მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა
არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა

ლოს ან­ჯე­ლე­სის "დოლ­ბის" თე­ატ­რში "ოს­კა­რე­ბის" რი­გით 88-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თა. და­ჯილ­დო­ე­ბა ტრი­უმ­ფით დას­რულ­და ფილ­მე­ბის­თვის "რე­ვე­ნან­ტი" და "შეშ­ლი­ლი მაქ­სი". "რე­ვე­ნან­ტმა" ჯამ­ში 3 ჯილ­დო მი­ი­ღო 12 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან, ხოლო "შეშ­ლი­ლი მაქ­სი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ტექ­ნი­კურ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. მან 10 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან 6 ჯილ­დო მო­ი­პო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარ კა­ტე­გო­რი­ებს:

წლის ფილ­მი გახ­და "სფოთ­ლა­ი­თი"

წლის რე­ჟი­სო­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გა­ი­მარ­ჯვა "რე­ვე­ნან­ტის" რე­ჟი­სორ­მა ალე­ხან­დრო გონ­სა­ლეს ინი­ა­რი­ტუმ

მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის ნა­ნატ­რი ჯილ­დო ერგო ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს ფილ­მის­თვის - "რე­ვე­ნან­ტი"

ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის პრი­ზი გა­და­ე­ცა ბრი ლარ­სონს ფილ­მის­თვის - "ოთა­ხი"

მა­მა­კა­ცის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის ოს­კა­რი მი­ი­ღო მარკ რა­ი­ლენ­სმა ფილ­მის­თვის - "ჯა­შუშ­თა ხიდი"

ქა­ლის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ჯილ­დო გა­და­ე­ცა ალი­სია ვი­კან­დერს ფილ­მის­თვის - "გო­გო­ნა და­ნი­ი­დან"

იხი­ლეთ ვი­დეო: "ოს­კა­რი" ლეოს - ხან­გრძლი­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და დი­კაპ­რი­ოს ღირ­სე­უ­ლი სა­მად­ლო­ბე­ლი სი­ტყვა

სხვა ნო­მი­ნა­ცი­ებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო წლის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­შიც "თავ­და­ყი­რა" გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. წლის უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში უნ­გრულ­მა ფილმმა "სა­უ­ლის ვაჟ­მა" გა­ი­მარ­ჯვა, ხოლო წლის სა­უნ­დტრე­კის კა­ტე­გო­რი­ა­ში ჯილ­დო გა­დას­ცეს ბრი­ტა­ნელ მომ­ღე­რალ სემ სმითს ჯე­იმს ბონ­დის ბოლო ფილ­მის­თვის შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რის­თვის. წლის ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კის ჯილ­დო 87 წლის ლე­გენ­და­რულ­მა იტა­ლი­ელ­მა ენიო მო­რი­კო­ნემ აიღო.

41 წლის დი­კაპ­რი­ოს­თვის ეს ოს­კა­რის მე­ექ­ვსე ნო­მი­ნა­ცია, თუმ­ცა პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა. ის ოთხჯერ წარ­დგე­ნი­ლი იყო რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ერთხელ - რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი.

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს ნო­მი­ნი­რე­ბა ოს­კარ­ზე 1994 წელს და­ი­წყო სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლით ფილმში "რას აწუ­ხებს გილ­ბერტ გრე­იფს", შემ­დეგ იყო "ავი­ა­ტო­რი" 2005 წელს, მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის წა­რად­გი­ნეს 2007 წელ­საც ფილ­მის­თვის "სის­ხლი­ა­ნი ალ­მა­სი" და 2014 წელს ფილ­მის­თვის "უოლ სტრი­ტის მგე­ლი". 22-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი "ოს­კა­რო­სა­ნია"!

ნა­ხეთ ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია: 'I do not take tonight for granted' - Leonardo DiCaprio finally wins his first Oscar

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა

არის, აღსრულდა! - ლეონარდო დიკაპრიოს "ოსკარს" მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეხვდა

ლოს ანჯელესის "დოლბის" თეატრში "ოსკარების" რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი". "რევენანტმა" ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო "შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან 10 ნომინაციიდან 6 ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს:

წლის ფილმი გახდა "სფოთლაითი"

წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნანატრი ჯილდო ერგო ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის - "რევენანტი"

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის - "ოთახი"

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მიიღო მარკ რაილენსმა ფილმისთვის - "ჯაშუშთა ხიდი"

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა ალისია ვიკანდერს ფილმისთვის - "გოგონა დანიიდან"

იხილეთ ვიდეო: "ოსკარი" ლეოს - ხანგრძლივი აპლოდისმენტები და დიკაპრიოს ღირსეული სამადლობელი სიტყვა

სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც "თავდაყირა" გახდა გამარჯვებული. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა "საულის ვაჟმა" გაიმარჯვა, ხოლო წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის. წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.

41 წლის დიკაპრიოსთვის ეს ოსკარის მეექვსე ნომინაცია, თუმცა პირველი გამარჯვებაა. ის ოთხჯერ წარდგენილი იყო როგორც მსახიობი, ერთხელ - როგორც პროდიუსერი.

ლეონარდო დიკაპრიოს ნომინირება ოსკარზე 1994 წელს დაიწყო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლით ფილმში "რას აწუხებს გილბერტ გრეიფს", შემდეგ იყო "ავიატორი" 2005 წელს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის წარადგინეს 2007 წელსაც ფილმისთვის "სისხლიანი ალმასი" და 2014 წელს ფილმისთვის "უოლ სტრიტის მგელი". 22-წლიანი ლოდინის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო დამსახურებული "ოსკაროსანია"!

ნახეთ ინგლისური ვერსია: 'I do not take tonight for granted' - Leonardo DiCaprio finally wins his first Oscar

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება