პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"
ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"

ქეთა თო­ფუ­რი­ას 42 წლის ქმრის შე­სა­ხებ რუ­სულ პრე­სა­ში თით­ქმის ვე­რა­ფერს იპო­ვით, გარ­და მის ვარ­სკვლავ მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბი­სა. "რუ­სე­თის რუხი კარ­დი­ნა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დე­ბი­დან" - ასე მო­იხ­სე­ნი­ებს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მი­ლი­ო­ნერ ქმარს ერთ-ერთი რუ­სუ­ლი სა­ი­ტი.

ქეთა და ლევი 2013 წელს და­ქორ­წინ­დნენ. წარ­მა­ტე­ბულ ბან­კირ­თან და ბიზ­ნეს­მენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პოპ-მომ­ღე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე მა­ლავ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ებ­რა­უ­ლი გვა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ლევ გე­იხ­მა­ნი რუ­სე­თი­და­ნაა, ის მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და 1974 წლის 26 აპ­რილს. პირ­ვე­ლად ლევ ისა­ა­კის ძე გე­იხ­მა­ნის სა­ხე­ლი 1991 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ბი­უ­ლე­ტენ­ში გა­მოჩ­ნდა. იქ ეწე­რა, რომ ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ­მა ბიჭ­მა თა­ვის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე პა­ტენ­ტი მი­ი­ღო. შემ­დეგ გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი მოს­კო­ვის სამ­თო ინ­სტი­ტუ­ტი­დან კერ­ძო ფირ­მა­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. შემ­დეგ მის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლურ პრე­სა­ში აღა­რა­ფე­რი და­წე­რი­ლა...

რამ­დე­ნი­მე წე­ლიც და, ლევ გე­იხ­მა­ნის ბი­ოგ­რა­ფია რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. ის რუ­სე­თის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად იწყებს მუ­შა­ო­ბას. 2002 წელს კი მას­თან პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს გზავ­ნი­ან, რათა და­ი­თან­ხმონ გა­ზის, ნავ­თო­ბის და მათი გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ცი­ის და კონ­ტრო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე. მოს­კოვ­ში ში­გა­და­შიგ ხდე­ბა ლო­კა­ლუ­რი "ბენ­ზი­ნის კრი­ზი­სე­ბი" და ასე­თი პოს­ტის უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდის­თვის ჩა­ბა­რე­ბამ ჩი­ნოვ­ნი­კებ­ში შიში გა­მო­იწ­ვია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გე­იხ­მა­ნი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გახ­და "სა­პა­ტიო მე­ნავ­თო­ბის" წო­დე­ბის მფლო­ბე­ლი.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ გე­იხ­მან­მა რუ­სულ მე­დი­ას ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, სა­დაც ბან­კი­რი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­სა და მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და. მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მომ­ხდარ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ აი­სა­ხა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის და ძეგლ­თა დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე. გე­იხ­მა­ნის თქმით, ასე­თი მკაც­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მსხვი­ლი უცხო­უ­რი სინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად მოხ­და, რო­მელ­თა კა­პი­ტა­ლიც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. მისი თქმით, თა­ვა­დაც ერთ-ერთი ასე­თი ფონ­დის ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თუმ­ცა კი, გე­იხ­მა­ნი, რომ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­აც ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის გა­რე­შე, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი პირი ისე მოქ­მე­დებს. გე­იხ­მა­ნის თქმით, თა­ვად ის ფონ­დის სრუ­ლი კა­პი­ტა­ლის რამ­დე­ნი­მე მე­ა­სედ პრო­ცენტს ფლობს, თუმ­ცა ეს "მცი­რე" წი­ლიც მას წლი­უ­რად რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ევ­როს შე­მო­სა­ვალს აძ­ლევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია fb.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"

ქეთა თოფურიას ქმრის უცნობი ცხოვრება - რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"

ქეთა თოფურიას 42 წლის ქმრის შესახებ რუსულ პრესაში თითქმის ვერაფერს იპოვით, გარდა მის ვარსკვლავ მეუღლესთან დაკავშირებული სტატიებისა და ფოტოებისა. "რუსეთის რუხი კარდინალი საერთაშორისო სავალუტო ფონდებიდან" - ასე მოიხსენიებს ქართველი მომღერლის მილიონერ ქმარს ერთ-ერთი რუსული საიტი.

ქეთა და ლევი 2013 წელს დაქორწინდნენ. წარმატებულ ბანკირთან და ბიზნესმენთან ურთიერთობას არანაკლებ წარმატებული პოპ-მომღერალი რამდენიმე წლის მანძილზე მალავდა. როგორც ირკვევა, ებრაული გვარის მიუხედავად, ლევ გეიხმანი რუსეთიდანაა, ის მოსკოვში დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს. პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ მის შესახებ ცენტრალურ პრესაში აღარაფერი დაწერილა...

რამდენიმე წელიც და, ლევ გეიხმანის ბიოგრაფია რადიკალურად იცვლება. ის რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად იწყებს მუშაობას. 2002 წელს კი მასთან პრეზიდენტის წარმომადგენელს გზავნიან, რათა დაითანხმონ გაზის, ნავთობის და მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების სახელმწიფო ინსპექციის და კონტროლის ხელმძღვანელის პოსტზე. მოსკოვში შიგადაშიგ ხდება ლოკალური "ბენზინის კრიზისები" და ასეთი პოსტის უცნობი ახალგაზრდისთვის ჩაბარებამ ჩინოვნიკებში შიში გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გეიხმანი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდა "საპატიო მენავთობის" წოდების მფლობელი.

რამდენიმე წლის წინ გეიხმანმა რუსულ მედიას ერთი საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ბანკირი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და მთავრობაში ცვლილებების შესახებ საუბრობდა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის კულტურის სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე, რომელიც ყველაზე მკაფიოდ აისახა საავტორო უფლებების და ძეგლთა დაცვის საკითხებზე. გეიხმანის თქმით, ასეთი მკაცრი რეორგანიზაცია მსხვილი უცხოური სინვესტიციო ფონდების გულის მოსაგებად მოხდა, რომელთა კაპიტალიც რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარია. მისი თქმით, თავადაც ერთ-ერთი ასეთი ფონდის ინტერესებს წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა კი, გეიხმანი, რომლის ბიოგრაფიაც ბურუსითაა მოცული, ოფიციალური სტატუსის გარეშე, როგორც ფიზიკური პირი ისე მოქმედებს. გეიხმანის თქმით, თავად ის ფონდის სრული კაპიტალის რამდენიმე მეასედ პროცენტს ფლობს, თუმცა ეს "მცირე" წილიც მას წლიურად რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალს აძლევს.

მომზადებულია fb.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება