სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"
"მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"

9 აპ­რილს ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბი" რუ­სეთ­ში, სან­კტ პე­ტერ­ბურ­გში, კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ღო­ნის­ძი­ე­ბა კლუბ "A2 Green Concert"-ში გა­ი­მარ­თე­ბა. ბი­ლე­თე­ბის ფასი 1500-დან 3000 რუბ­ლამ­დე მერ­ყე­ობს.

ახალ­გაზ­რდა, არ­ტის­ტუ­ლი, არა­ნორ­მა­ლუ­რად ენერ­გი­უ­ლი ჯგუ­ფი, - ასე უხა­სი­ა­თე­ბენ რუს მსმე­ნელს პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ ბენ­დს კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი. რო­გორც ირ­კვე­ვა, "მგზავ­რებს" რუ­სე­თის მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი აქვთ და­გეგ­მი­ლი.

"ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სუ­ლი­ე­რი ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სიმ­ღე­რის ყვე­ლა მოყ­ვა­რუ­ლის გე­მოვ­ნე­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. "მგზავ­რე­ბი" არის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს გულს და ერებს. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მოგ­ზა­უ­რე­ბი მზი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან ხელ­გაშ­ლი­ლი ელო­დე­ბი­ან ყვე­ლას მათ კონ­ცერ­ტზე კლუბ "A2 Green Concert"-ში, რო­მე­ლიც 9 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა", - ნათ­ქვა­მია სან­კტ პე­ტერ­ბურ­გის კონ­ცერ­ტის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, 2016 წლის 9 აპ­რილს 27 წელი სრულ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა არ­მი­ამ თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მო­სუ­ლი ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრა­ცი­ას მარ­თავ­და, სას­ტი­კად და­არ­ბია. და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი, ასო­ბით კი და­იჭ­რა, მო­ი­წამ­ლა და და­სა­ხიჩ­რდა. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კრი­ტი­კა და უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"37 მა­ნე­თი­ა­ნი მგზავ­რე­ბი"; "აბა თქვენ იცით, 9 აპ­რილს გრძნო­ბით უხავ­ლეთ მა­გათ. მერე რა რომ 27 წლის წინ თქვენ­ზე პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი ჩა­ხო­ცეს რუს­თა­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მღე­როდ­ნენ და თქვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით კარ­გად. მერე რა, რომ ეგ ქვე­ყა­ნა დღე­საც ისე­თი­ვე დამ­პყრო­ბე­ლია, რო­გორც მა­შინ, 27 წლის წინ იყო. გრძე­ლი ტურ­ნე გაქვთ მანდ და სა­აღ­დგო­მოდ რო­დი­ო­ნო­ვის საფ­ლავ­ზეც გა­დით ბა­რემ და გა­და­უ­გო­რეთ წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბი";

"მერე დას­ხდე­ბი­ან სუფ­რა­ზე და სამ­შობ­ლოს სა­დღეგ­რძე­ლო­ზე გულ­ზე მჯიღს და­იბ­რა­გუ­ნე­ბენ, იტყვი­ან რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოა და რაც მაგ­რე­ბი ვართ ჩვენ ვართ. მაგ­რე­ბი კი არა, ჯერ "ერი­ო­სი­ნი" და "რუს­თა­ვი" უნდა გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კაი სირ­ცხვი­ლის კო­რი­დორ­ში რომ სხვა "კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წეს " არ და­ე­წყო "იჩით რააა, კულ­ტუ­რა და პო­ლი­ტი­კა სხვა­დას­ხვა რა­მეა" . არაა სხვა­დას­ხვა, როცა იმ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ხარ და ტან­ცი მან­ცობ, ვინც ეს 9 აპ­რი­ლი მო­გი­წყო და ყო­ველ დღე თითო ვაშ­ლის ხემ­დე გი­წევს სა­ზღვარს" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

"უკ­რა­ი­ნა­ში ცალი კა­ლო­შით ჩა­სუ­ლე­ბი და იქ ფეხ­ზე დამ­დგრე­ბი, რუ­სეთს გა­ე­შურ­ნენ. თან 9 აპ­რილს იმ­ღე­რე­ბენ (თუ იმას, რა­საც შვრე­ბი­ან, სიმ­ღე­რა ქვია)" - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია. "ისე, "პრო­ფი­ლი" რომ არ არ­სე­ბუ­ლი­ყო, ესე­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვერ გახ­დე­ბოდ­ნენ", - წერს გვა­რა­მი­ას პოს­ტის კო­მენ­ტარ­ში ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"

"მგზავრების" კონცერტი 9 აპრილს პეტერბურგში და გამოხმაურება თბილისში: "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები, რუსეთს გაეშურნენ"

9 აპრილს ჯგუფი "მგზავრები" რუსეთში, სანკტ პეტერბურგში, კონცერტს გამართავს. ღონისძიება კლუბ "A2 Green Concert"-ში გაიმართება. ბილეთების ფასი 1500-დან 3000 რუბლამდე მერყეობს.

ახალგაზრდა, არტისტული, არანორმალურად ენერგიული ჯგუფი, - ასე უხასიათებენ რუს მსმენელს პოპულარულ ქართულ ბენდს კონცერტების ორგანიზატორები. როგორც ირკვევა, "მგზავრებს" რუსეთის მასშტაბით რამდენიმე კონცერტი აქვთ დაგეგმილი.

"ნამდვილი ქართული მრავალხმიანობა, ნაციონალური ინსტრუმენტების თანამედროვე ჟღერადობა და განუმეორებელი სულიერი ატმოსფერო, რომელიც ეროვნული სიმღერის ყველა მოყვარულის გემოვნებას დააკმაყოფილებს. "მგზავრები" არის ჯგუფი, რომელიც აერთიანებს გულს და ერებს. სტუმართმოყვარე მოგზაურები მზიანი საქართველოდან ხელგაშლილი ელოდებიან ყველას მათ კონცერტზე კლუბ "A2 Green Concert"-ში, რომელიც 9 აპრილს გაიმართება", - ნათქვამია სანკტ პეტერბურგის კონცერტის აღწერილობაში.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, 2016 წლის 9 აპრილს 27 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ასობით მოქალაქე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდა, სასტიკად დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქართულ სოციალურ ქსელში "მგზავრების" კონცერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა და უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

"37 მანეთიანი მგზავრები"; "აბა თქვენ იცით, 9 აპრილს გრძნობით უხავლეთ მაგათ. მერე რა რომ 27 წლის წინ თქვენზე პატარა გოგონები ჩახოცეს რუსთაველზე, საქართველოზე მღეროდნენ და თქვენზე გაცილებით კარგად. მერე რა, რომ ეგ ქვეყანა დღესაც ისეთივე დამპყრობელია, როგორც მაშინ, 27 წლის წინ იყო. გრძელი ტურნე გაქვთ მანდ და სააღდგომოდ როდიონოვის საფლავზეც გადით ბარემ და გადაუგორეთ წითელი კვერცხები";

"მერე დასხდებიან სუფრაზე და სამშობლოს სადღეგრძელოზე გულზე მჯიღს დაიბრაგუნებენ, იტყვიან რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა საქართველოა და რაც მაგრები ვართ ჩვენ ვართ. მაგრები კი არა, ჯერ "ერიოსინი" და "რუსთავი" უნდა გაგვეტარებინა კაი სირცხვილის კორიდორში რომ სხვა "კულტურის მოღვაწეს " არ დაეწყო "იჩით რააა, კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა" . არაა სხვადასხვა, როცა იმ ქვეყანაში ჩადიხარ და ტანცი მანცობ, ვინც ეს 9 აპრილი მოგიწყო და ყოველ დღე თითო ვაშლის ხემდე გიწევს საზღვარს" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

"უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები და იქ ფეხზე დამდგრები, რუსეთს გაეშურნენ. თან 9 აპრილს იმღერებენ (თუ იმას, რასაც შვრებიან, სიმღერა ქვია)" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. "ისე, "პროფილი" რომ არ არსებულიყო, ესენი პოპულარულები ვერ გახდებოდნენ", - წერს გვარამიას პოსტის კომენტარში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება