პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წელი არ ველაპარაკებოდით მე და წურწუმია... მამულიჩას დაჭერაზე ამიგორეს ჭორები" - თემურ თათარაშვილი დაკარგულ მეგობრებზე
"10 წელი არ ველაპარაკებოდით მე და წურწუმია... მამულიჩას დაჭერაზე ამიგორეს ჭორები" - თემურ თათარაშვილი დაკარგულ მეგობრებზე

მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და იმ მე­გობ­რებს, რომ­ლებ­მაც პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფს ზურ­გი აქ­ცი­ეს. მომ­ღე­რა­ლი ახლა მოს­კოვ­შია და იქ აგ­რძე­ლებს მუ­სი­კა­ლურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, წელს თა­თა­რაშ­ვი­ლი 50 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს.

"რო­დე­საც და­მი­ჭი­რეს და გა­მი­ჭირ­და, ბევ­რმა მე­გო­ბარ­მა ზურ­გი მაქ­ცია, ბევ­რი კი გვერ­დში და­მიდ­გა. სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ჩემს ოჯახს ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში ედგა, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. ასე­ვე, დათო გო­მარ­თე­ლიც. ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვე­დი, თა­ვის კლუბ­ში სიმ­ღე­რა შე­მომ­თა­ვა­ზა - იმ მო­მენ­ტში ჩემ­თვის ყო­ველ თეთ­რს მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. მერე სხვის­გან გა­ვი­გე, და­თო­ზე ზე­წო­ლაც კი ყო­ფი­ლა - და­უ­ბა­რე­ბი­ათ, ნუ ამ­ღე­რე­ბო. და­თოს ეს ჩემ­თვის არც უთ­ქვამს.

მერე ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, ვი­ღა­ცე­ე­ბი ისევ გა­მოჩ­ნდნენ. ათი წელი არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს მე და ლელა წურ­წუ­მია. თქვენ კარ­გად იცით, რომ პო­ლი­ტი­კამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­შო­რა ერ­თმა­ნეთს. ლელა და მა­მუ­ლი­ჩა იყ­ვნენ სხვა მხა­რეს, მე - სხვა მხა­რეს. ამის გამო აღარ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვენ შო­რის ჩხუ­ბიც კი არ ყო­ფი­ლა. ახ­ლა­ხან მაია ჯა­ბუ­ას კონ­ცერ­ტზე ვნა­ხე, გა­დავ­კოც­ნეთ, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი. მა­მუ­ლი­ჩას და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ამი­გო­რეს ჭო­რე­ბი, ბევ­რი წე­რეს. მე რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი მა­მუ­ლი­ჩას­თან, მას­თან რა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და... ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მე რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ეს ხომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს დახ­ვდე­ბა წინ და არ მე­პა­ტი­ე­ბა. ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, მე არა­ვის არა­ფერს ვერ­ჩი. არა­ვის მი­მართ არ მაქვს პრე­ტენ­ზია. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გარ­კვე­უ­ლი მაქვს, ვი­ნაა ჩემი მე­გო­ბა­რი და ვინ - არა... მე მათი მხო­ლოდ კარ­გი გა­მი­ხარ­დე­ბა და ცუდი გულ­წრფე­ლად მე­წყი­ნე­ბა, იმი­ტომ რომ, ოდეს­ღაც, ისი­ნი ჩემი ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მოს­კოვ­ში ყვე­ლა ქარ­თველ მომ­ღე­რალ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემი და სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა სულ სხვაა. რო­გორც კი ახალ სიმ­ღე­რას და­წერს, ეგ­რე­ვე მიგ­ზავ­ნის..."

ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"10 წელი არ ველაპარაკებოდით მე და წურწუმია... მამულიჩას დაჭერაზე ამიგორეს ჭორები" - თემურ თათარაშვილი დაკარგულ მეგობრებზე

"10 წელი არ ველაპარაკებოდით მე და წურწუმია... მამულიჩას დაჭერაზე ამიგორეს ჭორები" - თემურ თათარაშვილი დაკარგულ მეგობრებზე

მომღერალი თემურ თათარაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში პატიმრობის პერიოდს იხსენებს და იმ მეგობრებს, რომლებმაც პატიმრობაში მყოფს ზურგი აქციეს. მომღერალი ახლა მოსკოვშია და იქ აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობას, წელს თათარაშვილი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"როდესაც დამიჭირეს და გამიჭირდა, ბევრმა მეგობარმა ზურგი მაქცია, ბევრი კი გვერდში დამიდგა. სოსო პავლიაშვილი ჩემს ოჯახს ყველანაირად გვერდში ედგა, ყურადღებას აქცევდა. ასევე, დათო გომართელიც. ციხიდან რომ გამოვედი, თავის კლუბში სიმღერა შემომთავაზა - იმ მომენტში ჩემთვის ყოველ თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა. მერე სხვისგან გავიგე, დათოზე ზეწოლაც კი ყოფილა - დაუბარებიათ, ნუ ამღერებო. დათოს ეს ჩემთვის არც უთქვამს.

მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ვიღაცეები ისევ გამოჩნდნენ. ათი წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს მე და ლელა წურწუმია. თქვენ კარგად იცით, რომ პოლიტიკამ ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს. ლელა და მამულიჩა იყვნენ სხვა მხარეს, მე - სხვა მხარეს. ამის გამო აღარ გვქონდა ურთიერთობა. ჩვენ შორის ჩხუბიც კი არ ყოფილა. ახლახან მაია ჯაბუას კონცერტზე ვნახე, გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მამულიჩას დაჭერასთან დაკავშირებითაც ამიგორეს ჭორები, ბევრი წერეს. მე რა შუაში ვიყავი მამულიჩასთან, მასთან რა ურთიერთობა მქონდა... ღმერთმა დამიფაროს, მე რომ გამეკეთებინა, ეს ხომ ჩემს შვილიშვილს დახვდება წინ და არ მეპატიება. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მე არავის არაფერს ვერჩი. არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. აბსოლუტურად გარკვეული მაქვს, ვინაა ჩემი მეგობარი და ვინ - არა... მე მათი მხოლოდ კარგი გამიხარდება და ცუდი გულწრფელად მეწყინება, იმიტომ რომ, ოდესღაც, ისინი ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. მოსკოვში ყველა ქართველ მომღერალთან მაქვს ურთიერთობა. ჩემი და სოსო პავლიაშვილის ურთიერთობა სულ სხვაა. როგორც კი ახალ სიმღერას დაწერს, ეგრევე მიგზავნის..."

ხათუნა კორთხონჯია

ჟურნალი "თბილისელები"

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს