევრ შეც­დო­მა­საც ვუშ­ვებ­დი. ახლა ეს აღარ მა­წუ­ხებს... მორ­ჩა"!

"ისევ შენ თვი­თონ უნდა იპო­ვო გა­მო­სა­ვა­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­კავ­დე, ის საქ­მე აკე­თო, რაც გსი­ა­მოვ­ნებს და ცხოვ­რე­ბას სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დო".

"სიყ­ვა­რუ­ლის­თვის სა­ზღვრე­ბი და ად­გი­ლე­ბი არ არ­სე­ბობს. ის მა­შინ მო­დის, როცა უნდა. რაც წლე­ბი გე­მა­ტე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი უფრო ღრმა, ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბად ბო­ბო­ქა­რი და თავ­ქა­რი­ა­ნი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ნამ­დვი­ლი".

მო­ამ­ზა­და ეკა გა­და­ხა­ბა­ძემ

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი აღე­ბუ­ლია მსა­ხი­ო­ბის არ­ქი­ვი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საქართველო ლიკა ქავჟარაძეს ემშვიდობება - მსახიობის ცხოვრების ნაკლებად გახმაურებული დეტალები და ამონარიდები ძველი ინტერვიუებიდან

საქართველო ლიკა ქავჟარაძეს ემშვიდობება - მსახიობის ცხოვრების ნაკლებად გახმაურებული დეტალები და ამონარიდები ძველი ინტერვიუებიდან

ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით 15:00 საათზე დაკრძალავენ. მსახიობს ვაკის სამების ტაძარში დღეს, 12:00 საათზე გადაასვენებენ. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ულამაზესი ქართველი მსახიობი, "ნატვრის გოგონა" ლიკა ქავჟარაძე თბილისში დაიბადა. მისი სამსახიობო კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ის 12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ "შადრევანში" გადაიღეს. შემდეგ იყო: "როცა აყვავდა ნუში", "მშვენიერი კოსტიუმი" და სხვა, თუმცა კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მას თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი და საზოგადოებისთვის ის ყოველთვის მარიტად დარჩება.

გთავაზობთ მსახიობის ძველი ინტევრიუებიდან ამონარიდებს, რომელიც kvirispalitra.ge-მ 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნა:

"წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? - არა, არასდროს ვყოფილვარ. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი...

მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, "ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, ლიკამ ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონის "ირიდას" დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ.

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით, ასევე გატაცებული იყო მხატვრობით.

საზოგადოებაში ის მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა, არსებობს უამრავი საკითხი რაზეც მსახიობი არ ლაპარაკობდა, თუმცა როგორც ამბობენ, მისი ცხოვრება მუდამ სავსე იყო დრამატიზმით.

რას აღარ ამბობდნენ მასზე... ჰყვებოდნენ, რომ ოდესღაც ახალგაზრდობაში პრეფერანსის თამაშით იყო გატაცებული და დიდი თანხა წააგო, რის გამოც საშინლად ნერვიულობდა, თუმცა შემდეგ თანხა არ გამოართვეს - ლიკას ფულს როგორ გამოვართმევთო... ამბობენ, რომ სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაეწყო დეპრესიები... თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ ლიკას ხშირ დეპრესიებზე და თხზავდნენ ამ დეპრესიების მიზეზებს. არავინ იცის, სად მთავრდებოდა ამ ამბებში სიმართლე და სად იწყებოდა ლეგენდა... ის-ის იყო, მინელდა მასზე ჭორაობა და ლიკამ თავად გამოიწვია ის, როდესაც თამამი ნაბიჯი გადადგა და თავისზე ბევრად პატარა ბიჭს გაჰყვა ცოლად. ამავდროულად მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ ფილმში.

ლიკა განსაკუთრებულად იხსენებდა ბავშვობის წლებს. როგორც ამბობდა, დედას მუდამ ყურადღების ცენტრში ჰყავდა, მუდამ აკონტროლებდა რას აკეთებდა გოგონა. ის შვილის ადრეულ ასაკში დაოჯახების წინააღმდეგიც იყო. 15 წლის იყო, როცა ჩოგბურთზე მიმავალს სანდრო თაქთაქიშვილი - მომავალი მეუღლე შეხვდა. სწორედ პირველი ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი - ლევანი.

"გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან - ისევ დედა ან ბებია... 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით", - ამბობდა მსახიობი ჟურნალ "ცხელ შოკოლადთან" ინტერვიუში.

"ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.

გთავაზობთ მსახიობის ფრაზებს სხვადასხვა ინტერვიუდან:

"ყველაფერი, რაც ადრე გამიკეთებია, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი რაღაცისგან გამოწვეული იყო - რაღაც დაუკმაყოფილებლობის გამო, რაღაცის ასანაზღაურებლად. ამიტომ, შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი. ახლა ეს აღარ მაწუხებს... მორჩა"!

"ისევ შენ თვითონ უნდა იპოვო გამოსავალი. აუცილებლად უნდა დაკავდე, ის საქმე აკეთო, რაც გსიამოვნებს და ცხოვრებას სხვაგვარად შეხედო".

"სიყვარულისთვის საზღვრები და ადგილები არ არსებობს. ის მაშინ მოდის, როცა უნდა. რაც წლები გემატება, სიყვარული უფრო ღრმა, ტკბილი და სასიამოვნოა. შესაძლოა, ნაკლებად ბობოქარი და თავქარიანი, მაგრამ ძალიან ნამდვილი".

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

იხილეთ ფოტოგალერეა

ფოტოების ნაწილი აღებულია მსახიობის არქივიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება