მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონი, დავჭკვიანდი..." - რისგან იღებს სიამოვნებას 38 წლის ასაკში ნინა წკრიალაშვილი
"მგონი, დავჭკვიანდი..." - რისგან იღებს სიამოვნებას 38 წლის ასაკში ნინა წკრიალაშვილი

მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა 38 წლის ასაკ­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა გა­და­ფა­სე­ბა მო­ახ­დი­ნა. შე­იც­ვა­ლა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი­სად­მი, ისე სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი. რო­გორც მომ­ღე­რალ­მა ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ში "სარ­კეს­თან" გა­ნა­ცხა­და, ის­წავ­ლა, რო­გორ იყოს მშვი­დად და ახლა აბ­სო­ლუ­ტურ ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

"აღარ ვა­კე­თებ იმას, რაც არ მსი­ა­მოვ­ნებს, მხო­ლოდ იმას ვა­კე­თებ, რაც ან მჭირ­დე­ბა, ან მსი­ა­მოვ­ნებს. სა­კუ­თარ თავ­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჰარ­მო­ნია მაქვს. მე მგო­ნია, დავ­ჭკვი­ან­დი, ბევ­რი მძი­ნავს, ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რო, ეს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მიყ­ვარს. 2 თვე­ში ერთხელ სად­მე რომ არ წა­ვი­დე, არ არ­სე­ბობს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ევ­რო­პა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. აქე­დან ხში­რად მარ­ტოც მივ­დი­ვარ და მათ­თან ჩავ­დი­ვარ... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბით, შეც­დო­მე­ბით და ბევ­რი სწო­რი, თა­მა­მი ნა­ბი­ჯით, ბევ­რი რის­კი­თაც. შეც­დო­მე­ბი ადა­მი­ანს გა­მოც­დი­ლე­ბას და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში იგი­ვე არ გა­ი­მე­ო­როს. ვი­საც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა აქვს, ის პი­როვ­ნუ­ლად ვერ იზ­რდე­ბა. ტკი­ვი­ლი პი­როვ­ნუ­ლად გზრდის.

- საკ­მა­ოდ დიდი ვაჟი გყავთ, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ დედა-შვილს?

- ძა­ლი­ან კარ­გი. სან­დრო 18 წლი­საა, სტუ­დენ­ტია. ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, ამ­ხე­ლა შვი­ლი რომ მყავს. მგო­ნია, ვი­ღაც ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, ჩემი ძმა ცხოვ­რობს სახ­ლში. მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან შე­ზღუდ­ვე­ბი არ გვაქვს, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი ვართ.

- აღარ აპი­რებთ შვი­ლის გა­ჩე­ნას?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია! ახლა ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა არაფ­რით შე­მიძ­ლია.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

"მგონი, დავჭკვიანდი..." - რისგან იღებს სიამოვნებას 38 წლის ასაკში ნინა წკრიალაშვილი

"მგონი, დავჭკვიანდი..." - რისგან იღებს სიამოვნებას 38 წლის ასაკში ნინა წკრიალაშვილი

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა 38 წლის ასაკში ღირებულებათა გადაფასება მოახდინა. შეიცვალა მისი დამოკიდებულება როგორც გარშემომყოფებისადმი, ისე საკუთარი თავისადმი. როგორც მომღერალმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ინტერვიუში "სარკესთან" განაცხადა, ისწავლა, როგორ იყოს მშვიდად და ახლა აბსოლუტურ ჰარმონიაში ცხოვრობს.

"აღარ ვაკეთებ იმას, რაც არ მსიამოვნებს, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ან მჭირდება, ან მსიამოვნებს. საკუთარ თავთან აბსოლუტური ჰარმონია მაქვს. მე მგონია, დავჭკვიანდი, ბევრი მძინავს, ბევრს ვმოგზაურობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიმოგზაურო, ეს ყველაფერზე მეტად მიყვარს. 2 თვეში ერთხელ სადმე რომ არ წავიდე, არ არსებობს. საბედნიეროდ, ევროპაში ბევრი მეგობარი მყავს. აქედან ხშირად მარტოც მივდივარ და მათთან ჩავდივარ... ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება თავისი სისულელეებით, შეცდომებით და ბევრი სწორი, თამამი ნაბიჯით, ბევრი რისკითაც. შეცდომები ადამიანს გამოცდილებას და იმის საშუალებას აძლევს, რომ ცხოვრებაში იგივე არ გაიმეოროს. ვისაც ძალიან მარტივი ცხოვრება აქვს, ის პიროვნულად ვერ იზრდება. ტკივილი პიროვნულად გზრდის.

- საკმაოდ დიდი ვაჟი გყავთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ დედა-შვილს?

- ძალიან კარგი. სანდრო 18 წლისაა, სტუდენტია. ვერც ვაცნობიერებ, ამხელა შვილი რომ მყავს. მგონია, ვიღაც ჩემი ახლობელი, ჩემი ძმა ცხოვრობს სახლში. მის მეგობრებთან ერთად ვერთობი, ერთმანეთთან შეზღუდვები არ გვაქვს, ძალიან გულწრფელები ვართ.

- აღარ აპირებთ შვილის გაჩენას?

- გამორიცხულია! ახლა ღამეების თენება არაფრით შემიძლია.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება